შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისმინე ჩემი უფალო!


27-02-2015, 16:48
ავტორი Banu
ნანახია 2 284

ჩემს ქალაქს,რომ ვუყურებ ვხვდები,რომ მე სხვაგან მინდა.არვიცი რამდენი ფიქრობს ჩემსავით,მაგრამ ვიცი,რომ არის ვიღაც... ვიღაც ვინც მიხვდება,რისი თქმაც მინდა.მინდა,რომ წავიდე შორს,იქ სადაც ვერავინ მიპოვის და ბედნიერი ვიქნები.იცით როგორი რთულია,როცა უბრალოდ ტირი და არ იცი რის გამო,როცა გწამს,მაგრამ არ იცი რა,როცა გტკივა მაგრამ,ვერ ხვდები რატომ!როცა გრძნობ მაგრამ,არ გაქვს იმის ძალა,რომ იბრძოლო.ღმერთო რა რთულია,როცა უბრალოდ ტკივილით ცხოვრობ და იმდენად შეეჩვიე იმედგაცრუებას,რომ გიკვირს ყველა ის წამი როცა გიმართლებს.მინდოდა გავფრენილიყავი და მებრძოლა ამ სურვილისათვის,მაგრამ უსამართლობამ დამაკარგვინა იმის ძალაც კი,რომ უბრალოდ წამოვმდაგირიყავი და მეთქვა "მე ამას შევძლებ".უსამართლოა ცხოვრება და ადამიანებიც,მეც უსამართლო ვარ,რადგან ჩემი ტკივილით ალბათ,სხვებსაც ვტკენ,ალბათ არასწორია რომ შენს დარდს სხვას ანდობ და ხასიათს უფუჭებ,მაგრამ მხოლოდ იმ იმედით რომ ჩემნაირს ვიპოვი...
მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს ყოველდღე,ყოველდილით როცა ვიღვიძებ,ჩემს თავს ვეკითხები,ნუ თუ დღესაც არაფერი შეიცვლება,ვიცი მე ამის პასუხი მაქვს მაგრამ მაინც ვკითხულობ,ეს ჩემი ცხოვრების წესია და ყველა ადამიანეს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ, დილით როცა გაიღვიძებენ,სარკესთან მივიდნენ და თავის თავს კითხონ :"ვინ ვარ მე"? ალბათ მათ არ ექნებათ ამის პასუხი,მაგრამ ისინი ეცდებიან და იპოვიან მის პასუხს,აუცილებლად იპოვნიან.როცა პირველად დავუშვი ეს კითხვა ჩემს თავს ასე ვუპასუხე "ერთ-ერთი არარაობა იმათთან,ვისაც ადამიანი ქვიათ"...
და მაინც რატომ არის კაცის ბუნება ასეთი უცნაური? ისინი ხომ არასოდეს ინდობს ერთმანეთს,თუნდაც ქართველი ერი,ყოველთვის რომ ვამაყობთ საკუთარი თავით,ყოველთვის რომ თავს სხვას ვადარებთ,ნუ თუ არასოდეს გაგვცენია აზრად,რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი.
არ შემიძლია ღმერთო,არ მინდა ყოველდღე ამ ცხოვრებას,ამ უსამართლო,ფუჭ იმედგაცრუებებს ვადევნო თვალი,მაგრამ მიწევს და მე ვერაფერს შევცვლი,რადგან აღარ მაქვს ძალა,მეც დავიღალე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent