შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

24 საათი ბოლომდე


28-02-2015, 21:01
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 2 233

ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გტკენიათ? იქნებ კერვისას ნემსის შერჭობა, თუ ხახვის ჭრისას თითის გაჭრა. იცით, იმ ტკივილზე ძლიერი, რაც მშობლის სიძულვილითაა განცდილი არცერთი ტკივილი არ არსებობს. ზუსტად იმ დროს როდესაც მეჩხუბებოდნენ, მინდოდა მათი სიტყვების ნაცვლად ალესილი დანები მომხვედროდა. მინდოდა დედამიწა ორად გაყოფილიყო ერთ მხარეს მე დავმდგარიყავი და მეორე მხარეს კი ისინი.
ძალიან რთულია, როდესაც ხარ მარტო. გამოფიტული კუნძივით გდიხარ მდინარეში. დინება ხან საით გექაჩება, ხან საით. რთულია, არა უფრო სულის მხუთავი, როდესაც ამ ქვეყნად არავისთვის არ ხარ ძვირფასი და რომ შეეძლოთ ერთ ბოთლ არაყშიც კი გაგცვლიდნენ. ვერც წარმოიდგენთ, როგორი მტკივნეულია, როდესაც უკანასკნელ იმედებს გიკლავენ, გთელავენ და არარაობად გთვლიან.
ეს სიტყვები ერთი ბედნიერებისაგან მიტოვებული გოგონას ფიქრებია, რომელსაც ამ ქვეყნად ცუდის მეტი არაფერი უნახავს. ცხოვრება ზოოპარკივით აქვს ნაქცევი. მხოლოდ გისოსებიდან შესცქერის თავისუფლებას და როგორც ნადირს ისე ეპყრობიან. მოჰყავთ ბავშვები, ანახებენ მის სახეს და თუ სახლში მისულები საჭმელზე უარს იტყვიან სწორედ ამ ცხოველებით აშინებენ.
არ მინდა თავს მოგახვიოთ ჩემიტრაგიკული ისტორია, თუმცა მინდა მოგიყვეთ თუ რა ძალა აქვს სიყვარულს.
ერთ დღესაც, როდესაც ვახელ თვალებს ვცდილობ ვიპოვო ერთი მიზეზი მაინც თუ რისთვის ღირს ცხოვრება. ტვინი მეობნება:"შენ გამცირებენ, არავის უყვარხარ და ელემენტრული ხმამაღლა სუნთქვის უფლებაც კი არ გაქვს" და ამ დროს გული იწყებს ძგერას:"სამაგიეროდ ღვთის ნებაა დღეს, რომ თვალი გაახილე და მზის სხივები დაინახეო". "და მაშინ სად იყო შენი ღმერთი, როდესაც ძალაგამოლეულს და ნაცემს ნერწყვის ყლაპვის უნარიც კი ჰქონდა დაკარგული?!"-აწყვეტინებს ტვინი გულს და წარბშეკრული ბოლთას სცემს. გული კი მშვიდად:" "ჩემი" ღმერთი მას გამოცდას უწყობს", "და რაღა გამოცდაა თუ ჩააკვდათ ხელში?!". "როგორც ხედავ ცოცხალია"-ისევ მშვიდად განაგრძობს გული. "სამაგიეროდ სიკვდილს ნატრობს". აქ უკვე გული მიყუჩდა და მივხვდი, რომ ერთადერთი ხსნა ჩემი, ამ სამყაროს დატოვება იყო. მივხვდი, რომ იქ სადაც მილიონერებს ღარიბები მოჩვენებით ოეცოდებათ, იქ სადაც დედა შვილსურტყავს, რათა "კარგად აღიზარდოს" და იქ სადაც ბიჭები საკუთარ დედებს აგინებენ ჩემი ადგილი აღარ იყო.
ბევრი არც მიფიქრია, ან რა იყო საფიქრელი. თეთრი სარაფანი ჩავიცვი და გარეთ გამოვედი. მივატოვე საკუთარი ოჯახი. "ოჯახი". ჰაჰ განა ოჯახი რა არის? ადგილი, სადაც შენი სკამი და კოვზი, თუნაც ამერიკაში იყო მუდამ დევს. აი, ეს არის ოჯახი. სამყარო, სადაც სიყვარული უპირველესია. ოჯახია დედა, მამა და შენ. თუმცა მე ოჯახი არ მყავს, დედაჩემიარა ეკატერინე, არამედ ის ბუნებაა, რომელმაც მშვა. მამაჩემი არა კოტე, არამედ ცაა, რომელიც მუნდამ ჩემზე მაღლა დგას. მე კი ზღვა ვარ ამ ორი მთლიანობის შვილი.
როდესაც ზღვას ვუყურებ ასე მგონია, რომ სამყაროს დასასრული არ აქვს და სწორედ ამ უსასრულობის შუალედშია ჩემი ადგილი. შევჰყურებ ტალღებს ტალღებს და სე მგონია, რაღაცის თქმა უნდათ. რაღაცას ლამობენ, თუმცა მე ბრმა ვარ რადგან მათ ვერ ვხედავ. ყრუ ვარ, რადგან მათი არ მესმის და უსულო იდიოტი ვარ, რომელიც ვერასდროს შეიგრძნობს მათ. ვზივარ და ვფიქრობ, ნევარ რა ხდება, იქ ფსკერზე? ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ ჯობია მოვიკლა თავი. ჩავიძირო ზღვის ფსკერზე, საკუთარი ხელით ამოვთხარო ორმო და თავი ავიფეთქო თუ მათხოვრებთან ერთად ვიშიმშილო. თუმცა ეს უკანასკნელი არ მაწყობს. აღარ მინდა სიკვდილიც ტანჯული მქონდეს. ადამიანი მხოლოდ მაშინ იტყვის მიცხოვრია, როდესაც მეფური სიკვდილით მოკვდება. და ვინ მომცა იმის ნება თვითონ გადავწყვიტო სად, როდის ან რანაირად უნდა მოვკვდე. იქნებ სწორედ მან ვინც მთელი სიცოცხლე გამიმწარა. ჩემ განკარგულებაში 24 საათია. 24 საათის შემდეგ ავდგები და მატარებელს შევუვარდები ბორბლებში. ჩემი ნაფლეთებიც კი აღარ დარჩება. ასე ჯობია, საბოლოოდ გავქრები, თითქოს არც კი მიარსებია.
საოცარია არა, ქერა, მაღალი, თეთრ სარაფანში გამოწყობილი, "მომღიმარი" გოგონა რეებზე ვფიქრობ. ნუ შეაფასებთ ადამიანებს გარეგნობის მიხედვით, რადგან ისინი სარკეში იყურებიან.
მინდა ამ უკანასკნელ 24 საათში, რაღაც ისეთი გავაეთო, რაც პიანინოზე აღებულ უკანასკნელ აკორდს დაემსგავსება.
ზღვას გავცქეროდი და უცებ ჩემს წინ ვიღაც ბიჭი ველოსიპედიდან გადმოვარდა. თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა გადავიხარხარე. თვითონაც გაეღიმა და ხელი გამომიწოდა. გავშრი, ცხოვრებაში პირველად ვიღაცამ დახმარება მთხოვა და ხელი გამომიწოდა. ცხოვრებააში პირველად ვიღაცას დავჭირდიუცებ მეცვალა სახე და ვერ გადამეწყვიტა რა მექნა. მე ხომ ადამიანები მძულდა. თუმცა, ამით რასვკარგავდი, ხოდა მეც დავეხმარე წამოდგომაში.
-მადლობა-მითხრა და ხელის გაშვებას ჯერჯერობით არ აპირებდა.
-სხვა დროს გაითვალისწინე, როდესაც დაეცემი შენით უნდა წამოდგე. და თუ წამოდგომის თავი არ გაქვს, მაშინ დაცემაც არ უნდა გარისკო.
-არის სერ,- მითხრა და ყურებამდე გაიღიმა,-როგორც ჩანს თვითონ უკეთესად ფლობ ველოსიპედის "ხელოვნებას", ჰოდა მოდი შევეჯიბროთ.
ამ წინადადებაზე სულ მთლად ჩავყლაპე ენა. ისედაც უემოციოს სულ წამერთვა ფერი. ალბათ გიჟია ჩემთან ერთად რაღაცის გაკეთება, რომ მოისურვა(თუმცა გარედან რა მეტყობოდა ვინც ვიყავი). წინ მხოლოდ 24 საათია, მაგრამ დასაკარგი არაფერი მაქვს.
-კარგი, წავედით-ვუთხარი ალბათ ხუთი წუთის შემდეგ.
-ჰოო, ოღონდ გამიღიმე. ღიმილი გიხდება.
-გულწრფელი კი, ძალდატანებითი არა.
-ძალას არავინ გატანს საკუთარი თავის გარდა.რომ იღიმი ეს სხვებისბრალი სულაც არაა. ალბათ, სადღაც გულის კუთხე-კუნჭულში გინდა გაღიმება, დანარჩენი მხოლოდ მიზეზია.
-გული სად მაქვს, რომ გულით შემეძლოს გაღიმება.
-ასე, რომ იყოს დახმარებაზე უარს მეტყოდი.
-იცი...
-ჩუუ-მითხრა და მისი თითები ჩემს ტუჩებ შეახო-არაფერი თქვა. ზოგჯერ დუმილი საუკეთესო პასუხია.-მითხრა და გამიღიმა. მივხვდი, რომ ბოლო სიტყვები სერიოზულად სულაც არ უთქვამს. თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა.
იქნებ მართალია. გულის, რომელიღაც ნაწილში მართლა მინდოდა გაღიმება ასე ერთიანად, რომ ამოფეთქა. ხოდა რა მაქვს დასაკარგი მეც გავიღიმებ.
მივუყვებოდით ბულვარის გზას მე და "უცნობი", ვიღიმოდით ყურებამდე და ვხვდებოდი, რომ ცაც და ზღვაც უფრო ლამაზი იყო. იმ დროს ვისაც რა არ უნდა ეთქვა მაინც ვეტყოდი, რო ბედნიერება წვრილმანებშია და რომ თუნდაც ველოსიპედზე გატარებულ ნახევარ საათს შეუძლია გაგაბედნიეროს, თუნდაც ნახევარი აათით. მაგრამ მთავარია გიყვარდეს და გწამდეს.
მე და X ადამიანმა ვიქირავეთ ველოსიპედები. არ დაგვითვლია რამდენჯერ დავეცით და რამდენჯერ წამოვდექით. ის მე მეხმარებოდა, მე მას. და აქ მივხვდი, რომ მანამ სანამ გყავს ადამიანი, რომელიც წამოდგომაში მოგეხმარება ცხოვრება მშვენიერია და მის არსებობას აზრი აქვს.
ნახევარი საათი ბულვარში ბავშვებივით ვერთობოდით და არაფერი გვახსოვდა.
-ნაყინი გინდა?-მკითხა მან.
-დღეს არაფერ ტკბილზე უარს არ ვამბობ-ვუთხარი, ხელი ჩავჭიდე და მხარზე მივეწებე,.
-არ მეგონა თაფლი თუ მესვა ტანზე-მითხრა და კვლავ გამიღიმა. მომეწონა, მომეწონა მისი ორაზროვანი ხუმრობა. და მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო.
-ძალიან გემრიელია- ვუთხარი და ვნებიანად ავლოკე შოკოლადის ნაყინი.
-არ გინდა ვანილის გასინჯო?
-არა...
-რატომღაც მგონია, რომ გინდა-მითხრა და ნაყინი სახისკენ წამოიღო.
-არ მინდაა, გამიშვიიიი...-და ცოტა ხანში მთელი სახე ვანილის ნაყინით მქონდა მოთხუპნული.
-არც შენ გაწყენდა შოკოლადის ნაყინი-და გავექანე მისკენ.
ცოტა ხანში, ორი ერთმანეთისთვის სრულიად "უცნობი", ხელიხელჩაკიდებული გიჟი მიუყვებოდა ბულვარის გზას და ისიც კი არ ენაღვლებოდათ ნაყინით მოთხუპნილებს, რომ საათის ისრები ერთმანეთს "ასწრებდნენ".
ჩავედით ნაპირზე . დავჯექით ერთმანეთთან ახლოს, თითქმის გავერთიანდით და ვუყურებდით მზის ჩასვლას.
-ადრე, თუ გვიან ყველაფერი მთავრდება ხომ?-ვკითხე ისე, რომ არც კი გავნძრეულვარ.
-ხოო, ცუდიც და კარგიც. თუმცა იქ სადაც მთავრდება რაღაც, იწყება სხვა ახალი. და ცხოვრება იმაზე ფიქრში არ უნდა გაატარო, რომ ოდესმე დასრულდება. მიყევი დინებას და არ დაგავიწყდეს საბოლოოდ ყველა მაინც თავის ნაპირს ბარდება.- მიმიზიდა და მხურვალედ მაკოცა. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ კოცნა ვანილის და შოკოლადის ნაყინის ნაზავი იქნებოდა. გახურებულ ფეჩის შეხებას გავდა და მთელ ტანში სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა. პირველი იყო... ყველაფერი პირველად ხდებოდა...ამ დროს კი მზე ერწყმოდა ზღვას და ახალი "წრისთვის" ემზადებოდა.
-მინდა, რომ შენთვის ახალი სიტყვა გამოვიგონო, რომელიც დაიტევს შენ მშვენიერებას და ჩემს სიყვარულს შენდამი.
-შენ ხომ არც მიცნობ-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
-შენ ის ხარ რაც ეხლა ხარ და დანარჩენს მნიშვნელობა აღარ აქვს-მითხრა და ფეხსაცმელი წამართვა. მზე ჩასულიყო, თუმცა ქვიშას მისი მხურვალება კვლავ შემოენახა და აი, ამ ჯოჯოხეთურ ქვებზე მარბენინებდა ჩემი პუსკუ და თავს ყველაზე ბედნიერად ვთვლიდი(ჯერ კიდევ თორმეტი საათის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო). მერე ზღვაში შემითრია და ასე გავთავისუფლდით ზედმეტი სიბინძურეებისაგან(ხორციელსაც ვგულისხმობ და უხურცოსასც).
სრულიად სველები წავედით გასართობ პარკში. მე და პუსკუ ყველა ატრაკციონზე ვისხედით და ხმის ჩაწყვეტამდე ვიყვირეთ.უამრავი კოცნა მაჩუქა. ყველა ჩვენ გვიყურებდა. არ ვიცი რას ვაკეთებდით განსხვავებულს თუმცა სურათებს და ვიდეოებს გვიღებდნენ. ირგვლივ ყველა ხალისობდა ჩვენც ბედნიერები ვიყავით.
იქედან კლუბში წავედით. პუსკუს უკვირდა თუ საიდან მქონდა ამდენი ენერგია. თუცა რა იცოდა პუსკუმ, რომ უკანასკნელი წამები იყო. ყოველი წუთი ისე გამოიყენეთ, როგორც უკანასკნელი!!! ბევრი დავლიეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და ასე სამყაროსგან მოწყვეტილები აღმოვჩნდით სასტუმროს ნომერში.
სიმართლე გიტხრათ დასაკარგი არაფერი არ მქონდა. ყოველი წამი უკანასკნელი იყო. პუსკუს ვაკოცე. ეს იყო ვანილის, მარილის,სასმელის,სიგარეტის, სიყვარულის, სიგიჟის და რაც მთავარია რწმენის გემო. მსგავსი რამ არასდროს გამისინჯავს. ნაზად მეფერებოდა წელზე, მერე კაბის გახდა დაიწყო. ნელა და მშვიდად ცურავდა მისი ხელები. მთვარის შუქზე მხოლოდ მის მგზნებარე მწვანე თვალებს ვხედავდი. მეფერებოდა, თანდათან საწოლისაკენ მივყავდი. მეც შევეხე მის დაკუნთულ, ღვთიურ სხეულს და ჟრუანტელი მივლიდა. თვალები დავხუჭე და უცებ... დაუცებ პუსკუ გაჩერდა... ადგა და აივანზე გავიდა... დიახ, გაჩერდა. აქ ვიგრძენი, რომ პირველად და უკანასკნელად შემიყვარდა თავდავიწყებით.
მეც გავედი აივანზე. სკამზე დავჯექი, ფეხები მოაჯირებზე შემოვაწყე და სიგარეტს მოვუკიდე. ის იდგა, მე ვიჯექი, თუმცა ორივე მთვარეს შევცქეროდით.
-ლამაზია არა?-დუმილს ვარღვევ.
-ჰო, მაგრამ ცივია. შენ უფრო მზეს გავხარ.
-ცდები პუსკუ, მე არც მთვარე ვარ და არც მზე. დედამიწაზე ერთხელ მოვედი და მალე წავალ.
-არ წახვალ.-მითხრა უემოციოდ.
-წავალ.
-არ წახვალ-გამიმეორა მტკიცედ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ვერ დამტოვებ.-მითხრა და ოთახში შევიდა.
რა ხდებოდა ჩემ თავს? რატომ ვერ უნდა დამეტოვებინა პუსკუ? ნუთუ შემიყვარდა. ვინ? ადამიანი? არსება, რომლემაც აქამდე მოიყვანა. არა!
დარჩა ნახევარი საათი. პუსკუს ჩაეძინა. ჩავედი ქვემოთ ფურცელი და კალამი ამოვიტანე. დავწერე:"მშვიდობით, პუსკუუ" ბარათი ბალიშზე დავუდე, მხურვალედ ვაკოცე და კარები მოვიხურე.
______________________________
დილით ანდროს გამოეღვიძა და ხელში მხოლოდ თეკლეს ბარათი შერჩა. ბალიში თავზე წამოიხურა და მწარედ აქვითინდა.
უცებ კარები ირება და ვიღაც შემოდის
-რა გჭირს "ნაბეღლავის" საყიდლად ჩავედი ***ემა.-და პუსკუმ ჩუსკუს ბალიში ესროლაა.
_______________
ამ მოთხრობით ნახავთ რაოდენ დიდი ძალა აქვს სიძულვილს და სიყვარულს. სიყვარულისთვის ცხოვრება ღირს, უბრალოდ თვალი უნდა გაახილო და ხელი უნდა გაანძრიო, რომ ეს სიყვარული იპოვოთ!!! love love



№1 სტუმარი tiko

Saboloo jamshi magaria yochag ^_^ magari sityvebia dasafiqrebeli )))

 


№2  offline წევრი BusaMariami

ვუაიმეე request პუსკუ და ჩუსკუ რასაყვარლები არიაან love ნამდვილა, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს! მომეწონა და წარმატებები feel
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 


№3  offline წევრი stichi-19

Kargi iko momecona

 


№4  offline წევრი CooLPlaYeR

stichi-19
Kargi iko momecona

მიხარიააა ძაან <3
tiko
Saboloo jamshi magaria yochag ^_^ magari sityvebia dasafiqrebeli )))

ჩემო ერთგულო მკითხველოო <3

 


№5 სტუმარი tako_tako

შენი ყველა მოთხრობა წავიკითხე ეხლა და რატომღაც მგონია, რომ ამ საიტისთვის აღმოჩენა ხარ <3 <3 <3 ეს პუსკუ და ჩუსკუ ხომ საერთოოოოდ!!!!

 


№6  offline წევრი CooLPlaYeR

tako_tako
შენი ყველა მოთხრობა წავიკითხე ეხლა და რატომღაც მგონია, რომ ამ საიტისთვის აღმოჩენა ხარ <3 <3 <3 ეს პუსკუ და ჩუსკუ ხომ საერთოოოოდ!!!!

ვაიმეე ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ესეთ შექებასაც არ ვიმსახურეებ winked request

 


№7  offline წევრი Anna)))

რაღაცნაირია.. <3 აი ისეთი,ძალიან რომ მომეწონა თავიდანვე <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№8  offline წევრი CooLPlaYeR

Anna)))
რაღაცნაირია.. <3 აი ისეთი,ძალიან რომ მომეწონა თავიდანვე <3

Mixaria tu vinmes motsoneba maints davimsaxure ❤❤❤

 


№9  offline წევრი tankli tunkli

თვალები გაახილეთ და ხელი გაანძრიეთ, რომ ის იპოვოთ !! როგორ მინდაა სიყვარული ყველას შენნაირად ესმოდეს<3

 


№10  offline მოდერი ენქეი

ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent