შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(მტკვრის პირას ,ხიდზე მდგომ ბებიას )


3-03-2015, 01:45
ავტორი Anna)))
ნანახია 2 058

(მტკვრის პირას ,ხიდზე მდგომ ბებიას )
***
თეთრად დაგათოვა თმაში და ახლა,ალბათ,შვილს აკვანს ურწევ შვილების.ბუტბუტებ ჩუმად ,ძლივს გასაგონრად,ამ ცხოვრებაზე ნაწყენი,თვალებში ცრემლებჩაგუბებული "მამაო ჩვენო,რომელი ხარ ..." და გწამს რომ უფალი შენთანაა... მერე ღვთისმშობელსაც უგალობ "წმინდაო ქალწულო,წმინდაო მარიამ..." და ასე ჩუმად წელში მოხრილი მიუყვები მტკვარზე უაზროდ გაკიდულ ხიდს...სიბერისგან დაკრუნჩხულ ცალ ხელში ყავარჯენი გიჭირავს ,მეორეში - ღვთისმშობლის ხატი... მის გარდა არავინ იცის შენ როგორ გტკივა ...თვალები გაქვს ცაზე უფრო ნათელი და მიუხედავად ასაკისა ბავშვურად წრფელი და სუფთა (თვალები გულს გავს არასდროს ბერდებიან)... "მამაო ჩვენო ..."დადიხარ ქუჩაში და ტკივილით სავსე თვალების წინ მთელი შენი სიცოცხლე გივლის. დადიხარ და მოწყალებას ითხოვ, შენ, ყველაფრისგან დაუცველო ,მაშინ როდესაც ზოგი არაადამიანი ჯიბეში ვეღარ იტევს ორად გადაკეცილ კუპიურებს...

შენი ახლობელი რომ ვყოფილიყავი ... დავითვლიდი ყველა შენს ნაოჭს და ჩემს თავს დავაბრალებდი რომ ასე ჯიუტად გეფინებიან ნათელ სახეზე...დავითვლიდი ყველა შენს ჭაღარას დავითვლიდი და არ მივცემდი წლებს იმის საშუალებას რომ მათ ასე გაეტეხე... შენს თითო ნაოჭს გადავცვლიდი სიცოცხლის წლებში, გადაგარჩენდი , გადაგარჩენდი , გადაგარჩენდი ... და ასე მაინც შევძლებდი დანაშაულის გამოსყიდვას , დამშვიდებული ნამუსით ჩაგივლიდი გვერდით რადგან ათი თეთრიც არ მიგდია ჯიბეში და შენს მოწყალებისმთხოვნელ თვალებს თვალს ვერ ვუსწორებ .მაპატიე . დღეს ვერ გადაგარჩენ ... და ისევ ბუტბუტით ორივე ვამბობთ "მამაო ჩვენო,რომელიხარ ცათა შინა ..." ორივე ჩუმად მივყვებით იმ ხიდს მტკვრის პირას რომ გამოკიდულა და ჩვენი ბავშვობა სადღაც კუთხეში ისევ ცელქურად იღიმის...

ანა ზეიკიძე :))



№1  offline წევრი CooLPlaYeR

ჩემი აღმოჩენაა ამ საიტზე შენი ეს მოთხრობაა ... სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციის გადმოსაცემად რაც ამ მოთხრობამ მომანიჭა... დღეს ორმაგად ვაფასებ ბებოს ყოველ ნაოჭს და ეს შენი დამსახურებაა ... ანა <3 love

 


№2  offline წევრი Anna)))

სასიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა <3 ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent