შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალბათ ასე სჯობდა


3-03-2015, 23:47
ავტორი padackles
ნანახია 2 554

ტომი აღარ ჰგავდა 27 წლის ბიჭს. მასზე სრულიად შეგეძლოთ მიგეწებებინათ მოხუცის იარლიყი. დიდი წვერებით, უსიცოცხლო ღამენათევი დაწითლებული და ჩამქვრალი მწვანე თვალები, თავზე კეპკის ქუდით. მუხლზე გახეული ჭუჭყისგან გაშავებული მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი და ჯიბე გახეული ნაცრისფერი ძაფით ნაქსოვი ჟაკეტით. საეგთოდ გამქრალიყო ლამაზი და მხიარული ბიჭისგან, მასში ყველანაირმა გრძნობამ გადაწყვიტა ჩაკვლა, გარდა ნინასადმი სიყვარულის გრძნობამ....
იგი კვლავ ნინას საფლავთნ ზის 6 თვის შემდეგაც, საფლავზე 201 ცალი ფერადი ვარდიტ ხელში. არც ერთით მეტი ან ნაკლები. ყოველთვის 201 ცალი ფერადი ვადრით ხელში.
-ნინა კიდევ ერთი დღე გავიდა უშენოდ, კიდევ ერთი ტანჯვით და ცრემლებიტ აღსავსე დღე. -ამოილუღლუღა მისთვის ცხოვრებით დაღლილმა ჩურჩულითვე განაგრძო. -კიდევ ერთი ცივი დღე გათენდა შენს გარეშე. ეს ჩემთვის არისთითოეული დღე შენს გარეშე. ეს ჩემთვის არის ცივი საყვარელო თორემ უკვე ძალიან ცხელა ლოს ანჯელესში, უკვე ივლისიც დაიწყო... 1თვის წინ 19 წელი შეგისრულდა ჩემო ლამაზო. ვეღარ ვძლებ შენი ლამაზი ღიმილისა და მბრწყინავი, თბილი მწვანე თვალების გარეშე. ჩემო ლამაზ თვალება. -ქუდი მოიხადა, მერე აკანკალებული ხელი საფლავის ქვაზე დახატულ სურათზე მიიტანა და ფრთხილად მოეფერა. -ვიცი ჩემს გამო მოხდა ყველაფერი. გეფიცები, გეფიცები რომ შენი თხოვნის გამო ვარ ცოცხალი, იმიტომ რომ შენ გინდოდა ასე. ვიცი რომ არ გინდა მოვკვდე, მაგრამ მე ხომ მკვდარი ვარ, ცოცხალი ლეში. მაგრამ იცი რაა? მე დავიღალე ამ მდგომარეობით. უშენოდ ყოფნამ გამანადგურა, არ შემიძლია უშენობა მეტი. -საფლავთან ჩამუხლულმა თავი ძირს დახარა და მიწას მაგრად მოუჭირა ხელი. სიმწრით მოკაწრა მიწა, სისხლი შეიმჩნა თითებს შორის, თვალს კი ცრემლი წასკდა გატანჯულს. 6 თვე გავიდა და ჩაკვდა იცი? ჩემი სული ჩაკვდა იცი? ჩემი სული ჩაკვდა სხეულში, იმ ცეცხლში ჩაიწვა სადაც შესვლის უფლება არ მომცეს. -მცირე პაუზის შემდეგ ხვნეშით ამოილაპარაკა. -ნახე ვარდები მოგიტანე. -სურათის წინ მიწაზე ჩამოდო 201 ცალი ფერადი ვარდი. -ვარდები გიყვარს ვიცი, ყოველდღე ისეთივე მომაქვა სასტუმროში რომ მოგიტანე. გახსოვს? როგორ გაგიხარდა? ვიცი იქაც გიხარია.. ვიცი რომ ხედავ ვარდებს, მხედავ მე... ვარდებს უფლებას არ ვაძლევ რომ დაჭკნენ მაგრამ მე რას გავხდები მათთან ისინი ხო ჭკნებიან, ასე ვჭკნები მეც, ასე ყოველდღე მიკვდება გული... ვარდები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე ჩემი გული. "იცი? ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ვარდები მიყვარს, ფერადი ვარდები ... რომ მოვკვდები, როცა შეძლებ ხომ მომიტან ფერად ვარდებს ჩემს საფლავზე?" -გაახსენდა ნინას სიტყვები. -ძალიან გამიჭირდა როცა ვიგძენი რომ ჩემი არ იყავი. ჩემი გული იქ მთებში ჩარჩა. იმ სახლში ჩიწვა სადაც შენ... ღმერთო არ შემიძლია იმ სიტყვის თქმა, არ შემიძლია სიკვდილი ვახსენო შენთან. მოკვდა, ჩემი გული მოკვდა ნინა უშენოდ... ჩემს გულში ახლა ისეთი სიცარიელეა, როგორც ამ უვარსკვლავო ცაზე წვიმის დაწყებას რომ აპირებს. -დაჭუტული თვალებით ზემოთ ახედა ცას. -ჩემს გულში იყავი, ხარ და იქნები. გპირდები რომ ამ სიყვარულს შევინახავ არა ისეთს, როგორც დამიტოვე არამედ უფრო ძლიერსა და ღრმას.... მერე იქ შენთნ რომ მოვალ, გულში ჩგიხუტებ ისე როგორც შენ გიყვარდა, იმ სითბოს გაგრძნობინებ. იმ სითბოს გაგრძნობინებ რომელიც დაგაკელი. აი გულზე დაგადებ ხელს ჩემი აქ ყოფნა რომ იგრძნო. რომ იგრძნო როგორ მენატრები, რომ იგრძნო ის სიხარული იქნებ ამ გრძნობით გაგაბედნიერო. -საწოლის გვერდით დაწვა ტომი და საფლავს ხელით შეეხო. -ნინა ჩემო პატარა გოგო. -დაიღრიალა მან და ჰაერში გულსაკლავი ქვითინი გაისმა.
-შვილო, როგორ იტანჯები -ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა მოხუცმა კაცმარომელიც რამდენიმე საფლავის მოშორებით იდგა და საფლავს ასუფთვებდა.
კაცი 65 წლის არის, მუდამ ბრუციანის სათვალეებს ატარებს. იგი კეთილი და ძალიან სათნო ადამიანი არის. 6 თვის განმავლობაში დიდი ყურადღებას აქცევდა ტომს და მისი ტანჯვის შემხედვარე ძალიან იცოდებდა მას.
შენ ხომ ახლა იწყებდი ცხოვრებას? რატომ წახვედი? რატომ ღმერთო რატომ წაიყვანე? ეშმაკმაც დალახვროს. -ზემოთ აიხედა მან და სახეზე მოქუფრული ციდან წამოსული წვიმის წვეთი დაეწვეთა. გულში დაგროვილ ბოღმას გასაქანი მისცა. გულიდან ამოუშვა დაგროვილი ტკივილი. -სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს და ეს მსხვერპლი მეც უნდა გამეღო, რადგან შენ არ დამეკარგე ჩემო სიცოცხლე. "შენ ხომ ახდენილი ოცნება ხარ ვარდისფერი სამყაროდან." -კვლავ გაახსენდა ნინას სიტყვები.
-შვილო შენ ისევ აქ ხარ? -შეცოდებით იკითა მოხუცმა მესაფლავემ და წამოდგომაში მოსახმარებლად ხელი გაუწოდა. -დაისვენე, ავად გახდები.
-მეტი რა მომივა ბიძია. -იქვე წამოჯდა იგი და თვალების ნელი მოძრაობით გახედა მოხუცს.
-ვიცი რომ გიჭირს .. უნდა გაუძლო. -მის გვერდით მოიკალათა მოხუცმა.
-ვეღარ ვუძლებ. იცით ვინ იყო ჩემ ცხოვრებაში? მისმა დანახვამ გული გამინათა და ჩემს გულში სინათლე შემოუშვა. როცა ვხედავდი ყველა ნერვი მიჩქარდებოდა. მისი ღიმილი ყველაფერი იყო ჩემთვის. მინდა ხმამაღლა ვიყვირო რომ მენატრება. იცი? როდის აღრ მეყვარება? როცა აღარ ვიტირებ, როცა მასზე საუბარს ვეღარ შევძლებ, როცა მოვკვდები. ის ჩემი სუნთქვაა, ლამაზი ოცნებაა, ლამაზი ფიქრია.. ერთი და ყველაფერია.
-თუ გიყვარს იმაზე არ იფიქრო რომ ის შენს გვერდით არ არის. უბრალოდ იფიქრე მასზე, გულში გყავდეს იგი.
-რატომ მოხუცო, მე ხომ ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს? რატომ მოხუცო მე ხომ ის ჩემ გვერდიტ მინდა მყავდეს.
-დაცემა უნდა ისწავლო, ადგომა რომ შეგეძლოს.
-მე ვამბობ რომ ის ჩემს გვერდით არის რადგან მინდა მე თვითონ მჯეროდეს ამის.
-იტირე შვილო, გული მოიოხე. სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელიც ქმნის ადამიანს ძლიერს, სულს-მშვიდს, ცხოვრებას კი ლამაზს.
-მოხუცო მტკივა.
-იცხოვრე მათთვის ვისაც სჭირდება შენი სიცოცხლე. იმეგობრე მათთან ვისაც ენდობი. შეიყვარე ის ვინც იმსახურებს სიყვარულს. მაგრამ გახსოვდეს გიყვარდეს მტერიც შენი.
-ის ჩემს გვერდით არ არის ვინც იმსახურებს სიყვარულს. გესმის? არ არის, არა. -თავი ხელებში ჩარგო და ცრემლი მოიწმინდა.
-არავის არაფერი დააბრალო შენს ცხოვრებაში... -ზურგზე დაადო ხელი მოხუცმა. -ცუდმა ადამიანებმა მოგცეს გამოცდილებამ ნატყუარა ადამიანებმა გაჩვენეს გაკვეთილი, ძლიერი უნდა იყო. ცხოვრება სიყვარულია და უნდა გიყვარდეს. ცხოვრება სილამაზეა და უბრალოდ უნდა აღიქვა იგი.
-მინდა ყოველი ჩემი დილა მისით იწყებოდეს.
-ისევ ტირიხარ შვილო? ძლიერი უნდა იყო.
-ვცდილობ მოხუცო.
-გაუფრთხილდი შენს სიცოცხლეს, ზოგს რომ იცოცხლოს შენი სიცოცხლე სჭირდება.
-მოხუცო მენატრება, გულის ტკივილამდე, ტირილამდე, ვგიჟდები მასზე გესმის? მისით ვსულდგმულობ.. ოცნებებშია.. სულშია... ერთადერთია.. მენატრენააა.ჩემთნ რომ იყოს გულში მაგრად ჩავიხუტებდი. ცხოვრება სასტიკი და მტკივნეულია..
-გიყვარდეს შვილო... იტირე... ბევრი ილოცე.. გიყვარდეს ყველა.. იცხოვრე კეთილად.. არ იყო ვინმეს წყენის მიზეზი და ეყვარები ყველას... გაეცი სიკეთე... იგრძენი უფალი...
-ვგრძნობ მოხუცო...
მოხუცმა ტომს წამოდგომაში მიეხმარა. საფლავიდან ქუდი აიღო და მიაწოდა. მერე სახლში შეიყვანა და იქ დატოვა. გამობრუნებულს კი სახლის ზღურბლზე სელი შემოხვდა.
-როგორ ხარ მოხუცო? -ხელი ჩამოართვა სელმა.
-კარგად შვილო, შენ როგორ ხარ?
-ძველებურად.
-გაუძელით შვილო, ყველაფერი კარგად იქნება. ტკივილი ჩაივლის.
-არა მგონია. მე ჩემს დაიკოს პირობა მივეცი რომ მთელი ცხოვრება დავიცავდი და ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ ...
-ყველაფერი კარგად იქნება. -ხელი დაადო ბეჭზე გასამხნევებლად. -იქნებ წაიყვანო შენი ძმა სახლში ცოდოა აქ, იტანჯება.
-მეც მაგას ვცდილობ ყოველდღე მაგარმ არ გამომდის. სახლშია ახლა?
-ახლახანს შევიყვანე. ვიცი რომ გიჭირთ მის გარეშე, მაგრამ უნდა გაუძლოთ. ცხოვრება ასეთია ზოგი მიდის, ზოგი მოდის. გეტყობათ რომ ორივეს გიყვარდათ ძალიან. მაგრამ ცხოვრება გრძელდება.
-უსამართლოა ცხოვრება მოხუცო. ის ხომ მხოლოდ 18 წლის იყო. -ცრემლები დაუგროვდა თვალებში სელს. -როცა ასე ძალიან გიყვარს ადამიანი რთულია მას უთხრა, მოდი რა შენ ახლა დაივიწყე წარსული, ცხოვრება წინ არისთქო. რთულია ასე.
-ღმერთმა ხელი მოგიმართოთ შვილო. -მოხუცი მესაფლავე სელს გაშორდა. ბიჭმა თვალი გააყოლა მხრებში ოდნავ მოხრილ მოხუცს, მერე მზერა პატარა ბაღზე გადაიტანა რომელიც ტომმა გააშენა და სადაც მხოლოდ ფერად ვარდებს ზრდიდა. ყოველდღე უვლიდა მათ საკუთარი შვილივით და მერე ნინას საფლავს ამშვენებდა.სელმა კიდევ ერთხელ მოიხედა ირგვლივ სევდიანად და სახლის კარები შეაღო.
ტომი მდივანზე დაწოლილი ჭერს მიშტერებოდა ცრემლიანი თვალებით და ხელში ნინას სურათი ეჭირა.
-როგორ ხარ ტომ? -კარები მიხურა სელმა და ოთახში შევიდა.
-როგორ უნდა ვიყო სელ? -კვლავ ჭერს გაჰყურებდა იგი.
-სელს არაფერი უთქვამს, ფანჯარას მიუახლოვდა და გამოაღო. მერე სავარძელზე ჩამოჯდა, დოქიდან წყალი ჩამოასხა და პირზე მიიყუდა.
იგი 6 თვის განმავლობაში ყოველდღე ასე იქცევა. ყოველდღე მოდის ტომთან რომ ის გაამხნევოს. იყოს ერთდერთი ძმის გვერდით ეს საკმარისია მისთვის, თუნდაც მთელი დღის განმავლობაში სიტყვა არ უთხრან ერთმანეთს. ისხდნენ ასე ორივენი და გრძნობდნენ რომ ჰყავთ ერთმანეთი ჭირსა თუ ლხინში. ხან იზაბელა მოდის ლუკასთან ერთად. მოვა იგი სახლს დაულაგებს ტომს, საჭმელს გაუმზადებს და ისევ მიდის. ტომის გამხიარულებას კი ლუკასიც კი ვერ ახერხებს, ბავშვი რომელიც უსაზღვროდ უყვარს ტომს. გულდაწყვეტილი და ნაწყენი ლუკასი სირბილით მიირბენს ხოლმე მამასთან და ტომის ცრემლებსა და უხასიათობას შესჩივლებს ხოლმე. ყველანი ერთად კი ხან ცალ-ცალკე ნინას საფლავს სტუმრობენ და ყველა თავის წილ ცრემლს საფლავზე ღვრის.
-იცი სელ? -თქვა ტომმა. ის დღე კი როცა ტომი საუბარს დაიწყება ზეიმი იყო სელისთვის და სიამოვნებით უსმენდა მას, რადგან მისი ხმის ნოტებს მონატრებულიც კი იყო სელი. -მინდა გაბრიელა ცოცხალი იყოს. ნინას სიკვდილისთვის დავსჯიდი. ჩემი ხელი მოვკლვადი მას. ასე კი უსარგებლოდ ვგრძნობ თავს. არარაობა ვერ. არაფერი შემიძლია.
-ნუ იტანჯავ ამაზე ფიქრით თავს. უბრალოდ ნინა გულში გყავდეს, იქ შენთან და მის ხსოვნას გაუფრთხილდი. -ამოღერღა სელმა.
-სელ მაპატიე მაგარმ გთხოვ მარტო დამტოვე. ვიცი რომ იმიტომ მოდიხარ არ გინდა მარტო დამტოვო. გინდა დარდი გაიქარვო. ცდილობ თავი შეიკავო მაგრამ ვიცი რომ ძალიან გტკივა ნინას დაკარგვა. მაგრამ მეც გამიგე სელი. მე ერთად ერთხელ შემიყვარდა და ისიც დავკარგე. -სურათს დახედა და კვლავ ჭერს დაუწყო ცქერა.
-კარგი წავალ მე და დილას კვლავ მოვალ.
-კარგი სელ, გელოდები.
-თავს გაუფრთხილდი ტომი. -ბეჭზე დაადო ხელი და სახლიდან გავიდა.
ტომი ფეხზე წამოდგა. გაღებულ ფანჯარას მიუახლოვდა, დარწმუნდა რომ სელი მანქანაში ჩაჯდა, წასულად დაიგულა და უკან მობრუნებულმა მთელს ოთახს თვალი მოავლო. ირგვლივ კედლებს ნინას სურათები ამშვენებდა. მათი ქორწილის სურათები რომლებზეც ბედნიერი იღიმოდა და ვერასდროს წარმოიდგენდა ცხოვრების ასეთ დასასრულს. ნელი ნაბიჯით თავდახრილი მივიდა ტელევიზორთან, მუხლებზე დამდგარმა მათი ქორწინების დისკი ჩართო, იქვე ტელევიზორის წინ მდივანზე მიჩოჩდა და ტელევიზორს მიაცქერდა. წყნარი მუსიკა ჩაირთო, ერთმანეთთან ჩახუტებულები ნაზად ირხეოდნენ მუსიკის ფონზე და ტკბილ ჰანგებს აყოლილნი კვლავ ბედნიერად იღიმოდნენ. პულტი აიღო და კადრი გააჩერა. ახლოს მოიყვანა ნინას სახე ეკრანთან. ლამაზი მწვანე თვალები, თბილი, სპეტაკი ღიმილი, მსუბუქი მაკიაჟი და აწეული თმები. იგი შესანიშნავი იყო. ტელევიზორთან ახლოს მივიდა ტომი და იქვე ჩაიმუხლა. ტელევიზორს გადაუსვა ხელი და ნინას სახეს მოეფერა. სწრაფად მოსწყდა მწვანე თვალებს ცრემლი და უკვალოდ იკარგებოდნენ მის ლოყაზე დაბუდებულ წვერებში. გული სტკივა ძალიან, წარმოუდგენლად სტკივა. გული, სული ეწვოდა. ნიკაპ აკანკალებული ღვარღვარა ჰღვრის ცრემლებს. ხელებში ჩარგო თავი ძლიერად აქვითინდა. ორივე ხელით ცრემლები მოიწმიდა და ტელევიზორის ეკრანთან ახლოს მისულმა ნინას ტუჩებზე აკოცა. მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, გონება გათიშულმა აზრმიუტანებლად, ურეაქციოდ მყოფმა მდივნის უკან გადასწია ხელი და ბენზინით სავსე 2 კასრი გადმოიღო. სწრაფად მოხსნა თავი და ირგვლივ მოსხმა დაიწყო. ფარდებს, ავეჯს. კედლებს გახედა, ნინას მომღიმარ სახეს დააშტერდა და კასრი დაბლა დასწია. "მაპატიე, მე შენს გარეშე მეტი არ შემიძლია" " თქვა და თავისის საქმიანობა განაგრძო. ბენზინი ტელევიზორს გადაასხა სადაც კვლავ ნინას მომღიმარი სახე უყურებდა. იატაკი სულ მორწყო. ცარიელი კასრები იქვე მიაგდო და ჯიბიდან ასანთის კოლოფი ამოიღო. ერთი ღერი კოლოფს გაჰკრა, ცრემლი აბრჭყვიალდა ასანთის თავზე მომდგარ ცეცხლის ფონზე. ასანთის ღერს დაშტერებული გონება გაეთიშა. აღარაფერზე ფიქრობდა, არ ჰქონდა სინანულის განცდა. ფიქრობდა ტკივილზე რომელსაც განიცდიდა და ვერაფრით შესძლო ეძლია მასზე. ჩაქვრალი ღერი ძირს დააგდო და მეორეს მოუკიდა. წინას ნაცვლად ესეც ხელში უჭირავს და ზედ დასცქერის.
"-მე რომ მოვკვდე ხომ იცოცხლებ, დიდხანს იცოცხლებ ტომ. ჩემი სიყვარულისთვის უნდა იცოცხლო. გესმის ტომ?
-ნინა რას ამბობ. შენს გარეშე წამიც არ მინდა ვიცოცხლო.
-ტომ დამპირდი გთხოვ.
-გპირდები.
-მპირდები?
-გპირდები ჩემო სიცოცხლე. ახლა კი აღარასდროს ახსენო სიკვდილი. " -გაახსენდა ნინას სიტყვები... "მაპატიე ჩემო სიცოცხლე" თქვა და ხელი გაუშვა. ცეცხლი სწრაფად მოედო იატაკს. ტომი მშვიდი სახით მდივანთან მივიდა, იქვე წამოწვა და კვლავ ჭერს მიაშტერდა. ნინას სურათი ხელში მაგრად დაიჭირა, გულზე დაიდო და თვალები დახუჭა. "იცი? მაშინებს ჩემი მოულოდნელი ბედნიერება ტომ! ასე მგონია ღმერთიც და ეშმაკიც ჩემსკენ იშვერს ხელს და ხარხარებენ." -ნინას სიტყვები დაუტრიალდა თავში. ცეცხლი კვლავ აგრძელებდა მოძრაობას, იგი უკვე ფარდებს მოედო... "არა, ახლა არა საერთოდ, რომ მოვკვდები ხომ მომიტან ტომ ფერად ვარდებს? ხომ მომიტან.. მითხარი ტომ. ამ ქვეყნად ყველა ყვავილზე მეტად ვარდები მიყვარს. როცა შემეძლო ყოველთვის ვყიდულობდი. შენც ხომ მომიტან ფერად ვარდებს როცა შეძლებ ხომ მომიტან ტომ? "
-ვერ მოგიტან ნინა! ვეღარ მოგიტან ფერად ვარდებს! ვერა! მაპატიე ჩემო სიცოცხლე. -
ცეცხლის ალი უკვე ყველგან მოედო. მდივანს სადაც ტომი იწვა. კვამლმა გაბურა სახლი. თითქმის მთლიანად დაეპატრონა ცეცხლი ტომის პატარა ქოხს. კვამლმა პირველ რიგში ღია ფანჯრებში გააღწია, რომელიც სელმა დატოვა ღია თავის დროზე.

***
-რა ხდება? -ერთ-ერთი საფლავის წმენდას მოეშვა მოხუცი, ფეხზე წამოდგა, ოფლი მოიწმინდა და ირგვლივ მიმოიხედა. -შვილო. -სახეზე მოიკიდა ხელი და შეშინებულმა სწრაფად აკრიფა სახანძროს ნომერი. იგი შეშინებული გაემართა სახლისკენ სადაც ცეცხლი ეკიდა. ტომი ძალიან შეუყვარდა, მას თვლიდა როგორც შვილს რომელიც არასოდეს ჰყოლია, ძალიან ეცოდებოდა იგი და ყოველთვის ცდილობდა მისითვის სიკეთე გაეკეთებინა.
სირენის ხმა ... მეხანძრეები .... სამართალდამცავები ... ექიმები ყველანი მობილიზებულნი დგანან და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ...
რამდენიმე წამში სწრაფად მომავალი მანქანა შედგა მინდორზე. იქედან სახეშეშლილი სელი გადმოვიდა ცეცხლმოკიდებული სახლისკენ გაიქცა.
-იქ ვერ შეხვალთ. ყველაფერი ცეცხლშია გახვეული. -სამართლდამცავი წინ გადაუდგა და შესვლის ენბა არ მისცა.
-სწორედ იმიტომ შევდივარ რომ იქ ყველაფერი იწვის. -გაუძალინდა სელი. -ერთხელ დავუშვით ეგ შეცდომა დაგიჯერეთ თქვენ და ნინა დავკარგეთ. არ გაბედოთ და გზაზე არ გადამიდგეთ. -აღრიალდა იგი და რამდენიმე სამართლდამცავისგან თვის განთავისუფლებას ცდილობდა. -ველოდო როდის იქცევა ჩემი საკუთარი ძმა ფერფლად? -ბიჭმა ძალა მოიკრიბა, რამდენიმე სამართალდამცავი მიწაზე გააგორა, რამდენიმეს მისი მუჭის მოხვდა, თვი თვისუფლად დაიგულა და ცეცხლისგან გაექანა.
-ტოოომ! ტოოოომ! -სახლის უკანა კარები შეამტვირია სელმა. -ტომი, გამაგონე გთხოვ ხმა. - სულ 3 ოთახიან სახლში ყველა ოთახი მოიარა სელმა თუმცა დიდი დრო დაკარგა, რადგან ცეცხლს შთაენთქა ხის კედლები. ჭერიდან ცეცხლმოკიდებული ხის ნაჭრები სცვიოდა.
ალბათ ასე სჯობდა, ის უმისობას ვერ გადაიტანდა...........



№1  offline მოდერი aleqsandra

Vaime es mindoda axla meee?!!! Iseda sadacaaa gamiskdes guli!!! :'( :'( :'(

 


№2  offline მოდერი Mary Drey

...................................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent