შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროტესტი


4-03-2015, 23:10
ავტორი Anna)))
ნანახია 1 863

სტერეოტიპები,ხალხის აზრი,უაზრო კანონები ,ვითომ სამართალი,'აყვავებული აშენებული ,აღორძინებული ქვეყანა' , 'ნათელი მომავალი', ოთხი მხრით ხსნილი ევროპისკენ მიმავალი ია-ვარდებით მოფენილი გზა, 'ბედნიერი' ადამიანები,ჰუმანური ,კანონიერი მთავრობა და უმაღლესი თანამდებობის კეთილღიმილიანი პუტკუნა წარმომაგდენლები.
გული მერევა დღევანდელ ყოფაზე ,ამას სულ არ ყოფნა ჯობია ,ვზივარ და გადაღლეტილ ფურცლებზე სიცივისგან დაშაშრული ხელებით ათას სამას ოცდა მეცხრეჯერ ვწერ რომ ვეღარ ვიტან ყოველდღიურობას,რომ ვეღარ ვიტან ამ ქვეყანაში ცხოვრებას ,ამ ქალაქში სუნთქვას ,ამ მტვრიან ბინძურ უბანში გაღვიძება/დაძინებას ,რომ აღარ მახარებს არც მზის ამოსვლა/ჩასვლა, არც მოჭიკჭიკე მერცხლების მიერ გამხელილი გაზაფხულის მოახლოების საიდუმლო,არც წვიმა არც ქარი არც მზე,დარი ავდარი,დღე-ღამე.
ეს არ გავს ჩემს სამშობლოს, ეს ნაგვის ურნაა, როგორ უნდა ვიყო ბედნიერი მაშინ როდესაც ქუჩაში ყოველი გასვლა მაგრძნობიმებს რომ ვარ უსუსური არაფრის შემძლე არსება,რომ არ შემიძლია იმ მოხუც ბებიას ,მხოლოდ ღვთისმშობლის იმედიღა რომ დარჩენია და თვალებში ცრემლებჩაგუბებული გულში ჩუმად ბუტბუტებს "ღმერთო გადამარჩინეო" ივიდე და თუნდაც ხუთი-ათი თეთრით დავეხმარო და ამით ჩემს თავთან ვიყო მართალი ,მაგრამ ჯიბეგაღლეტილი პოეტივით ცარიელ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დავდივარ და სულ იმაზე მეფიქრება რომ როგორ უნდა მიყვარდეს ის ქვეყანა სადაც განათლებული და გაუნათლებელი ერთნაირად ფასდება, სადაც მდიდარს აქვს უფლება უყუროს მეორეს ცინიკური ღიმილით და ირონიულად ცალი ყბით შეახსენოს რომ ის უფრო მეტია მასზე ..მიმიფურთხებია მასეთი ფულისთვის,მასეთი მატერიალური უზრუნველობისთვის თუ გულში მისხალი ადამიანობაც აღარ შეგრჩება...თუ გაჭირვებულს დახმარების ხელს არ გაუწოდებ,თუ წაქცეულს ჭრილობაზე მარილს დააყრი და მეორედ ,მესამედ ,ათას მეოცედ გადათელავ. მიმიფურთხებია ყველაფრისთვის რაც ადამიანობას,სიყვარულს ,ერთგულებას და უფალს გვაშორებს.
მაშინ როდესაც ვიღაც ჯიბეში მწვანე კუპიურებს ვეღარ იტევს ,ვიღაც საბრალო ზამთრის მინუს ათგრადუსიან ყინვაში დგას და მოწყალებას ითხოვს თავისნაირი ღატაკებისგან,რომლებმაც არ იციან რომელ წყალში გადახტნენ რათა ხვალინდელი სამყოფი პური იგიდონ და შვილები,რომლებიც გაზრდისთანავე ამავე ქვეყანას უნდა ემსახურონ და ვინ იცის გადარჩებიან თუ არა,დააპურონ და შიმშილითა და სიცივით არ დაეხოცონ .
როგორ უნდა მიყვარდეს ეს ქვეყანა რომელიც ევროპაში მხოლოდ **აკით შედის და სხვა ყველაფერი არ აინტერესებარც სულიერი ღირებულებები არც პატრიოტიზმი და სხვა.ქვეყანა რომელიც ევროპისკენ ნაგვიანი ქუჩებით,ჩამონგრეული სახლებით,ულუკმაპურო ხალხით და სიცოცოცხლე მობეზრებული ახალგაზრდობით მიიწევს.
როგორ არ გავუგო გაბოროტებულ ახალგაზრდებს რომლებიც ისევე უფულობის და გაჭირვების გამო უმშობლებოდ დარჩნენ ,რადგან მათი დედ-მამა სადღაც ათასი კილომეტრით შორს მუშაობენ და ცდილობენ შვილებს ნათელი და უზრუნველი აწმყო და მომავალი შეუქმნან .
როგორ უნდა მიყვარდეს ის ქვეყანა სადაც ადამიანმა უფლის შიში დაკარგა და მხოლოდ და მხოლოდ სხვათა დასანახავად დგას და იმ ეკლესიის წინ იწერს პირჯვარს რომელშიც არ შევა და არ დაანთებს სანთელს რადგან გულით არ სწამს .
როგორ უნდა მიყვარდეს ის ქვეყანა სადაც სამშობლო მხოლოდ სამი ჭიქის მერე ახსენდებათ და ამაყი მზერით ამბობენ 'მეამაყება რომ ქართველი ვარ' სინამდვილეში კი ეს ყველაფერი იაფფასიანი ,უაზრო სპექტაკლია და სხვა არაფერი .
როგორ უნდა მიყვარდეს ის ქვეყანა სადაც სიყვარული სიმაღლით,წონით და მატერიალური მდგომარეობით განისაზღვრება,სადაც სიყვარულს სჯაბნის ახალთ ახალი ჯიპი ან სმარტფონი , სადაც პაემანზე მისვლისას სახეს ღიმილი არ ეფინება და გული ბავშვური სიხალისით არ ენთებათ... სადაც გოგოს უკვე 27-ე ბიჭი ყავდა გამოცვლილი და ბიჭს ამ გოგოს პარალელურად კიდევ სამი "შემოეკერა"...
როგორ უნდა მიყვარდეს ის ქვეყანა სადაც ახლა ვარ და აი ამ სისულელეს ბრაზმორეული ვჯღაპნი რადგან მინდა დავიცალო იმ საშინელი გრძნობებისგან რასაც განვიცდი .
ორი რამ მინდა ყველაფერზე მეტად....
აქედან გაქცევა და ...
უფალო, მინდა უფრო მეტად მწამდე ,მინდა უფრო ახლობელი იყო ჩემთვის ვიდრე ვინმე ადამიანი . სხვა არაფერი მსურს მინდა მეტად მწამდე.
***
და ახლა როცა მე აქ ამ უჰაერო სივრცეში ვზივარ და ვწერ ... მე ცუდად ვარ .მე აქ არ უნდა ვიყო . ტიპიური ბავშვობა წართმეული ბავშვი ვარ რომელიც უკმაყოფილოა იმ რეალობით რომელსაც ხელში აჩეჩებენ .მე აქ არ უნდა ვიყო ..არა ...
ანა ზეიკიძე



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

აი,ესაა რეალობა.
ყოჩაღ!
გეთანხმები....
ხალხნო,თვალი როდის უნდა აგვეხილოს ?

 


№2  offline წევრი Anna)))

მადლობა <3 გულდასაწყვეტია მაგრამ.... მეეჭვება რომ მალე გვეშველება რამე .
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი CooLPlaYeR

ჩემო საყვარელო თუ ესეთია შენი ქვეყანა ეს არავის ბრალი არაა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქართველების. შენ შეგიძლია მაგ მოხუც ბებოს არ მისცე ათი და თხუთმეტი თეთრი, მაგრამ სამაგიეროდ შეგეძლო მისულიყავი და გეთქვა არ იდარდო! ყველაფერი კარგად იქნება! ამით შენ მას იმედს ჩაუსახავდი, იმედს მოომავლისას. იმედს იმის, რომ საქართველო მიწასთან არ გასწორებულა. თუ ესე კარგად ხედავ რეალობას, რატომ არაფერს არ აკეთებ მის შესაცვლელად? და რატომ გგონია, რომ საქართველო ასეა მიწასთან გასწროებული? აბა გადახედე შენს ისტორიას და ნახე რანი ვიყავით. ამერიკა ხსენებაშიც კი არ იყო როდესაც საქართველო მწვერვალებიდან იყურებოდა. იცი, დღეს მართლა ცუდ მდგომარეობაში ვართ, რადგან საკუზთარი ადგილი ვერ გვიპოვია... ევროპელობა გვინდა და ქართველობა გვავიწყდება... ეს წინა თაობის ბრალიცაა რაღაც მომენტში. მაგრამ ჩვენი მთავარი უბედურება ისაა, რომ განათლება არ გაგვაჩნია. და შენ, ამ წერილის ავტორო გახსოვდეს ყოველთვის, რომ საზოგადოებას ქმნი შენ და შესაბამისად გაქვს იმის პოტენციალი, რომ ის შეცვალო!! მიხარია, რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ და იმას ხედავ რაც ხდება <3 <3

 


№4  offline წევრი Anna)))

ჩემო კარგო,მე ჩემს წილად მოხუც ბებოსაც ვეხმარები, იმედსაც ვაძლევ,ვცდილობ ჩემში უფრო მეტად გავაღვივო პატრიოტიზმი და მეტად მწამდეს იმის რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ერი გაფუჭდა თორემ საქართველოს რას ვერჩი, ძალიან მიყვარს მე საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული,ადათ-წესი, ისტორია და სხვა . პატივს ვცემ თითოეულ ადამიანს თუმცა ვერ ვეგუები დღევანდელობას ,არ ვიცი ალბათ ჩემთან ახლოს არ არის ის რაც ხდება, თუმცა მე ჩემს წილად ვეცდები რომ რაღაც მაინც შევცვალო :) <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№5  offline მოდერი Mary Drey

...................................................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent