შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის სუსხიანი საღამო


5-03-2015, 18:52
ავტორი tatukaa
ნანახია 1 849

ვაკის პარკში მივსეირნობდი,ისევ ისე როგორც 2 წლის ოღონდ ახლა მარტო ვარ.ნაცნობი ადგილების დანახვისთანავე წარსულის სასიამოვნო მოგონებებიც ამომიტივტივდა.ხო აი ახლა სადაც ვდგევარ ჩემი პირველი კოცნა მივიღე.გამეღიმა ისევ ისე როგორც მაშინ,ადრე გულზე მიმიკრავდა და საათობით ვიყავით ხოლმე ესე.ახლა კი მარტო ვარ,დეკემბრის სუსხიანი საღამოა,მთლად გათოშილი ვარ,ის რომ აქ ყოფილიყო ჩემს პატარა ხელებს თავისაში მოიქცევდა და გამითბობდა,მაგრამ ახლა არა,ის სხვასთანაა ალბათ.თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე რომ ჩემს გვერდითაა.აი თითქოს ვგრძნობ კიდევაც მის სუნს და სითბოს.ქუთუთუები ერთმანეთს დავაცილე და ჩემს წინ მდგარ სილუეტს შევხედე.ოო ღმერთო ჩემი სიყვარული,ისე გავდა ნამდვილს,მაგრამ არა შეუძლებელია ის იყოს.
- მეჩვენები უკვე
- არა არ გეჩვენები
- არა?!
- არა
-დაბრუნდი!ჩემთან დაბრუნდი?!
-კი შენთან დავბრუნდი
-და აღარ წახვალ?!
-აღარასდროს
-მეგონა აღარ მოხვიდოდი,იცი როგორ მენატრებოდი
-მეც ძალიან მენატრებოდი,მაპატიე გთხოვ ის 2 წელი
-გაპატიე უკვე
თვალებიდან ნაკადულივით მომდიოდა ცრემლები.ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და ისევ ისე ამიკრო გულზე რპფორც ადრე.ჩემი პატარა ხელები თავისაში მოიქცია და გამითბო.დეკემბრის სუსხიანი საღამოა, ერთად ვდგავართ იმ ადგილას სადაც პირველად მაკოცა და ისევ ისე გამეღიმა როგორც მაშინ.



№1  offline მოდერი Mary Drey

.......................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent