შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაშინაც ასე წვიმდა


6-03-2015, 12:33
ავტორი ცისიქითელი
ნანახია 2 122

შემთხვევით რაღაც ბლოკნოტის წავაწყდი ახალ სახლში,რომელიც სიძველისგან იმდენად გაყვითლებული და გაფუჭებული იყო,რომ ძლივს შევძელი გამერჩია ნაწერი...არ ვიცი ეს რამდენად შეესაბამება რეალობას,მაგრამ მაინც ვწერ...


...მაშინაც ასე წვიმდა,საშინლად წვიმდა,ქუჩაში მოვდიოდი სულ მთლად გაწუწული,მომღიმარი სახით,ნეტავ რა მიხაროდა?იქნებ წვიმა,იქნებ ჩემი სასაცილო გარეგნობა მგვრიდა სიცილს,როცა ჩემს თავს ვაკვირდებოდი.წინ არ ვიხედებოდი,თავაწეული ამაყად მივაბიჯებდი...მეც მიხაროდა,რაღაც ძალიან მიხაროდა და რა?!...–მეც არ ვიცი.ამ დროს ფეხი დამიცდა და დავეცი,ვეღარ წამოვდექი.ამ დროს შენ მოხვედი,წელზე ხელი შემომხვიე და თითქოს ხელში აყვანილმა მიმიყვანე ჩემს სახლში.წამოსვლისას ხელი გამომიწოდე და ღიმილით შენი სახელი მითხარი.შემდეგ?...შემდეგ წახვედი...მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით,არ მეგონა თუ რამე შეძლებდა ჩვენს დაშორებას...არ მეგონა,მაგრამ...
...მაშინაც წვიმდა,დამირეკეს საავადმყოფოში მოდიო სასწრაფოდ.საწვიმარი არც კი დამიხურავს ისე გამოვედი ქუჩაში...შენს საწოლთან მუხლებმა მიმტყუნეს...თვალები არც კი გამიხელია...ხელი აიღე,თავზე დამადე,ტუჩები ოდნავ გახსენი და ძლივს გასაგონად მითხარი: "კიდევ ხომ არ დაეცი?"
ცრემლები გამიშრა,ყვირილი მინდოდა,ხმა წამერთვა,მერე ჩემი თავი ტუჩებთან მიიტანე და შუბლზე ოდნავ შემეხე. "არ იდარდო" უდარდელად მითხარი ეს ორი სიტყვა.შენს მკერდზე დავემხე,ცრემლები მაინც არ მომდიოდა,ვგრძნობდი თუ როგორ ანელებდა გული ფეთქვას,მკერდზე გეკვროდი,ვიგრძენი როგორ გაჩერდა გული...
–გარეთ ისევ წვიმდა...
შენს საფლავს ვუვლიდი,რადგან შენმა მშობლებმა ვერ გაუძლეს ასეთ ტკივილს და ლოგინად ჩავარდნენ.მე მათთან გადავსახლდი,ოდნავ შევუმსუბუქეთ ერთმანეთს სევდა...დარგულმა ვარდმა იხარა,თავდახრილი დგას შენს საფლავთანთითქოს გაუხარელ სიყვარულს დარაჯობსო...
შენი ბიჭი უკვე დიდია,მას შენი სახელი ჰქვია...და მე არ ვნანობ იმ გადადგმულ ნაბიჯს ერთხელ რომ შევცოდეთ.შენი მშობლები ფეხზე წამოდგნენ,სასეირნოდ დაჰყავთ უკვე ჩვენი შვილი...
გვენატრები...საშინლად გვენატრები...მაინც რად მომეძალა ამ დღეს დარდი,რატომ?ასე ძალიან არასოდეს არ მომნატრებია არავინ,თუმცა...ოჰ!სულ დამავიწყდა,დღეს ხომ შენი დაბადების დღეა ძვირფასო!...



№1  offline წევრი Lesane

auu (( sakvarelia prostadavigruze :/

 


№2  offline მოდერი Mary Drey

.................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent