შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე- მე მინდა 9 თვის წინ


8-03-2015, 00:17
ავტორი ელი
ნანახია 2 238

უკვე ისე გავმაგრდი მასზე ფიქრის საშუალებას მხოლოდ ძილის წინ ვაძლევ თავს... ესეც არ მინდა,მაგრამ მთლად ასეთი ძლიერიც არ ვარ... ვიცი,მჯერა რომ ერთ დღეს კარგად ვიქნები. ვიცი რომ ერთ დღეს მას "ვაიმე რა სულელი ვიყავიი" დაერქმევა ,მაგრამ როდის?!
მართლა პატარა ვარ... არც მინდა გაზრდა, მე მართლა არ მინდა ჯერ გაზრდა. მინდა შევირგო ბავშობა. მინდა ბაღში ჯერ არ მომწწიფებული ხილი ვიპარო მეგობრებთან ერთად... მინდა ვიარო შატალოებზე, მინდა ვიყვირო სიხარულისაგან,როდესაც ფიზიკა ან ინგლისური გამიცდება... მინდა სპორტის გაკვეთილზე ბევრი ვიცინო და ფრენბურთი ვითამაშო... მინდა ბიჭების თამაშის დროს ბადეს ჩამოვეკიდო და ბიჭებს ნერვები დავაწყვიტო. მინდა სულ ერთი გოგო ვიყო ბიჭებში ფეხბურთის თამაშის დროს... მინდა ისევ მეფერებოდეს ყველა ჩემი კლასელი ჩემ რბილ ლოყებზე... მინდა ამ საქციელისათვის ისევ ვუსაყვედურო მათ-იმიტომ მაქვს ფუმფულა ლოყებბი მასე რომ მიშვრებით.
მინდა ისევ ავიკლო ჩემი წუწუნით სადაქალ-საძმაკაცო.
მინდა ისევ ავუწეწი ნერვები მასწავლებლებს... მინდა ისევ სირბილით დავეშვა დიდ დასვენებაზე საცხობში და ფენოვნებით ისევ დიდხანს ვილუკომთ...
მინდა ისევ ვიცეკვო შუა ქუჩაში... ისევ გადავდგე გზაზე სიცილ-კისკისით... მინდა ისევ ვიბზრიალო ქუჩაში წაგებულ სურვილზე... მინდა ისევ ეშინოდეს ყველას ჩემი გაბუტვის...
მინდა.... მინდა.... მინდაა
მე ყველაფერი მინდა რაც ბავშობას ეკუთნის... მე მინდა ვიყო ბავშვი. ცანცარა და თავქარიანი... ბუტია და მოსიყვარულე... პესიმისტ-ოპტიმისპი, სერიოზულ-არასერიოზული, ჭკვიან-სულელი
მინდა ისევ ვიყო ზვიადი ( ა-"ზვიად"ებ )
მე ყველაფერი მინდა შევირგო.
მინდა ისევ ისეთი პატარა ვიყო როდესაც არც კი მანაღვლებდა რა მეცვა, მთავარია თავს კარგად ვგრძნობდი...
ჯერ არ მინდა გაზრდა, არც "ტონალური" მინდა არც "ლაინერი", არც "?რუმიანა",არც ტუჩსაცხი...
მე უბრალოდ ბედნიერება მინდა.
არც სიყვარული მინდა ოღონდ აი ისეთი... მართლა არ მინდა...
არც ის გრძნობა მინდა ეხლა რომ მაქვს. დედას გეფიცები მართა არ მინდა.
იცი როგორ მტკივა?!
უბრალო გატაცება მეგონა და მეგონა რომ გაივლიდა,მაგრამ არ გაიარა... მეგონა დავივიწყე,მაგრამ,როგორც კი რამოდენიმე ხნის უნახავს დავინახავ სულ მაჟრიალებს...
მტკივა.გული კი არა სული...
იცით რა არის სასაცილო?! მართლაც რომ იტყვიან ყველას მამიდა ვარ. ყველას ვაროგებ, ყველას მრჩეველი ვარ,ყველას ვეხმარები,მაგრამ ჩემ თავს ვერ ვეხმარები.მას ვერასდროს ვერ ვშველი... ჩემ თავს ყველა ტკივილისათვის ვიმეტებ...
ჩემი პირველი მტერი?! ---მე!
ვინ ფირობს რომ უშნო ვარ?!--- მე!
ვის ვებრალები ყველაზე მეტად?!---მე!
მეგონა ყველაფერი მორჩა. მეგონა ის გრნობა უბრალოდ ისტორიას დარჩა, ჩემ ისტორიას,მაგრამ,როდესაც დღეს მთავრის შუქზე დავინახე...
მე უბრალოდ ვიგრძენი ტკივილი... ხო ეს უფრო ტკივილია...
დედას გეფიცებით არ მიყვარს.... მართლა არ მიყვარს,აქ სიყვარული საერთოდ არაა მისი ნატამალი არა.... ეს სულ სხვა რაღაცაა... რაღაც არ განცდილი და ჩემთის არა სასურველი...
ისეთი სუსტი აღმოვჩნდი. ისეთი უსუსური...
ჩემი თავი მეზიზღება ამისათვის.... ისიც მეზიზღება... მართლა მეზიზღება...
უბრალოდ მინდა თუნდაც სამუდამოდ დავბრმავდე ის რომ მისი დანახვა ვერ შევძლო მხოლოდ. მინდა ან მე წავიდე სადმე ან ის...
მინდა ეხლა უბრალოდ დავიძინო და ხვალ რომ გავიღვიძებ უბრალოდ გამქრალი იყოს ჩემიდან...
მე არ მინდა ასე ყოფნა...
ვერც კი ვიფიქრებდი რომ ასე ვიქნებოდი.... მართა მძულს ჩემი ეს მდგომარეობა...
უბრალოდ მე მინდა დაძინება ფიქრებში მასთან ერთად... უშფოთველი ძილი... დილით გაღვიძება ჩემ ბალიშზე ჩახუტებულს და უბრალოდ ვიყო ისეთი როგორიც 9 თვის წინ...
მე ჩემი თავი მინდა, ის ჯიუტი და თხა გოგო... ის ბუტია, ჭკუა სუსტი გოგო მინდა... მე ხტუნვა და სიცილი მინდა ჩემი.... მინდა ისევ დავაკვირდე გამვლელებს და ისევ შევამატო იმ 50-ს კიდევ ბევრი,,,,,
მე- მე მინდა -9 თვის წინ!...



№1  offline წევრი kurt cobain

ძალიან მეცნო სიტუაცია.)) 3 წელია ასე ვარ და ვეღარ ვძლებ.))

 


№2 სტუმარი natia

nacnobi situaciaa((( magram me ver gadavitan rom gaqres, mirchevnia me gavqre ogond su vxedavde(((

 


№3 სტუმარი Mia Korsava

ძან მეცნო ^^ მომეწონა)

 


№4  offline წევრი grifini

დედა რამფრა მომეწონა :'( ჩემო ელო :'( ჩემო ხვთაება ^_^ <3

 


№5  offline მოდერი Mary Drey

................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent