შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩა-ნაჯღაპნები (სხვადასხვა თემაზე)


12-03-2015, 17:19
ავტორი Anna)))
ნანახია 1 989

ზოგჯერ იმდენ ტკივილს ვითმენ რომ
საკუთარ თავს მაზოხისტად'აც მივიჩნევ...
საშინელებაა ამ ქალაქში არსებობა.
არ მაქვს სიცოცხლის უფლება.
60 წამში 2 ჯედ მაინც მეკვრება სუნთქვა.
მძულს ეს ქვეყანა...
ეს ქალაქი...
ყველა ქუჩა ,
ყველა პროსპექტი...
აქ ხომ ბედნიერებას მართმევენ,
მკლავენ,
მმარხავენ...
ზედ მივლიან...
მთელავენ ...
****
მტკივა ყოველი ჩასუნთქული ჰაერი.
მტკივა ის ნაცრისფერი გარემო რელსაც ყოველდღიურად ვხედავ
მტკივა ის ბოღმიანი სახეები რომლითაც ხალხი დადის ქუჩაში.
მტკივა ფეხით გადათელილი ერთგულება...
მეგობრობა...
სიყვარული...
მტკივა შეურაცხყოფილი რწმენა ,
ჩამოშლილი ეკლესიები ,
უარყოფილი უფალი...
მტკივა მათხოვრის საწყალი მზერა,
ულუკმაპუროდ დარჩენილი ხალხი.
ფულში გაცვლილი სული,ბედნიერება,სიცოცხლე.
მტკივა უსამართლობა...
გაჩანაგებული სამშობლო,
ფეხქვეშ გათელილი პატრიოტიზმი,
სადღეგრძელოში გახსენებული ენა ,მამული,სარწმუნოება.
***
აქ მზეც ვერ ათბობს გაყინულ სულებს,
ამ ქალაქში ,სადაც სინამდვილეში არავინ ცხოვრობს...
უბრალოდ არსებობს ...
***
და მაინც ...ზოგჯერ იმდენ ტკივილს ვითმენ რომ
თავი მაზოხისტი მგონია ...



იმდენად დაღლილი ვარ აღარ ვდარდობ...
იმდენად მარტო ვარ რომ მივეჩვიე...

წვიმის წვეთები ეცემა მიწას და მე ვოცნებობ,
იმ ნათელ მომავალზე რომელიც წარსულმა გამიბითურა...
17 წელია ვსუნთქავ და სინამდვილეში არასდროს მიცხოვრია .
ეს არაა ჩემი სიცოცხლე -შემომაჩეჩეს ...
ეს არაა ჩემი ქვეყანა -გაათახსირეს...
ეს არ არიან ჩემი ახლობლები -ბოზებად იქცნენ...
მე ვერ ვიტან აქ ცხოვრებას -სუნთქვა მეკვრება
და ასე ყელში ცრემლებგაჩხერილი დავეხეტები უმისამართოდ,
ქალაქში სადაც ჩემი ერთგული მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მეგულება....
ქალაქში სადაც ჩემი სიყვარული ფეხზე დაიკიდეს...
ქალაქში სადაც გადაუარეს ყველაფერს რაც კი წმინდა იყო...
ქალაქში რომელიც იხრჩობა ბოღმითა და შურით...
ქალაქში სადაც შენს არსებობას არანაირი აზრი და ფასი არ აქვს ...
დავეხეტები ცრემლებგაჩხერილი , ისევ პატარა ბავშვივით, საგულდაგულოდ მოგროვებულ შემოდგომის ობლად დაცვენილ ფოთლებს ვფანტავ ...და მჯერა იმ ნათელი მომავლის რომელი'ც შეიძლება არასდროს დადგეს ...
რადგან _
იმდენად დაღლილი ვარ აღარ ვდარდობ...
იმდენად გადაღლილი -მეცინება
26.10.14
ღამე 3:45


მთელი ცხოვრებაა მარტო ვარ...
იმდენად მარტო ვარ რომ გული ვეღარ გრძნობს სიმარტოვეს...
გულს აღარ სტკივა არაფერი...
გულს აღარ უნდა არაფერი...
სულ ამაოა ყველაფერი...
.......
ერთი სურვილი რომ მქონდეს
აქედან წავიდოდი...
ამ ქვეყნიდან...
ამ ქალაქიდან...
ამ ქუჩიდან ...
ამ შენობებიდან...
ამ სახლიდან...
წავიდოდი შორს ,
გავცდებოდი ყველა ჰორიზონტს..
დავტოვებდი ყველას და ყვლაფერს,
(თუმცა არაფერი გამაჩნია)
ვისწავლიდი ახლიდან სუნთქვას,
რადგან აქ სუნთქვას არ მაცდიან...
......
მთელი ცხოვრებაა მარტო ვარ,
ჭირშიც და ლხინშიც,
აქაც და იქაც...
ღამით თუ დილით...
(ეს აღარც მტკივა)...
ვსვამ და ვერ ვთვრები,
თავს ვიკლავ ვერ ვკვდები,
მსურს გავქრე ვერ ვქრები ...
არ მსურს სიმარტოვე...
კვლავ მარტო ვრჩები...
....
მხოლოდ მოწევა არ კლავს,
მხოლოდ დალევა არ კლავს...
კლავს სიმარტოვეც...
და იკლავ თავს ...
მხოლოდ დალევა შველის,
მხოლოდ გაქრობა შველის,
(ცოტა მოწევაც შველის)
წამით მოიკლავ დარდს...
......
და ბოლოს მაინც დავრჩები მარტო
როგორც ყოვლთვის,როგორც მჩვევია..
რომ სიცივეში არავინ მათბობს,
და შავი ფერი ჩემი ფერია ...
......
მინდაა რომ გავქრე...
უკვალოდ....
უმისამართოდ...
ამ ქვეყნიდან..
ამ ქალაქიდან..
ამ ქუჩებიდან...
ამ ადგილებიდან...
ამ შენობებიდან...
და ამ სახლიდან....
გავუჩინარდე...
(მხოლოდ ერთი წერილი დავტოვო კალიგრაფიაშეცვლილმა,
რომ ეს იყო ბოლო, ბოლო ცხოვრების რომელიც არავინ არ
დამაცადა) ...


ბოლო დროს უხასიათობა დამჩემდა...
გარეთ დავდივარ და ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერია , გულისამრევად უფერული და უხალისო.
რაღაც იმდენად მტკივა შინაგანად რომ ვეღარაფერს აღვიქვამ ფერადად...
აღარ მეღიმება...
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს აღარც მეტირება,(ცრემლი დამიშრა მგონი)...
სევდა მაწვიმს და ცრემლი ყელში მეჩხირება .
ტკივილნარევი ღიმილით ვიღიმი (ხალხს კი ჰგონია რომ კარგად ვარ)
დავეხეტები და მუსიკას ვუსმენ .
აღარც გარეთ ყოფნა მიყვარს,მაინც არ მყოფნის ჰაერი.
ერთადერთი შვება ლექსების კითხვაა და ბოლოს ესეც მღლის .
ბოლო დროს უხასიათობა დამჩემდა. ..
ჰო ...
ბოლო დროს არა დაბადებიდანვე .
და ვერაფერს სულ ვერაფერს ვშველი საკუთარ თავს..


ფილტვები ამტკივდა ხველისგან...
დღეს ისევ მოვწიე ...
ჰო ისევ მოვწიე და ერთი ჭიქა ვისკიც დავაყოლე ...
დღეს ისევ დაგკარგე...
ჰო ისევ დაგკარგე და სიგარეტის ბოლს გავატანე შენზე ფიქრები...ოცნებები...
ჯანდაბასაც წაუღია ყველა გზა,ყველა ქუჩა და პროსპექტი რომელსაც შენამდე არ მოვყავარ.
ჯანდაბასაც წაუღია ყველა დილა ,საღამო ,ღამე -რომელსააც უშენოს ვატარებ...
ჯანდაბასაც წაუღია ყველა ტკივილი,ცრემლი , სულისდახუთვა -მაინც ვერავინ გამიგებს ამ ქვეყანაში...
***
არაფერს ვდარდობ ,გარდა იმისა რომ სულ არაფერს ვდარდობ...
გარდა იმისა რომ ყოველდღე თავიდან გკარგავ და ვერასდროს გპოულობ ...
ჯანდაბასაც წაუღია ჩემი სიცოცხლე (არსებობა) დღეს მაინც მოვწევ ...
ჰო ისევ მოვწევ...
და ბოლს გავატან ყველა ოცნებას..


---

ყველასგან გარიყულად მდგარ მთას ვგავარ...
თოვლი და წვიმა რომ ზედ დასდის
და ვეღარ უმკლავდება ცხოვრების ქარტეხილებს.
აი იმ მთას ვგავარ ნელ-ნელა ძირი რომ ეცლება და იფიტება.

ვდგავარ დაორთქლილ მინასთან და ვწერ რომ
დავმთავრდი ....
რომ აღარ ვარ ...
რომ ვერ ვცოცხლობ...

სული მეხუთება...ჰაერს ვეღარ ვსუნთქავ,
ბედნიერება ჩემგან შორს დგას და ცინიკურად დამცინის.
ვეღარ ვარჩევ ფერებს ,
ვეღარ ვითბობ გათოშილ სულსა და სხეულს...
და
ვრჩები მარტო,იმდენად მარტო რომ მეცინება ჩემს არსებობაზე,
სადაცაა მივაფურთხო ამ დაწყევლილ სიცოცხლეს და გავქრე...
ოღონდ სამუდამოდ ამ დედამიწიდან,ამ ბინძური ქვეყნიდან ,
ამ ცოდვით სავსე ქალაქიდან .
ჰო...
და მაინც მე ის ადამიანი ვარ რომელიც ვეღარ უძლებს ცხოვრების ქარტეხილებს .... იმდენად მარტოა ...იმდენად "ერთია"...


••••
სანამ ბოლო ნერვმაც ისე მიღალატა როგორც ყველა ძველმა ნაცნობ-მეგობარმა,
იქნებ მოხვიდე და ხელი შემაშველო, გვერდით დამიდგე და ფეხზე ამაყენო.
სანამ ისევ ვცოცხლობ სანამ მესუნთქება (თუმცა აღარა მაქვს სუნქვის ხალისიც ) და სანამ სულ დავეცი , იქნებ მოხვიდე და იქნებ დამეხმარო როგორც ერთადერთმა ... (ჩემმა გულისფეთქვამ)
სანამ წავიქცევი და ზედ გადამივლის ათასხუთას ოცდაერთი (ვიღაც ) იქნებ მოხვიდე და ხელი ჩამკიდო და სუნთქვა შემასწავლო ისევ სულ თავიდან.
სანამ მაზოხიზმი სულში გამიჯდა და დანა მოვიტანე სადღაც არსაიდან რომ სულ დავასრულო ეს სისულელე და ნერვებს მივაწერო სისხლი ვენებიდან...
სანამ ვარსებობ და ყოფნა არ ყოფნას ვარ (სულ არ ყოფნას ხო მაინც აჯობებს ეს) იქნებ მოხვიდე და სული გამითბო მე , იქნებ ამაყენო , იქნებ დამეხმარო უფალს მაგონებდე.
სანამ სიბრაზისგან ბოლო ნერვის ღერი სიგარეტის კვამლში ჯერ არ დამიხრჩვია ,სანამ ბოლო ცრემლი ამ დაღლილ თვალებში ჯერაც ბრჭყვიალებს და ჯერ არ დამიშრია ,გიხმობ და მოდი , გეძახი ,მოდი , გიჩოქებ მოდი სანამ ეს სიცოცხლე სადღაც ჯანდაბაში ჩემი ხელითვე ძირს არ გამიგია .

ანა ზეიკიძე



№1  offline წევრი Niacule

ყველაფერს ვიზიარებ რაც აქ წერია,ჭეშმარიტება..

 


№2  offline წევრი Anna)))

Niacule
ყველაფერს ვიზიარებ რაც აქ წერია,ჭეშმარიტება..

Didi madloba <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline მოდერი Mary Drey

..........................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent