შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიტყვებიც ზედმეტია..


14-03-2015, 21:32
ავტორი MyLove
ნანახია 1 912

სიტყვებსაც ვერ ვარჩევ რა დავწერო ახლა.. უბრალოდ მართლა ძალიან მინდა თქვენ ორს ჩაგეხუტოთ და გასკდომამდე ვიტირო!
ხელები მიკანკალებს და სიტყვებს ვერ ვარჩევ, რომ უბრალოდ მადლობა გადაგიხადოთ! ყველაფრისთვის!
მიყვარხართ კი არა, გაღმერთებთ.. თქვენზე მეტი ერთგული გვერდით არავინ მყავს. თქვენ რომ ჩემს გვერდით იყოთ, ახლა ჩემს გვერდით რომ ისხდეთ და თვალებში მიყურებდეთ, მეხუტებოდეთ, ამაზე დიდ ბედნიერებას ჩემი გული ვერ განიცდიდა.
ყოველი დღის ფერადი ფანქრები ხართ! არ შემიძლია ელენეს ერთი თბილი მესიჯისა და პანდას სასაცილო კომენტარების გარეშე.
თქვენ იცი რას მიმახვედრეთ? თუ რამდენად უმნიშვნელოა მანძილი, როცა გულწრეფელობა ახასიათებს ურთიერთობას.
მიყვარხართ როგორც ადამიანები! ახლაც 31 მარტს,თქვენ ჩაგიფიქრებთ სურვილად, სანთლებს რომ ჩავაქრობ.
პატარა რომ ვიყავი, სულ კომპიუტერს ან რამე ფასეულს ვიფიქრებდი ხოლმე.. ერთხელ, საუკეთესო მეგობარიც კი ჩავიფიქრე, იმდენად მარტო ვიგრძენი თავი..
თქვენზე ძვირფასი მეგობარი, გვერდით მდგომი მე ადამიანი არ გამაჩნია! მინდა სულ თქვენ გწეროთ, თქვენს სახეებს ვხედავდე დღე და ღამე..
სიზმარშიც კი თქვენს სილუეტებს მინდა ვხედავდე..
ადამიანს თუ შევეჩვიე და შემიყვარდა, მისი დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის.. ერთი დღეც რომ გათენდეს და მე თქვენ ვეღარ შეგეხმიანოთ, ალბათ ჭკუიდან გადავალ.
ყოველდღიურ რუტინად მექეცით! იმდენად მსიამოვნებთ, თქვენი მიტოვებაც კი არ მინდა!
ერთი ან ორი თვე იქნება რაც ელენეს ვიცნობ.. პანდას ორი კვირა ან უფრო ნაკლები მაგრამ, ამ ადამიანებმა არ ვიცი რა გააკეთეს! გადატრიალება მოახდინეს მთელს ჩემს სხეულში! თქვენ მიყვარხართ საკუთარ თავზე მეტად და ამას ვამბობ თამამად, იმიტომ რომ თქვენ ხართ მართლა ჩემი ნაწილები! გულის, სულის, გონების, ყველაფრის ნაწილები ხართ! თქვენს გარეშე მართლა ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი წუთი, რომელშიც სამოცი წამი შედის!
პანდამ რომ მითხრა, შენ არ შეიძლება იყო ცუდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სეხნია ხარო, მართალი ხარ ჩემო ლიკუნა! ჩვენ მართლა ძალიან მაგრები ვართ, ზოგი იტყვის ეხლა თავს იქებენო, მაგრამ მათ არაფერი იციან!
ელენ..ელუ..ელე..ელი! მოკლედ რას არ გიძახი ხოლმე! შენი სახელის კნინობით-ალერსობით ფორმაზე ვგიჟდები!.. ჩემი დიდი და ხარ!
სულ მინდოდა და მყოლოდა, დიდი და, ან ჩემი ტოლი, რომელიც რჩევას მომცემდა, დამაიმედებდა, ჩემს გვერდით იქნებოდა ყოველ წამს და მე ასეთი და კი არა დები შევიძინე..
სულ ერთად ვიქნებით და გპირდებით, უახლოეს მომავალში ვნახავთ ერთმანეთს!
არაფრის გამო არ ღირს გულის გატეხვა, ბოლოს ყველაფერი ნამდვილი რჩება და არა ყალბი და ამას ცხოვრება ყოველ დღე გვიმტკიცებს..
არც იმათ გამო ღირს გულის ტკივილი, ვის გამოც ამ საღამოს ჩვენ „ვიბჭეთ“..
არ ღირს.. უბრალოდ არ ღირს...
ვიცი, მართლა არც ერთს დაგვავიწყდება ის რასაც ახლა ვგრძნობთ.. ეს გარდაუვალია, უბრალოდ არ დაგვავიწყდება.. მაგრამ არც სულ გვემახსოვრება.. ის ვერ შეძლებს თავი შეგვახსენოს, იმიტომ რომ ჩვენ დავძლევთ მას!
ჩემს უაზრო ხუმრობებს არც ერთს მოგაკლებთ! გპირდებით, სულ, სულ, სუუულ თქვენს გვერდით ვიქნები ჭირსა და ლხინში!
როცა ფანჯარაში გავიხედავ და დავინახავ ხალხს, მარტო თუ წყვილად, თქვენ გამახსენდებით, ის ადამიანები გამახსენდება, რომლებიც ჩემს გვერდით არიან მუდამ! როდესაც მხოლოდ მისი საქმისთვის არ ვუნდივარ..
ახლაც საშინლად მინდა იმდენი ვიტირო, რომ ცრემლები აღარ დამრჩეს! იმდენჯერ ჩაგიკრათ გულში რომ თვლა აგერიოთ..
ელო.. მე მაინც მკლავს შენი ლამაზი ლოყების დაწელვის სურვილი!
ლიკუნ.. მე მაინც მინდა შენს ლამაზ თვალებში 15465464-ჯერ ჩავიხედო!
უბრალოდ, ახლა მართლა სიტყვები ზედმეტია..
ბევრი რამის დაწერა ვერ მოვახერხე იმდენად ვარ გადატვირთული ემოციებისგან..
ამითაც მიხვდებით ჩემს სათქმელს ვიცი!
და რომ არა ეს საიტი.. მე არ ვიცი, თქვენ საიდან გიპოვიდით!..
არ ვიცი, როგორ ან რატომ.. მაგრამ ჩემში ჩემზე მეტი ადგილი გიკავიათ ორივეს!! ერთმანეთისგან ვერ განსხვავებთ.. ჩემი ანგელოზები ხართ!
მინდა ბევრი ჩანაწერი გავაკეთო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ წავიკითხო და ვიამაყო-„ისინი სულ ჩემს გვერდით არიან. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.“
მეგობარი, მართლაც ღვთიური არსებაა.. ის ყველა ჩვენგანში ბუდობს, ზოგი უბრალოდ ვერ ამჟღავნებს ამას. მე არ ვიცი რამდენად გამომივიდა, ჩემი თქვენდამი სიყვარულის გამომჟღავნება, მაგრამ ერთი იცოდეთ, სიცოცხლეს მირჩევნიხართ ორივე!
ჭირში და ლხინში მიგულეთ თქვენს გვერდით.. თქვენი ცრემლის შესაშრობად ჩემს მხარს გამოვიყენებ.. მაგრად მიყვარხართ და არ ვიცი რა ვთქვა.. ქუთაისი, გორი, ჟინვალი! მიყვარხართ, უზომოდ, უსასრულობის ბოლო წერტილამდე და წამში ხუთი ათასჯერ ცემთ ჩემს გულში!..
ყველაზე საუკეთესოები ხართ!
ლიკუნა ყაჩლაური, ელენე ბიჭიაშვილი პატივს გცემთ, უყვარხართ და გაღმერთებთ თქვენი ყველაზე სულელი და პატარა მეგობარი!!
ჩამოვალ მე აღმოსავლეთში და სისხლის გაშრობამდე ჩაგეხუტებით!
მენატრებით ძალიან და მიყვარხართ უსასრულოდ, უზომოდ და უმისამართოდ!



№1  offline წევრი grifini

დიახ,ეს მე ვარ ჩემი სეხნიას ლიკა და პანდა და რავი მოკლედ მეც მიყვარს ეს ბოვშვი დაიმახსოვრეთ ამაზე სუფთა ბავშვი ცხოვრებაში არ მინახია!

 


№2  offline მოდერი ელი

ესეც მე ვარ ელენე,ელუ, ელი,ელო და ბუტიაა :დ
მაგრამ მიყვარხართ ორივე... ჩემი პატარა დაიკკოები ხართ თქვენ <3 იცოდეთ რო არასდროს არ დაგკარგავთ და ძალიან ბევრს ნიშნავთ ჩემთვის ჩემო სიხარულებო <3 ჟინვალი-მე, გორი-პანდა, ქუთაისი-ლუცი- <3

 


№3  offline წევრი CooLPlaYeR

ძალიან თბილი სიახლეა და მიხარია ეს მაგრა რო აფასებ შენს მეგობრებს <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent