შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არსებობს ბედნიერება და სიყვარული 21-ე საუკუნეში?


18-03-2015, 00:59
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 048

ხშირად,მესმის ფრაზები იმის შესახებ,რომ ცხოვრება მშვენიერია.რომ მას მხოლოდ სიხარული მოაქვს.რომ იღვიძებთ და გიხარიათ.რომ წვრილმანებშია ბედნიერება და დილას დახვედრებული ერთი ფინჯანი ყავა პოზიტიური დღის საწინდარი.
მაგრამ განა ასეთი ზედაპირულები უნდა ვიყოთ და,მუდამ ვამბობდეთ იმას,რომ ცხოვრება მშვენიერია. „ცხოვრება მშვენიერია“ -ეს ფრაზე მუდამ არაფრისმთქელი იყო ჩემთვის და კვლავ ასე რჩება.რატომ? გიპასუხებ რატომ.რატომ. იმიტომ რომ არაა ის მშვენიერი.მაგრამ არც ის უნდა თქვა,რომ ის მუდამ გაქცევს და უბედურებითაა სავსე.რომ ის გამყიდველია და ადამიანის ყველაზე დიდი მტერი.
ცხოვრება ტკბილია და არა ბედნიერი.იცი,ის როგორია? რაც არ უნდა უბედური იყო,მაინც ნახავ მასში რაღაც დოზით სიტკბოს.ის კაიფსაც ჰგავს.ნარკომანი ტკბება,სიამოვნებას ღებულობს წამლით,მაგრამ განა ის ბედნიერია? ასე ვართ ჩვენც.ვტბებით ცხოვრების სიამენით და მერე გვიხარია,რომ ამდენი უბედურებისა და ტკივილის მერეც კი მშვენიერი ეს.არა,ეს ყველაზე დდი ტყუილია.
რაშე მდგომარეობს ჩვენ პრობლემა?რაში და ვერ ვპოულობთ ამ ცხოვრებაში შუალედს.ან ბედნიერები უნდა დავარქვათ თავს და ან დეპრესირებულები.მაგრამ განა არ არის ამ ორ შორის შუალედი? ცხოვრება ხომ არც მარტო მშვენიერია და არც მწამებელი.
ცხოვრება ამ სიტყვის გარშემო ძნელია მოძრაოდა.როგორი ძნელია ფეხი აუწყო მას.მას,რომელიც ასე გვეთამაშება.გვეთამაშება იმ წესებით,რომლებსაც თავად ადგენს და მათ არ გვიხსნის.გესმის? არ გვიხნის და მერე ვიკარგებით სადღაც.ზოგნი ეიფორიას შევუპყრივართ და ამ დროს,მწარეზე რომ გვკითხონ,ტკბილიოა,ვუპასუხებთ-ტკბილია.აი,რაშია უბედურება.ზოგნი კი ამაოებაში ვეშვებით.
ბედნიერება და უბედურება...ეს ორი გრძნობა ყველასთვის ერთია,მაგრამ სხვადასხვა მიზეზით მოსული.
ეს ძნსავალი გზაა.ეს ის გზაა,სადაც ძნელია თანამგზავრის პოვნა.მეორე ნახევარი ზოგს როგორ ესმის და ზოგს როგორ,მაგრამ ჭეშმარიტად პოვნა ძნელია.ძნელია ნამდვილად იპოვო ის,ვისაც ესმის შენი,ვინც გიგებს,ვინც წუხს,როცა შენ წუხს,ვისაც უყვარხარ და ამ სიყვარულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი,ვინც არანაირ დაბრკოლებას არ უშინდება ამ სიყვარულის გამო...რა კარგი გრძნობაა ამ ყველაფრის შეგრძნება.ამ დროს ხომ აღწევ ბედნიერების ზენიტს.
მაგრამ იმაშია უბედურება,რომ ხშირად სიყვარულს კომფორტთან ვაიგივებთ.“მასთან თავს კარგად ვგრძნობ.კომპორტლად ვარ მის მკლავებში,ლოგინში ხომ საერთოდ“-ხშირად გვესმის ბედნიერებად ვთვლით,მაგრამ განა ესაა ბედნიერება?
ის მამაკაცი,რომელიც გეუბნებათ,რომ კომფორტულადაა თქვენს გვერდით და თქვენ გიხარიათ ამის მოსმენა,ის ერთ დღესაც შეხვდება სხვა ქალს და მასთან იგრძნობს კომფორტს.წავა და მიგატოვებთ.
იცით,რა არის ჩვენი,ქალების,პრობლემა? ადვილად ვენდობით.ის-ისაა მამაკაცი გვეტყვის რამდენიმე თბილ სიტყვა,მაშინვე თვალედახუჭულნი ვიჯერებთ მისი ბაგედან ამოსულ სიტყვის ნებისმიერ ბწკარს.
ვიზინებთ და გაბადრული სახეებით მივექანებით სიზმრებში.მივექანებით იმ იმედით,რომ მას ვნახავთ.ვნახავთ,მის მოციმციმე თვალებსა და მომღიმარ სახეს.გულში ვიმეორებთ მის ნათქვამ სიტყვებს,რომლებიც ასე გულმოდგინედ დავიმახსოვრეთ.
უნდა იცოდეთ,რომ მამაკაცებს ეშინიათ სიყვარულის.კუნთებზე დაიხედავენ და ამბობენ,არაფრის მეშინიაო.თამამადაც „იჭიმებიან“ ქალის წინაშე და რითი არ „ბლატაობენ“,მაგრამ საბოოლოოდ ეს ვითომ ძლიერი არსება თავს მამაკაცთა სქესს რომ მიაკუთვნებს სუსტია,ძალიან სუსტი, მას ხომ ამ გრძნობის სიყვარულის ეშინია.გრძნობის,რომელიც ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია.ეშნიათ,რომ ოჯახი უფლებებს წაართმევთ,ვეღარ ერქმევათ თავისუფალნი და ვეღარ დატკბებიან ნაირნაირი ქალების ალერსში.“ოჯახისთვის ახალგაზრდა ვარ.ცოლის მოყვანა რა დროსია“-აი ეს გრაზები განსაკუთრებით მომრავლდა ოცდამეერთე საუკუნეში.ეს არის მამაკაცთა ლოგიკა.
ისინი ხშირად ამბობენ სიტყვა მიყვარხარს,მაგრამ 87 პროცენტი ამ სიტყვებისა სულ ტყუილადაა დაკარგული.ზოგი არც ამბობს.ხშირად ხდება,როცა ქალი მხოლოდ დაშორების შემდეგ აცნობიერებს,რომ „ის“ ყველანაირ საალერსო სიტყვას ეუბნებოდა გარდა მიყვარხარაი.დიახ,ზოგი მამაკაცი ასეა.მათ მხოლოდ სიყვარულის კი არ ამ სიტყვის წარმოთქმისაც კი ეშინიათ.
ქართველი ეს სიტყვა ჩვენთვის,ქართველებითვის სასაცილოდაც გამხდა უკვე.“ეს ქართელი გოგოა.ნახეთ,როგორ ერთობა“-ხშირად გვხვდება სტატიები თუ ვიდეო ჩანაწერები ასეთი სათაურებით,მაგრამ არა მარტო გოგონებზე „ღადაობენ“ არ ბიჭებს აკლებენ;“ქართველი ვაჟკაცი“ ასე მოიხსენიებენ ირონიით ქართველ ბიჭებს.რასაც ცუდს ნახავენ და მაშნვე ქართველებს მიაწერენ თავად ქართველები ისე,რომ არც კი იციანი ვინაა ის და საერთოდ საიდან მოვიდა.
გარეგნობაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი.ბიჭებით და გოგონებით ასწორებთ მიწასთან ერთმანეთს და მიისწრაფით უცხოელი ვარსკვლავებისკენ,რომლებიც ზედაც კი არასდროს შემოგხედავენ. ეს ულვაშები და ეს წარბები ხომ უკვე ყელშია.ერთმანეთს ამ თმიანობაზე დასცინით,თათხავთ და მეტს ვერაფერს ხედავთ. თმები გაკერიათ პირზე და მეტს მგონი ვერარაფერს ამჩნევთ.ეს დაცინვა უკვე ყელში მეჩხირება ისე,რომ ლამისაა დამახრჩოს.მე მრცხვენია თქვენს მაგივრად.
ბევრს გრცხვენიათ ქართველობა.ბევრს წესიერებაც გრცხვენიათ და „ნაშობთ.“ ბევრი გოგო ისე გაირყვნა,რომ ძირგავარდნილ ყუთსაც კი ადარებენ ბიჭები,რომლებიც უკვე იმას თვლიან და თამამად ამბობენ,რომ წესიერი გოგო სანთლითაა მოსაძებნი.“ყველა ნაშობს.ყველა გაბოზდა.აბა ვინ არის პატიოსანი.ნორმალური გოგო აღარაა საქართველოში.“-ხშირად გვესმის და ამას ამბობენ მამაკაცები,რომლებიც მუდამ იმ ფიქრით ხვდებიან გოგოს,რომ „რამე მოახერხონ.“ ამისთვის კი ნებისმიერი გზით :კერავენ“.აბა რისთვის უნდა „დავკერო“ გოგო თუ არა ამისთვისო,ამას ფიქრობენ და ზოგი ხმამაღლა ამბობს კიდეც.შეაცდენენ გოგოს და მერე მიდიან საძმაკაცოში და თავს იქებენ.ტრაბახობენ და ათასი რამ...
მერე ასეთი ბიჭი გამოვა და პატიოსნებაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი,ქალიშვილობის ინსტიტუტზე დაიწყებს მსჯელობა და თამამად განაცხადებს,ჩემი ცოლი ქალიშვილი უნდა იყოსო და ვინც ამ კატეგორიაში არ შედი,მათ ბოზებად მოიხსენიებს.
მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა,რომ ორპირნი არიან.სანამ გართობა უნდათ,ქართველ გოგონებს დასცინიათ.“ოცდამეერთე საუკუნეა.რა არის სტერეოტიპებით მსჯელობ?რა დროს ტრადიციებია?ეკლესიაში როდის იყავი ბოლოს?რა იყო განა არ მოგეწონება?ნეტავ,იცოდე რაზე ამბობ უარს?“ როცა ცოლი მოჰყავთ მბჟუტავი სინათლით ეძებენ მათთვის „სასურველ“ გოგონებს,მაგრამ იმას ვერ აცნობიერებენ,რომ საქართველოში ქალთა და კაცთა რაოდენობა ახალგაზრდა ასაკში თითქმის თანაბარია და,თუ ყველა ბიჭი მოიქცევა მათთნაირად და ივლის მსგავსი ლოგიკით,მართლაც ძნელი იქნება „ნორმალური“ გოგოს პოვნა. რა ჩემი ბრალია,ვისაც რაც უნდაიმას აკეთებსო,იტყვიან,მაგრამ ძალიან მოკლებულია მათი მსჯელობა ლოგიკას.ჯერ თავიან თავში ეძებონ მიზეზი.და საერთოდ ყველამ სჯობს ჩვენს გულებში ჩავიხედოთ.
მოკლედ ზოგი აღწევს „მიზანს“ ვითომ შეყვარებულთან,ზოგი კი„ნაშებში“ იკლავს სურვილებს,რასაც ხშირად განიხილავენ სხვადასხვა გვერდებზე და აქაც იყოფა ხალხის აზრი.
მოკლედ,ძნელია ცხოვრების მეგზურის პოვნა.სიყვარულიც ხომ ძნელია.საერთოდ ძნელია იღებდე ამდენს გრძნობას სხვისთვის.ეს ხომ ძალიან ძნელია,აძლევდეთ ერთმანეთს უთვალავ გრძნობას...გიყვარდეს და შენი ცხოვრების ნაწილი იყოს ვიღაც.იცხოვრო არა შენი,არამედ მისი ცხოვრებით.იცხოვროთ ერთმანეთის ცხოვრებით.როგორი ძნელია იპოვო ადამიანი,რომელიც ჩაჯდება შენს გულში და,რომლის სიტყვა „მიყვარხარ“ გულწრფელი იქნება.
ახლა არ ვიტყვი უაზრო ფრაზას,რომ ყველა შეხვდება თავის მეორე ნახევარს.უბრალოდ,არ მინდა ფუჭი იმედები.მხოლოდ რეალობა და რეალობა არსებობს ჩემთვის.შეიძლება იპოვო „ის“ან სულაც არა,შეიძლება გულწრფელად უყვარდე და ან მისი სატყუარა ბადის მსხვერპლი გახდე.
ეს ცხოვრებაა.ეს საოცრებებითაა სავსე.არ ვიცით რა მოხდება და რას უნდა ველოდოთ მისგან.არ ვიცით რას როდის და როგორ გავაკეთებთ.მას ხომ არ აქვს წესები.ხშირად ვიქცევით ისე,რომ თვითონვე გვიკვირს ჩვენი ქმედება.
მხოლოდ გულით არ იცხოვროთ,მაგრამ არც მხოლოდ გონებით.გააქტიურეთ ორივე და იფიქრებთ ორივეთ.იფიქრეთ ოპტიმიზმით,მაგრამ არცყველაფერი გააიდეალუროთ.ეცადეთ,რომ იცხოვროთ ბედნიერებისკენ სწრაფვით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent