შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მის გარეშე უბრალოდ ვეღარ ვძლევ!


20-03-2015, 11:55
ავტორი sophoza
ნანახია 2 917

ცხოვრებაში ასე ხდება… მოულოდნელად ყველაფერი ინგრევა და შენ სამუდამო უფსკრულში ვარდები… და მაშინ ჩნდება ის – “სიყვარულის ფილოსოფია”. ამ ქვეყნად არაფერი გინდა, მხოლოდ ის: მისი თვალები, მისი გამოხედვა, მისი ხელები, შეხება, მისი ტუჩები, კოცნა, მისი გული, სიყვარული...
სამი რამ იზიდავს ადამიანს: სული, გონება და სხეული. სულის მიზიდულობა შობს მეგობრობას, გონების მიზიდულობა შობს პატივისცემას, სხეულს მიზიდულობა შობს სურვილს. ამ სამი ცნების კავშირი კი (შობს) ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს...
რა არის სიყავრული? ერთ ბრძენთან მივედი და ვკითხე:“რა არის სიყვარული?” მან მიპასუხა: “არაფერი”მაგრამ მე ვიცი, რომ ბევრი წიგნის მიხედვით, იგი მარადისობაა, რომ იგი მთელი სამყაროა და მაინც, რა არის სიყვარული?“ყველაფერი, ეს ადამიანია!”მაშინ მე მას შევხედე, პირდაპირ თვალებში და ვკითხე ”როგორ გავიგო? ყველაფერი თუ არაფერი?მან ღიმილით მიპასუხა: “შენ თვითონ გაეცი პასუხი, ყველაფერი ან არაფერი, - აქ არ არსებობს შუალედი!” ― ომარ ხაიამი.
შეიძლება თუ არა ადამიანს ჰქონდეს სიყვარული?.. – ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ იგი უნდა არსებობდეს როგორც ნივთი, სუბსტანცია, რომელსაც ადამიანი იქონიებდა, როგორც საკუთარს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთი ნივთი “სიყვარული” არ არსებობს. “სიყვარული” – ეს აბსტრაქციაა, ეს არის რაღაც არა მიწიერი არსება ან ღმერთი, თუმცა ჯერ ვერავინ შეძლო ამ ღმერთის დანახვა. მასზე ხომ ყველა საუბრობს, თუმცა ცოტას თუ უგრძვნია ის. საბოლოოდ კი ყველანი ამ ღმერთის მონები ვხდებით, ისე როგორც კნუტ ჰამსუნის ნოველაში “სიყვარულის მონები”.
სიყვარული ადამიანის სიამოვნების, ნეტარებისა და ბედნიერების წყაროა. გიყვარდეს ეს ნიშნავს სამყაროს ხედავდე გულით, გრძნობდე მთელი შენი ემოციით და ყოველი დღე იყო გაჯერებული ამ უხილავი ღმერთით. სიყვარული მუდმივი ნდომებაა. ეს არის სურვილი სულისა და სხეულისა. იგი რა სახეობისაც არ უნდა იყოს, ყოველთვის გულისხმობს მასში ორი მხარის არსებობას. ეს ორი მხარის არსებობა კი მაშინ დაიწყო, როდესაც სამყარო იქმნებოდა. ვიცით, რომ ღმერთმა მთელი ხილული სამყარო კრეაციულად არარაობისგან შექმნა, თუმცა ასე არ მომხდარა ევას შექმნის შემთხვევაში, ღმერთმა იგი ადამის ნეკნისგან შექმნა და აი, კითხვა: - რატომ დასჭირდა ღმერთს ევას ამ გზით შექმნა, აქ საქმე ღვთაებრივ სიბრძნესთან გვაქვს. ღმერთს სურდა ადამსა და ევას შორის ყოფილიყო სიყვარული, ამისთვის კი საჭირო იყო მათ შორის ერთობის მომენტი. ადამი ევაში შეიცნობს საკუთარ თავს. - ანუ სიყვარული მხოლოდ სხვა ადამიანში საკუთარი თავის შეცნობა და მეტი არაფერია? - არამგონია. სიყვარული ხომ ძალიან მრავალფეროვანი, რთულია და მისი ამოწურვა თითქმის შეუძლებელია. რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ამ გრძნობას აქვს თავისი კანონები (წესები), ვფიქრობ ამ წესს მაშინ იძენ, როდესაც გიყვარდება. აი, მაგალითად: სიყვარული დაუშვებლად ხდის თავკერძა ეგოიზმს და უკიდურეს ალტრუიზმს. გიყვარდეს - ნიშნავს საკუთარი ბედნიერების პოვნას სხვაში, თუმცა ქალისა და მამაკაცის კავშირში ყოველთვისაა ანგარება, რადგან ვიღაცის სიყვარული შენი სიამოვნებაცაა, უმისობას კი შენს ცხოვრებაში უბედურება შემოაქვს, სწორედ ამიტომ ცდილობ არ დაკარგო იგი.
გარკვეული მეტაფორული გაგებით სიყვარული უკვე სნეულებაა, როდესაც იგი შენში იბადება, შენ ავადდები ამით, ოღონდ სხვა სნეულებებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ყველაზე სასურველია, ანუ გამაკეთილშობილებელი(ა).
თანაგრძნობის ნიშნით სიყვარული ორი სახისაა: ცალმხრივი და ორმხრივი სიყვარული. საინტერესოა რატომ ან როგორ გვიყვარდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გრძნობას უპასუხოდ ტოვებს, ამის არაჩევულებრივი მაგალითია შტეფან ცვაიგის “უცნობი ქალის წერილი” – სადაც კარგადაა აღწერილი ქალის უიმედო, ავადმყოფური განცდები იმ მამაკაცის მიმართ, რომელთანაც რამდენიმე ღამე გაატარა და მამაკაცი, რომელიც მას სრულებითაც არ ცნობს, მაგრამ ხომ გაგიგიათ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც არის დიდი ნეტარება.ხშირად მსჯელობენ სიყვარულზე, რომელსაც პლატონურს უწოდებენ. ასეთად მიჩნეულია ისეთი სიყვარული, როდესაც ორ მხარეს შორის არსებობს სულიერი მისწრაფება, სულიერი თანაგრძნობა, მაგრამ გამორიცხულია მათ შორის სხეულებრივ-ხორციელი კავშირი. ესაა აბსტრაქტულ-განყენებული სიყვარული. ვფიქრობ, რომ პლატონული სიყვარული სხვა არაფერია თუ არა ადამიანური მოწონება ქვეცნობიერად, შემდეგ შენ ამ ადამიანს აძლევ იმ თვისებებს, რომელიც შეიძლება მას არ გააჩნდეს, მაგრამ რომელსაც ეძებ ნებისმერ მამაკაცში თუ ქალში და ვერ პოულობ. ამ შემთხვევაში შენ სულაც არ ცდილობ ის ადამიანი გახადო შენი, ამ დროს ჩვენ მხოლოდ ჩვენი შექმნილი სიყვარული გვიყვარდება.
მიჩნეულია, რომ “სიბრმავე” სიყვარულის საყოველთაო ნიშანია. ეს ნიშნავს, როდესაც იგი მთლიანად გრძნობითაა აგებული და მასში არაა ჩართული ცნობიერება. და მართლაც ასეა, ხშირად საყვარელი ადამიანის მიმართ, ისე ვიქცევით თითქოს დავკარგეთ მხედველობა, სმენა და უნარი, გავაანალიზოთ ის, თუ რა ხდება რელაურად. ეს ხშირად რომანტიკული და დედობრივი სიყვარულის დროს ვლინდება. რატომ რჩება ქალი იმ მამაკაცთან, რომელიც სვამს, ნარკომანი ან მექალთანეა? რატომ ითმენს მამაკაცი თავისთან ახლოს სულელსა და აუტანელ ქალს, რატომ ამართლებს დედა ყოველთვსი შვილს? ნიშნასვ თუ არა ეს ფრაზას: - გიყვარდეს მხოლოდ ისეთი როგორიც არის და ნურასოდეს შეეცდები მის გარდაქმანს! - დიახ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეყვარებულს დახშული აქვს თვალები და ყურები! და ვფიქრობ, როდესაც ადამიანი თვალების ფართოდ გახელას იწყებს, იგი თავის სიყვარულსაც ნელ-ნელა ემშვიდობება.
საინტერესოა, როგორ ვესალმებით ადამიანები სიყვარულს, როგორ ვიწყებთ მის გაცნობიერებასა და შეგუებას ჩვენში. ამ დროს ცნობიერებისა და ქვეცნობიერის შერწყმა ხდება, შენ ვერაფერს აანალიზებ. ეს არ ხდება დროის რაღაც მონაკვეთში და მერე არ წყდება. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ყველაზე მეტად ამაღელვებელი და არა ამქვეყნიურია. სწორედ ამ დროს იწყება ადამიანის ახალი, ასე ვთქვათ ზე ცხოვრება, როდესაც იგი სიარულს მაღლა და მაღლა იწყებს, ირგვლივ ყველაფერს ფერი და გემო ეძლევა, შენში იცვლება შენი მე და ჩნდება ახალი, შეყვარებული და გაბრუებული მე, რომელიც შენს სხეულში იწყებს გაჯერებას, ოღონდ ნელ-ნელა, სიყვარულს არსად ეჩქარება. ჯერ შენ ამ ახალ მეს არ იცნობ, მისი გეშინია კიდეც, მასთან მიახლოების და გაცნობიერების, რომ შენ უკვე სხვა ხარ, რომ შენ სხვა თვალები გაქვს, უფრო მძიმე და სავსე, წყლიანი და ხომ გაგიგიათ, სილამაზე შეყვარებულის თვალებშიაო. ასეა, ჯერ თვალებს უყვარდებათ და შემდეგ გულს, სულს, სხეულის ყოველ ნაწილს. ყოველ დღე იწყებ იმის გაცნობიერებას, რომ მასზე ფიქრობ, ყოველ დღე ეს ფიქრები მარადიულ წარმოდგენებად იქცევიან, მისი ლანდი არ მოგასვენებს, არც დღე, არც ღამე. დღისით შენთან მოვლენ ფიქრებში, ღამით კი შენთან სიზმრებში და მორჩა, ხვდები, რომ გიყვარს, შეყვარებული ხარ და ცხოვრებას სულ სხვა ადამიანით აგრძელებ და ეს ადამიანი შეიძლება იყოს ჰალსტუხიანი მამაკაცი, რომელიც ჩვენნაირად კიბეზე კი არ ადის, არამედ კიბიდან უკვე ჩამოდის... და ასე იწყება ყველაფერი… მოულოდნელად სამყარო ინგრევა და შენ სამუდამო უფსკრულში ვარდები… და მაშინ ჩნდება ის – “სიყვარულის ფილოსოფია”. ამ ქვეყნად არაფერი გინდა, მხოლოდ ის: მისი თვალები, მისი გამოხედვა, მისი ხელები, შეხება, მისი ტუჩები, კოცნა, მისი გული, სიყვარული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent