როცა ყველაფრის თქმას გადაწყვეტ
ერთმანეთს უკვე რამდენიმე წელია ვიცნობთ...ამ ყველაფრის გაკეთება დიდი ხნის მანძილზე მინდოდა თუმდა ვერასდროს ვბედავდი, რაღაც ძალა მუდამ ხელს მიშლიდა და არ ვიცოდი ეს რა იყო თუმცა მაშინ დადგა მომენტი...ურთიერთობის გარკვევა მინდოდა. ჩევნი ურთიერთობა არც მეგობრობა იყო და არც შეყვარებულობა არც ერთმა არ ვიცოდით რა იყო. გადავწყვიტე მენახა და მეკითხა. საღამოს მივწერრე და გამოვიყვანე... არ ვიცი რა მინდა მეც არ ვიციო ისაო ესაააოო.... ნუ ვილაოარაკეთ. მერე სახლში მივყავდი მანქანით და გზაში გააჩერა გადააყენა. უკვე ისე წავიდა ლაპარაკი ლამის სიყვარული ავუხსენით ერთმაენთს. მას უნდოდა ჩემი გრძნობების შესახებ მეთქვა მეც იგივე მინდოდა მაგრამ პირველი არც ერთი არ ვამბობდით. მეშინიაო არ ერთხელ ეგ გავაკეთე ვთქვი და ძალიან ვინანეო მე ჩემი [რინციპები მაქვსოოო... მაშინ ვიყოთ ასე თქო და არც ერთმა რომ არ თქვას რა მოხდებაო და მთელი ცხოვრება ვინანებთ თქო... გოგო უფრო ინანებსო. მერე უცებ ხელები მომხვია და ჩამეხუტა... ისე მაგრად ჩამეხუტა რომ სუნთქვა შემეკრა მეც ყელზე მოვხვიე ხელები და ასე ვიყავით 5 წუთი... ყელზე ვაკოცე ძალიან ნაზად. ვუთხარი მეშინია თქო... მერე გამოწევა გადავწყვიტე მაგრამ არ მიშვებდა...ბოლოს გავსწორდი და ხელი თმაზე მომკიდა.... თვალები დამახუჭინა და მეფერებოდა მარჯვენა ხელით... თმაზე და სახეზე... ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას და აჩქარებულ გულისცემას... მგონი ჩვენს შორის რაღაც ხდებაო... მინდა გაკოცო მაგრამ მერე ვეღარ გაჩერდებიო.... სახეზე ხელები მომკიდა და ცხვირი ცხვირზე მომადო... ყელზე მაკოცა და თმებზე მეფერებოდა.. მერე შუბლზე მაკოცა.... ნელა ტუჩები მომიახლოვდა და ძააალიან ოდნავ შემეხო მეც ძალინა ნაზად ვაკოცე... მეორე დღეს ვნახე უნდა ეთქვა და სახელი დაერქმია ჩვენი ურთიერთობისთვის... იმ დღეს არც ჩასახუტებლად მივიკარე არც გვერდით დავიჯინე და ბოლოს მითხრა გუშინ რა გჭირდა ნასვამი იყავიო? მოვატყუე კი მეთქი... ეგრე ააღარ მოიქცეო (თითქოს ჩემი ბრალი იყო მარტო ყველაფერი) ხელი გამომიწოდა დღეიდან მეგობრები ვართ გაიგეო?> მეც ჩამოვართი ხელი ისე შემრცხვა გავწითლდი მერჩივნა ადგილზე მოვმკდარიყავი... აუ რა მორცხვი ხარო და ჩამეხუტა მაგარამ ხელები გავაშვებინე მერე წავიდა... ახლა ვზივარ და ვერ მივმხვდარვარ ვერაფერს რა მოხდა და რას ნიშნავდა ეს ყველაფერი...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.