შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბის დასასრულამდე წერტილიღა დარჩა


25-03-2015, 04:41
ავტორი ttamo
ნანახია 2 020

ამბის დასასრულამდე წერტილიღა დარჩა

გახსოვს ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო დღე?
-ამაზე რატომ მელაპარაკები?
- როცა წავედი. წავედი ისე რომ უკან არც მომიხედავს , სახურავზე ავედი , ვგრძნობდი როგორ სუნთქავდა ნიავი ჩემით. ვგრძნობდი როგორ მეხეთქებოდა ზურგზე ქარი. ხელს მკრავდა, ფრენის სურვილს მიღძრავდა. ვუყურებდი ადამიანებს, ვუყურებდი მათ სილუეტებს, ჩონჩხებს. ისინი უსულო მოძრავი არსებები იყვნენ. შეფუთული ცარიელი ძვლები, გახვეული ბრჭყვიალა ნივთებში, შიგნით კი. შიგნით არაფერი. ზედაპირულები და ცივები. ვგრძნობდი როგორ მეხეთქებოდა ზურგზე ჰაერის ნაკადი, როგორ ჩამჩურჩულებდა მიდი, მიდი...შენ ამას იგრძნობ. ვგრძნობდი როგორ უჩქარებდა ტემპს გული, ვგრძნობდი ლოყაზე ჩამოცურებულ ოფლს. ვგრძნობდი ხელის კვრას
-გახსოვს როგორ წავედი ისე რომ უკანაც არ მომიხედავს?
-ამაზე რატომ მელაპარაკები
როდესაც სახლში ავედი, აბაზანა გავავსე. ხელში დენის სადენი მეჭირა, ვგრძნობდი მის სითბოს ჩემს ხელებში, ვგრძნობდი თითოეულ ვოლტს ჩემს სხეულში. წყალი ბობოქრობდა, იბრძვოდა. უნდოდა რომ გამეკეთებინა. უნდოდა რომ ჩემი სხეული მოეცვა, და მასთან ერთდ წავსულიყავი ქვემოთ უფსკრულში. მისთვის არ ქონდა მნიშვნელობა ჩემს არსებობას, მას ვუნდოდი. ვგრძნობდი როგორ მკრავდა ხელს. ვუსმენდი მის და სადენის დიალოგს. ისინი დამცინოდნენ, ლაჩრად შემრაცხეს, მშიშარა მიწოდეს. გამოუსადეგარ და არაფრის მაქნის ადამიანად შემფუთეს
-გახსოვს ის ღამე?
-რომელი ღამე
მე მყარად მდგომი მიწაზე, ველოდებოდი ბიძგს. ველოდებოდი ადამიანს რომელიც შემანჯღრევდა. ველოდებოდი მანქანას რომელიც ხელს მკრავდა ჯოჯოხეთისაკენ მიმავალ გზაზე. და უცებ, მუსიკა გაჩერდა. ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა. აღარ მატკბობდა ვიოლინოს ცივი ხმა. ველოდებოდი გამბედავს. რატომ შეწყდა მუსიკა? რატო აღარ იგერიებდა მცდარ ნოტებს დირიჟორი. რატო აღარ გამოჩნდა ის ვინც მომწყვეტდა ცივ მიწას ?
-იცი?
-რა?
იცი ღამით ზღვა რა ტკბილია? მოგისმენია ოდესმე მისი ღაღადი? ქალის ნაზი ხმა. რომელიც თავისთან გიხმობს? ის თავდავიწყებას გპირდება. შენ კი შედიხარ თბილ ,ნისლიან ზღვაში. ის კი შემოდის და გტბორავს , მხედველობას გიკარგავს. გრძნობებს გიხშობს. გიზიდავს , ბოლოს როცა დანებებული აფრებს ჩამოსწევ და მთლიანად მას მიენდობი, ის გფარავს მთელი მისი დიდებით, გავიწყებს ვინ ხარ, რა გაგიკეთებია და რისთვის არსებობდი. არსებობს მხოლოდ ზღვა, ტკბილი , ნაზი , დიდებული ქალღმერთი. გიხმობს რომ ჩაგძიროს. გიხმობს რომ მოგწყვიტოს, თავი დაგაკარგინოს.და შენ მას მიყვები. მიყვები ბოლომდე. უსასრულო გზაზე, უსასრულობისაკენ
-იცი რა რთულია მისი ლოდინი?
-ვისი?
მაშინ როცა მთელი ფლაკონი აბები დავლიე, ვიწექი და ველოდებოდი, ხო აი ასე უბრალოდ ველოდებოდი. ის კი მოდიოდა, არა ხმაურიანი დიდებული ნაბიჯებით, მოიპარებოდა ლაჩარივით, ცხოვრებისგან შეშინებული ჯიბის ქურდივით, მოდიოდა ნელა და უხმაუროდ. გადუნებდა და სუნთქვას გავიწყებდა, სულს გპარავდა. ნელა და უმტკივნეულოდ.თვალებში გიყურებდა და ღიღინებდა, დიდი შავ თვალებში გძირავდა, გხლართავდა სიამოვნებისგან გაბადრულ სახის ნაკვთებში. არაფერს დამპირებია, ის მოდიოდა მთელი უბრალოებით. და უტეხად წამართვა მთელი ცხოვრების ნაფერები სული
-იცი რა გრძნობაა?
-არა
როცა სცენაზე დგახარ. ოვაციების ჟრიამული ზეცამდე აღწევს. შენ ხვდები, რომ გამოგივიდა. ხვდები რომ შეძელი. შენი თავის გმირი ხარ. ახტაცებულ სახეებს ხედავ და ხვდები რომ უცხოები არიან. არცერთი სახე , არცერთი ნიღაბი არ არის ახლო. ხედავ გამჭირვალე ნისლიან ადამიანებს, ახტაცებულ ხელებს. და გრძნობ სცენას, გესმის მსახიობების დაღლილი ქშინვა. და გრძნობ როგორ იკლებს გულისცემა, როგორ დუნდება გული. ნებდება სისხლი და წყვეტს მოძრაობას. ადგილს გრაციოზულად წყდები და საუკუნე გადის მანამ სანამ დაეცემი. თითოულ წამს გრძნობ, თითოეულ ისრის გატოკებას, ჟრიამული კი არ წყდება, მაღლა ადის, მიიწევს თავისუფლებისაკენ, თეატრის მორთულ ჭაღს ცდება და ხმაურით აპობს, ხმაურითვე მიიღწვის ბედნიერებისაკენ. შენ კი ძალა გამოცლილი გრაციოზულად წყდები ადგილს. საუკუნე , საუკუნე გადის სანამ გული ბოლოჯერ ამოისუნთქავს და ამოიღებს წლების ნაგროვებ მტვერს, ბოლოჯერ ხვდები თეატრის მტვრის სიდიადეს
-ოდესმე გჭერია იარაღი ხელში? ცივი როგორც ზამთრის სუსხი. გიგრძვნია მისი ძალა, სიმძიმე? ის შენ ახალი ემოციებით გმუხტავს , გაგრძნობინებს რომ მთელი მისი სიდიადე შენს ხელთაა. შენი ბედი და ბოლო ამოსუნთქვა შენს ხელთაა, მთავარია ერთი ძაფი, გონების მხოლოდ ერთი ძაფი გაწყვიტო, ეს ხომ არც ისეთი რთულია. ოდესმე გიგრძვნია მისი სითბო, ბასრი და სუსხიანი სითბო? ძალაუფლება რომლიც გამბედაობას გმატებს, გაძალებს შეასრულოს მისი ერთადერთი დავალება. მხოლოდ ერთი მოძრაობა, სასხლეტზე თითის გამოკვრა და სამუშაო შესრულებულია. ის ბედნიერია. შენ კი ცარიელი. დიდ თეთრ გვირაბს გევხარ, უსასრულობაში გაჭედილს. ამასობაში კი ხელი გეღლება მისი სიმძიმისგან, და გიწევს წამზომი დააჩქარო. დედამიწა უკუღმა დაატრიალო
-საშინელებაა. გინდა გამორთო, დაასრულო . დალეწო და გაყარო ისინი, მაგრამ არ მიდიან, ნიღბებ აფარებულები შენს სხეულში იქექებიან. გრძნობ წამლების აყროლებულ სუნს. ყურში წუის მათი გულისცემა. გინდა შეწყდეს, წავიდნენ , შეგეშვან. ყვირი. ბღავი. არ გიჯერებენ. ჯიუტად აგრძელებენ თავიანთ საქმეს. უცებ შენს თავს მათთან ერთად უყურებ, გახსენდება რას განიცდიდი როცა იმ საზიზღარ საწოლში იწექი. ხელის კვრა არ შველის, მათ ვერ ეხები. ვერ ყრი. მათი გულისცემა ერთმანეთში ირევა და ისევ წუიან, ისევ გჭრიან და შენში იქექებიან. დაბნეულს მხოლოდ ერთი გამოსავალი გრჩება.წახვიდე, დატოვო შენი თავი ყორნებთან, დაე დახიონ და დაფლითონ , შენგან დარჩენილი მასის გროვა. რაში განაღვლებს. ბოლო გამოსავალი კი შენი მხსნელია
-იცი რა გრძნობაა როცა მახინჯდები, უსუსურდები?
-მაპატიე მე...
-არიცი, და ვერც ვერასდროს გაიგებ, ვერასდროს მიხვდები რას განვიცდი, წლების განმავლობაში .მრავალი ბრძოლა მოვუგე. გადამწყვეტისათვის კი ძალა აღარ დამრჩა. მან მთელი სხეული მოიცვა. გონება დამიბინდა, დამაუძლურა და გამხეცებული დამეწაფა. სხვა რაღა დამრჩენია დავნებდე და წავყვე. დაე გაიმარჯვოს. მიიღოს ის რაც უნდა. შენ იცი რა გრძნობაა როცა მახინჯდები? მეგობრების სიბრალულის თვალები გულს გირევს, თმის ცვენას ბოლო აღარ უჩანს. ხსნას გონების გამორთვაში პოულობ, როცა თვალებს ხუჭავ და სხვა სამყაროს უერთდები. მე კი მინდა სამუდამოდ იმ სამყაროს ნაწილი გავხდე, ვნებდები
ყველა ისტორიას ერთი დეტალი დარჩა დასამთავრებად. შენთვის მომინდვია წერტილის დასმა .



№1  offline მოდერი Mary Drey

.................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent