შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული არსებობს


27-03-2015, 17:29
ავტორი Psychopath joe
ნანახია 2 007

,, სიცოცხლის აზრო, ყველაზე ტკბილო, თავნებავ, უსაყვარლესო და რაც მთავარია ჩემზე გაგიჟებით შეყავრებულო გოგოვ, გწერ ამას შენ ერთადერთ სიყვარულს, სიცოცხლეს, სიხარულს. ერთადერთი რაც დამრჩენია ის არ რომ მოგწერო წერილი და სხვა ვერაფერი..
გული, გული, ხო , ხო .. შენხარრ ჩემი გული. დილის ექვსი საათია ეხლა, სწრაფად ვწერ წერილს რომ მწყობრში ჩავდგე, მაგრამ სათქმელი ხომ ძალიან ბევრი დამიგროვდა. არ მითქვამს რომ ყველაზე მაგრად მიყვარხარ და ერთი სურვილ მაქვს .. როდის ჩავეხუტები და მოვეფერები შენს პატარა გაბერულ მუცელს .. სადაც ჩემი არსებაა, ჩემი ხორცია, ჩემი გულია , შენ.. შენ რახარ არვიცი, მაგიჟებ გოგო, შენზე ფიქრები მაგიჟებს.. რომ ჩამოვალ ისე უნდა ჩაგეხუტო რომ შენი ყველა ძვალი ვიგრძნო ხერხემალში უნდა გადაგტეხო .. ვხუმრობ რათქმაუნდა. ცხოვრებ თბილად იყავი არაფერი მოიკლოთ შენ და პაწაწუნამ .. შენ რომ იცი ისე ნუ გახვალ გარეთ. თბილად ჩაიცვი არ გამიცივდე ხომიცი სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ შენს ქმარს ‘’
09.10.2000
ავღანეთი
გიორგი შენგელია

ქალბატონმა მარინამ წაგვიკითხა წერილი და გაიღიმა! მესიამოვნა მისი ღიმილი, მაგრამ როცა ხედავ ძაძებში გახვეულ ქალს სახეზე ღიმილით ცოტა არიყოს უცნაურად გეჩვენება
- გენატრებათ?
- რათქმაუნდა
- მას შემდეგ ხომ ამდენი ხანი გავიდა
- იცი სინამვილეში დრო ვერცერთ იარას ვერ კურნავს, ჩემს შემთხვევაში პირიქით აღრმავებს იარებს, აი ეხლაც როცა წავიკითხე გიორგის მიერ მოწერილი ბოლო წერილი, უფრო მეტად ვიგრძენი ტკვილი .. უფრო მეტად ვიგრძენი რომ ის ჩემთან აღარ არის
- გიორგი არ ჩამოსულა ?
- გიორგი დაპირებას ყოველთვის ასრულებდა, არც ეხლა დაურღვევია პირობა. ჩამოვიდა ჩაეხუტა ცოლუკას და წავიდა.
ამ დროს მარიაამმ გაგვიღიმა, თვალები უბრწყინავდა. აი მაშინ მივხდი რომ სივარული სადღაც მართლა არსებობს, გამიხარდა სიყვარულის აღმოჩენა
- ჰო, სიყვარული არსებობს, მართლა არსებობს .. სიყვარული ყველა თქვენგანშია. ზოგში ღრმად ზოგშიც უბრალოდ, მაგრამ რაც მთავარია არსებობს. მე სიყვარული გიორგისთან ერთად დავმარხე.. უფროსწორად გიორგისთან და პატარა ნიკოლოზთან ერთად
უცნაურად შევხედეთ ყველამ, მარიამმა თხრობა განაგრძო
- ჰო .. გიორგის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ ნიკოლოზი დაიბადა ნაადრევად, სამწუხაროდ მკვდარი
- მაშ, ქვეყანაზე არაფერი დაგრჩათ ვის გამოც ცხოვრება ღირს?
საშინელი დუმილი ჩამოვარდა.. მარიამმა ჩვეული ღიმილით შემოგვხედა
- თქვენ ალბათ გინდოდათ გეკითხათ რისთვის ვცოცხლობ არა ? მარლაც და არაფერია რაც ჩემს ცხოვრებას აზრს აძლევს მაგრამ ვცოცხლობ იმიტომ რომ გიორგის დავპირდი. ჰოო .. საშინელი სასჯელია ცხოვრება მაგრამ ვცოცხლობ . ვცოცხლოვ, იმ იმედით რომ მალე წავალ ჩემს ოჯახთან. ეხლა კი წადით სკოლაში, თორე დაგაგვიანდებათ .. შეინახა წერილები ზარდახშაში და კარამდე მიგვაცილა.
გამოვედით იმ უზარმაზარი სახლიდან, სადაც ამდენი სიყვარული სუფევდა. გამოვედით და მივხდი, რომ სიყვარული არსებობს ცოტათი თუ ძალიან საბოლოო ჯამში ნამდვილად არსებობს , ოღონდ უნდა დაელოდო, იმედი უნდა გქონდეს რომ აუცილებლად მოვა.



№1  offline მოდერი Mary Drey

.......................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent