შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ ან ვის მიჰყავს ჩვენი თოჯინები?


28-03-2015, 21:09
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 2 167

ქარი ჰქრის... ქარი ჰქრის... ქარი ჰქრის...
დედამიწას მდუმარების საბანი დაუხურავს და მხოლოდ ქარი ჰქრის...
ტალღებს ბაგაბუგი გააქვთ, როგორც მოხუცის ფაქიზ გულს და ქარი ჰქრის...
ამოთხრილ ასფალტში წვიმის წვეთები შეყრილან და პატარა გუბურა გაუკეთებიათ, როგორც მოხუცის სევდიან ცისფერ თვალებში ცრემლებს და ქარი ჰქრის...
-ბაბუ, რა ფერია ცა?-ეკითხება მარტოხელა ფიცარზე ჩამომჯდარი პატარა გოგონა, ფიქრებში გართულ მოხუცს.
-ისეთი, როგორსაც ხედავ, ბაბუ.სხვები გეტყვიან ცისფერიაო, მაგრამ არ დაუჯერო, ბაბუ. ყველაფერი ისეთია, როგორადაც შენი თვალები აღიქვამენ.
-მზე, რატომ ჩადის?-ისე იკითხა ბავშვმა, თითქოს წინა პასუხი არც კი გაუგონიაო.
-ძალა, რომ მოიკრიბოს, ბაბუ. დილით ადრე უნდა ადგეს, რომ ცხოვრება გაგინათოს და აი, ამიტომ იძინებს. დილით ახალი ძალებით უნდა გაიღვიძოს.
-არა! ის არ ჩადის. უბრალოდ ჩვენ, ადამიანები ყოველთვის სინათლის დანახვას ვერ ვახერხებთ.-თქვა წარბშწეკრულმა გოგონამ.
-ეგ ვინ გითხრა, ბაბუ?
-ნაოჭები რატომ გაქვს?- თითქოს მოხუცს შეკითხვა მისთვის სულაც არ დაუსვამს.
-ერთხელ, მივუყვებოდი პატარა ბილიკს. უცებ ბილიკის გვერდით შევნიშნე წითელი ვარდები. ვიფიქრე მოვწყვეტ და ჩემ თოჯინას წავუღებ-მეთქი. გზიდან გადავუხვიე და უცებ, ფეხი ხის ფესვს გამოვდე. წავიქეცი და შუბლი ეკალზე გავიკაწრე. ასეა, ბაბუ "ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია". ეს იყო ჩემი პირველი წაქცევა და პირველი ნაოჭი. გავაგრძელე სიარული და ამჯერად ნარცისებმა მიიპყრეს ჩემი ყურადღება. ამას მოყვა შემდეგი ნაოჭი და აი, ასე ავაგროვე ნაოჭები ბაბუ.
-ბევრჯერ დაცემულხარ.-ჩაილაპარაკა თავისთვის პატარა გოგონამ.
უცებ ქარი აშრიალდა... თითქოს იქ მყოფთ მისი არსებობა შეახსენა. ზღვის ტალღებმა ტემპს უმატა და მოხიცის გულსაც ბაგაბუგი უფრო სწარაფდ გააქვს.
-გყვარებია ოდესმე?-ეკითხება გოგონა მოხუცს და ზღვას თვალს არ აშორებს.
-0სიყვარული ისეთი რამაა, ბაბუ, რომ გულს არასდროს არ შორდება. შენ წარმოიდგინე და, სიყვარულია, როდესაც ადამიანი უკვე მესამედ იღებს იარაღს მოსაკლავად. ეს ბოროტებისადმი სიყვარულია, ბაბუ. უნდა შეგეძლოს სიყვარულის არჩევა. მე თუ მყვარებია? მე ახლაც მიყვარს, ბაბუ. შენ? შენ თუ გყვარებია?
პატარამ თავი დახარა... ფიქრებში გართულს მოხუცი სულ გადაავიწყდა...
-მიყვარდა... როგორ მიყვარდა ჩემი თოჯინა-და ბავშვის, შავ-ბნელ თვალებს ცრემლები მოსწდათ.
-ერთი საყვარელი თოჯინა ყველას ყავს, ბაბუ...-და მოხუცის თვალები ცას დაემსგავსა. ცას, რომელზედაც ქარი ჰქროდა და ღრუბლებმა წვიმის წვეთებიც გადმოღვარეს.
-სიკვდილის გეშინია?
-არფრის არ მეშინია უფლის გარდა. სიკვდილმა მაცხოვარი ვერ შეაშინა და მე როგორ შემაშინებს, ბაბუ?-მოხიც მსუბუქად გაეღიმა.
-რატომ წაიყვანეს ჩემი თოჯინა?
მოხუცი გაშრა... თვალებში სიცარიელე ჩაუდგა... აღარც ქარი ჰქროდა და ზღვამაც კი შეაჩერა ღელვა... თითქოს წამით სამყარო გაირინდა... მზეც უკვე ჩასულიყო.. მოხუცმა ჯოხს მოჰკიდა ხელი... მძიმედ დაეყრდნო ჯოხს და წამოდგომა დააპირა, მაგრამ გოგონამ მკლავში ხელი მოკიდა და თავისკენ მიიზიდა.
-მიპასუხე! ხომ გაქვს ყველა კითხვაზე პასუხი?! მიპასუხე! რატომ წაიყვანეს ჩემი თოჯინა?რატომ?- გოგონა ყვიროდა, ტიროდა, მოხუცის მკლავს ძლიერად უჭერდა ხელს.
-გთხოვ, ბაბუ მიპასუხე რატომ წაიყვანეს ჩემი თოჯინა?-პატარა გოგონა მუხლებზე იდგა, ცრემლები მდინარესავეთ სდიოდა და მოხუცს ვედრების სახით შესცქეროდა.
-გთხოოვ, მითხარი რატომ წაიყვანეს ჩემი თოჯინა?- პატარას თავი ჰქონდა ჩახრილი, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და რიტმულად იმეორებდა: "რატომ წაიყვანეს ჩემი თოჯინა?"
მოხუცის ჯოხი იმ ამოთხრილ ორმოში გდია წვიმის წვეთებს ყრილობა, რომ გაუმართავთ... თვითონ მოხუცი მარტოხელა ფიცარზეა ჩამომჯდარი... თვალები "შაგრენის ტყავს" მიუგავს... თანდათან ყველაფერი პატარავდება...
ბაბუამ პატარას ვერ გასცა შეკითხვაზე პასუხი. ან რას გასცემდა თვითონაც ეგ აინტერესებს რატომ წაართვეს თავისი თოჯინა, ან ვინ წაიყვანა...



№1 სტუმარი tako_tako

ამ საიტის წევრი არ ვარ, მაგრამ შენს ჩანახატებს ძალიან ხშირად ვკითხულობ. ყოველთვის მიტოვებ ისეთ შეგრძნებას, რომ თითქოს მზამზარეულად არაფერს ტოვებ და მე უნდა ვეძებო მოთხრობის მთავარი სათქმელი. ძალიან ახლო ადამიანი მყავს გარდაცვლილი და ძალიან ხშირად მიკითხავს ღმერთისთვის თუ რატომ წამართვა მისი თავი... ამ მოთხრობაში კი დავინახე პასუხები ბევრ შეკითხვაზე (განსაკუთრებით მომეწონა ნაოჭებზე, რო უხსნის .. მე ისეთი დასკვნა გამოვიტანე რომ ეგაა მთელი ჩვენი ცხოვრება და ამ ცხოვრების მანძილზე ვაგროვებთ ნაოჭებს), მაგრამ მეც მაინტერესებს თუ რატომ ან ვის მიყავს ჩვენი თოჯინები?????
ჩანახატი ღრმად ფილოსოფიური და გემრიელი საკითხავი იყო. იცოდე გადევნებ თვალყურს! <3 <3

 


№2  offline წევრი kurt cobain

მართლა არ ვიცი რა დავწერო.
უბრალოდ,დამბურძგლა.))
ამდენ ემოციას როგორ დებ თითოეულ ჩანახატში,მიკვირს.
ყოველ ჯერზე ახალს ვიძენ შენგან.
მომწონხარ ძააააალიაან ❤

 


№3  offline წევრი CooLPlaYeR

kurt cobain
მართლა არ ვიცი რა დავწერო.
უბრალოდ,დამბურძგლა.))
ამდენ ემოციას როგორ დებ თითოეულ ჩანახატში,მიკვირს.
ყოველ ჯერზე ახალს ვიძენ შენგან.
მომწონხარ ძააააალიაან ❤


ძალიაან დიდი მადლობაა !! უბრალოდ ყველა ჩანახატი გრძნობით იწერება <3

tako_tako
ამ საიტის წევრი არ ვარ, მაგრამ შენს ჩანახატებს ძალიან ხშირად ვკითხულობ. ყოველთვის მიტოვებ ისეთ შეგრძნებას, რომ თითქოს მზამზარეულად არაფერს ტოვებ და მე უნდა ვეძებო მოთხრობის მთავარი სათქმელი. ძალიან ახლო ადამიანი მყავს გარდაცვლილი და ძალიან ხშირად მიკითხავს ღმერთისთვის თუ რატომ წამართვა მისი თავი... ამ მოთხრობაში კი დავინახე პასუხები ბევრ შეკითხვაზე (განსაკუთრებით მომეწონა ნაოჭებზე, რო უხსნის .. მე ისეთი დასკვნა გამოვიტანე რომ ეგაა მთელი ჩვენი ცხოვრება და ამ ცხოვრების მანძილზე ვაგროვებთ ნაოჭებს), მაგრამ მეც მაინტერესებს თუ რატომ ან ვის მიყავს ჩვენი თოჯინები?????
ჩანახატი ღრმად ფილოსოფიური და გემრიელი საკითხავი იყო. იცოდე გადევნებ თვალყურს! <3 <3


ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო... მიხარია რომ ჩემს ჩანახატებს კითხულობ.. უბრალოდ ბუნების კანონზომიერებაა ის, რომ უფალს "თოჯინები " მიყავს.. მე პირადად უფალთავ ვუშვებ ჩემს თოჯინებს <3

 


№4 სტუმარი OPTIMIST

ძალიან მრავლისმთქმელი, ღრმად ფილოსოფიური, გულზე მომხვედრი ჩანახატია.. ყოჩაღ!!

 


№5  offline წევრი tankli tunkli

ჩვენი თოჯინები მიყავს უფალს, რადგან მასაც თავისთვის კარგები უნდა! ავტორ ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ love

 


№6  offline მოდერი Mary Drey

........................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent