ადამიანი და ბუნება
ეს მოთხრობა დავწერე 12 წლის ასაკში, როდესაც განსაკუთრებით განვიცდიდი ვაჟა-ფშაველას გავლენას. მაინტერესებს თქვენ როგორ მოგეწონებათ. რა ბედნიერები ვართ ჩვენ, ადამიანები, რომ გაზაფხული არსებობს. წელიწადის მშვენიერი დრო. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მწვანეში ჩაფლული სამყარო, რომელიც სულ რაღაც ახლახანს ადგა ზამთრის ცივი დღეებიდან და გადაიძრო ყინულივით ცივი საბანი. გაიღვიძა, რათა ჩვენ დაგვანახოს მისი სიმშვენიერე. გუშინ ტყეში ვიყავი. მე ვიხილე ამქვეყნიური სმოთხე. ყველასგან შეუმჩნეველი სამყარო. როგორც ზამთარში თოვლი, გაზაფხულზე ია ისევე გაზაფხულზე ია წამოწოლილა კორდზე და უსმენს ბალახის შრიალს. ჩიტები თავიანთი ჭიკჭიკით ართობენ არემარეს და მათაც დაავიწყდათ ზამთრის ჯოჯოხეთური სიცივე. ყველას ჰქონდა მიზეზი იმისა, რომ გულიანად ეღიმათ და ყოფილიყვნენ ბედნიერები. მხოლოდ ფოთლები დავინახე მოწყენილები გასცქეროდნენ მზეს. რატომ? არ ვიცი. მოღუშული სახე ჰქონდათ, როგორც ვაჟას "ყუნჭს". არც ის ვიცი, რატომ მაგრამ მათი სახეების დანახვაზე გავშეშდი. თვალწინ წარმომიდგა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები, რომლებმაც უდიდესი შავი ლაქა დატოვეს ოც წლიან ისტორიაში. უცებ გონს მოვედი და ვკიტხე ფოთლებს: -რამ დაგაღონათ? ისინი ხმას არ იღებდნენ. მხოლოდ ერთმა შემომხედა და მითხრა: -აბა, დაფიქრდი ჩვენს ბედზე. ერთხელ მოვა ეს გაზაფხული. მხოლოდ ერთხელ შემოგვხედავს ვინმე. სულ, რაღაც სამი თვე და მორჩა, დამთავრდა ყველაფერი. დაგვიქროლებს ტანჯული სიო და სამი თვის სიცოცხლეს წამებში აგვინაზღაურებს. თქვენ რა, ახლა გიყვარვართ ადამიანებო, როცა ლამაზები ვართ? აბა მაშინ, როცა ქარი თქვენს სახლებთან დაგვყრის და გეხვეწებით შეგვიფაროთ, მაშინ გვგვით, გვიშორებთ თავიდან და ურნებში გვყრით. განა მარტო სამ თვეს გრძელდება თქვენი ჩვენდამი სიყვარული? არასდროს ჩვენზე მაშინ არ ფიქრობთ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება. აბა, ბუნებაში კი ძალიან გიყვართ სიარული. მხოლოდ, გაზაფხულზე მერე კი ფეხებზე გკიდივართ. ჩაიხედე, ჩაიხედე გულში თუ გაქვს სუფთა ნამუსი. ჩაიხედე, თუ ხარ უცოდველი. რამდენი შვილი მომიკალით? დაითვალეთ მაინც. იცოდეთ, ამ ქვეყნად უკვდავი არავინ არაა. ერთ დღესა თქვენი სიოც დაუბერავს. დადგება დრო, როდესაც იმადვე იქცევით, რაც ხართ. - როდესაც დაამთავრა თვალებზე ცრემლები მქონდა მომდგარი. მინდოდა პატარა ფოთოლი გულში ჩამეკრა. მაგრამ ნერვები მოვითოკე და ფოთოლს ვუთხარი: -იცი, რაა?! მე შენ ძალიან მიყვარხარ. უბრალოდ, დღეს ისეთი ცხოვრებაა ეს, რომ საჯაროდ ვაღიარო ყველა დამცინებს და გიჟად ჩამთვლის. -მერე ვინ გთხოვს საჯაროდ ამიხსენიო სიყვარული? -ნუ მაწყვეტინებ. აბა, შენ რას იზამდი ჩვენს ადგილას? შენს გაქვს გული და ჩვენც. ჩვენც გვიყვარს ცხოვრება. რასაც ამ ქვეყნად ვცხოვრობთ ტანჯვითაა სავსე. აბა, აქაურობას შეხედე. ხედავ სად ცხოვრობ? როგორ შეიძლება ამ ულამაზეს სამყაროში სახემოღუშულმა იცხოვრო. დატკბი, რა ცხოვრებით. ცხოვრება ხანმოკლეა ეს ყველამ ვიცით. არ ვიცი, მხოლოდ ის თუ, როდის წაგვივა ხელიდან. მოდი, ნუ დაუთმობ ამ მოკლე დროს, იმაზე ფიქრს, რომ ოდესღაც შენ აღარ იქნები. მე თუ მკითხავ შენ არ გიყვარს ცხოვრება და ცდილობ შენი სისუსტე, ჩვენ ადამიანებს გადმოგვაბრალო. მოდი, შენც გაიხადე ცოდვის კაბა, ამოდი იმ სიბნელიდა, რასაც სიკვდილის შიში ჰქვია და გადაეშვი სიცოცხლეში. ამდენი მეგობარი გყავს და მაინც სახემოღუშულს გხედავ. ნახე, შეხედე ყველას. განა ისინი, ოდესღაც არ გაეცლებიან წუთისოფელს? რა თქმა უნდა კი, მაგრამ არ იმჩნევენ. მხოლოდ ტკბებიან ცხოვრებით და მორჩა. ნუ, ჩაერევი მომავალში. ცხოვრება თავის მოსატანს თვითონვე მოიტანს. რაც შეეხება შენს შეკითხვებს. მე არავის შვილი არ მომიკლავს. მე ყველა თქვენგანს ვთვლიდი უსულო საგნებად, რომლებსაც ხორციელი არაფერი სცხიათ. მადლობა თვალი, რომ ამიხილე, ოღონდ ნუ მთხოვ, რომ როდესაც ქუჩაში დაგდებულს დაგინახავ ხელში აგიყვანო და სახლში შეგიყვანო. შენ შეგიძლია იმის შეყვარება ვისაც სძულხარ? დარწმუნებული ვარ არა. ამიტომ, იმას რასაც თვითონ ვერ გააკეთებ სხვისგან ნუ მოითხოვ. ვერავინ იტყვის, რომ უცოდველია. შენც უშვებ შეცდომებს. მე არავინ არ ვარ, რომ გაგკიცხო. როგორც გინდა ისე მოიქეცი. -შენ, რომ გული გქონდეს ასე არ ილაპარაკებდი. იქნება და მეც ვცდები, თუმცა დაგესესხები:"არავინ არაა ამ ქვეყნად უცოდველი". გაბრზებულმა დავტოვე იქაურობა. არაფრის სურვილი არ მქონდა. მხოლოდ სახლში დავბრუნდი, საოლზე წამოვწექი და ბევრი ვიფიქრე. რამოდენიმე დღის შემდეგ მივედი ისევ იმ ადგილას და ფოთოლი იქ აღარ დამხვდა. უკვე სამი თვე გასულა. სადაც კი ფოთოლს ვხდავდი სახლში შემყავდა, თუმცა ხმა არცერთ არ ამოუღია. ქუჩაში ვიდექი. უცებ, ოთოლმა ჩამიქროლა და ხელი დამიქნია. მისკენ წავედი, მაგრამ გვიანი იყო. შავ, დამპალ უფსკოლში გადაიჩეხა. ადამიანებო! გამოფხიზლდით და დაეხმარეთ ბუნებას!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.