ინტერნეტ-მეგობარი
ვწერ ? აი ეხლა მართლა არ ვიცი რას ვწერ.გეფიცებით მეღიმება და უაზროდ ვწერ.იცით რა მინდა ამ ჩანახატით თუ არ ვიცი რა არის ვთქვა ? აი მინდა გითხრათ ჩემში ინტერნეტს და საიტ 4Love.ge-ს რამხელა როლი უკავია. დავიწყოთ იქიდან რომ 4Love.ge რომ არა ვერ გავიცნობდი დიდ ნიკოლოზს ( კი სასაცილოა მაგრამ ასეა),მარიამოს რომელზე ვგიჟდები,ანუშკის რომელსაც ეს ანუშკი დიდმა შეარქვა და იმის მერე ასე ვეძახით,სვანს ჩემს რუსას რუსოს,ლიზუს ოხ ლიზუს ჩემზე აქვს ისტორიები დაწერილი? უფ,ლუცის თქვნეთვის ყველასთვის ცნობილ Mylove და ელოს ჩემი ელიოტს.ქუთაისი,ჟინვალი,თბილის,რუსთავი და კასპი.აი ეს ოთხი ქალაქი გავიცანი ჩემში რომ ჩასახლდნენ.4Love.ge ეს ის საიტია სადაც შეგიძლია დაწერო ყველანაირი ისტორია რომელსაც მკითხველი შეგიფასებს,თავისი სასიამოვნო სიტყვებით გაგანებივრებს ან კრიტიკით.მაგრამ ზოგჯერ მაინც ეს კრიტიკაც კი სასიამოვნოა. Faceebok.ge რომელიც დღეს დღეობით ყველა ადამიანს აქვს.აქ იცით ვინ გავიცანი ? ცხოველები.არა,მართლა ცხოველები არიან.ყველა ვინც გავიცანი ცხოველია ან ცხოველის სახელი აქვს. გაინტერესებთ რა მომწონს ყველა ამ ადამიანში? ყველაზე მაგარი ხალხია ! დიდი ნიკოლოზი-ეს ის ადამიანია რომელსაც დიდი ძმით მივმართავ!ყოველთვის მეჩხუბება და გამოგიტდებით და სომეხს მეძახის,რატომ წახვედი სომხეთში მოღალატე ხარო,იმის მერე მეძახის სომეხს.მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს და ვიცი რომ მასაც. მარიამო-ეს ის ადამიანია,რომელიც სულ ოცნებობს და სულ ჩხუბს გვიშლის,მაგრამ მაინც ვჩხუბობთ და მარიამოც სულ იცინის.მაგრამ იცით როგორი თბილია ? აი აუღწერელად მაგარი ადმიანია.რა თქმა უნდა ეხლა რომ მასზეც ვგიჟდები?! ანუშკი-ოხ ჩემი ანუშკი სხვა განზომილებაა,ამავე დროს ყველაზე მხიარული ადამიანია,ჩემსავით დიდს სულ ეჩხუბება მაგრამ მაინც ორივე ერთმანეთზე გიჟდება.ვერ იტანს ანას რომ ეძახიან მაგრამ მაინც ვერ გავიგე რატომ,ამიტომ მე სულ ანუშკის ვეძახი.თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ზუსტად მისი გიჟობის გულისთვის მიყვარს! სვანი-ოხ სვანი მართლა სვანია.ჯიუტია ცის მწვერვალამდე,იცით როგორ უყვარს გაჯიუტება ? უფ,ქვას იხლის თავში სანამ თავისას არ გაიტანს! ლიზუ-ლიზუ?ჭორიკანა ? ოოო,ლიზუ მარტო იმიტომ მიყვარს რომ ჩემზე ისტორიებს წერს(ეხლა ვკვდები სიცილით)იცით რა მაგარი გოგოა ? აი ძალიან ძალიან კარგი ადამიანი,რომელსაც სიყვარულის სჯერა ყველაზე მაგრად! ლუცი-ლუციუსი,ჩემი სეხნია,ჩემი ჩემი და ჩემი.ჩემი პატარა გოგოცუნაა რა,ისეთი სპეტაკი და ისეთი სუფთაა,ზუსტადაც რომ შუქნიშანაა.სენტიმენტალური გამხადეს ამან და ელომ. ელო-ელო,ელიოტი,ელისო(აქ არ მომკლას) არ ვიცი მგონი ყველანაირი სახელი შეიძლება დავუძახო! აი რა თბილია იცით ? აი,ვერ აგიღწერთ ისეთი თბილი ადამიანია,შეუძლია გვერდში დაგიდგეს სრულიად უცხოს!და კიდევ სასტიკად ბუტია! Facebook-ის ნაროდი.მართლა ნაროდი.მხეცები და ცხოველები,მაგრამ ყველაზე მაგარი ცხოველები. თათია-კოალა,წკაპუნა,პოსეიდონი და პოსეიდონის ცოლი,სპანჩის ცოლიც,რომელიც გავიცანი ზაფხულში და რაც გავიცანი იმის მერე ხან გამებუტა,ხან შემირიგდა,ხან უმიზეზოდ მომიშალა ნერვები და ა.შ. მაგრამ ეს ბოთე როგორ მიყვარს იცით ? ვიცი მასაც რომ ვუყვარვარ მაგრამ ცოცხალი თავით ამას როგორ იტყვვის?(არა და გეტყვით,რომ ორჯერ თუ სამჯერ აქვს ნათქვამი და დასქრინულები მაქვს) თინანო-თინათინი,თინანო და ციყვი,ესეც ზაფხულში გავიცანი,მაგრამ სიმართლეს გეტყვით და ამ ზამთარს დავუმეგობრდი უფრო,არა კი ვმეგობრობდი მაგრამ ამ ზამთარს არ ვიცი რატომ მაგრამ უფრო დავუმეგობრდი. სალომე-ოოო,ეს არ ვიცი ვინ არის . ბატია,ერთს გეტყვით.მართლა ბატია,ლოკიცაა აი ტორი რომაა ფილმი იქ რომ ლოკია ის ლოკია.სახელი ვერ მოვუძებნეთ და ამიტომ ბატია. Animals-ეს არის ჯგუფი სადაც სულ ცხოველები ვართ.არა მართლა ცხოველებივით ვიქცევით.აქ რომ დავიწყო ჩამოთვლა მეშინია ვინმე არ გამომრჩეს მაგრამ მაინც გეტყვით,რომ მათზე ვგიჟდები და მაინც ვცდი რომ ჩამოვთვალო და არავინ გამომრჩეს.განა იმიტომ მეშინია რომ ნახონ და მათ ეწყინოთ ? არა,რა სისულელეა! უბრალოდ მერე მე რომ წავიკითო ეს ჩანახატი მერე მე მეწყინება და მე მეტკინება. მაგრამ ეს ჩანახატი როგორ გაჩვენოთ,რომ მათზე რამე არ გითხრათ? Animals-ეს არის ერთი დიდი ოჯახი! ცხოველების დიდი ოჯახი! ყველას ყველა უყვარს,არავინაა გამონაკლისი.იცით რამდეენი კონფლიქტი ყოფილა ? უფ,რა მოთვლის.რამდენჯერ წასულან ბავშვები ? უფ,მაგასაც რა მოთვლის,მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ნანო მიდიოდა.მაგრამ მაინც უკან ვაბრუნებდით! იცით რატომ ? იმიტომ,რომ გვიყვარს და უიმისოდ რაღაც გვაკლია.მარტო ის კი არა,არა!როგორ გეკადრებათ? ყველას!ყველა გვიყვარს,მართლა! აქ ყველა სხვა და სხვა ქალაქში ცხოვრობს,მაგრამ უმეტესი ნაწილი მაინც გორში.ბავშებს ოცნებად აქვთ გორში ჩამოსვლა. მაგრამ იცით ყველაზე მთავარი რა არის? ყველას გვიყვარს ერთმანეთი.არავის არავიზე არ ჰგონია თავზე მეტი,არასდროს არავინ არავის დასცინის.ჩვენ ვდებთ ვიდეოებს და სურათებს პირიქით რომ ერთმანეთი გავაცინოთ. და ბოლოს იცით რას გეტყვით ? მეგობრობას მანძილი არ აქვს.არც საზღვრები,შეიძლება სულ არ გყავდეს ადამიანი ნანახი მაგრამ მაინც გიყვარდეს.შეიძლება გვერდით არავინ გყავდეს,მაგრამ იქ სადღაც სხვა ქვეყანაში თუ ქალაქში გეგულება ადამიანი,რომელიც იცი რომ გელოდება სანამ მიწერ ან სანამ დაურეკავ.გასაჭირის დროს რომ დაგირეკავს და გელაპარაკება ან მოგწერს,არა მართლა ჯობია გვერდით გყავდეს მაგრამ ზოგჯერ ეგეც ხო გაბედნიერებს ? რამდენიმე თვეში,წელში თუ დღეში რომ ნახავთ ერთმანეთს არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგო,რომ ჩაეხუტები,იმ ჩახუტებას მართლა არაფერი სჯობს! და ბოლოს იცით რას გეტყვით? ყველაზე მაგარი მაინც ინტერნეტი-მეგობარია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.