წერილი...
თვითონაც არ ვიცი როგორ მომართო...ბანალური ვიქნები და მოგმართავ ასე, ძვირფასო დედა (თუმცა არასდროს მომიმართავს ასე). 17 წელი გავიდა მას შემდეგ რაც შენ ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ -სიცოცხლე მაჩუქე, 17 ჯერ 365 დღე გავიდა და ,ალბათ,ერთი ამდენი რომ გავა ის ვისაც იგივეს ვაჩუქებ მე,დაწერს ჩემზე და მომმართავს ასე "ძვირფასო დედა". თუმცა მანამდე დიდი დროა დარჩენილი და მინდა მოგეფერო ისე მომენატრე ისე რომ ვერც წარმოიდგენ ,ახლა უძღები შვილივით მუხლებზე დამხობილი მოვიდოდი შენს კალთასთან,თავს ჩავრგავდი და დაუსრულებლად ვიტირებდი , დედი ,დედიკო რით ვუშველო სულის ნაკაწრებს,რომელი მალამოთი. ვერ ვიგებ აქამდე რატომ ვაგრძელებ ამ უაზრო ცხოვრებას ,თუმცა ყოველდღე სველი წამწამებით გაღვიძება ხომ თვითმკვლელობაა ,ხო,მე ყოველღამ ვკვდები და დილით ვცოცხლდები,ყოველღამ ვტირი და ვცდილობ არავინ გაიგოს როგორ მტკივა.დე,შენც ხომ იცი ჩემნაიფები დიდხანს არ ცოცხლობენ,ჩემნაირები ან თავს იკლავენ ან სხვისი მსხვერპლი ხდებიან .არავის ესმის ჩემი ,არც მინდა ესმოდეთ რადგან ჩემი ტკივილი მხოლოდ მე მეხება და სისულელეა სხვისთვის თავზე მოხვევა იმის რასაც შენში მალავ და კლავ. ძვირფასო დედა,შენ კარგად მიცნობ ,იცი ყველა ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარე და მაინც გიყვარვარ ,ცამდე და უფრო მეტადაც უზომო სიყვარულით ,არადა მე არ ვარ სიყვარულის ღირსი დე,რამდენჯერ მიტკენინებია შენთვის გული ,რამდენჯერ გიტირია ჩემს გამო დედი,რამდენჯერ ... ძვირფასო დედა,ახლა ვწერ ამას და გული ნაფლეთებად მაქვს ქცეული . ნეტავ იცოდე რამდენჯერ ვცადე ცხოვრების თეთრი ფურცლიდან დაწყება , რამდენჯერ ვცადე და რამდენჯერ ჩამიწყდა თოკი შუაგზაში,ნეტა იცოდე რამდენმა მიმატოვა,რამდემა მიღალატა ,რამდენმა ჩამაფურთხრა უტიფრად სულში , თუმცა მადლობა ღმერთს სიყვარულის უნარი ჯერ არ დამიკარგავს და შემიძლია ადამიანთა მოდგმია სიყვარული. ძვირფასო დედა,ჩემო ხატო და საფიცარო ,რამდენჯერ მდომებია მეთქვა რომ უზომოდ მიყვარხარ თუმცა ჩემი უაზრო ხაასიათის გამო ვერ გითხარი.მაპატიე რა ,მაპატიე ყველაფერი და გახსოვდეს რომ უზოდ მიყვარხარ , დედიკო ,დე .. ჩემო სიცოცხლის აზრო ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.