უიმედოდ
ისე დავიღალე, ისეთი მოსაწყენი გახდა ცხოვრება, ისე უსაღვროდ მენატრები.. მენატრება შენი ხმა. ყოველი სიტყვა ბედნიერება იყო, ყოველი შენი ნათქავამი ფრაზა ცხოვრებას მასწავლიდა. ძალიან მიყვარდი. მიყვარდი ისე როგორც არავინ მყვარებია არასდროს, მიყვარდი ცამდე, მიყვარდი ცის იქითაც, რაღაც ზე_სიყვარულით მიყვარდი. შენთვის იმას და ამას გავაკეთებდითქო ვერ გეტყვი ფაქტობრივად არაფერი გავაკეთე შენს შესანარჩუნებლად, ასე გაგიშვი მარტო, მერე ხომ დაგედევნე პატიება გთხოვე , გემუდარე დაბრუნდითქო მაგრამ , გვიანი აღმოჩნდა , არ უნდა გამეშვი. შენ მაშინ გამოჩნდი პირველად , როცა მე ძალიან მიჭირდა , როცა მარტო ვიყავი, როცა მეშინოდა, მოხვედი, ლანდივით გამოჩნდი და ისე გახდი ჩემი ცხოვრების ნაწილი ვერც კი მივხვდი , მერე იყო ყველაზე ბედნიერი ეტაპი ორივეს ცხოვრებაში , მე მყავდი შენ და შენ გყავდი მე , მე ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა, მე ვის გამოც ყველაფრისთვის მზად იყავი, და მე ვინც შენი პატარა გოგონა იყო, ციყვი. შენ კი ჩემთვის იყავი უფრო მეტი ვიდრე მეგობარი, მეტი ვიდრე სიყვარული, მეტი ვიდრე ნათესავი , მეტი ვიდრე ძმა , ყველაზე მაღლა იდექი , შენს გვერდით არაფრის მეშინოდა, სიმაღლისაც კი , შენს გვერდით ყველაზე ლამაზი ვიყავი, შენს გვერდით ყველაზე ხალისიანი ვიყავი, შენ ერთადერთი ბიჭი იყავი მამაჩემის მერე ვისთანაც ტირილი შემეძლო . როცა ერთად ვიყავით შენ შენ იყავი და მე, მე . მე მიყვარდი და შენ გიყვარდი, ჩვენ გვიყვარდა . მე ახლაც მიყვარხარ , მაგრამ ვეღარ გაპატიებ, ისევე როგორც შენ ვერ მაპატიე. მარტო დამტოვე მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი, ყველაზე მეტად მიჭირდა, ყველაზე მეტად მიყვარდი, უკვე ვეღარ გაპატიებ ჩემო პატარა… . ახლა, რა იქნება ახლა , როცა შენ იქ ხარ და მე აქ. როცა მენატრები და გენატრები, როცა ყველაფერი დამთავრდა , უკანასკნელი |შანსიც კი აღარ არსებობს, მჭირდები და გჭირდები,, არაფერი აღარ შეიცვლება . ახალი ცხოვრება დავიწყეთ უერთმანეთოდ. მე გუშუნ ვიღაც მომეწონა, ძალიან მომეწონა და მაშინვე მომინდა დამერეკა შენთვის და ეს ამბავი მეთქვა , იმდენად ჩემი ხარ და მე ვარ შენი , იმდენად ჩემი ცხოვრების ნაწილი ხარ ვეღარ ვეგუები უშენობას . არა, მართლა აღარ მიყვარხარ ისე როგორც მაშინ როცა ყვავილებს ვკრეფდით ერთად და ერთმანეთს თმებში ვაყრიდით, მაშინ როცა გარშემო არაფერი არსებობდა ერთმანეთის გარდა, მაშინ როცა გვიყვარდა. უბრალოდ მინდა გითხრა , ბედნიერი ვარ რომ არსებობდი ჩემს ცხოვრებაში, ვამაყობ შენით, შენ შეიძლება აღარ , მაგრამ მაინც, ჩვენ ვამაყობთ ერთმანეთით . ალბათ უერთმანეთოდ უფრო კარგად ვიქნებით, აღარ ვატკენთ, აღარ ვაწყენინებთ, და მაინც , ყველაფერი დამთავრდა. ლანდივით მოხვედი შემოგიშვი როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და უბრალო ნაცნობობას გიწინასწარმეტყველებდი მაგრამ ჩემი ცხოვრება შეცვალე, მეც შემცვალე, და წახვედი , წახვედი როგორც ლანდი და აღარ დაბრუნდები. მე ვიღაც შემიყვარდება და შენც აუცილებლად შეგიყვარდება ვიღაც ისევ მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენ ვიქნებით ერთმანეთისთვის , მე ციყვი და შენ პატარა. და როცა შევხედავთ ერთმანეთს , აუცილებლად გაგვახსენდება რაღაც , რაც იყო , და რაც ძალიან ლამაზი იყო. მეც. . . . .
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.