დემონი
და ისევ ისე, გამოკიდებული სადღაც ჰაერში ცასა და მიწას შორის, დაბნეული... ერთადერთი რაც 4 წლიანი ფსიქოლოგიის ლექციებზე სიარულისგან ვისწავლე, საკუთარი თავის არ მოტყუებაა. არა და ასე რთულია ცხოვრება, ფიქრი იმაზე რაც სხვებს არ ესმით და არ სჯერათ, მილიონი პასუხგაუცემელი კითხვა და მუდამ ნატკენი გული. უნდა წავიდე, მალე! ეს ერთადერთი გზაა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის. მეშინია საკუთარი თავის, აზრების რომლებიც არსაიდან გამოანათებენ და აღარ ქრებიან, მოსვენებას მიკარგავენ. აკვიატება: ყველაფერი გაამარტივო და ამავე დროს ყველაფერში ეძებო რაღაც დიადი, მის მიღმა არსებული. 'შენი პრობლემა ისაა რომ ყველაფერს ართულებ'-ო,მართალიცაა, ამ გამარტივების მცდელობაში ყველაფერი გაცილებით უფრო რთული ხდება. ყოველ ახალ ადამიანში ვიკარგები, მხსნელს ვეძებ, საბოლოო ჯამში საკუთარ თავსაც ვკარგავ და იმათ, ვინც მნიშვნელოვანია. მთელი ცხოვრება ვიბრძვი რომ არ ვიყო მარტო, არა და არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი მარტოსული. ყველაზე მეტად საკუთარი ფიქრები, გრძნობები მაშინებს, სარკეში საკუთარი დემონის დანახვა, დემონის, რომლიც მოსვენებას მიკარგავს, მშვიდად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. საოცარია ერთი და იგივე რამე სხვადასხვა დროს რადიკალურად განსხვავებულად აღიქვა. ჩვენი ემოციები გვმართავენ ჩვენ და არა პირიქით. დამოკიდებულები ვართ და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე აღვიქვამთ სამყაროში ყველაფერს. ... ამ ბოლო დროს დამჩემდა საკუთარი საქციელების დანანება, იმპულსურობა დამღუპავს. ''სანამ ვინმეს გაკიცხავდე, გაიხსენე რომ მას შენსავით არ უცხოვრია ''-კოელიო, მე სულ ბოლოში მახსენდება:( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.