უზომოდ მენატრები!
ამქვეყნიური პრობლემებისგან მოწყვეტილს,ტკბილად მეძინა...ისევდაისევ შენ მესიზმრებოდი...აუხდენელ,არარეალურ ოცნებებს სიზმრებში ვიხდენდი და ამ სიზმრებშივე ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს...უცებ,რაღაც ხმაური გაისმა...სასიამოვნო,მაგრამ ამავდროულად უკვე კარგა ხნის მობეზრებული მუსიკის ხმაა..ო,არა! ეს ხომ ჩემი მაღვიძარაა..:X იძულებული ვარ ცხოვრების რეალობას დავუბრუნდე...გავახილე თვალები,ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე..ოთახში იდეალური წესრიგია,თუმცა ფანჯრებზე ჩამოფარებული ფარდები ყველაფერს აბნელებენ..სწრაფად წამოვდექი,ფარდები გადავწიე,აივნის კარი გამოვაღე და გარეთ გავედი...რა სასიამოვნო ამინდია!..მზემ პირდაპირ თვალებში შემომაჭყიტა,გამიღიმა და თვალი ჩამიკრა...მეც გავუღიმე..გრილი სიო ტანზე მომეხვია და მოფერება დამიწყო..მასში რაღაც ნაცნობი და საყვარელი შევიგრძენი..მივხვდი რომ ეს შენ იყავი...ჰო,სიოს სახით შენ მომევლინე,ხელები მომხვიე და ჩამკოცნე,როგორც ადრე იცოდი..ეჰ,რა ცუდია რომ მეც მასევე ვერ შეგეხები,ვეღარ გაკოცებ...შენ ხომ ახლა სიო ხარ...ნაზი სიო,რომელსაც შევიგრძნობ,მაგრამ ვერასოდეს დავინახავ...რომელიც შემეხება,მაგრამ მე ვერ შევეხები..სადაც არ უნდა წავიდე,ყველგან ერთად ვიქნებით..შენს სიყვარულს მაგრძნობინებ..მაკოცებ და , მომეფერები ხოლმე.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.