ინგლისური დიეტა არ შეიძლება: ლუდის, ლიმონათის, ნამცხვრის, თეთრი პურის, კარტოფილის, შაქრის, ტკბილეულის მიღება. ყოველდღიურად აუცილებელია ერთი აბი პოლივიტამინის მიღება. ორი მშიერი დღე დღეში 1 ლიტრი რძე, 1 ჭიქა ტომატის წვენი, 2 ნაჭერი შავი პური. ორი ცილის დღე საუზმე: 1 ფინჯანი ყავა (შეიძლება რძით), 1 ნაჭერი შავი პური, 0,5 ჩ. კოვზი კარაქი, 0,5 ჩ კოვზი თაფლი. სადილი - 1 თეფში ხორციანი ბულიონი, 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, 1 ნაჭერი შავი პური. სამხარი - (16:00 სთ) 1 ჭიქა რძე, ან ჩაი თაფლით. ვახშამი (19:00 სთ) - 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, ან თევზი, ან მჭლე ლორი, ან ორი კვერცხი; 1 ჭიქა კეფირი;1 ნაჭერი შავი პური. ორი ბოსტნეულის დღე საუზმე - ორი ვაშლი, ან ფორთოხალი. სადილი - 1 ნაჭერი შავი პური, ბოსტნეულის წვნიანი ზეთით, სალათი ან ვინეგრეტი. სამხარი (16:00 სთ.) - ხილი. ვახშამი (19:00 სთ.) - ჩაი თაფლით, შავი პური, სალათი. დიეტა ოცდღიანია. მშიერი დღეები არ მეორდება, მეორდება მხოლოდ ცილის და ბოსტნეულის დღეები. დაიკლებთ 12-15 კილოგრამს. შემდეგ შეიძლება ყველაფრის მიღება, მხოლოდ ყოველდღიურად აუცილებელია დაუმატოთ 200 გრ. ხაჭო. კართოფილის დიეტა ამ დიეტის საშუალებით ადამიანი თავს დანაყრებულად გრძნობს, მაგრამ დღეში 500 გრ. წონას კარგავს. გასათვალისწინებელია , რომ მოცემული დიეტა არ შეიცავს ვიტამინებს, და ამიტომ აუცილებელია ვიტამინების დამატებით მიღება. საუზმე: ერთი ჭიქა რძე. სადილი: 300 გრ. კარtოფილის პიურე. ვახშამი: კარtოფილის სალათი (250 გრ. კარტოფილი, მოხარშული კვერცხი, მარილი, ძმარი, მცენარეული ზეთი, შავი პილპილი). კინო ვარსკვლავების ინგლისური დიეტა ამ დიეტას ხშირად იყენებენ კინოვარსკვლავები საუზმე: ბეკონი, მოხარშული თევზი, ორი ნაჭერი პური თხლად წასმული კარაქით, ან თაფლით, ხილი. მეორე საუზმე: ერთი ჭიქა თბილი რძე. სადილი ბულიონი, ხორცი, თევზი ან კვერცხი, ორი პატარა მოხარშული კარტოფილი ”მუნდირში”, ან პატარა პურის ნაჭერი კარაქით, ბოსტნეულის სალათი, ხილი. სამხარი ერთი ჭიქა ჩაი,ან რძიანი ყავა. ვახშამი: ის, რაც სადილზე არ დაგიმთავრებიათ და მეტი არაფერი. კომბოსტოს დიეტა დიეტა გათვლილია 10 დღეზე. საუზმე: უშაქრო ყავა. სადილი: ერთი კოვზი კომბოსტო არარაფინირებული მცენარეული ზეთით (დღეგამოშვებით), ერთი კვერცხი. ვახშამი: 200 გ. ხორცი ან 200 გ. თევზი, ან 200 გ. კეფირი. შუალედებში, ნებისმიერი რაოდენობით, შეიძლება კომბოსტოს მირთმევა. დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 2 ლიტრი წყალი. შეიძლება მწვანე ჩაი. გამორიცხულია მარილი. მაძღარი დიეტა ამ დიეტის დაცვა შეიძლება მხოლოდ 7 დღის განმავლობაში. საუზმე: 100 გ. ყველი, 100 გ. ხაჭო, პურის პატარა ნაჭერი. სადილი: 200 გ. უცხიმო ხაჭო, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ადუღებული წყალი. ვახშამი: 100 გ. მოხარშული კართოფილი სოკოთი, 70 გ. თევზი, ჩაი (საშუალოდ დამტკბარი). საფრანგეთის კოსმეტოლოგიის ინსტიტუტი საგრანგეთის კოსმეტიკის ინსტიტუტის მიერ შედგენილი მთელი დღის რაციონი, 1300-1500 კკალ. წარმოადგენს. ამ პრინციპით წონის დაგდება ხდება თანდათან. დღეში იკარგება დაახლოებით 300 გრამი. დილა: ყავა, 50 გ პური, 50 გყველი ,,ბრინზა’’. მეორე საუზმე: ერთი ვაშლი. სადილი: 100 გ ბადეზე უცხიმოდ შემწვარი, ან მოხარშული ,ხორცი. სამხარი: ერთი ვაშლი. ვახშამი: 100 გ ხორცი, 2 ცალი კარტოფილი, ერთი ფინჯანი ყავა. დასაშვებია დღის განმავლობაში 50 გ პურის და ერთი ჭიკა რძის დამატება. ცილების დიეტა პირველი 2 კვირა უნდა მიიღოთ მხოლოდ ცილები: - ხორცი და მისი ნაწარმი, თევზეული; - უშაქრო ჩაი, ან ყავა - არანაირი ბოსტნეული! მხოლოდ ხილი და მწვანილი; - არანაირი საწებლები! მხოლოდ მაიონეზი და ისიც, მცირე რაოდენობით; - კერძები უმჯობესია - მოხარშული, მაგრამ თუ შეწვავთ - მხოლოდ კარაქში; - რძის ნაწარმი შეგიძლიათ მიირთვათ შეუზღუდავად; - არანაირი პური და მარილი! მესამე კვირას ყოველდღიურად ამატებთ 1 კიტრს და 1 ვაშლს. მეოთხე კვირას მიირთმევთ მხოლოდ ბოსტნეულს და ზეთზე დამზადებულ საკვებს. არანაირი ცილების შემცველი პროდუქტი! აგრეთვე შეგიძლიათ მიიღოთ ნატურალური წვენები. ცილოვანი დიეტა სანამ ცილოვან დიეტაზე გადახვალთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი: - მკაცრად დაიცავით პროდუქტების მიღების თანამიმდევრობა. - ზოგი დღე მოგეჩვენებათ ძალიან რთულად, უმრავლესობის აზრით ეს არის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეტორმეტე, მეცამეტე და მეთექვსმეტე დღეები. ეცადეთ დალიოთ თბილი წყალი, რომელმაც უნდა დაგიამოთ შიმშილის გრძნობა, ყურადღების გადასატანად აქტიურად ჩაერთეთ საქმეებში. თუ გაძლებთ, თქვენი მოთმინება დასაჩუქრდება დაკლებული კილოგრამებით. - ცილოვანი დიეტა, ძირითადად მიზანშეწონილია აქტიური ცხოვრების წესით დაკავებული ახალგაზრდებისთვის. ასაკოვანი და ძალიან მსუქანი ადამიანებისთვის ის არ არის დასაშვები, რადგანაც ცილა ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს. - ყოველ დღე აუცილებელია მინიმუმ 1,5 ლიტრი ანადუღარი ან მინერალური წყლის დალევა. თუ დიეტა ძალზედ რთულად მოგეჩვენებათ, შეიძლება წყლის რაოდენობის გაზრდა. პირველი კვირა ორშაბათი საუზმე: ყავა უშაქროდ. სადილი: ერთი ჭიქა ტომატის წვენი, მოხარშული კვერცხი, ზეითუნის ზეთით შეკმაზული მოხარშული კომბოსტო. ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზის ერთი პორცია. სამშაბათი საუზმე: ყავა უშაქროდ, ერთი ნაჭერი ორცხობილა. სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზის ერთი პორცია, ზეითუნის ზეთით შეკმაზული კომბოსტოს ან ბოსტნეულის სალათა. ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი, 200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი. ოთხშაბათი საუზმე: ყავა უშაქროდ, ერთი ნაჭერი ორცხობილა. სადილი: დიდი ზომის ერთი ცალი ყაბახი (შეწვით ან მოთუშეთ ზეითუნის ზეთში), ვაშლები. ვახშამი: 200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი, ზეითუნის ზეთით შეკმაზული კომბოსტოს სალათი. ხუთშაბათი საუზმე: ყავა უშაქროდ. სადილი: 3 ცალი მოხარშული დიდი სტაფილო, შეკმაზული ზეითუნის ზეთით, 1 უმი კვერცხი, 15 გრ. ყველი. ვახშამი: ხილი. პარასკევი საუზმე: უმი სტაფილო, შეკმაზული ლიმნის წვენით. სადილი: მოხარშული ან შემწვარ თევზის პორცია, ერთი ჭიქა ტომატის წვენი. ვახშამი: ხილი. შაბათი საუზმე: ყავა უშაქროდ. სადილი: მოხარშული ქათმის ნახევარი, სტაფილოს და/ან კომბოსტოს სალათა. ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, გახეხილი სტაფილო შეკმაზული ზეითუნის ზეთით. კვირა საუზმე: ყავა უშაქროდ. სადილი: 200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი, ხილი. ვახშამი: ვახშამი: 200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი. მეორე კვირა ორშაბათი საუზმე: ყავა უშაქროდ. სადილი: ერთი ჭიქა ტომატის წვენი, მოხარშული კვერცხი, ზეითუნის ზეთით შეკმაზული მოხარშული კომბოსტო. ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზის ერთი პორცია. სამშაბათი საუზმე: ყავა უშაქროდ. სადილი: მოხარშული ქათმის ნახევარი, სტაფილოს და/ან კომბოსტოს სალათა. ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, გახეხილი სტაფილო შეკმაზული ზეითუნის ზეთით. ოთხშაბათი საუზმე: სტაფილო უმად, შეკმაზული ლიმონის წვენით. სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზის დიდი პორცია, ერთი ჭიქა ტომატის წვენი. ვახშამი: ხილი ხუთშაბათი საუზმე: საუზმე: ყავა უშაქროდ. სადილი: უმი კვერცხი, დიდი ზომის 3 მოხარშული სტაფილო, შეკმაზული ზეითუნის ზეთით, 15 გრ. ყველი. ვახშამი: ხილი. პარასკევი საუზმე: ყავა უშაქროდ, ორცხობილა. სადილი: დიდი ზომის ყაბახი, შემწვარი ზეითუნის ზეთში, ვაშლები. ვახშამი: 200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი, კომბოსტოს სალათა. შაბათი საუზმე: ყავა უშაქროდ, ორცობილა. სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ზეითუნის ზეთით შეკმაზული კომბოსტოს და ბოსტნეულის სალათა. ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი, 200 გრ. მოხარსული საქონლის ხორცი. კვირა საუზმე: ყავა უშაქროდ. სადილი: ერთი ჭიქა ტომატის წვენი, მოხარსული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათი, შეკმაზული ზეითუნის ზეთით. ვახშამი: ერთი პორცია მოხარშული ან შემწვარი თევზი. ძეხვის და ყველის დიეტა დიეტა გემრიელია და შიმშილის გრძნობას არ ტოვებს, მაგრამ გაჯერებულია ცილებით. ამ დიეტის ჩატარება 10 დღეზე მეტი ხნით დაუშვებელია. შეიძლება 10 კილოგრამამდე წონის დაგდება. 8-00: უშაქრო ყავა (ან შაქრის შემცვლელი) 10-00: 1 მოხარშული კვერცხი 12-00: 200 გ. უცხიმო ძეხვი 14-00: 100 გ. უცხიმო ყველი 16-00: 250 გ. უცხიმო ხაჭო 18-00: ერთი ჩ/ჭ უცხიმო კეფირი წიწიბურის დიეტა ეს არის ერთკვირიანი დიეტა, რომლის განმავლობაში წონაში 10 კილოგრამამდე იკლებთ. წიწიბურა კლავს შიმშილის გრძნობას და წმენდს ორგანიზმს. მთელი დღე მიირთვით მხოლოდ სპეციალური რეცეპტით მომზადებულ წიწიბურა წიწბურის დამზადების წესი: საღამოს წიწიბურას გარეცხავთ, დაასხავთ ადუღებულ წყალს და დატოვებთ დილამდე. წიწიბურა შეგიძლიათ მიირთვათ 1%-მდე ცხიმიანობის (ანუ უცხიმო) კეფირით ან მაწვნით. ამ დიეტის მერე აუცილებელია ერთთვიანი შესვენება. ჯანმრთელი კუჭნაწლავი კუჭნაწლავის დიეტა 10 დღე გრძელდება. ამ დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და 5-7 კილოგრამი წონის დაკლება. დიეტის დროს მიიღეთ ვიტამინი С და რაც შეიძლება მეტი მინერალური (გაზგაშვებული) წყალი. ამ დიეტის აუცილებელი პირობაა: არ მოიხმაროთ შაქარი, მარილი, გაზიანი წყალი და პური . პირველი და მეორე დღე არის ,,მშიერი’’ დიეტა - მოგიწევთ მთელი დღე მწვანე ვაშლის მირთმევა და საღამოს ერთი ჩაის ჭიქა თაფლიანი ჩაის დალევა. მე-3 დღე საუზმე: წყალზე მოხარშული უმარილო და უშაქრო ჰერკულესის ფაფა, ერთი ჭიქა მინერალური წყალი. სადილი: 200 გ. მოხარშული საქონლის ხორცი, პომიდორი. ვახშამი: 200 გ. მოხარშული ბრინჯი (ცოტა სოიას სოუსით), ერთი ფინჯანი ლიმნიანი ჩაი. მე-4 დღე საუზმე: ჰერკულესისი ფაფა, ყავა. სადილი: ორი ვაშლი, ერთი ნაჭერი ლიმონი. ვახშამი: ვაშლი და ფორთოხალი. მე-5 დღე საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმნის წვენით, უცხიმო იოგურტით, 150 გ. ხაჭო, მინერალური წყალი. სადილი: ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, ორი მაგრად მოხარშული კვერცხი, პომიდვრისა და კიტრის სალათი ზეთით. ვახშამი: 200 გ. მოხარშული ბრინჯი (ცოტა სოიას სოუსით), ერთი ფინჯანი ლიმნიანი ჩაი მე-6 დღე საუზმე: ჰერკულესის ფაფა. სადილი: ჰერკულესის ფაფა. ვახშამი: 200 გ. მოხარშული ბრინჯი. მე-7 დღე საუზმე: ერთი ფინჯანი ყავა. სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, ვაშლი, 150 გ. ხაჭო. ვახშამი: კეფირი. მე-8 დღე საუზმე: ჰერკულესის ფაფა, ერთი ჭიქა მინერალური წყალი, ბოსტნეულის წვნიანი, 3 ვაშლი, ფორთოხალი. სადილი: კეფირი. ვახშამი: მოხარშული თევზი, 2 ფორთოხალი, ჩაი. მე-9 დღე საუზმე: კეფირი. სადილი: თევზი, ჩაი. ვახშამი: 200 გ. მოხარშული საქონლის ხორცი, ბრინჯი, 3 ვაშლი. მე-10 დღე საუზმე: კეფირი. სადილი: თაფლიანი ჩაი. ვახშამი: ბრინჯი, ფორთოხალი და ერთი ნაჭერი ლიმონი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.