შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული-თავისუფლებისათვის შობილნი (სრულად)


14-04-2015, 13:42
ავტორი tasusuna
ნანახია 5 974

ზამთარი..
მიყვარს ცივი ზამთარი...ცხელ გულსა და გრძნობებს რომ გიყინავს..ფიქრებს ლოლოებად რომ ჩამოგიკიდებს..
მიდი მერე და ალღვე.თუმცა ყვლაფერი ასე ადვილი არარის როგორც სხვას ეჩვენება.
ძალიან,ძალიან რთულია ადაპტაცია გაყინულ გრძნობებთან.როცა მიჩვეული ხარ,რომ ყველაფერი გისრულდება,ყველაფერი დადებითია..
მერე უცებ ზამთარი შემოიჭრება შენში.
აი ისე,როგორც „გაყინულებშია“..სიცივის მეტი არაფერი გაბადია,არაფერი გარდა საშინლად ცივი სულისა და დაფლეთილი გულისა...
ხო,აი,გიყურებთ და ვხვდები,თქვენც სკეპტიკურად უყურებთ ჩემს ამბავს.მაგრამ დეფიცებით,ყველაზე წმინდას რაც ამქვეყნად მაბადია,არაფერია იმაზე მწარე,ვიდრე გაზაფხულის მერე უცებ დაისადგურებს შენს სულში საშინელი ზამთარი..არც ზაფხული გაგივლია,არც შემოდგომა,ასე უცებ,სპონტანურად შემოიჭრა და ვსო,გაგყინა ერთ მდგომარეობაში,ერთი მიმიკა შეგაყინა სახეზე და დადიხარ ეხლა უმისამართოდ,უკვალოდ...
მერე რწმენა გეკარგება,რწმენა უფლისა და სასწაულის.
დამიჯერეთ,საშინელებაა იცხოვრო რწმენის გარეშე..როცა დღემდე გრძნობდი შენში უფლის არსებობას,მერე კი წამიერად გამოგეცლება ესეც.
გრძნობ სიცხეშიც კი თუ როგორც გცივა,გცივა უგრძნობობა,უუფლობა..
უყურებ ხალხს და გული გერევა...იმიტომ,რომ გშურს,მათი ბედნიერი სახეების,იმიტომ,რომ შენ აღარ ხარ ბედნიერი,იმიტომ,რომ შენ უკვე გაიყინე...
____
პირველი ლექცია..პიველი ლექტორი..პიველი კურსელი..
უემოციოდ ვზივარ ხის გრძელ სკამზე,პირველი ზარის მოლოდინში ყურსასმენები გავიკეთე და სივრცეს გავხედე,ჩემი მუსიკა,ჩემი პერსონალური პინკ ფლოიდი ყოველთვის გვერდით მყავდა,სულ,ყველგან,ყველა სიტუაციაში...
ზუსტად გილმორის საოცარ სოლოზე ვიყავი მისული,როცა ვიღაცა მომიჯდა გვერდით და ტუჩების მოძრაობბა დაიწყო.უხალისოდ მოვიხსენი ცალი ყურსასმენი და უემოციოდ შევხედე.
-უი,მუსიკას უსმენდით,უკაცრავად თუ ხელი შეგიშალეთ-დარცხვენით ამომხედა ბიჭმა.
-არაუშავს..-ემოცია მოკლებული ღიმილით დავაჯილდოვე ჩემი სახე და კვლავ მუსიკას მივუბრუნდი,გვერდით მჯდომი გონების უკანასკნელ ადგილად გამოვკეტე და მუსიკის მოსმენა გავაგრძელე.
გონს მაშინ მოვედი,უფრო სწორად მომიყვანეს,როცა ზარი დაირეკა და ჩვენი ალბათ პოტენციური ლექტორი აუდიტორიაში შემოვიდა..
ზედმეტად სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა,განათლებული,რაც ნაკლებად ხდება ხოლმე დღეს...ლექტორების უმრავლესობააა 90 წელს გადაშორებულია,რომლებსაც პენსიის მომატება და დღევანდელი გაჭირვება უფრო აინტერესებდათ,ვიდრე ჩვენი განათლება.ასე რომ,როცა ჯერი გაცნობაზე მიდგა,ცოტა გაღიმებულმა დავდე პატივი მასწავლებელს,მუსიკა გამოვრთე და მერხიდან ავდექი..
-ცისია ჯაყელი,18 წლის.-მოკლედ მოვჭერი და სკამს დავუბრუნდი..
ლექციები,უფრო სწორად კი გაცნობის საათი 1 საათზე დასრულდა და მეც უთქმელად დავტოვე აუდიტორია და გაგასვლელისაკენ გავეშურე.ხის იატაკის ჭრიჭინი ისე მაღიზიანებდა,ლამის სირბილით გავიარე მთელი დერეფანი და როცა მყარი ნიადაგი ვიგრძენი ფეეხებში ცოტა დავწყნარდი.
-ცისია-კარებში მომესმა უკვე ნაცნობი ხმა..შევჩერდი და დაველოდე,სანამ მომახლოვდებოდა.-თუ გინდა სახლამდე გაგიყვან-რაღაც ზედმეტად ხელოვნურად გამიღიმა ბიჭმა.
-მეთვითონ მანქანით ვარ-ცივად,მოკლედ ვუპასუხე და სვლა განვაგრძე,მაქანა დავძარი,ჩემი მუსიკა ბოლო ხმაზე ჩავრთე და დიდი სიჩქარით გავუყევი გზას სახლსიკან.
-აბა,დედი,როგორი იყო პირველი დღე უნივერსიტეტში?-გაცისკროვნებული სახით შემომეგება კარებში ქალი,რომელსაც დედას ვეძახდი...
-ჩვეულებრივად.-გავუღიმე გასაღები პატარა,ხის ჟურნალის მაგიდაზე მივაგდე და კიბეებს ავუყევი.-მამა მალე მოვა??-ბოლო საფეხურზე ჩავძახე დედას.
-ალბათ,არვიცი,სავარაუდოდ 1 სააათში შემოირბენს შესვენებაზე.
-რო მოვა დამიძახე...
ჩემი ოთახი,ყველაზე ოთხკუთხედი სივრცე მთელ სახლში..ხო აბათ გაგიკვირდათ,მაგრამ არა,გეტყვით,როომ მსფლიოში ყველაზე პერფექციონალი ვარ.ყოველი სანტიმეტრი უზუსტესად მაქ გათვლილი.
ვერსად ვერ წააწყდებოდით ზედმეტად გვერდით მდგომ ნივთს..
მაგრამ ახლა,ალბათ უფრო საღორეს წააგავდა ვიდრე ოთახს..
მხოლოდ ჩე გევარას გენიალური სიტყვები საწოლის პირდაპირ კედელზე და მისივე პორტრეტი მთლიან კედელზე,მოპირდაპირე მხარეს გენიალური ჯგუფის სოლისტის ორიგინალი ავტოგრაფი და ცხოვრებისეული მწარე გამოცდილების სუნი მთელ ოთახში...
სულის შემხუთავი ჯინსი გავიხადე და საწოლზე წამოვწექი.ისეთი სიბნელე იყო,ნოუთბუქსაც ძლივს მივაგენი..
არა,სოციალურ ქსელებს დიდას არ ვწყალობ,ხანდახან შევდივარ დროის გასაყვანად..
ახლაც ძლივს გავიხსენე პაროლი და ლურჯ სივრცეში უსირცხვილოდ შევიჭერი. უკმაყოფილოდ გავხსენი რამდენიმე მესიჯი,პასუხიც გავეცი და სიახლეებს ჩამოვყევი..
იმდენი ახალი რამე გავიგე,უკმაყოფილობის გრძნობაც კი დამეუფლა,აქამდე რატომ არ ვხმარობდი ასე ინტენსიურად...
აი მაგალითად ჩემი კლასელი,რომელთანაც არასდროს მქონია კარგი ურთიერთობა,რომელიც მთელი გაკვეთილები ჩუმად იჯდა ხოლმე და არავის არასდროს სცემდა ხმას,გათხოვილა.
ცოტა კი გამიკვირდა,მაგრამ გავატარე.ამწამს ისიც შევიტყვე,რომ ვიღაც გიორგის ღმერთამდე უყვარს ვიღაც სალომე..
კარგით რა ხალხო,გულს ნუ მირევთ... სიტყვარული ღმერთამდე რომ არსებობდეს სამყარო ესე გაბეჩავებული არ იქნებოდა.
უთიერთობები გაცილებით მყარი იქნებოდა და საშელიც,ალბათ დაგვადგებოდა..
მაგრამ მე,ყველაზე უწმუნოს,ამისაც კი არ მჯეროდა..
-ცის,მამიკო მოვიდა,ჩამოდიი-კარები შემოაღო დედამ და შავ ოთახში მზის უცოდველი სხივები ხარბად შემოუშვა.-ეს ჟალუზები ცოტა მაინც გადაწიე,სულ ჩამობნელებულია ყველაფერი..-უკმაყოფილოდ წავიდა და კარები ღია დატოვა.
მზის სინათლეზე ბუნდოვნად დავლანდე მისი ნაჩუქარი კულონი,რომელსაც ყველგან ვატარებდი,ახლა კი ხალიჩახე გართხმულიყო და ელოდებოდა მომენტს,როცა სანაგვე ყუთში მოვისროლებდი..
ასეც მოვიქეცი,ავიღე,თითები მაგრად შემოვაჭდე,რომ შემთხვევით არსად გამქცეოდა და სამზარეულოში თავაწეულმა შევაჭერი.,მამას ლოყაზე ვაკოცე და ყელსაბამი პირდაპირ ნაგვის ყუთში გავაქანე.
წამით გული ისე შემეკუმშა,სუნთქვაც კი გამიძნელდა,მაგრამ თავი მოვთოკე და გაღიმებული მამას მივუბრუნდი,რომელიც ბუტერბროტს გემრიელად მიირთმევდა..ვიცი,შეამჩნია,რომ გადავაგდე,მაგრამ ყოველთვის ცდილბდა,რომ ჩემთვის ტკივილი აეცილებინა,ამიტომ მიყვარდა ყველაზე მეტად დედამიწაზე.
-მა,ყავას დალევ??-მადუღარას მოვკიდე ხელი,თან მას გავხედე.
-არა მა,მალე უნდა გავიქცე,ხო იცი როგორც ხდება?შეხვედრა მაქ ნახევარ სააათში.
-კარგი-გავუღიმე და ყავა ჭიქაში გადავასხი..
-როგორ ჩაიარა პირველმა დღემ??მოგეწოონა ლექტორები???-ინტერესით სავსე თვალებით შემომხედა მამამ.
-კი მა,ერთი ძალიან მომეწონა,მადონა ქვია..კარგი ქალია.
-კურსელები???
-არაუშავთ რა,არავინ გამიცვნია,ნელნელა შევალ კონტაქტში..ალბათ..კარგი მა,ავალ ოთახში,აბა წარმატებები შეხვედრაზე-მივედი და კვლავინდებურად ლოყაზე ვაკოცე..
ჩემს აკლდამას დავუბრუნდი,ხო არ მოგესმათ,მართლა აკლდამას გავდა..მახსოვს,ეს სახელი დედამ შეარქვა შარშანწინ..როცა ჯერი ჩემი ოთახის გააახლებაზე მიდგა,რატომღაც ამოვიჩემე,რომ ოთახი ძველ სტილში უნდა მომეწყო.
მუქი ავეჯი ავარჩიე,რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლიდა,თავისი ჩახლათული ჩუქურთმებითა და მუქი სისხლისფერი,უფრო შავში გადასული ფარდებით.
აკლდამას ასევე მუქი ფერის ხალიჩა ეხამებოდა,კუთხეში ასევე ჩუქურთმებით მოლამაზებული პატარა მაგიდა,სკამით და სანათით,რომელიც მამამ მაჩუქა დაბადების დღეზე წელს,რა თქმა უნდა მუქი ყავისფერი..
და კედლები,გარდა დიდი ჩეს ნახატისა და ავტოგრაფისა,ისინი მუქი შპალერით მქონდა დაფარული..
ისევ ინტერნეტს მივუბრუნდი,მანამ,სანამ ჩემი საყვარელი სერიალი იტვირთებოდა (გრეის ანატომია) მუსიკა ჩავრთე და რაც შეილება მაღალ ხმაზე ავუწიე დიდ დინამიკებს..
ისევ სულელურად ავყევი სიახლეებს,მაგრამ განსაკუთრებული არაფერი.ბოლოს გამოსვლას ვაპირებდი,როცა დამატების მოთხოვნა მომივიდა ვინმე საბა კალანდაძისაგან.სრწაფად გადავედი მის გვერდზე და როცა მასში ჩემი კურსელი ნაცნობი ბიჭი ამოვიცანი,ცოტა გამიკვირდა კიდეც.
დავიმატე..
წამში მესიჯიც მივიღე.
-რადგან არ მომეცა საშუალება,შენი სახლში გაყვანისა,არ გაგიკვირდეს,რომ ასე უფერული ხერხით ვაპირებ შენთან დაახლოებას.დამიჯერე,შენი არ იყოს,არც მე ვწყალობ ინტერნეტს..
-ჰმ,და რა იცი,რომ მე არ ვიყენებ მას?-ცოტა გავბრაზდი ასე უშუალობაზე.
-თუ შენს ფოტოებს გადავხედავთ,მარტივად მივხვდებით,ბოლო ფოტო 1 წლის წინ ატვირთე და თუ კარგად დავაკვირდებით,იქაც იმაზე პატარა ხარ,ვიდრე თარიღ შეეფერება.
-ზედმეტად დაკვირვებული ყოფილხარ-უხალისოდ გავატარე მისი პასუხი.
-არა,უბრალოდ წვრილმანებს დიდ ყურადღებას ვანიჭებ.
-დაკვირვებულობა აბა სხვას არაფერს გამოხატავს-ზედმეტად მკაცრად მივწერე.
-არ დაგეთანხმები..-არ შემეპუა ისიც.-შეიძლება აკვირდებოდე,მაგრამ სრულებით არ გაინტერესებდეს,მაგალითად დღეს მთელი ლექცია დაფას უყურებდი,როგორც კი ზარი დაირეკა ადექი და უადგილოდ დაწერილი სიტყვა მოშალე,რადგან მის გლუვ ზედაპირს არანაირად შეეფერებოდა.აი ეს კი ნამდვილად მჯერა,რომ ის წარწერა შენ არაფერში გაინტერესებდა..
ცოტა გამიკვირდა კიდეც მისი ეს სიტყვები... არვიცოდი,ესეთი შესამჩნევი თუ იყო ჩემი ქმედებები..-ხომ ხედავ,დაკვირვებულობ არაფერ შუაშია,უბრალოდ წვრილმანები უფრო დიდ ყურადღებას იქცევს ჩემში ვიდრე დაკვირვება..
-კარგი,ვაღიარებ ამჯერად გამაკვირვე-გაღიმებულმა და სულ ცოტა გაოცებულმა მივწერე.
-დამიჯერე,არც მიცდია,გაკვრვებით კი შემიძლია უფრო დააჯერებლად გაგაკვირვო,თუ აწი ასე უნდობლად არ მომექცევი და მტერივით არ გაატარებ ჩემს მზერას.
-კარგი,გპირდები,რომ აწი უფრო ლმობიერად მოგექცევი-აი უკვე ემოცია გამომესახა სახეეზე..
-თუნდაც,მაგრამ დამიჯერე,შენი მცდელობის გარეშეც შემიძლია ლმობიერი გაგხადო...
-ოჰ,ზედმეტად თავდაჯერებული ბრძანდები ბატონო საბა-გავღიზიანდი ცოტა არ იყოს.
-მოდი გინდა დავნიძლავდეთ??თუ 1 თვეში ჩემზე და საერთოდ ყველაფერზე დამოკიდებულება არ შეგაცვლევინე,გეფიცები,ნებისმიერ 3 სურვილს შეგისრულებ,ხოლო თუ მე მოვიგე,იმ ერთი თვის შემდეგ ერთ დღეს მთლიანად მე დამითმობ..
-მოსულა-დაუფიქრებლად დავბეჭდე კლავიატურაზე ასოები და ენთერს აღტკინებუმა დავაჭირე..
სწრაფად გამოვედი ინტერნეტიდან და სერიალი ჩავრთე.
ზოგადად კინოების დიდი მოყვარული ვარ..სიმართლე გითხრათ არცერთ პრემიერას არ ვაკლდები კინოთეატრებში.ბოლოს მახსოვს მასთან ერთად ვიყავი...მასშემდეგ 2 თვე გავიდა,ახალი კინო კი 1 თვეში გამოდის გაქირავებაში და მეც სულმოუთქმელად ველოდები ამ დღეს.
სრულიად სერიალმა მომიცვა,ამიტომ მარტივად გადამავიწყდა საბა,ნიძლავიც და ცარიელი კუჭიც.
ისე მოსაღამოვდა,სიმართლე გითხრათ,არც გამიგია.ისე გამიტაცა კინომ,რომ სუნთქვაც კი მავიწყდებოდა.ისევ სინათლის შუქმა მომიყვანა გონს,თუმცა უკვე ზე კარგა ხნის ჩსული იყო.
ზღურბლზე დედა იდგა.ხელში თეფშით.
-მთელი დღეა შენს აკლდამაში ხარ და ცხვირს არ ყოფ აქედან,ჭამე მაინც,ისედაც ჩხირივით ხარ-მზრუნველი თვალები მომაბყრო დედამ და მომახლოვდა.
საწოლიდან წამოვჯექი და თეფში გამოვართვი.მმმ,პიცა.. პიცა საუკეთესო გამოგონებაა მთელ მსოფლიოში.პიცის გარეშე ალბათ ყველაფერი ისედაც უფერული სულ შავ-თეთრი იქნებოდა..
-მადლობა დე-გავუღიმე და მოშიებულმა გემრიელად მივირთვი პიცა.
-დათომ დარეკა დღეს,შუადღით-ცოტა ხნის შემდეგ დედას დაგუდული ხმა მომესმა.თავჩახრილმა მორცხვად ამომხედა.ჭამის მადა გამიქრა,ბედნიერება,რომელიც პიცის დანახვისას განვიცადე,სულ ერთიანად ჩამომექცა თავზე..თეფში ხელში გამიქვავდა..ვიგრძენი,თუ როგორ შემიჩერდა ისედაც სუსტად მფეთქავი გულისცემა.
-ვუთხარი,რომ სახლში არ ხარ..მითხრა გადმომეცა,რომ ყველაფერს ნანობს და ისევ უნდა შენთან ურთიერთობა.-ჩამწყდარი ხმით განაგრძობდა ის..
-ხო კარგი-ღრმად ამოვისუნთქე და პიცა ტუმბოზე ადავდე-აწი რომ დარეკავს შეგიძლია უთხრა,რომ ამქვეყნად ყველა გრძნობაზე მეტად მძულს.-ცივად გავუღიმე დედას და ლოგინში შევწექი.საბანი რაც შეიძლება მჭიდროდ შემოვიჭდე და თვალები დავხუჭე.რამდნიმე წუთში ჩამეძინა...
დილით ადრე ავდექი,მოვწერსრიგდი,მანქანის გასაღები ავიღე და უნივერსიტეტისაკენ წავედი.
ოოოოოოხ,როგორ მაღიზიანებს ეს ხის იატაკიი.
აუდიტორიაში სანამ შევიდოდი,გვერდიდან ბიძგი ვიგრძენი.
-დილამშვიდობისა ცის-ნაცნობი ბიჭის ნაცნობი ხმა მომესმა ყურსასმენებში.გამეღიმა,მუსიკა გამოვრთე და გავხედე.
-გაგიმარჯოს საბა.
-აბა,იცოდე დღეიდან ვიწყებთ ყველაფერს.პირველ რიგში,კარგად უნდა გაგიცნო-დიდი ენთუზიაზმით აღსავსე საოცრდ ლურჯი თვალები მომაბყო ბიჭმა.
-ოჰ,ცოტა რთული მისია დაგისახავს ჩემო კარგო-ირონიულად გავუცინე.
-აი,ეს უკვე ნამდვილად წინსვლააა,უკვე ისეთი ახლობელი გავხდი შენთვის,ჩემო კარგოთი მომმართავ კიდეც-ჩემი ირონია არაფრად ჩაააგდო დ ნათქვამი თავისებურად გადაააკეტა.
-კარგი,დავა არ ღირს,ისე იფიქე,როგორც გინდა-უდარდელი მზერა დავუბრუნე და აუდიტორიაში შევედი.რა თქმა უნდა,უცვლელ ადგილას დავჯექი,რატომღაც ეს მერხი თავიდანვე ჩემად დავისახე და დღესაც,უკვე მეორე ლექციაზე გივე სკამზე დავჯექი.
სანამ ლექტორი სიას ამოიკითხავდა,მუსიკა გავაგრძელე და თავი თეთრ,შპარგალკებით სავსე კედელს მივაყრდენი.მუსიკის ღვთიურობას საოცრად ერწყმოდა გვერდიდან მომდინანე მამაკაც სუნამოს სუნი,რომელიც რატომღაც ძალიან მომეწონა.თვალები გავახილე თუ არა,მის ლურჯ თვალებს წავაწყდი,საოცრად მოღიმარ სახეს.
-არ მითხრა რომ პინკ ფლოიდი მოგწონს-გაოცებულმა შემეკითხა..
-რა იყო,ასე გასაკვრია??-ცოტა არ იყოს მეწყინა კიდეც მისი ასეთი გაკვირვება.
-არა,უბრალოდ ნამდვილად არ მეგონე ესეთი გემოვნებიანი-დამცინავად გადმომხედა.
-ველური ხარ,გაუთლელი ხეპრე-ძალიან მშვიდათ ვუპასუხე და რეაქციას დაველოდე.
მაგრამ არა,რკინის ნერვების პატრონი გამოდგა ეს ჩემი ნაცნობი. ჰმ.
-კარგი მორჩი უგრძნობი გოგოს როლის თამაშს(საბა)
-ოჰ ისე მეუბნები,თითქოს საუკუნეა მიცნობდე.-გაბრაზებულლმა შევუბღვირე.
-არა მაგრამ მინდა გაგიცნო და იმედია ამის საწინააღმდეგო არაფერი გექნება,თან თუ დანაპირებსაც გავითვალისწინებთ...
-არ მიყვარს თავგასული იდიოტები-ისევ ვცადე ნერვების მოშლა.
-მე კიდე სწერვის ნიღაბს ამოფარებული პატარა კნუტები-წარბშეკრულმა გადმომხედა და ლექტორს გახედა,რომელიც რაღაც კითხვას უსვამდა.
-კნუტი თავი გაბია-მეამიტი ბავშვივით ენა გამოვუყავი ამხელა ქალმა და ლექციაზე გადავერთე.
უნდა ვაღიარო,იმ დღეს აღარ შევუწუხებივარ..არც გვერდით მომიჯდა,როცა მეორე ლექციაზე შევედით..გამიკვირდა კიდეც და უკმაყოფილების გრძნობაც კი დამეუფლა..უკმაყოფილების არა,უფრო უკმარისობის..
სწორედ მაშინ,როცა მანქანა სადგომიდან გამომყავდა,სიგნალის ხმა შემომესმა გვერდიდან,გავიხედე და რას ხედავს ჩემი თვალები??
სიბრაზისაგან ლამის მთელი სიჩქარით მოვწყდი ადგილს,ისე გავბრაზდი,ალბათ ცეეცხლებსაც კი ვყრიდი თვალებიდან..
-არარსებობს,არარსებობს,ოღონდ ეს არა,ოხ შენიი-იმხელაზე დავიყვირე მთელი უნივერსიტეტის სტუდენტობამ ჩემი მანქანისაკენ გამოიხედა.
-ხო,აი ხედავ??? მანქანებშიც ერთნაირი გემოვნება გვქონია..-მომესმა ვაჟბატონის ხმა..
-კრეტინო-გამწარებულმა მივუყვირე და ჩემი შავი cls იანად ადგილს მოვწყდი.
აი რატომ მითხარით?? თუ ბედი უკუღმართი არარის რატომ უნდა ყოლოდა მასაც ზუსტად ჩემნაირი მანქანა? რატომ? ოხ,საერთოდ არ უნდა არსებობდეს მერსედესი,მეყიდა მეც სხვა მანქანა,თუმცა მაგის გამო ჩემს ოცნებაზე რატომ უნდა ვთქვა უარი?და მაინც ვერ ვხდები,ასე რატომ გამაღიზიანა ასე..ფუ,მაინც ნერვები მეშლება რა...რატომმაინცდამაინც cls,ყოლოდა bmw ან უკიდურეს შემთხვევაში ოხ ჯანდაბა,საერთოდაც რატომ ყავს მანქანა??
სახლის კარები ისეთი ძალით მოვიჯახუნე შესვლილას დედაჩემი დაფეთებული გამოვარდა სამზარეულოდან.
-შენ გაგისკდა გული,რას გამიხეთქე ისედაც გამსკდარი გული??-გაცეცხლებული დედაჩემი სულის მოსათქმელად მდივანზე ჩამოჯდა.
-შენ მაინც რამ გაგიხეთქა გული?-ცოტა დავმშვიდდი და ვკითხე.
-ისევ დარეკა-ჩუმად ამოთქვა აღელვებულმა ქალმა.
-რაო?-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე,ძალაგამოცლილი გვერდით მივუჯექი მას.
-დედა მამაშენს ვეტყვი რაიქნება,მოაგვარებს ბოლოსდაბოლოს..
-არა დედა,არავითარ შემთხვევაში,რა გითხრა მითხარი.
-მნახოსო რაღაცის ახსნა მინდაო..
-არაფერი მჭირდება მისგან რა ვერ გაიგოო-წამიერად ამიტანა ისტერიკამ და სრულიად უდანაშაულო ქალს დავუყვირე-რა დავაშავე ასეთი რო ეგ ვეღარ მოვიშორე?
-შვილო,ცისია,დამშვიდდი-აკანკალებული ხელებით მომიახლოვდა დედაჩემი და გულში ჩამიკრა-დამშვიდდი შვილო,შეგეშვება,უბრალოდ მამაშენს ვუთხრათ..
-არა დედა,არა,ამდენი აღარ შემიძლია..-მის თბილ გულს მოვწდი და ოთახისაკენ წავედი..
დათო,ჩემი დათო,ხო ხალხნო,ხო,ზუსტად ჩემი დათო..
დათო,რომელიც მთელ სამყაროს მირჩევნია...
გულის ერთი დიდი ამოსკდომა..
ნუთუ თქვენ ივიწყებთ ასე ადვილად???არა?? მაშინ ნურც მე მომთხოვთ მის გულიდან ამოგდებას..
ასე ადვილი არარის ბავშვობიდან მოყოლებული ოქროს ურთიერთობის დავიწყება..როცა ყველაფერი მას გახსენებს,ყველა ხე,ყველა დილა,ყველა მზის სხივი მის თბილ სუნთქვას გახსენებს შენს კისერზე..
და მაინც ერთი ხელის მოსმით როოგორ გაგყინა,როგორ მოგაცილა ბედნიერების უტკბილეს ნექტარს..
მიდი მერე და უსაყვედურე..ვერ იზამ.ვერ გაბედავ.იმდენადაა შენში გამჯდარი მისი სახელის გაგონებაც კი გზარავს,უდიდესი სიყვარულის მიუხედავად უსაშინლეს ტკივილს გრძნობ გულის ირგვლივ...გულს ვერ გრძნობ,აღარ გაქ,წაიღო...ბინძურ,ღალატისფრად შეღებილ ნაჭერში გაახვია და სამუდამოდ წაიღო...
დათო,ხო,ზუსტად დათო,ადამიანი,რომელმაც ყველაზე დიდი ტკივლი მომაყენა და მაინც,ყველაზე ღვთიურად მიყვარს..
-ცისია,გაიღვიძე მა,დაგაგვიანდება უნივერსიტეტში-დილით ყველაზე ტკბილი ადამიანის ხმა ჩამესმა..
თვალები ძლივს ავზიდე,წამწამებზე ლოდებივით მაწვა ყველა გუშინდელი ცრემლი.
-ჩემო პატარა გოგო,რატომ გაქ თვალები ჩაწითლებული?
-არაფერი მა,გუშინ კინოს ვუყურებდი ღამეს და..-თავი სწრაფად ვიმართლე და საააბაზანოში გავარდი,მოვწესრიგდი,ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი.
-მა,დღეს შენ მანქანას არ მათხოვებ??-მამიკოსაკენ ღიმილით წავედი და საწყალი სახე დავიყენე.
-რა თქმა უნდა მამა,მაგრამ შენი რატო არ მიგყავს???-ეჭვიანად გამომხედა.
-ცოტა ხანი შენით ვივლი და მერე დაგიბრუნებ.-მხიარულად გავძახე და იქვე დადებულ გასაღებს ვწვდი.ესეც ასე. Clsიდან უცებ გადავედი bmw m3 ზე,სიმართლე გითხრათ ეს მანქანა სულ მომწონდა,მაგრამ ქართველების სტერეოტიპული გაგების გამო ბეემვეს მერსედესი ვარჩიე.
მანქანა გაღიმებულმა მივაყენე მისი მანქანის გვერდით და გადმოვედი.
არ დააყოვნა მანაც.
-რა იყო,ასე გეწყინა ერთნაირი მანქანები რომ გვყავს??-მოწყენილად ამოხედა და გადასაკოცნად გამოიწია,მაგრამ სახე უკან დავხიე.
-ხო,მიკვირს შენნაირ მდაბიოს ესეთი მანქანა საიდან ყავს-ცხვირაწეულმა გავხედე და წინ წასვლა დავაპირე,როცა წამიერად გაჩერდა ირგვლივ ყველაფერი..
-საბა..-აკანკალებული ხმით აღმომხდა ნაცნობი სახელი,უცებ მოვეჭიდე მის მკლავს,თორემ ეფიცები,წავიქცეოდი.
დაბნეულმა ბიჭმა უცებ მოხვია სუსტ წელზე გოგონას ხელი..-რა გჭირს ცის,რა დაგემართა??-აღელვება დაეტყო ხმაში..
-ის,ის,დათო იქაა-სუსტი ხმით ამოიძახა.
-ვინ დათო ცისია??-გაოცებისგან ბიჭმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და გოგონა მის მანქანაში ჩასვა,თვითონ კი საჭეს მიუჯდა.მანქანის დაძრა დააპირა როცა სუსტი ხელის შეხება იგრძნო მაჯაზე.
-არა,მოიცა,გადავიდეთ გთხოვ..
-სანამ არ ამიხსნი რა ხდება,მანამდე არსად არ გადახვალ-შეუვალი მზერა მიაბყრო გოგოს საბამ.
-ოღონდ ეხლა არა საბა და გპირდები,აუცილებლად მოგიყვები,ოღონდ ახლა გადავიდეთ,ოღონდ არაფერი შეიმჩნიო...-ცრემლმორეული ევედრებოდააა...
მანქანიდან სრულიად სხვა ქალი გადმოვიდა.საბას შეეშინდა კიდეც მისი წამიერი ცვალებადობა..გოგოს მიახლოვდა და მის გაცინებულ სახეს ვნებიანად ჩააცქერდა.
-ასეთს პირველად გხედავ.(საბა)
-უბრალოდ ეხლა ასეა საჭირო-უთხრა და გამომწვევად,ზედმეტად ხმამაღლა გაუცინა,ხელკავი გამოსდო და შესასვლელისაკენ წავიდნენ.
-მაინც ვერ ვხვდები რაში გჭირდება ეს თეატრი-გაკვიდებული საბა ენას ვერ აჩერებდა და აუდიტორიამდე ზუსტად 9 ჯერ დაუსვა ეს კითხვა.
როგორც კი ოთახში შევიდნენ,წამში გამოიცვალა მიმიკა ცისიას სახეზე..ტკივილის უდიდესი მოზღვავება ამოიკითხა მის თვალებში ბიჭმა..
მერხზე უთქმელად დასხდნენ ორივე..უსიტყვოდგაატარეს იდ დღეს..გაუნძრვლად იჯდა მთელი საათი და უსმენდა მუსიკას,რომელიც ორივეს აერთიანებდა,რომლის ამოშლას სულ აპირებდა,მაგრამ ვერ შვებოდა.დათოსა და ცისიას გენიალური მუსიკა,რომელიც იმ დონეზე ძულდა უკვე გოგოს,რომ მის ამოშლასაც კი აპირებდა,მაგრამ ვერა..ვერა..მართლა რთულია..გთხოვთ,დამიჯერეთ...
-ცის-გასასვლელთან საბას ხმა მოესმა გოგოს,უფრო სწორად მისი სუნამოს სურნელი იგრძნო..
მარიონეტივით გახევებული შებრუდა უკან და მის ლურჯ თვალებს შეხედა.
-არ გინდა სადმე დავჯდეთ?-გაუბედავად ჰკითხა და უარის მოლოდინში გაირინდა.
-კარგი,ოღონდ მე ვერ დავჯდები მანქანაზე,არ შემიძლია.
საოცარი ოსტატობით მართავდა მანქანას კალანდაძე,დაძაბულობაც კი მოუხსნა გოგოს.გაკვირვებული ცისია კიდევ უფრო გაოცდა,როცა კაფეში შევიდნენ..
-არვიცოდი ეს კაფე თუ იცოდი-გაღიმებულმა გადახედა და მაგიდისაკენ წავიდნენ,.
-შენ ჩემზე საერთოდ არაფერი იცი ცის..
-ისევე როგორც შენ..
-მომიყევი,ვინ იყო ის ტიიპი-პირდაირ საქმეზე გადავიდა საბა და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-დათო,ჩემი დათო,წლების წინ საბა,მაშინ,როცა მხოლოდ 12 წლის ვიყავი,გამოჩნდა,გამოჩნდა და სრულიად მომიცვა,მთელი 6 წელი მის ტრაექტორიაზე ვმოძრაობდი,მთელი ეს წლები მის გარეშე გატარებული ყოველი წამიც კი საშინლად მიმძლიმდა.წარმოგიდგენია?? სრულიად პატარა ვიყავი,12 წლის,მაგრამ ისე შემიყვარდა,სულს მიხუთავდა.. რაც უფრო წლები მემატებოდა,მით უფრ ვგრძნობდი მის სიყვარულს..მით უფრო ვგრძნობდი მის საჭიროებას..მაგრამ მერე,აი,მაშინ,როცა 18 წელი შემისრულდა,როცა სერიოზულად დავიწყე ფიქრი ჩვენს ურთიეთობაზე,როცა ვფიქრობდი,რომ მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიქნებოდი,როცა სითბოს ყველაზე მაღალ ფაზას მივაღწიე,უცებ ყველაფერი გაშავდა,გაცივდა,ყველაფერმა უცებ იცვალა მხარი..-უცებ ჩამიწყდა ხმა,ლაპარაკი ვეღაც გავაგრძელე....
-ცის-ნაღვლიანად დაიჩურჩულა მისი სახელი ბიჭმა..-არ იტირო კარგი??-მის ნაზ კანს უცოდველი მარგალიტები მოაშორა და თვალებში ჩახედა..-არ იმსახურებს შენს თავს სხვაა..
-წავიდეთ რა..-უცებ მოიშორა გოგომ მისი ხელები სახიდან და ფეხზე წამოდგა..-სახლში გამიყვანე.
-კარგი.წავედით...
-უი,შენ რითი გახვალ??-სახლთან როგორც კი გააჩერა,მაშინ მიხვდა,რომ ბიჭი მის მანქანას მართავდა.
-ფეხით გავალ,აჰა გასაღები და დამშვიდდ კარგი??როცა ადგჭირდები,ნებისმიერ დროს შენს გვერდით ვარ,კაი?უბრალოდ დამირეკე და მორჩა.-გაღიმებულმა გახედა და ისე,რომ მის პასუხს არ დალოდებია,მანქანიდან გადავიდა და წავიდა.
გაღიმებულმა გააყოლა მის ლანდს თვალი ცისიამ..
-დედა,მოვედი-სახლში შესვლისთანავე გაძახა დედას.
-სამზარეულოში ვარ დე,შემოდი..
-რას მიმზადებ??
-განსაკუთრებულს არაფერს,კარტოფილს ვწვავ დედი,თუ გინდა მითხარი რამე და მოვამზადებ.-უკან მდგომ შვილს ზურგიდან გაძახა და თან კარტოფილს მოურია.
-არა იყოს დე,მაგას შევჭამ.დღეს დათო იყო უნივერსიტეტში მოსული-სასხვათაშორისოდ წამოიძახა და თითქოს არ ღელავდესო,უდარდელი სახე მიიღო.
-მერე??-შეშინებული შემოტრიალდა ქალი.
-არაფერი ნანა რა უცებ დაფეთდები ხოლმე.საბა იყო ჩემ გვერდით და ვერ მოვიდა,-კვლავ პირდაპირ მიახალა ახალი ამბავი.
-აბა საბა??-თვალმოჭუტუმა გახედა ნანამ შვილს და გაუღიმა
-ოხ არავინ,ჩემი კურსელია რა...
-აჰა,კარგი-შეტრიალდა ქალი მაგრამ მაინც გრძნობდაა ცისია დედას ალმაერ ღიმილს.
-დედა ტყუილად იღიმი,არაფერია,შეც ხო იცი??
-აბა ღიმილი??ვინ იღიმის??-ვითომც არაფერიო,ეჭვიანად გახედა შვილს...
-დედაა მიანც გეპასება ეგ ღიმილი,ვერაფერს გამომაპარაბ შენც კარგად იცი.-გაბრაზებულმა გავხედე და უცებ მეც გამეცინა..
მართლა გამეცინა,გულით,სიხარულით,ბედნიერებით გამეცინა..
რატომ,რისთვის,როგორ,არც მე ვიცი.. მაგრამ ეხლა მართლა ვიგრძენი,რომ პირველად ამდენი ხნის შემდეგ რაღაცა ძალა ვიგრძენი სიცილში და ეს სულაც არ იყო ნაძალადევი..
გაღიმებულმა დავტოვე სამზარეულო და ჩმს აკლდამაში წავედი...
აკლდამაში,რომელიც წლებია ჩემს ტკივილსა და სიხარულს ჩუმად იტანს..
ძარღვებში სისხლის გამჩერებელი ჯინსი ძლივს გავიძრე და მოკლე შორტი ჩავიცვი..
საეჭვოდ აციმციმებულ ნოუთბუქს დაახლოებით 5 წუტი ვუყურე,მეერე მიანც ვერ გავუძელი ცდუნებას,ავიღე და ქვევით ჩავიტანე..
სამზარეულოში ბარის სკამზე ჩამოვჯექი და თან ინტერნეტში შევედი.
ლურჯი სივრცე ამჯერად უფრო გამოცოცხლებული მეჩვენა,ჩემი რამოდენიმე კურსელი მიმატებდა,დავეთანხმე მათ მოთხოვნას და სიახლეებს ჩამოვყევი..
რადგან ცოტა მეგობარი მყავდა და შესაბამისად გვერდებიც არ მქონდა მოწონებული,თითქმის ერთიდაიგივე პოსტი ათასჯერ ვნახე..
ცოტა ხანში მომბეზრდააა ტყუილად თვალიერება და თითები ცუდი მიმართულებით წავიდა და ნაცნობი ბიჭის გვერდზე აღმოჩნდა.
„აბა ვნახოთ ერთი რა ბიჭი ხარ სურათებში“ჩემ თავს შევუძახე და საბას სურათების თალიერებას მოვყევი.
„ოჰ,სიგარეტს ეწევი თურმე,მატრაკვეცაა..ოჰ ამას უყურე,გოგოებთანაც იღებს თურმე ფოტოებსს..მდაააჰ,მოდი ერთს დავულაიიქებ,თან ახალია,დღეს დაუდევს..ასე უცებ რანაირად მოახერხა..
არა,უნდა ვაღიარო,შავებში სულის შემხუთველიაა...
ოოოხ,ცისია,გამოფხიზლდი-საშინლად გავუბრაზდი ჩემს ფიქრებს და მის პირად ინფორმაციებში შევედი.ოჰ ერთ თვეში ჰქონია დაბადების დღე ბიჭს..მოიცა,21 წლის რატოა???ეეეეე...ეს საინტერესოა.. ალბათ ჩაიჭრა-უცებ დავცინე ფიქრებში და გამოვედი მისი გვერდიდან.
-აბა რა შვები ცისია?? დამშვიდდი ცოტა??-ცოტა ხანში შეტყობინება მომივიდა მისგან..
-კი,მადლობა მოკითხვისათვის და ბოდიში,რომ დრო დაგახარჯვინე..-ცოტა წავიმატრაკვეცე..
-არა,რა სისულელეა,პირიქით,მართალია უსიამოვნო საუბარი გვქონდა,თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო შენთან გატარებული ეს მცირე დრო...
„კარგი ბიჭო არ დადნე“-გავიფიქრე უცებ და გაღიმებულმა ბეჭდვა განვაგრძე როცა დედა წამომადგა თავზე.
-აბა რაო საბამ???-წარბაწეულმა შემომხედა და თეფში დამიდო წინ.
-აბა საბა???-ხელოვნური გაოცება ავიკარი უცებ სახეზე.
-იმეორე ეხლა ჩემი სიტყვები თხასავით..
-დედაა თხები არ ლაპარაკობენ-საუბრის გადატანა ვცადე,მაგრამ ამაოდ,კაპანაძის ქალის შეცდენა ასეთი ადვილი არ არის.მაგრამ მე რის ჯაყელი ვიყავი,უცებ დავაცე ხელი ნოუთბუქს,თეფშს და ოთახისაკენ გავქანდი..
ლოგინზე კომფორტულად მოკალათდი და საბას დავუბრუნდი.
-ბოდიში,ვეღაც მოგწერე.
-არაუშავს,რაშვები ეხლა??
-ამწამს ვწამ.-უაზროდ დავუკონკრეტე..
-რას??
რა კრეტინია,რაში აინტერესებს.ჰმ.წარბები შევკარი,მაგრამ ეს ცუდი თითები მაინც თავისას აწვებიან..
-კარტოფილს..
-ასუქებს.
ფუ შტერი..ამჯერად ხმამაღლა გავლანძღე..
-შენ ეგ არ ინერვიულო.მივხედავ ჩემი ფუგურას როგორმე.-აშკარა უკმაყოფილება დაეტყო ნაწერსაც.
-არა,არ ინერვიულო,საკმაოდ სექსუალური ხარ..
რაააა?? კრეტიიინოოოო.ფუუ ხეპრეე.თეფში კომოდზე სწრაფად გადავდე და ხელები ავილესე საჩხუბრად..მაგრამ დავასტოპე.რატომაც არა?? ვიყო. ჰმ.
-მადლობა.-მოკლედ მივწერე და დაველოდე..
-ოჰო,მე ქარიშხალს ველოდი,თურმე არა...ნელა იხსნი სიცივის პერანგს ხედავ??-რაღაც ქედმაღლური დავიჭირე მის მონაწერში,მაგრამ..
-ისედაც ცივი ვარ..
-ჩემთან არ გინდა ეხლა თვალთმაქცობა თუ ღმერთ გწამს რაა...-არ დააყოვნა პასუხმაც.
ღმერთი..
-არ მწამს..აღარ..-რამდენიმე წუთის მერე გავუგზავნე პასუხი.. ვყოყმანობდი,არ მინდოდა,მაგრამ..
-არაუშავს,მაგასაც გამოვასწორებთ..
-ამასაც? სხვა რა მაქ გამოსასწორებელი?
-შემოჭილი ხარ..გაყინული ერთ ტრაექტორიაზე.. თავისუფლება უნდა გასწავლო.შენი თავის უფალი უნდა გაწამო.
რა მიმეწერა??? მთელი წუთი ვუყურებდი ნაწერს და აქამდე ვერ ვხვდები რისი თქმა უნდა.. გაყინული მესმის,მაგრამ თავისუფლება??არმესმის..
-რა იყო დაიბენი???არაუშავს ცის..მალე ყველაფერში გაერკვევი.1 თვე გვაქვს რომ გამოგაწორო,ცხოვრება გასწავლო,ახალი თვალით დაგანახო ყველაფერი..
-რატო აკეთებ ამას??-ბოლოსდაბოლოს დავუსვი კითხვა,რომლის პასუხიც დიდი ხანია მაინტერესებს,,
-იმიტომ,რომ ამას იმსახურებ..
ოჰ,მეტი აღარ შემიძლია..
მასე დაიწყო მანაც და ბოლოს.. დავრჩი შეყინული ერთ ეკვატორზე...
___________
-პირველ რიგში გამარჯობა ქალბატონო ცისია.-მანქანიდან გადმოსვლითანავე შემომეგება საბა..
აი დილაც მესმის..მშვენიერი დასაწყისით.
-მერეც მეორე,,მშვენივრად გამოიყურებით,სექსუალურად.
ოო,აქ ცოტა წამოვწითლდი,მაგრამ თავი ჩავხარე და თითქოს არც გამიგია.
-მერეც მესამე,დღეს აუცილებლას საღამოს გამოგივლი და წავალთ სადმე.ჩვენი მეგობრობა უნდა ავღნიშნოთ..
ოჰო,5 წუთში ამდენი კარგი მეტისმეტია..ღმერთო შემარგე.
რაო?? რა ვახსენე??? არა შემეშალა.. გონებაში რო მქონდეს წაშლის ღილაკი წავშლიდი უფალს ..ამიტომ უბრალოდ შემარგე..
-ჰე რას გაჩუმებულხარ.ჰო თუ არა?
-კარგი,ოღონდ ცოტა ხნით..
მაპატეთ თუ იმედი გაგიცრუეთ..ალბათ გჯეროდათ რომ არ დავთანხმდებოდი,მაგრამ ხომ მამართლებთ??მითხარით არ ვარ სწორი რომ რაღაც ცვლილებებისათვის ნაბიჯი გადავდგა?თქვენც ხომ უყურებთ ჩემს ტანჯვას,ხოდა მითხარით რომ ვარ ღირსიიი მცირეოდენი ცვლილებისა,მცირეოდები ბედნიერებისა..მის გარეშე..მისი ხმის გარეშე..მისი სილუეტის გარეშე.
ლექციები საოცრად გაიწელა,თუმცა ასე ალბათ მარტო მეგონა.. ეს საბაც თითქოს თავს მარიდებდა,ერთი გაფიქრება ვიფიქრე კიდეც,ალბათ გადაიფიქრათქო,მაგრამ როგორც კი დადგა საღამოს 6 სააათი,კარებზე ზარი გაისმა.
ისე გამაკანკალა,გავიფიქრე მიწის ძვრა ხომ არ არისთქო,მაგრამ ჭაღი არ ირწეოდა,შესაბამისად ეს კანკალიც ჩემი ნევვროზის ბრალი იყო..
კარებთან ისეთი სისწრაფით მივირბინე,ჩემი თავის გამიკვირდა,იმის მიუხედავად,რომ ბავშვობაში ტანვარჯისში დავყავდი დედას,დიდი ელასტიურობითა და მოქნილობით არასოდეს გამოვირჩეოდი,რასაც ჩემი მრავალგზის შრამებიც ამტკიცებდა.
დედა წინასწარ მყავდა გაფრთილებული,რომ საბა მოვიდოდა,ამიტომ ისიც რაღაც პროგრესით გახარებული ზარის ხმას არ გამოჰყოლია,რაზეც ვერ ვიტყოდი მამაზე,რომელიც ეგრევე წამოფრინდა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,სკამიდან და კარების გაღებაც კი დამასწრო.
-გამარჯობათ ბატონო ვაჟა,საბა კალანდაძე-კარების გაღებისთანავეე გაღიმებულმა საბამ ხელი გაუწოდა მაამჩემს და ჩემკენ გამოიხედა-ცისიას კურსელი.
-სასიამოვნოა-ოდნავ გაუღიმა მამამ და გზა დამითმო.-მალე დაბრუნდი-გამაფრთხილა კიდეც და საბას დაემშვიდობა.
მანქანაში ჩაჯდომიდან რამდენიმე წუთი პირდაღებული ვიაზრებდი მის საქციელს..მიუხედავად იმისა,რომ გასაკვირიც თითქმის არაფერი იყო,მაინც მეუცხოვა მისი სითამამე..
-არ მესმის რა თეატრი გაითამაშე ეხლაა-პირდაპირ მივახალე..
-თეატრი რა შუაშია?? ტელეფონი არ გაქ და შესაბამისად სახლში მოსვლა მომიხდა.რა არ შეიძლებოდა??-წარბაწეუმა გამომხედა და ოდნავ,სადღაც ტუჩის კუთხეში გაეღიმა კიდეც.
-არა ხო მაგრამ-უშნოდ დავიბლუკე,ბოლოს დავნებდი და გავჩუმდი.
როგორც მალე გავარკვიე,საბას შესანიშნავი კაფე აერჩია,თუმცა კფესაც ვერ დავარქმევდი,ეს იყო მუსიკოსთა ნავსაყუდელი..შესანიშნავად ასრულებდნენ ჩემი საყვარელი მუსიკის ქავერებს,სიმართლე გითხრათ დღეს ნამდვილად მოვიხიბლე საბას საქციელებით.სითბოს გადაჩვეულმა ცოტა ესეც კი შევიგრძენი.
-მოდი,ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს ცის,თუმცა გაცნობასაც ვერ დავარქმევ,ჯერ მხოლოდ 4 დღეა რაც გიცნობ,ეს კიდევ დამეთანხმები,ძალიან ცოტაა ადამიანის შესაცნობად,მაგრამ შენ შემთხვევაში პირიქითაა.. იმწამსვე ამოგიცანი,როგორც კი პირველად დაგინახე აუდიტორიაში..არ დავიწყებ ლიტონისიტყვების რახუნს,არც იმის ახსნას რომ განსხვავებული ხარ და ასე შემდეგ,უბრალოდ მინდა იცოდე,რომ ის , რაც შენ არ გაქ,მინდა რომ სრულებით შეგაგრძნობინო,ი რაც უნდა გქონდეს,მაგრამ არ გაქ...შენ არ იცი რა არის თავისუფლება,შენ ამას მხოლოდ მუსიკაში ხედავ,მაგრამ ეს საკმარისი არარის.
მოკლედ,გაგიმარჯოს,მინდა სულ ბუნებრივად ბედნიერსა და თავისუფალს გხედავდე,არა გაყინულს,არამედ ცამდე გამთბარს..
საერთო ჯამში სასიამოვნო საღამო გამოდგა..
და არა მხოლოდ ეს საღამო,დანარჩენი 26 დღეც საოცრად და ზედმეტად დადებითად დამუხტულიც კი გამოდგა..სრულიად გამაოგნა მისმა ასაკმა,21 წლის აღმოჩნდა,მე კიდევ ჩემი საკის მეგონა,თუმცა შევმცდარვარ...და არა მხოლოდ ამით,ყოველი დღე,რომელსაც ის ჩემთან ერთად ატარებდა,ათასგვარი სიურპრიზებით იყო დატვირთული და სიმართლე გითხრად,მან მართლაც შეასრულა დანაპირები,ზუსტად ერთი თვის შემდეგ,მე მართლაც მქონდა შეცვლილი შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე.. მან ეს ნამდვილად შეძლო..დამერწმუნეთ ეს ჩემთვის ადვილი არ იყო,არა,პირიქით,რამდენჯერმე მასთან ურთიერთობის გაწყვეტაც კი დავაპირე,რადგან მეშინოდა...საოცრად მეშინოდა ცვლილებების,იმიტომ რომ მზად არ ვიყავი,არა,ნამდვილად არ ვარ ეხლაც კი მზად,მაგრამ მინდა,მჭირდება..უკვე ზედმეტი იყო ამდენი ტკივილი,ამდენი გლოვა.იმის მიუხედავად,რომ არაფერი შეცვლილა,იმის მიუხედავად,რომ ის,დათო,მაინც იყო ჩემს გულში,რმელიც ნელნელა განიცდიდა რეგენერაციას,მაინც მაბედნიერებდა საბას ყოველდღიური ხილვა..
მისი გამამხნევებელი ესემესები,ხო აი,ზუსტად,მან მიმაჩვია ინტერნეტს,მაგრამ ტელეფონზე ვერ დამითანხმა,რადგან ვიცოდი,რომ ის,მაინც გაიგებდა ნომერს,მერე კი არვიცი...ალბათ საბას 1 თვიანი წვალება წყალში ჩაიყრებოდა..
აი,ის დანაპირები თვის ბოლოც დადგა,რომელიც რაღაც ძალით საბას დაბადების დღეს დაემთხვა..დაბადების დღეს,რომელიც რა თქმა უნდა,მასთან ერთად ავღნიშნეთ მის რამდენიმე მეგობრის თანხლებით..
გამოვეწყვე იმდენად ლამაზად,რამდენადაც ეს ჩემს ძალებში იყო..კაბა,რომელიც საგანგებოდ მისი დაბადების დღისათვის ვიყიდე,საოცრად მომიხდა..ამას რა თქმა უნდა თვით მისი რეაქციაც ადასტურებდა.
გეფიცებით,დაახლოებით 3 წუთი გახევებული იდგა სახლის ზღურბლზე და იღიმოდა,მიყურებდა და საოცრად იღიმოდა,მის ცისფერ თვალებში რაღაც ამოუცნობს ვხედავდი...
-ულამაზესი ხარ-მხოლოდ ეს მითხრა და რესტორანში წავდით.
სასიამოვნო სამეგობრო წრე ჰყავდა უნდა ვაღიარო,კარგი ბიჭები იყვნენ,თავს უხერხულად ნამდვილად არ ვგრძნობდი,რადგან თა რამდენიმე გოგოც ახლდათ,რომლებსაც კარგად შევეწყვე.
საშინლად დათვრა..მართლა საშინლად.
ფეხზე ძლივს იდგა,ამიტომ მომიწია,სახლამდე მე გამეყვანა,მისივე თხოვნით.
ძლივს შევათრიე ოთახში,ცოტა კი გამიკვირდა მარტო რომ იყო,მაგრამ არ შევიმჩნიე.სახლით კი ისე აღვფრთოვანდი,მთელი ის წუთები,რაც მის სახლში გავატარე,პირდაღებული ვიყავი.
სწორედ სადარბაზოდან გამოვდიოდი,როცა ხმა მომესმა.,,მისი..შიშისაგან კედელს მივეყრდენი..მთელი 30 წამი მის აფეთქებას ველოდი,რომ მომვარდებოდა და მომკლავდა,მაგრამ არა..წამების შემდეგ ორგანიზმში ჟრუანტელი ვერ გავაკონტროლე..მეხუტებოდა,ყველაზე მონატრებულ ხელებს წელზე მჭიდროდ მხვევდა,მოძრაობის უნარი დავკარგე,ისევ გავიყინე,ისევ შევიბოჭე,მაგრამ ამჯერად სიამოვნებისაგან..მითი ყოფილა ყველა ნაამბობი,რომ დრო მის თავს გავიწყებდა..არა..მონატრება,ტკივილი ყელში ამომაწვა,მინდოდა მეყვირა,მაგრამ სალაპარაკო იოგებსაც კი მისი მონატრება ფარავდა.არა,არა,არ ვიმსახურებ თქვენ აგრესიას,თუმცა ალბათ კი..მაგრამ მერწმუნეთ,ამ მომენტში მისი ეს ჩახუტება ყველაზე მეტად მჭირდებოდა..ამდენი ხნის უნახავი,ამდენი ხნის მონატრებული..
როგორც იქნდა ელები შემიშვა.მზერა ჩემი სახისაკენ გადმოიტანა და დიდხანს მიყურა.შემდეგ სიჩუმე დაარღვია.მისი ხმის გაგონებამ კიდევ უფრო შემბოჭა..
-წამო,ვილაპარაკოთ..
მანქანაზე თვითონ დაჯდა,რადგამ მე ჩემით გადაადგილებაც კი ვერ შევძელი..სკვერთან გააჩერა.თბილი საღამო იყო.ხის სკამეიკაზე ჩამოვსხედით..
-ცის,მაპატიე რა-ბოხი ხმის პატრონმა ჩემკენ გამოიხედა და თვალები შემომანათა,რომლიც ხილვასაც ასე ვნატრობდი.-შენს სიყვარულს გეფიცები ცის,ყველა ამქვეყნიურ გრძნობაზე მეტად მენატრები ჩემო პატარა,გინდა დაგიჩოქო??გინდაა მთელ მსოფლიოს გაჩუქებ ოღონდ დამიბრუნდი.ოღონდ მომეცი საშუალება,გაგაბედნიერო..დაგიბრუნო სიყვარული,ნდობა..
-არა-საშინლად ცივად მოწყდა გოგოს ტუჩებს სიტყვა..თბილ გარემოს ყინულივით ცამოეკიდა მისი უარი..
-რა არა ცის?
-არა,შენ ვერ დამიბრუნებ ბედნიერებას,სისულელეა,შენ ისევ ისე მოიქცევი,როგორც მაშინ,შენ არ ხარ მიჩვეული ადამიანურ ურთიერთობებს,შენ არ ხარ ადამიანი,რომელიც თავისუფლებას მომანიჭებს,შენ ცხოვრების მონას გამხდი..მე კიდევ ეს არ მჭირდება..უბრალოდ გთხოვ,ძველი ურთიერთობის ხარჯზე,ძველი სიყვარულის ხანჯზე გთხოვ,ნუღარ..წადი,უბრალოდ წადი,აღარ შემიძლია მე უკვე ამდენის ატარა,გესმის??არა,ნუ მეთანხმები,რომ გესმოდეს დღეს არ მოხვიდოდი,არ გამოჩნდებოდი იმ დღეს,რომლის გატარებას ყველაზე მეტად უშენობა შეეფერებოდა,ნუ,არ გინდა,აღარ..მორჩა..უბრალოდ მაცალე ვიყო ბედნიერი,ვიცი,რომ შენც გინდა ჩემი ბედნიერება,მაგრამ ეს შენთან არ მოხერხდება,შენ არ შეგიძლია იმ გულის გათბობა,რომელიც შენევე გაყინე..შენ არ შეგწევს ამის ძალა..აღარ.უბრალოდ გთხოვ,თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ,თუ ოდნავ მაინც სცემ პატივს ჩვენ სიყვარულს,უბრალოდ წადი და მაცალე,დამაცადე ვიყო თავისუფალი,ყველა ასპექტში,ყველა ბრუნვაში,უბრალოდ მინდა ერთხელ მაინც ცხოვრებაში შევიგრნო ის,რისთვისაც ადამიანი იბადება.
მე ეხლა წავალ დათო,და თხოვ,როგორც ადამიანმა ადამიანს,რომ ნნუღარ..
_________
როგორ მოვედი სახლში არ მახსოვს..მანქაანასს საშინელი სისწრაფით ვმართვდი..ოთახში სწრაფად ავედი,მესიამოვნა ნაცნობი სურნელი,ნაცნობი სიბნელე..მაგრამ ვერ დავმშვიდდი.მთელი ამდენი ხნის ნაგროვი ცრემლები ერთ ჯერზე ჩამოვრვარე..მთელი გულით არტირდი,მთელი სიმწარით..ძლივს გამთელებული გრძნობები ხელთავიდან დამემსხვრა..მტკიოდა,საშინლად,ყველაზე მწარე ტკივილით,ყველა იმ ტკივილზე მეტად,რააც აქამდე მსოფლიოს განუცდია..ვიდექი ოთახის შუაში და ვმოთქვამდი,ფეხების საშინელ ტკივილსაც კი ვეღაც ვგრძნობდი.,უბრალოდ ვიდექი და ვიხარჯებოდი.გულს ვეღაც ვგრძნობდი,ვერც მის ფეთქვას,ვერც მის არსებობას.ბოლოჯერ დავრწმუნდი,რომ ის აღარ არსებობდა.მეთვითონ ვკარი მას ხელი,მეთვითონ ავაყენე დაჩოქილი დათო,მეთვითონ ვთქვი უარი ყველა მის ბოდიშზე,რადგან ვიცოდი მხოლოდ ერთი რამე,იმის მიუხედავად,რომ მიყვარდა,მთელი გრძნობებით,მე მასთან ვერ ვიქნებოდი თავის უფალი..
_____
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა.შუადღის 3 საათი იყო..მთელი ღამე ხალიჩაზე მძინარეს გამეტარებინა.ძლივს წამოვიმართე,კაბა გამოოვიცვალე და ჩავიცვი..სარკეში ჩახედვა არ მინდოდა,ვიცოდი საშინელ სურათს შევხედავდი.პირდაპირ სამზარეულოში ავღე გეზიი.
-ვაიმე ცისია,საშინლად გამოიყურები,რას გიგავს თვალები??-შეძრწუნებულ ქალს ლამის თეფში გაუვარდა ხელიდან.
-წავიდა დედა..-ძლივს ამოვიდა ღმა ყელიდან..მეც კი მეუცხოვა.საშინლად ჩამხლეჩოდა..ძლივს ისმოდა.
-ვინ??-გაოცებულმა შემომხედა.
-დათო.-საშინელი გულის ტკივილით ამოვთქვი..მოკლედ მოვუყევი დედაჩემს ყველაფერი და სამყოფელში გავედი..ნოუთბუქი ავიღე და ინტერნეტში შევედი..
საბას მესიჯები დამხვდა.სურათთან ერთად.გამეღიმა,შავებში გამოწყობილ ბიჭს გვერდით ბიჭი ედგა,საოცრად თბილი ცისფერი თვალებით.ძალიან მომეწონა ეს სურათი..რომარ მოეწერა,ალბათ მთელი საათი მის ყურებაში გავატარებდი.
-როგორ გრძნობ თავს??(საბა)
-საშინლად..-მოკლედ მივწერე..
-რატომ?
-არა,უფრო სწორად შენი დაბადების დღით არაჩვულებრივად,ძალიან სასიამოვნო დღე იყო,უბრალოდ შემდეგ რაც მოხდა,ეს მთლიანად ფარავს ყველაფერს.-არ დავუმალე,არც ღირდა..
-რა მოხდა? მოკლედ მითხარი,ნახევარ საათში გამოგივლი და დაწვრილებით მერე მომიყევი.
-დათო ვნახე..შენს ბინასთან.
-გასაგებია,გამოვდივარ.
ვაღიარე,ცოტა მეშინოდა კიდეც მისი მოსვლა.თავი ცოტა წესრიგში მოვიყვანე,მაგრამ თვალებს ვერაფერი მოვუხერხე..ეტყობოდა წუხანდელი ცრემლების კვალი.
ზარის დარეკვაც არ ვაცადე,როგორც კი დავინაე ქუჩაშ მისი მანქანა,ეგრევე გავედი გარეთ..
არვიცი რა დამემართა მისი დანახვისას,მაგრამ როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა,მომიახლოვდა თ არა,მოვეხვიე..
ეს არ იყო გუშინდელი გრძნობა,იმაზე მეტი იყო..
არ მოყოლია ამ ჩახუტებას ტკივილი,პირიქით სითბომ დამფარა.
ვგრძნობდი სუსტი გულის ცემას მარცხენა მხარეს..იქ სადაც წესით გული უნდა ყოფილიყო.
მარტივად გამოვიცანი მისი მიმიკის ცვლას,მეც გამეღიმა..
რამდენიმე წამს გაგრძელდა ჩვენი ჩახუტება,მარამ სამარისი აღმოჩნდა,რომ გულის არსებობა გამხსენებდა.
საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ ბოლომდე შემეგრძნო მისი გრძნობები,როელიც ჩემთვის აქამდე უცნობი იყო..
სიჩუმე ნაცნობ კაფეში დავარღვიე.მთლიანად მოვუყევი ყველაფერი,ყველა გრძნობით..შევხედე,მასაც ეტკინა და ამან უფრო დააახლოვა მისი სული ჩემთან..
-საბა,ვაღიარებ,ვიცი ეს შენც იცი,მაგრამ გეტყვი,წავაგე.დაამის აღიარება არ მცხვენია,პირიქით,მიხარია,რომ ეს შეძელი,რომ დამაბრუნე ადამიანობას,რომ მასწავლე ბევრი რამე..მადლობა მინდა გადაგიხადო,მადლობა ყველა ღიმილისათვის,რომელიც არასოდეს გამავიწყდება.უბრალოდ მადლობა,რომ თავისუფლება მასწავლე.
-ჯერ ყველაფერი ადრეა ცის,თავისუფლების ჯერ მეასედი შეიგრძენი,ყველაფერი წინაა,უბრალოდ მინდა ვიცოდე,გინდა გაგრძელება??
დავეთანხმე,რადგან მიღირდა.მის თითოეულ გაღიმებად მიღირდა გაგრძელება.მხოლოდ ახლა შევამჩნიე,მისი ყველა თბილი გამოხედვა,ყველა მისი თბილი სიტყვა,რეპლიკა..
ყველა მისი ნათქვამი კომპლიმენტი.
მხოლოდ ახლა,როცა საბოლოოდ განვთავისუფლდი მოგონებებისგან,შვამჩნიე,თუ რაოდენ დიდებული იყო..
დიდებული ყველა განხრით..
ვერც კი გადმოვცემ,ვერც კი აღვიქვამ დღემდე მის ყველა გამოხედვას,რადგან ყველა სხვადასხვა ემოციით იყო გაჯერებული.
არ მჯეროდა,დამიჯერეთ,დღემდე არ მჯეროდა როცა ამბობდნენ,დრო ყველაფრის მკურნალიაო..არმჯეროდა,მაგრამ ამის მომსწრე თავად აღმოვჩნდი,რაშიც დიდი წვლილი საბას მიუძღოდა.ადამიანს,რომელმაც თავიდან მასწავლა ყველაფერი,რომემლაც თავიდან შემაგრძნობინა ყველა მმენტი,რომელიც გამოვტოვე ამდენი ხანი..
მეშინოდა და დღემდე მეშინია ამდენი ცვლილების,რომელსაც ყველა სიხარულით შეეგება.განსაკუთრებით კი დედა.თავიდანვე აღმერთებდა საბას,ეხლა მითუმეტეს.
ცივ ზამთარშიც კი თბილად ვიყავი,ის ყინული გაადნო,რომელიც ცხელ ზაფხულშიც კი მყინავდა..
სწორედ ასეთი ცივი დღე გათენდა.მიყვარს ახალი წელი.სულ მჯეროდა,რომ ყოველი წელი რაღც ცვლილებებით იქნებოდა სავსე.ამ სიხარულს მისი მესიჯიც ემატებოდა,რომელიც დილით დამხვდა,შეხვედრას მთხოვდა,რა თქმა უნდ დავთანხმდი..3 საათი ყიო,გამომიარა და წავედით.
-სად მივდივართ??-სიცილით ვკითხე ნახევარი საათის სიარულის შემდეგ,რანგან ცოა მეუცხოვა,როგორც ყოველთვის ჩვენს კაფეში მივდიოდით ხოლმე.
-მენდე,სადაც წაგიყვან მოგეწონება.
გავჩმდი,რადგან მართლაც ვენდობოდი..
მხოლოდ მაშნ ავფორიაქდი,როცა ქალაქს გავცდით.
-საბა,უკვე ვღელავ,სად მივდივართ??მობრუნდი უკან..-მღელვარება ხმაშიც დამეტყო.
-ცისია ჯაყელო,მართალია თავადის გვარი გაქვს,მაგრამ გთხოვ გაჩუმდი.თორე გავიფიქრებ,რომ არ მენდობი...
-გენდობი მაგრამ ცოტა არ იყოს მაშინებ..-არ დავუმალე ჩემი გრძნობები.
აღარ უთქვამს არაფერი,რამდენჯერმე ვცადე საუბრის დაწყება,მაგრამ ის მშვიდად ინარჩუნებდა სიწყნარეს..მთელი გზის განმავლობაში მხოლოდ 1 მუსიკა ჰქონდა ჩართული..მუსიკა,რომელიც ყველაფერს მერჩივნა.ჩემი პინკ ფლოიდი..ეს ცოტას მამშვიდებდა,მაგრამ არა..ჩემი მოთმინების ფიალა მაშინ აივსო,როცა მოსაღამოვდა..
-საბა კალანდაძევ,არ მაინტერესებს რას იფიქრებ,ან ეხლა მეტყვი სად მივდივართ,ან მანქანიდან გადავხტბი.-გაბრაზებულმა ხმას მუქარის ტონიც დავუმატე და სრული დამაჯერებლობისთვის საცვენებელი თითიც კი ვუჩვენე..-არ მაინტერესებს,დღეს არის ახალი წელი და ოჯახში უნდა შევხვდები.
-ოჯახში შეხვდები ცისია,დამშვიდდი,2 წამი მოიცადე და ნახავ..
გავჩუმდი,მარამ ნანახმა სრულიად შემძრა..
აბრაზე დიდი ასოებით ეწერა „გუდაური“
-რაააააა?-პირდაღებულმა,ცოტა ნასიამოვნებდააა წამოვიყვირე-არ არსებობს,აქ რა გვინდა?
არ გამცა პასუხი,ბოლოს როგორც იქნდა გავჩერდით.სახლი ძალიან წააგავდა ჩემს აკლდამას.ძველი ხის სახლი იყო,თეტ=თრი საფარველით შემოსილი,რომელიც საოცრად უხდებოდა.გაოცებულმა გავყევი მის ნაკვალებს..შიგნით დანახულმა კი საერთოდ გამაოცა..
-ცის,ეხლა რასაც გეტყვი,არ მინდა ცუდათ გაიგო..არ მინდა შემაწყვეტინო.არა..ეს სახლი ბაბუაჩემმა მაჩუქა დიდი ხნის წინ,მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი,ეს სახლი ჩემთვის ძალიან წმინდაა,რადგან ბავშობიდან მოყოლებული ყოელ ზამთარს აქ ვატარებდი ოჯახთან ერთად.ვიცი გაგიკვირდება,შენთან არასდროს მყავს ოჯახი ნახსენები,ამიტომ მინდა ყველაფერი ერთად გითხრა.ჩემები ყველა ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ,რამდენიმე წელი მეც ქ ვიყავი,იქ დავამთავრე უნივერსიტეტი,შესაბამისად ამიტომ მოხდა,რომ 21 წლის აღმოვჩნდი აქ პირველ კურსზე,საქმეს სჭირდებოდა ასე,თორემ არც ვაპირებდი ჩაბარებას.გთხოვ,არ მინდა არასწორად გაიგო,უბრალოდ სათქმელი მათქმევინე ბოლომდე.
ჩემებმა ყველაფერი იციან შენზე,დედაჩემი პირდაპირ გაღმერთებს,მთხოვა,რომ გამეცნობინე მისთვის,მაგრამ ასე არ მინდოდა.მე მას გავაცნობ შენ თვს,როგორც ჩემი მეუღლე და მინდა ეს ცალმხრივი სურვილი არ იყოს.
არ მინდა გაცვეთიილი სიტყვები გითხრა,მაგრამ სხვანაირად ვერც გადმოვცემ.
უბრალოდ მინდა იცოდე,რომ მიყვარხარ,ყველაზე გამოუთქმელად,ყველაზე თავისუფლად.ყველაზე მეტად,ყველა ამქვეყნიურ სიამოვნებაზე მეტად.მინდა გჯეროდეს,მინდა გწამდეს,რომ ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნიხარ.ვიცი,ვიცი რომ შენთვის რთულია ყველაფერის დავიწყება,ვიცი და მეც მტკვა შენი ტკივილი,მაგრამ არ შემიძლია ამის ტარება,არ შემიძლია ბოლომდე გიყურო,თ როგორ..მოკლედ,სიცია,ვიცი რომ დიდხანს არ გიცნობ,ვიცი რომ ჯერ კიდევ ადრეა,მაგრამ მინდა..ამქვეყნად ყველაფერზე მეტად მინდა,დილით როცა გავიღვიძებ მხოლოდ შენ გხედვდე,მინდა ჩემი შვილების დედას ცისია ერქვას..შენც იცი,ბევრი მყავდა,ბევრს ვუთხარი მიყვარხართქო,მაგრამ მაგრამ არავისთვის მითქვამს ეს.შვილი ცემთვის ყველაზე წმინდაა,მინდა მან დედა მხოლოდ შენ დაგიძახოს და არა სხვას..ვიცი,შეიძლება არ დამთანხმდე,მაგრამ მინდა ცემი ცოლი გახდე,მინდა გერქვას ცისია კალანდაძე-ჯაყელი,მინდა,როცა ქუჩაში გაივლი,ყველამ იცოდეს რომ ჩემი გქვია..ვეჭვიანობ,ხო,ყველაფერზე ვეჭვიანობ,მინდა ყველას მივვვარდე დაა მოვთხოვო,მაგრამ დღემდე არ შემიძლია..ვეჭვიანობ ყველაფერზე,ყველგან,შენს ოთხზეც კი ვეჭვიანობ,რადგან იქ უფრო მეტ დროს ატარებ,ვიდნე ჩემთან.შენს მშობლებზეც კი ვეჭვიანობ,რადგან მათ უფრო მეტჯერ ეხუტები,უფრო მეტჯერ კოცნი,ვიდრე მე.. შენც კომპიუერზეც კი ვეჭვიანობ,რადგან ფრო მეტჯერ ეხები,ვიდმე მე შენ..გამაგიჟებს ეს ეწვიანობაა,თუმცა უკვე ზღვარზე ვდგავარრ..
ცის,მიყვარხარ,მართლა მიყვარხარ.ყველაზე მეტად ამქვეყნად,ყველაზე მიუწვდომლად და ყველაზე მტკივნეულად..
როგორც იქნდა დაამთავრაა,მეტი რომ გაეგრძელებინა,ალბათ მოვკვდებოდი..გული იმაზე მეტად მიცემდა,ვიდრე ამას შეჩვეული ვიყავი.საშინელი სისწაფით აყრუებდაა გარშემო ყველაფერს..სიამოვნების ისეთი ტალღა მივლიდა წამში ერთხელ რომ ცემმა სხეულმაც ვერ აიტანა და მის მკლავს ვეყრდნობოდი.ისეთი სიძლიერით ჩავეხუტე,მეთვითონ მეტკინა ყველა ძარღვი..ისეთი გრძნობით შევიგრძენი,მეთვითონ გამიკვრიდა...იმწამს ისეთი დონით ვიწამე,გულმაც ვერ გაუძლო და ღმერთი ვახსენე..
-მეც,საბა,მეც,მეც მიყვარხარ და არ მეშინია ამის თქმა,ამაზე დარწმუნებული არცერთ გრძნობაში არ ვყოფილვარ და ამისათვის მადლობას გხდი.მადლობას ყველაა იმ წამისათვისრომელიც შენ =თან ერთად გამიტარებია..მადლობა იმისათვის,რომ სითბო დამიბრუნე,მადლობა ყველა ამ სიტყვისათვის,რადგან არ ვიმსახურებ.არ შემიძლია არ გიპასუხო იგივე სიტყვებით,რადგან სხვანაირად არ შეიძლება.მიყვარხარ,რადგან შენ ეს შეძელი.რადგან ეს ჩემთვის გააკეთე.რადგან დღეს,ახალი წლის ღამეს,აქ ამომიყვანე და მთხოვე ის,რაც სულ მაშინებდა..თანახმა ვარ,რადგან ვიცი,რომ თავისუფალი ვარ.თანახმა ვარ,რადგან შენთან ვიწამე უფლის..ვამბობ კის იმის ხარჯზე,რომ რწმენა დამიბრუნე,რწმენა უფლის და რწმენა სასწაულის,რომელსაც საბა ქვია.
შენ ხარ ჩემი პირადი სასწაული,შენ,რომელსაც თითქმის არ გიცნობ,მაგამ ყველაზე ახლობელი ხარ..
მეტის თქმა აღარ შემეძლო,ემოციებმა იმდენად ამიტანა,ხმასაც კი ვერ ვიმორჩილებდი...
იმ წამს,როცა მისი ტუჩემის თბილი შეხება ვიგრძენი კისერზე,გარეთ ფეიერვერკების ხმა გაისმა,მაგრამ ჩემს სმენას მეტჯერ აღარ მიწვდა..
ღამის ჩუმ სიმშვიდეს ჰარმონიულად ერწყმოდა სიყვარულის ყველაზე ტკბილი სონატა...
ყველაზე ტკბილად ვიგრძენი მისი ყველა შეხება შიშველ სხეულზე.
საოცრად ნაზი მოძრაობა თითოეულ ნაკვთზე..
დიახ,შემიყვარდა,ყველაზე გულწრფელად..ყველაზე წარმოუდგენლად..
მან მე მაგრძნობინა ის,რისთვისაც ყველა ადამიანი ევლინება დედამიწას,თავისუფლება..
ჩემი თავის უფლება მასწავლა..მასთან ერთად..
ახლა,როცა ზუსტად ვიცი,თუ რა არის იყო ბედნიერი,ბედნიერი ყველა გაგებით,მე მას მადლობას ვუხდი და დამეთანხმეთ,ის ამას იმსახურებს..
რადგან მან შეძლო ჩემი გაყინული სული თავისუფლებამდე გაელღო..
________________________________________________________

დასასრული




ჰეი,ისევ მოგესალმებით..
ახალი ისტორიით,მაგრამ ძველი გრძნობებით..
ვიცი,ისევ უკმარისობისა და უკმაყოფილების გრძნობა აღგიძვრებათ,და არც შეგეწინააღმდეგებით,რადგან თქვენს ადგილზე მეც ასე ვიქნებოდი,ვიცი რომ სიუჟეტი სწრააფად განვითარდებოდა,რომ სხვაგვარადაც შეიძლებოდა..
მაგრამ..მინდა გითხრათ ერთი რამ..ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამისთვის ვწერ,რომ გარწმუნოთ,რომ დაგეხმაროთ მიხვდეთ,თუ რამხელა სასწაულია,როცა გრძნობ,რომ სიყვარულისაგან გული გიცემს..
დამიჯერეთ,ჩემთვის რთულია,გადოვცე ემოცია,რომელიც მე არ განმიცდია..
რთულია ყველაზე ურწმუნომ დაგანახოდ ის,რაც მეც კიარ დამინახავს ჯერ..
მაგრამ არვიცი..ალბათ გამიგებთ..
უბრალოდ მაინტერესებს,ღიირს რომ გავაგრძელო ან დავიწყო ახალი??
თქვენი აზრი ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევს ხოლმე,,
მადლობა წინასწარ.
სიყვარულით და დიდი პატივისცემით ავტორიი.
ანასტასია.



№1  offline წევრი tamooo

ძალიან კარგია მართლა ძნელიაა გადმისცე ის გრძნობა რაც არ გაგიცდია მაგრამ შენ ეს შეძელი თან ძალიან კარგად..მაგარია მომეწონა მართლა ახალს ველოდებიი

 


№2  offline წევრი migro

ძალიააან ძალიაან მომეწონააა ..ველოდები შენს ახალ ისტორიასს love

 


№3  offline წევრი del rey

albat "hey you"s usmendi :3 :D *-*

 


№4  offline წევრი khatia khatia

Kარგი იყო ❤მართლა ძაან მომეწონა მალადეც❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent