შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ არა პარადოXი .. 1


14-04-2015, 14:57
ავტორი sopia
ნანახია 1 595

საშინლად არ მიყვარს გასვენებები.. მაგრამ იძულებული გავხდი ან :"გამხადეს" რომ წავსულიყავი
-ნინა ვიცი რო არ გიყვარს, მაგრამ ელემენტარული პატივისცემაა ,თუ არ წამოხვალ ესეიგი გამოდის რომ პატივს არ მცემ, ბოლოს და ბოლოს ბიძა გარდამეცვალა..
-კარგი ხო დედა ვდგები ოღონდ ნუ გადამაყოლებ და თუ გინდა სულ ჩავყვები -დედაჩემმა ხელი აიქნია იმის ნიშნად რომ "ვერ ხარ შენო“ და თავის ოთახში გაფლატუნდა, მეც ზოზინით წამოვყავი თავი მოვწესრიგდი,მისაღებში გავედი სადაც ფეხის ბაკუნით მელოდა საყვარელი დედიკო..
-ნუ მიყურებ ეგრე ლიკა და დაიჯერე რომ მოვდივარ
-კარგი წამოდი მალე დაგვაგვიანდა
ლიკამ პალტო მოიცვა და კარებში გავარდა. მეც უკან მივყევი და როგორც ყოველთვის ყურსასმენი გავირჭე და წინ მოვკალათდი მანქანაში.. გულს მხოლოდ ის მიხარებდა რომ მივდიოდი იმ ადგილას სადაც ყოველთვის სიხარულით მივდივარ და ადგილი რომელიც მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულია ჩემთვის, ვერცერთი პარიზი, მილანი და ბრაზილია ვერ შემიცვლის წყნეთს… გაგეცინათ? რა ვქნა მე ასეთი ვარ თან იქ სულ სხვანაირად ვგრზნობ თავს.. ყველა ფიქრი ერთად მოდის… შეიძლება ითქვას რომ. რომანტიკოსი ვარ რაღაც დოზით. განსაკუთრებით მაშინ როდესაც რამე ფილმს ვუყურებ და ბოლოში happy end-ით მთავრდება, მაგრამ თუ happy end არ არის მაშინ იქ ოოო .. ჩემ ღიმილს ვერ ეიღრსებით ორი დღე მაინც.. ანუ ზეგამდე მოღუშულმა უნდა ვიარო, გუშინდელი ფილმის დამსახურებით.. თან ვკიდე ცუდი ჩვევა ის მაქვს რომ ფილმზე ფიქრები მეკვიატება, შემიძლია მთელი დღე ნანახ ფილმზე ვიფიქრო. განსაკუთრებით მაშინ როცა ფილმს ჰეფი ენდი არ აქვს.. ახლაც ვიჯექი მანქანაში და აკვიატებულ ფიქრებს მომაბეზრებლად ვუსმენდი.. როგორც იქნა მივაღწიეთ წყნეთის გზას და უცნაყრად ავცმუკუნდი… ჩემი ჰაერი, ჩემი სახლები, ჩემი ტყე .. გამეიღმა საყვარელი გარემოს დანახვაზე .. არ იფიქროთ რომ ხშირად დავდივარ აქ მაგრამ როდესაც არ უნდა მკითხოთ რა გინდა ახლა ყველაზე მეტად აუცილებლად გიპასუხებთ რომ წყნეთზე მეტად არაფერი მინდა.. როგორც იქნა მივაღწიეთ აწ გარდაცვალებული ბატონი კონსტანტინეს სახლთან (ღმერთმა ნათელში ამყოფოს) და კიბეებიდანვე მომესმა ყრუ გოდების ხმა. ოხ როგორ მეზარება ახლა ათასი ნათევაისათვის ლოყის მიშვერა და კომენტარები იმის შესხებ რომ "უი დედა, ეს რამხელა გოგო გავზრდილვარ", "როგორ დავქალებულვარ", "როგორ ახსოვთ ტიტლიკანა რომ დავებოდი", მაგამ დედის გამო რას არ გააკეთებ მოკლედ.. კარებში ვიყავი უკვე ლიკა რომ მომიტრიალდა და სერუოზული სახით მითხრა
- ეხლა ცხენივით ჭიხვინი და სიცილი არ დაიწყო იქ. დაასერიოზულე სახე და რომ შეხვალ მიცვალებულს კრუგი უნდა შემოუარო და ყველას უნდა მიუსამძიმრო.
-დედა მსგავს რეპლიკებს თუ გააგრძელებ , ნამდვილად დავიწყებ ცხენივით ჭიხვინს.
გვერდი ავუარე და სერიოზული სახით შევედი. ის სიმართლე რომ გაგიმხილოთ, რომ არა გუშინდელი ფილმი, ალბათ მართლა დავიწყებდი ცხენივით ჭიხვინს.. აი მიზეზი ნომერი 1 რატომ არ მიყვარს გასვენებები, რადგან ბევრჯერ შევრცხვი ზემოთ ხსენებული ცხენივით ჭიხვინის გამო, მტყუანი კი არაა ნინა იცის ჩემი ამბავი.. მისამძიმრებას რომ მოვრჩი ლიკამ თითი დამიქნია გამოდიო და გვერდითა ოთახში შემიყვანა. აქ კი ნამდვილად ვიფიქრე რომ ჩემს ლოყას ბოლოჯერ ვგრზნობდი.. იმდენი ქალები იყვნენ დაბნეული ვაცეცებდი თვალებს და კულტურის გამო ვიღიმოდი.. ბოლოს როგორც იქნა მორჩნენ ზემოთ ხსენებულ კომენტარებს და ისევ თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ, ახლა კი მიზეზი 2.. ვერ ვოტან ჭორიკაა ქალებს რომლებიც ზიან, ჭორაობენ და იცინიან როდესაც გვერდით ოთახში მიცვალებული ასვენია, მერე რა რომ 102 წლის იყო მერე რა ადამიანია ისიც.. ნუ ადამიანი იყო რა. ჩემთვის დავჯექი და გავისუსე ვცდილობდი მათი უაზრო დიალოგესათვის არ მომესმინა.. ცოტა ხანში ფიქრებმა წამოღო ფილმზე.. ლიკას ხმამ გამიმაფხიზლა
-ადექი გოგო უნდა გაასვენონ კაცი
მეც გიჟივით პოსტზე წამოვხტი ვითომ მე უნდა გამესვენებიმა საწყალი.. ახლა კი მიზეზი ნომერი 3.. ეგრედ წიდებული ქელეხი.. რა დროს ჭამა და სმაა ადამიანი ჩადე მიწაში.. რა თქმა უნდა პირი არაფერს დავაკარე.. მეხვეწებოდნენ ჭამე რა წიხლი გვიკარიო მაგრამ მე მაინც სასტიკ უარზე ვიდექი.. როგორც იქნა ხალხიც დაიშალა და ვიფიქრე მეშველათქო მაგრამ შენც არ მომიკვდე.. ლიკა მომისკუპდა ლაქუცა სახით, ეგრე მაშინ მიყურებს როცა რამე უნდა შემომაპაროს
-ნინა კოტეს სახლში უნდა ავიდეთ მოსაწესრიგებელია ყველაფერი, თან გოგოებიც მოდიან და მალე მივრჩებით ყველაფერს.
სულ მოსაწესრიგებლად ადიხართ თქაენმა მზემ,ალბათ ვინმეს გაოჭრვა ვერ მოასწარით..დავგესლე ფიქრებში ნინა
-ხოდა სხვები მიხედავენ, მე სახლში მინდა
ვიღაც ფუმფულა ქალი მოგვიახლოვდა ზედმეტად გადაპრანჭული გასვენებისათვის, სავარაუდოდ ნათესავი რომელიც ღრმა ბავშვობის მერე არ მინახავს
-ნინა წამოდი რა. ლიკა დახმარება გვჭირდება. მივალაგებთ საწყალი მამჩემის სახლს თორემ ისე ხო არ დავტოვებთ
აჰა ესეც გაირკვა ანუ ეს ქალი ნინას ბიძაშვილია, რაღაც არ ეტყობა მამის სიკვდილს განიცდიდეს, წითელი პომადა ყველაზე შესაფერის დროს წაუდღაბნია.. ირონია არ დავაკელი ფიქრებს.. ნუ სხვა რა გზა მქონდა მორჩილად დავადექი მანქანისაკენ გზას. ყურსასმენი ვერ გავიკეთე რადგან ყველა ლიკას მანქანაში ჩაეკვეხა და მეც მომერიდა ბოლოს და ბოლოს მგლოვიარე მეჯდა წითელი პომადითურთ.. სახლამდე მივაღწიეთ და კიბეებს ქოთქოთით აუყვა 5 ქალი მე კი დასჯილი ბავშვივით უკან მივყვებოდი.. სახლში შევევდი თუ არა პირველი კითხვა იყო ყავას ვინ დალევდა და აი ოქ მივხვდი რომ ნერვებს უნდა გავფრთხილებოდი
- ლიკა წავალ მე გავისეირნებ
- ნინა სად მიდიხარ? არ დაიკარგო
- რავი ლიკა 23 წლის ვხდები
- კარგი თბიად ჩაიცვი
- რავი ლიკა მზე ანათებს
- მერე რას გაუგებ ამ მარტს
ხმა აღარ გამიცია ისე ჩავირბინე კიბეები .. ახლა წყნეთში ვარ და გარეთ ვსეინობ და ახლა რომ გეკითხათ რა გინდა ყველაზე მეტადო? რადგან რაც მინდა ყოველთვის ყველაზე მეტად და ამ ეტაპისთვის ჩემი სურვილი მიღწეულია აუცილებად გეტყოდით დამტოვეთ მარტო ჩემს წყნეთთან ერთად.. წყნეთის ჰაერმა ისევ წამართვა ფიქრები და ისევ გუშინდელმა ფილმზე ფიქრმა გამიტაცა .. თანაც როგორ მიყვარს მუსიკა და ფიქრი..



****
თავჩახრილი მივდიოდი და გამოვარკვიე რომ ასფალტის მაგივარად უკვე ბალხზე მივაბოტებდი.. გიჟივით წამოვყავი თავი და შეცბუნებულმა თვალები ავახამხე.. ღმერთო ახლა მიშველე და აღარასოდეს არ ვუყურებ ფილმს.. შეშინებულმა დავატრიალე თვალები და გარემოს მოვავლე თვალი.. გამქრალიყო მზე და მის ნაცვლად ბურუსს დაესადგურებინდა თანაც ისე რომ ხეების ფესვებიდან ხოლოდ ერთი მეტრიღა სჩანდა, ოდნავ თუ აღწევდა სინათლე..
-ლიკა შენ რაღა გეტაკა ერთი არ უმდა დამირეკო ??
შეშინებულმა ამოვიბუზღუნე და ტელეფონს ბლოკი მოვხსენი
-ეხლა მართლა დამერხა
ტელეფონს მიღება არ ჰქონდა, არც ის მახსოვდა საიდან მოვედი და საით უნდა წავსულიყავი თანაც არაფერი არ ჩანდა.. ტელეფონს ხელი დავსტაცე და ღმმადლო მოვიუხადე რომ 112ში დასარეკად ტელეონს მიღება არ სიჭრდება. ოპერათორის "112 გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ" და ჩემი ტელეფონის ბატარეის გათიშვა ერთი იყო.. ნერვიულობისაგან კანკალი დამეწყო. არ ვიცოდი რა მექნა, ერთ ადგილას გახევებული ვიდექი და საით წავსულიყავი არ ვიცოდი, ბოლო მარცხნივ შევტრიალდი და პირდაპირ წავედი, გული ძალიან ცუდს მიგრზნობდა, ეს არ იყო შიში, ასე მეგონა ვიღაც მითვალთვალებდა.. ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი და უცებ მანქანის ნავალს წავაყდი. სიხარულისგან გულმა 100ჯერ სწრაფად დაიწყო ძგერა მაგრამ 6გრზნობა ანუ ინტუიცია იმავეს მკარნახობდა.. ტელეფონი მეჭირა და ვცდილობდი როგორმე ჩამერთო მაგრამ ყოველი მცდელობა ამაო გამოდგა. უცებ შორი-ახლოს სახლის სახურავი დავლანდე და სირბილით გავიქეცი. იქნებ ვინმე ყოფილიყო და დახმარება მეთხოვა.. სირბილით გავიქეცი ჭიშკრისკენ და ალბათ 9 მეტრი იქნებოდა კარამდე რომ ზურგ უკან ალბათ 5 მეტრში ხშირი და ღრმა სუნთქვა გავიგონე .. ეს არ იყო ადანიანი, არც ცხოველი. კანკალმა ამიტანა და შებრუნებას ვერ ვბედავდი მაგრამ ცნობის მოყვარეობამ მძლია და ნელა შევტრიალდი.. ნანახმა მომლოდინს გადააჭარბა ეს იმაზე საზარელი იყო ვიდრე მე წარმომედგინდა. ჩემი სიმაღლის მგელი რომელსაც მუქი შიმდისფერი სერ ფერში გარეული ბეწვი ჰქონდა, ზემოდან დამყურებდა დამშეული თვალებით და სულაც არ ჩქარობდა ცემს შეჭმას ალბათ ჯერ მაწვალებდა გულს გამიხეთქავდა და მერე შემჭამდა, აზრზე რომ მოვედი რა ხდებოდა მთელი ხმით დავიწყე კივილი, მაგრამ რომ მივხვდი რომ ამით უფრო გავაღიზიანებდი, უკუსვლით წავედი სახლისკენ, ისიც ფეხდაფეხ აუღელვებლად მომყვებოდა. თვალიდან ცრემლი ტალღებივით მოდიოდა. სახლის ჭიშკარს ავეკარი და ხელის მაღლა შეუმჩნევლად აწევა ვცადე რომ ზარი დამერეკა, ვიცოდი სახლში ვინმე რომც ყოფილიყო მაინც ვერ მომისწრებდნენ. თითქოს მგელმა იგრზნო ჩემი განზრახვა და მისი ყმუილი და ჩემს უკან კარის გამოგლეჯვა ერთი იყო. ვერ გავაცნობიარე როგორ ჩამავლეს ხელი და როგორ გამარბენინა ვიაღცამ მთელი ეზო თავქუდმოგლეჯილი. ავტოფარეხი ვიცანი და შემდეგ გავაცნობიერე, როგორ გიჟივით ხურავდა მამაკაცი ავტოფარეხის კარებს. ურდულის გადატრიალება და კარზე მძიმე სხეულის მოხეთქება ერთი იყო, მამაკაცი სირბილით გამოიქცა ხელი ჩამავლო და მეორე კარისკენ გიჟივით გამაქცია, მხოლოდ მაშინ გამიშვა ხელი როდესაც დიდ ჰოლში ამოვყავი თავი და დიდი კარებიაკენ ისე სწრფფად გაიქცა რომ ვერ მივხვდი ხელი როდის გამიშვა.. კარებს გიჟივით მიეჯახა და ურული უნდა გადაეკეტა როდესაც მეორე მხრიდან მძიმე რაღაც მოასკდა კარს, მაშინვე მისწვდა ჩემს თვალთა ხედვას მუქი შინდისფერი ბეწვი "კი მაგრამ როგორ გადმოხტა გალავანი 10 მეტრი მაინც იქნებოდა , გიჟივიტ გავიქეცი კარისკენ და მთელი ძალით შევასკდი კარს. მამაკაცმაც დრო იხელთა მთელი ძალით მიაწვა კარს და ურდული გადაკეტა. გამეცინა ეს ურდული ამხელა რაღაცას რას შეაჩერებსთქო და თითქოს მამაკაცმა ჩემი ფიქრები წაიკითხა და კაართან ჩაიმულა .. 15 საკეტის მერე აღარ დამითვლია რამდენი საკეტი გადაკეტა. მე დადუმებული და გაოცებული ვიდექი ვერ ვინძრეოდი. მამაკაცი ფეხზე წამოხტა. ფანჯრებზე დიდი რკინის გისოსები ჩამოუშვა და დიდი ბიქლომებით გადარაზა ზემოდან ჟალუზები გადმოუშვა შემდეგ ღია შინდისფერი ფარდები და შემდეგ კი ისეთი სქელი მუქი შინდისფერი ფარდები რომ ერთი მზის სხივიც კი ვერ გაბედავდა მასში გაპარვას. მამაკაცს სახეზე ფერი არ ედო აქეთ იქეთ დარბოდა და სახლს რაც შეიძლება სანდოდ რაზავდა "ამას მგონი ჩემზე მეტად შეეშიმდა".შეშინებულსაც კი სიცილი ამიტყდა .. მამაკაცმა კი ისეტი მკაცრი მზერა მრტყოცნა იქვე მივეყინე ადგილს და უმალ ვინანე ჩემი საქცილი
-დიდ ხან აპირებ აქ დგომას დროზე მომეხმარე დიდი დრო არ გვაქვს.. დიდი კიბეებისაკენ. გაიქცა და აზრზე მოსული მეც უკან ავედევნე.. მეორე სართულმა გამაოცა.. უმეტესად ოქროსფერი ჭარბობდა, უსე მდიდრულად იყო სახლი მორთული თავი სახლმუზეუმში მეგონა, მამაკაცს მივსდევდი ფეხდაფეხ რომელიც დაბნეული დარბოდა ხელში უამრავი ტანსაცმელი მომაჩეჩა, მიბრძანა ქვემოთ ჩამეტანა და უკან ავბრუნებულიყავი. ახლა პლედები და ბალიშები მომაჩეჩა და ისევ ქვემოთ ჩამატანინა, მე კი უსიტყვოდ ვასრულებდი ბრზძანებას.. თითქმის მთელი მეორე სართული ჩამატანინა პირველზე. ბოლოს ანერვიულებული დაუყვა მეორე სართულის ჰოლს და კიბეებისკენ მიბიძგა ზემოდან მეხუთე კიბეზე შეჩერდა, თითქოს რაღაც დაავიწყდა. ზემოთა საფეხურზე დააპირა ფეხის გადადგმა როდესაც მეორე სართულიდან ფანჯრის მსხვრევის ხმა გავიგონე. . მამაკცმა გაფითრებულმა შემომხედა და ბოლო ხმაზე იყვირა
-ჩადი დროზე კიბეებზე-მის აღშფოთებულმა და აფორიაქებუმლმა სახემ უარესად შემაშინა და მეც დაბნეულმა ჩავირბინე 20მდე საფეხური და ქვემოდან მივაჩერდი მამაკაცს რომელიც მეორე სარულის ასასვლელს რკინის დიდი დარაბით რაზავდა . დაველოდე მის შემდეგ რეაქციას და დავინახე როგორ ჩამოჯდა დაახლოებიტ მეშვიდე კიბეზე..
- რა რიცხვია დღეს?
დაიღრიალა ბოლო ხმაზე, მეც შეშიმებული უარრესად შევშინდი და დამფრთხალმა ამოვიკნავლე
-4მარტი
მამაკაცმა მუშტი მიედო შუბლზე და კიბეებზე დამჯდარი აქეთ იქეთ ქანაობდა. ხელები დასჭიმვოდა და სახე საოცრად გამკაცრებიდა
-2014 წლის 4მარტი
მამაკცმა დღევანდელი თარიღი დაასახელა და სიმწრით ჩაიცინა
- ამის დედა მოვ* **ნ სად შემეშალა?? ფუ ამის..


****
მოგესალმებით ხალხო ახალი მომხმარებელი.. ისტორიის დაწერა გადავწყვიტე და მაინტერესებს თქვენი აზრი გავაგრძელო თუ შევწყვიტო ?



№1  offline წევრი coco girl

კარგი ხაარ! :D რათქმაუნდა უნდა გააგრძელო. რაღაც ძალიან დავინტერესდი :D ველი შემდეგ თავს! <3

 


№2  offline წევრი tamooo

vaa aq raxdebaa es raari?? magaria malee dade dzaan davintrresdii

vaa aq raxdebaa es raari?? magaria malee dade dzaan davintrresdii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent