სარა !
-რაგჭირს! -არაფერი! -ვის ატყუებ?მეე? -არა,არ ვტყუი -მითხარი რა მოგდის სარა -არაფერი,უკვე გითხარი -შენ არაფერი გითქვამს -გითხარი რომ არაფერი არ მჭირს -ისევ? -რა ისევ ? -ისევ გიყვარს? -ვინ? -თავს ნუ ისულელებ სარა. -მიყვარს?...მიყვარს ჰო მიყვარს ...იმაზე მეტად ვიდრე მაშინ,უსასრულოდ მეყვარება,მაშინაც კი ,როცა გულზე მიწას დამაყრიან -ამდენი ხნის შემდეგ? -დრო არაფერს კურნავს საერთოდ არაფერს,და მითუმეტეს სიყვარულს ვერ გააქრობს! -სარა უკვე 15 წელი გავიდა,ეს საკმარისად დიდი დროა -სიყვარულისთვის 15 წელი კიარა 15 წელიც კი არაფერია -სარა... იცი რაღაც უნდა გითხრა -.....(სიჩუმე) -დაბრუნდა! სარა გაქვავდა,უხმოდ იჯდა,ისევ სიჩუმე -სარა არმისმენ? სარა ისევ ისე ზის გაუნძრევლად -მიპასუხე,სარა ხომ კარგად ხარ ? -როდის? მხოლოდ ბაგეებს ხსნის სხვა არანაირი ემოცია -რა როდის? -როდის დაბრუნდა? -არვიცი, მე არც მინახავს...დაბრუნდაო ამბობენ ისევ სიჩუმე ჩამოწვა სარა ისევ დუმს -სარა! გინდა ძველი დრო გავიხსენოთ? -ძალიან! ობოლი ცრემლი გზას იკვლევს სარას სახეზე -ის დღე გახსოვს სიყვარული რომ აგიხსნა? ზუსტად 14 თებერვალი იყო სუსხიანი დღე -მახსოვს -გახსოვს როგორი ბედნიერი იყავი? ისე რა ორიგინალური იყო არა ?ძალიან განსხვავებული და სხვანაირი იყო -მენატრება უკვე სახე სულ სველი აქვს მლაშე სითხით -ის გახსოვს ? შენი დაბადებისდღე რომ იყო,მთელი დღე რომ არსად ჩანდა შენ კიდევ დაიძახოდი არ გაპატიებ ამასო, მთელი დღე რომ ცუდ ხასიათზე იყავი და ღამე რომ გეძინა გული რომ გაგიხეთქა ფანჯრიდან რომ შემოვიდა შენს ოთახში.იმ დღეს დედამისი გარდაიცვალა და მაგიტომ რომ ვერ მოახერხა შენთან მოსვლა მაშინ არც მოვილური იყო იმდენად პოპულარული,ეგ კიარა მგონი მხოლოდ სამ კაცს თუ ექნებოდა ამიტომ ვერ შეგატყობინა თან არც უნდოდა რომ დაბადებისდღე ჩაეშხამებინა იცოდა როგორ გიყვარდა დედამისი.ზუსტად თორმეტს აკლდა ცხრა წუთი ოთახში რომ შემოიპარა რომ თორმეტის შეარულებამდე მოელოცა. დედა მოუკვდა მაგრამ მაინც შენზე ფიქრობდა.მაშინ შენ 15 წლის გახდი გახსოვს ?მეორე დღე რა საშინელება იყო ? ქალბატონი რუსუდანის პანაშვიდზე ვერ მიდიოდი მასზე გიჟდებოდი დედასავით გიყვარდა და იმდენად ვერ ეგუებოდი მის სიკვდილს რომ იმ დღეებში გეგაც მიატოვე,მასთან ვერ მიდიოდი რადგან ვერ შეძლებდი უსულოდ მწოლიარე რუსუდანისთვის გეყურებინა,მაგრამ გეგა....გეგა არ გიბრაზდებოდა გიგებდა , რადგან სიგიჟემდე უყვარდი...უსასრულოდ უყვარდი სარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.