შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინაკა (თავი პირველი)


14-04-2015, 16:39
ავტორი Imereli
ნანახია 2 512

***
იწვოდა ქალაქი და იწვოდა ხალხი. ასფალტს რამის ცეცხლი მოკიდებოდა ისე გადახუნებულიყო მზისგან, ამას მანქანების გამონაბოლქვი და აუტანელი ხმაურიც ემატებოდა. მოკლედ, თბილისში გაჩერება უკვე აღარავის შეეძლო. შუა დღის პლეხანოვზე აქა-იქ, კანტი-კუნტად თუ ჩაივლიდა რამდენიმე ადამაინი თუმცა ისინიც მალე მიიმალებოდნენ სადმე ჩრდილში.
მუშაობა არ იყო, მაღაზიებისთვის ვის ეცალა გაქანებულ 37 გრადუსში. 14 ივლისი იყო, მაღაზიები ადრე დახურეს და ქუჩაც მიწყნარდა. საღამოს ისეთი ქარი ამოვარდა წაგიღებდა. გარეთ გასვლა აღარც კი შეიძლებოდა.


***
-რანაირი ამინდია! ნერვებს მოგიშლის! სად გავიდე ახლა!-ბრაზობდა და ბოლთას სცემდა ოთახში-არა რა! ამინდის არევა იქნებოდა ახლა?! ბედი რო არ გექნება არაფერში!


***
ამინდი აირია! მზე ღრუბელმა შეცვალა და იჭექა კიდევაც! კოკისპირული წვიმა იყო! ასფალტს ესიამოვნა კიდეც ამ გახუნებულ „ტანზე“ წვიმის გრილი წვეთები და თბილისი სრულიად დასველდა! დასველდა ისე როგორც შემოდგომის კოკისპირულ წვიმაში ლამაზ კაბაში ჩაცმული გოგო! თუმცა ახლა არც შემოდგომა იყო და არც ლამაზი კაბისთვის ცხელოდა ვინმეს! დაცარიელებულ პლეხანოვზე აქა-იქ, კანტი-კუნტად გაივლიდა მანქანა და სველ ასფალტზე თავის ნაკვალევს ტოვებდა.


***
-აუ ნახე ამინდი როგორ აირია!-სიგარეტს მოუკიდა და მეგობარს გახედა-არადა სინოფტიკოსებს რო კითხო მაგარი დაწობილი ზაფხული იქნებაო-ჩაიცინა და ფანჯარა გამოაღო.
მიწას ოხშივარი ასდიოდა, დაბერილ ნესტოებს ესიამოვნა მიწის სუნი და ნელა გამოუშვა სიგარეტის კვამლი! სახეზე წვიმის წვეთიც მოხვდა და უნებურად გაებადრა სახე. ნელ-ნელა ფიქრებში გადაეშვა, თუმცა მალევე გამოაფხიზლა კარებზე კაკუნმა.
-ღმერთო ჩემო როგორი ამინდია!-სახლში შემოვარდა გოგო და ვარდისფერი საწვიმარი გვერძე მოისროლა.-ბიჭებს გაუმარჯოს!-გადაიკისკისა და ოთახში შევარდა.
-მოგკლავ ანა!-მისაღებში შემოვარდა ქალი და სველ საწვიამრს დასტაცა ხელი.
ბექამ მეგობარს გახედა რომელიც ღია ფანჯარასთან ნელა აბოლებდა სიგარეტს თან სახეზე რაღაცნაირი ღიმილი დასთამაშებდა.
-ამან სულ გარეკა!-წაუშტვინა თავისთვის და ბიჭს ფანჯარა დაუკეტა.
-რა გინდა?!-გაბრაზდა და ისევ გამოაღო ფანჯარა.
-შენ გაცივდები თორე მე რა!-ხელი აიქნია ბიჭმა და ტელევიზორის გადამრთველს დასწვდა.
იქუხა, და წვიმამ უფრო დასცხო. სინათლე გაითიშა, მთელს სახლში, მთელ კორპუსში და მთელ ქუჩაზე.
-დავიჯერო მეცხრე ბლოკი გაითიშა?!-გადაიხარხარა ბიჭმა, ფანჯარა დაკეტა და ძმაკაცს გვერდით მიუჯდა.
-არადა ფეხბურთი იწყებოდა-დანანებით წარმოთქვა ბიჭმა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.
-რა დროს ფეხბურთია, იქცევა ქვეყანა!-ხელი ჩაიქნია ბიჭმა და ისევ ფეხზე წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარა გამოაღო. ბექას რეაქცია არ ქონია, უბრალოდ ცივმა ნიავმა დაკრა და უხერხულად მოიჭმუხნა.
-ლია გავედი მე!-გასძახა დედას, ბექას ხელი დასტაცა და გარეთ გავარდა.
-გაგიჟდი შენ?-შავი მაისური წამოიფარა თავზე ბექამ და ისე მიირბინა მანქანასთან-სად მოგყავარ ერთი ამ თავსხმა წვიმაში?
-ჩაჯექი რა!-მანქანის კარი გაუღო და სიგარეტს მოუკიდა.
-მოკვდები მაგდენი სიგარეტით შენ!
-შენც ახლა არ ნერვიულობდე რა!-ფანჯარა ჩამოწია და მანქანა დაძრა.


***
-სად ხარ?-ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო გოგომ საუბარი.
-აუ ლენკ, მაგარი ცუდი ამინდია ვერ გამოვალ!-შეწუხდა ესეც.
-რა? სულ გაგიჟდი?შანსი არაა! იცოდე შენ თუ არ მოხვალ დაბადების დღეს ვაფშე არ გადავიხდი!
-კაი ხო მოვახერხებ რამეს!-ამოიბუზღუნა და ტელეფონი გათიშა! იცოდა ლენკა ამის გამკეთებელი რომ იყო, სასწრაფოდ მოემზადა და გარეთ გავარდა.

***
-მე აქ დამტოვე!-ხელი ჩიხისკენ გაიშვირა ბექამ.
-მანდ რა გინდა?-დაბნეულმა გახედა ძმაკაცს.
-საქმეზე-ეშმაკურად გაეცინა ბექას.
-მოკითხვა საქმეს!-ნელა გააჩერა მანქანას და მეგობარს ხელი აუწია.
ეს ის საქმე იყო, მარტო რამდენიმემ რო იცოდა. საძმაკაცოში და სანათესაოში ამ „საქმეს“ ბანი დაედო და იმის შემდეგ ხმას აღარავინ იღებდა. ეს ის „საქმე“ იყო რამის მთელი თბილისი რო დასდევდა. მაგრამ ეს „საქმე“ მხოლოდ „რჩეულებისთვის“ იყო.


***
-ეს ტაქსი სადღა წაეთრა!-ადგილზე ცქმუტავდა და ბრაზობდა. დაახლოებით 15 წუთი უცადა ტაქსს ხის ძირში სადაც ასე თუ ისე კოკისპირული წვიმა არ ჩამოდიოდა. მერე დაიღალა და ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა დააპირა, იქნებ სამარშუტო ტაქსს მაინც გაჰყოლოდა.
აჩქარებული გადარბოდა გზაზე, მოსახვევში მანქანა რომ გამოჩნა, უკვე ხვდებოდა რომ მისი საქმე კარგად არ წავიდოდა და თვალები მოსალოდნელი ტკივილისგან დახუჭა. „ღმერთო შენ მიშველეო“-მხოლოდ ამის გაფიქრებაღა მოასწრო. თუმცა ტკივილი ვერ იგრძნო. ზუსტად მის წინ დაამუხრუჭა მანქანამ!
-ჰეი ახალგაზრდავ თვალებში ვერ იყურები?!-ბრაზისგან სულ გაწითლდა გოგო და ხელები გაშალა.
-შენ გადარბოდი გზაზე-მანქანიდან თავზე კაპიშონ გადმოფარებული ბიჭი გადმოვიდა.
-როგორ გეკადრებათ!-დასჭექა გოგონამ. მერე მიხვდა ამ ადამიანთან ლაპარაკს აზრი რომ არ ქონდა და ისევ ჩვეულ პოზას დაუბრუნდა ოღონდ ქუჩის მეორე მხარეს.
-წამოდი გაგიყვან!-კაპიშონი შეისწორა ბიჭმა.
-არა მადლობთ!-უკმეხად უპასუხა და შებრუნდა.
-ხვეწნა დაგიწყო?-ირონიულად გამოუვიდა ბიჭს.
-არ შეგაუხებთ!
-არ შევწუხდები-გაუღიმა ბიჭმა და მანქანის კარი გაუღო. გოგონაც მოხერხებულად ჩაჯდა მანქანაში და დასველებული თმები უკან გააიყარა.
-გიჟი ზაფხულია-ჩაილაპარაკა ბიჭმა, ფანჯარა ჩამოსწია და სიგარეტი გააბოლა.
-ჩვენ სინოფტიკოსებს რო კითხო მაგარი დაწყობილი ზაფხული იქნებაო-ბიჭს გაეცინა ნაცნობი ფრაზის გაგონებაზე.
-აკაკი, კაკი-გაუცინა ბიჭმა და მარჯვენა ხელი გაუწოდა.
-ნინაკა, -ხელი ჩამოართვა გოგომაც.
-ნინაკა თუ ნინკა??-ოდნავ გაოცებული დარჩა ბიჭი.
-ყველა ადამიანში გაოცებას იწვევს ჩემი სახელი-გაეცინა გოგოს-არც შენ არ ხარ გამონაკლისი, სინამდვილეში ნინი მქვია, ნინაკა კი დაქალმა შემარქვა, უნდოდა რამე არაორდინალური და გამორჩეული მრქმეოდა და ასე შემრჩა სახელი ნინაკა.
-გამორჩეული და არაორდინალური სახელი ხო?-ჩაფიქრდა ბიჭი-მაშინ მე ნუნეს შეგარქმევ.
-ნუნე არა ნაზიბროლა-გაიფიქრა გოგომ თუმცა სახეზე მაინც არაფერი არ გამოხატვია.
-სად გაგიყვანო?-მიუბრუნდა ბიჭი.
-ფილარმონიასთან, „დეჟა-ვუში“
-ნახვამდის-გაუღიმა გოგონამ და ლამაზად მოკეტა კარები.


***
თბილისში ისევ გადაუღებლად წვიმდა.. ისევ სველდებოდა ტანგაცრეცილი ასფალტი. აქა-იქ, კანტი-კუნტად თუ გაივლიდა სადმე მანქანა რომელიც საკუთარ კვალს ტოვებდა. შემოდგომის წვიმაში დასველებულ ლამაზკაბიან გოგონას გავდა თბილისი! თუმცა დამერწმუნეთ, მაშინ არც შემოდგომა არ ყოფილა და არც ლამაზი კაბისთვის ცხელოდა ვინემს. უბრალოდ წვიმდა გადაუღებლად, ბოლომდე იცლებოდა ცა! და ვინ იცის რამდენ რამეს იტევდა ეს გატანჯული, უკვე ნაცრისფერი ცა!
-ისე სადმე არ წავიდეთ ამ ზაფხულს?!-კითხა ძმაკაცმა და წინ ლუდი დაუდო.
-ჰა? რა მითხარი?-უცებ გამოერკვა ფიქრებიდან.
-წავიდეთ სადმეთქო! ხო გესმის. ბათუმი, ბულვარი, პლაჟი, სასმელი და გოგოები-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ნიკუშას.
-არ ვიცი! არ ვიცი!-ლუდი მოსვა.
-ისე ბექა სად არის?
-საქმეზე-მრავლისმეტყველად ჩაილაპარაკა.
-ეგ ხო ვერ დაჭკვიანდა-ხელი ჩაიქნია ნიკუშამ და თვითონაც მოსვლა ლუდი.


***
-უბრალოდ ძალიან დავიღალე!-წამოიყვირა ნინაკამ და უკვე დაცარიელებულ ბარს მოავლო თვალი.
-წამო რა ნინაკა, დღეს საკმარისზე მეტი დალიე!-ექაჩებოდა ლენკა.
-პროსტა მაგარი უაზრო ცხოვრება მაქვს! ძაან უაზრო!-ბუტბუტებდა თავისთვის.
-ხო ხო აბა რა!-თან ექჩებოდა და თან თავს უქნევდა მეგობარი.
-შენ მე მთვრალი გგონივარ?-საჩვენებელი თითი გულზე მიიდო და რამის „თვალები გადმოკარკლა“
-აუ ნინაკა ხვალ გაგახსენებ რეებს აკეთებ და მერე ნახავ როგორ შეგრცხვება შენი საქციელის-გაბრაზებული დაეხეთქა სავარძელზე ლენუკა.
-იცი დღეს ბიჭი გავიცანი! მოიცა რა ერქვა.. ერეკლე.. არა! ირაკლი... არა! მოიცა გავიხსენო რა მითხრა რა მქვიაო.. აა ხო! აკაკი! ისეთი სიმპა“წ“იური იყო..
-ვსო წავედით!-მოთმინების ფიალა აევსო ლენუკას.
-დამელოდე მეც მოვდივარ!-ფეხზე წამოხტა ნინაკა.


***
იმ საღამოს წვიმას არ გადაუღია! აღარც ასფალტი იყო გაცრეცილი და არც მანქანები აღარ ტოვებდნენ კვალს. წვიმა უკვე აუტანელი გახდა, ჩამორეცხა ყველაფერი და მერე ტბორად დადგა თბილისის ღრმულებში, უბრალოდ ისე ვერ გავლიდი ტალახი რომ არ შეგსხმოდა.
ერთს ეძინა. მეორე ამ ერთზე ფიქრობდა და მერე დებილურად ეღიმებოდა, ეცინებოდა და ბოლოს ხვდებოდა რომ მის გარშემო შემოკრებილ საზოგადოებას ამით უცნაურ მდგომარეობაში აგდებდა. ბოლოს მიხვდა ცოტა ხანი ჰაერზე გასვლა არ აწყენდა, სიგარეტს დასწვდა და აივანზე გავიდა. წვიმა ისეთი სიხშირით აღარ მოდიოდა თუმცა გრილი წვეთები მაინც პოულობდნენ თავის გზას. სიგარეტს მოუკიდა და მოაჯირს ორივე ხელით დაეყრდნო. „ნუნე“-გაიფიქრა თავისთვის და მერე სიგარეტი ალბათ სიბნელეში მოისროლა. სახლიდან ყრუდ გამოდიოდა მუსიკის ხმა და ხვდებოდა რომ ხალხის დაშლის დრო იყო. თუმცა ეს არც უცდია. უბრალოდ სახლში შევიდა და სავარძელში ჩაჯდა. უყურებდა როგორ იქცეოდა ზოგიერთი გოგო და მერე ნინაკას ადარებდა. ღმერთო ჩემო! რამდენი განსხვავება იყო მათ შორის, რამდენი ნაკლი ქონდათ ამ გოგოებს და არცერთი ნაკლი მას.
ხომ ამბობენ „არ არსებობს უნაკლო ადამიანიო“ თურმე არსებობს! უნაკოლოა ის ვინც გვიყვარს, უნაკლოა ის ვისთანაც კარგად ვგრძნობთ თავს. შეიძლება მასზე უკეთესი ან უარესიც ვიპოვოთ მომავალში თუმცა ზუსტად ისეთი ვერავინ იქნება, ან თვალები არ მოგეწონება მასში ან ღიმილი! უბრალოდ ყველა ინდივიდუალურია! ყ-ვ-ე-ლ-ა! ზუსტად ესაა საინტერესო, არ იცი როდის შეხვდები ამ გამორჩეულ ინდივიდს, მაგრამ თუ მას ივლისის წვიმაში შეხვდებით იცოდეთ, ივლისის წვიმა სხვანაირია, უფრო გიჟური ვიდრე მარტის და უფრო ნაზი ვიდრე ოქტომბრის! ივლისის წვიმაში არავინ იკარგება! თუნდაც ერთხელ რომ ნახო! ის იქ დარჩება, შენი ივლისის წვიმის მოგონებად! აი ესაა ივლისის წვიმა! წვიმა რომელიც იმ ერთადერთს გაპოვნინებს!

---------------------------------
ესეც ახალი!
მოგვიანებით გილოცავთ აღდგომას, უფლის მადლი გფარავდეთ!
ხოლო რაც შეეხება ისტორიის დადების დროს! სამწუხაროდ ამ მხრივ ძალიან გადატვირთული ვიქნები და შეიძლება ყოველ დღე ვერ დავდო ახალი თავი! ანუ ახალი თავი დაიდება დაახლოებით ორ დღეში ერთხელ.
იმედია მოგეწონებათ, შეცდომებისთვის ბოდიში. ველი კრიტიკას და შემიფასეთ რა! მიყვარხართ!



№1  offline მოდერი MyLove

ვუაიმე! ნინაკა!
როგორ ველოდებოდი!
როგორ!
როგორ!
როგორ!
აი ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია!
მიყვარს შენი ისტორიები და არც ნინაკაა გამონაკლისი!
ეს სახელიც ძალიან მომეწონა!..
ველოდები შემდეგს და არდააგვიანო, რა!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline წევრი killer

ვაიმეე რა კარგიაა იცოდე ველი გაგრძელებას ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent