შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 10)


14-04-2015, 23:39
ნანახია 3 236

***
-აეროპორტში არ დამხვდებით და დამივიწყეთ.-იმუქრებოდა ანი.
-კაი მაშინ დაგივიწყებთ.-იცინოდნენ გოგოები.
გაბრაზებულმა დაუკიდათ ყურმილი, თუმცა ამან კიდევ უფრო გაახალისა გოგოები.
-სანდრო წაგვიყვანს აეროპორტში.
ამ ბიჭის სახელის გაგონებაზეც კი გუნება ეცვლებოდა.
აეროპორტში ბევრი არ ულოდინიათ. ანის ბარგს სანდრო მიათრევდა.
-იტალიაში დატოვე რამე ?
-არა არაფერი.
-ეტყობა ბარგს.
-ხუმარა ქმარი გყავს.
იმ საღამოს დათა და ანი შერიგდნენ, სანდროც გულს ამხნევებდა, რომ შეუყვარდებოდა. საერთოც კი არ ჰქონდათ იმ წყვილთან, რომლებიც ოჯახს ქმნიან და ბედნიერები არიან.ისხდნენ ცალცალკე, უხილავი ხაზი გაევლოთ ერთმანეთს შორის და მკაცრად იცავდნენ თავს, ამ ხაზის დარღვევისგან. არც ეხუტებოდნენ, არც თბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ ერთამენთს, სიჩუმეს აცკეტებივით იცავდნენ.
***
ორი კვირა ჰქონდათ მომზადებისთვის. სანდროს ძმა ნიკოლოზი ჩამოვიდა.
-სად ხარ დე ამდენ ხანს ?
-მოვდივარ დედა კატოს გამოვუარე და ძალინ მალე ვიქნები სახლში.
სიჩუმე მათ ურთიერთობას, არ უხდებოდა თუმცა თანამგზავრივით თან დაჰყვებოდა.
კატო სადარბაზოსთან ელოდა, ღია ვარდისფერი მანტო მოეხურა თეთრ კაბაზე. პირველად ხედავდა ასეთ ღია ფერის ტანისამოსში გამოწყობილს. როგორ უნდოდა ეთქვა მისთვის კომპლიმენტი , თუმცა კატოს საპასუხო რეაქციას შეეძლო მისთვის კიდევ უფრო მეტად ეტკინა გული ასე, რომ თავი შეიკავა.
სადარბაზოში მოხატულ ჭერს, ქოთნის ყვავილებს და ორნამენტებიან კარს ბევრი ვერც შეამჩნევდა, თუმცა კატო ამ უმნიშვნელო დეტალებს უკვირდებოდა, თვლიდა რომ წვრილმანები გაცილებით მეტს ამბობენ ჩვენზე. სანდროს ხასიათის სიღრმეებში ჩადიოდა და იქედან თავის დაღწევა უჭირდა. კიბეებზე ადიოდა და წინა დღის ემოციებს კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობდა. მის შეშინებულ სახეს იხსენებდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო.
-კატო წყალი, ხომ არ მოგიტანო ?
-არ მინდა.
-კატო ექიმთან წავიდეთ რა...
-უკეთ ვარ.
ყოველ ხუთ წუთში გამეორებული "როგორ ხარ? "არ ტკენდადა თავს, პირიქით სიამოვნებდა ყურადღება და სიყვარულნარევი მზრუნველობა.

კარი ამ ჯერად ნიკოლოზმა გაუღო.
-ვაა სანდრიკ.-ზურგზე ხელი წაარტყა უმცროსმა ძმამ უფროსს.
-გაიცანი კატო!-ხელზე ეამბორა მას.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც.
მისაღებში მანტოს გახდაში მოეხმარა კატოს.
-აუ სანდრიკ მაკა გადავრიე, ჩემი მეგობარი მყავს ჩამოყვანილი ელისი და ვატყუებ ესაა ჩემი საცოლე თქო გაბუტულია არ მელაპარაკება.
-კაი რა გჭირს, ხო იცი რო ეგეთებზე ნერვიულობს.
-მამა ხვდება და ისიც უმალავს აგვყევი ეხლა შენც.
-კარგი რა-ხელი აუქნია ყურებამდე გაღიმებულ ნიკოლოზს.
-არ დამიწყო ეხლა ფემინისტური ორგანიზაციის სათავეში ვარო და ეგეთები რა...
მოკლედ ხუმრობაში აყვნენ ერთმანეთს, მაკა ლამის შეწუხდა.
-ეს გოგო თუ მართლა ჩემი რძალი უნდა გახდეს, გამიშვით აივნიდან გადავხტები.
-სავარაუდოდ ერთად გვექნება ხელის მოწერა.
-ჰო ისე კარგი იდეაა- სერიოზული იყო სანდრო.
-ელისსაც მოეწონა ეგ იდეა, ჰო იცი.
მაკა ნერვიულობდა და როცა სიმართლე გაიგო გაიბუტა, თუმცა კოცნა ერთ ლოყაზე ერთი ვაჟისგან და მეორეზე მეორესგან, მალევე აღმოჩნდა შერიგების მიზეზი.
-ეს შენ.-ძალიან ლამაზი კოლოფი გაუწოდა კატოს.
-მადლობა ნიკო.
ოქროს ერთთვლიანი ბეჭედი, უმცროსი ერისთავის გემოვნებიანობაზე მეტყველებდა.
უკვე სახლში მიდიოდნენ მოსაწვევით სავსე ყუთი, რომ გამოიტანა მაკამ.
-ესენი დაურიგეთ მეგობრებს არ გადამრიოთ.
-კარგი დე დროებით.
დედის ჩახუტება საუკეთესო ანტიდეპრესანტი იყო მისთვის. კატო სახლამდე მიაცილა და მერე მთელი ქალაქი შემოიარა. მთაწმინდიდან გადმოჰყურებდა ღამის თბილისს და ფიქრებს უთმობდა ბურთსაც და მოედანსაც.
კატო იყო ის სუსტი ქალი, რომელიც გარეგნულად ჩანს ძლიერი. როცა ის ბავშვურობაში გამოიჭირა, მაშინ მიხვდა ამას. მოსწონდა კატოს ნაკლები საუბარი და წყლიანი, სევდიანი თვალები. თითქოს ზღვაში იძირებოდა, როცა მის მზერას დაუკვირდებოდა, ემოცია კი ყველაზე მეტად ჰგავდა ძველ გადამალულ გრძნობებს.
კატომ არაფერი იცოდა, თუმცა უბედურების მომტანად თვლიდა თავს ერისთავი. ცხოვრებაში ერთადერთხელ დაუშვა შეცდომა და თითქოს ურემი გადაბრუნდაო, შეცდომას სხვა დანარჩენი შეცდომებიც მოყვა.
***
მოსაწვევები დაარიგეს, ყველა გაოცებული დარჩა მოულოდნელობით.
-ვა კატუს თხოვდები?-მსახიობურად გამოუვიდა გეგის.
-ეე კატუსა თხოვდება-აჰყვა ბექაც.
-კატუს გოგოებთან დაგვსვი ჩვენ.
-ერთხელ მაინც სერიოზულები, ხო შეიძლება იყოთ.
უნივერსიტეტში ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რა გაუჭირდა ესე ძალიან ანდრონიკაშვილს ჩვენ რომ არ მოგვიწვიაო, სანდროს ბიჭები კიდევ ვერ იჯერებდნენ ყველას ერთი და იგივე ფრაზა ეკერათ პირზე.
-იმ ამბის მერე ესე უცებ მოყავს ცოლი ?
-უცანურია ეს ამბავი...
-მეგონა ის გოგო ძაან უყვარდა.
-ნუთუ ესე მალე დაივიწყა ?
ერთი და იგივე ამბის ვარირება ხდებოდა, დაუჯერებლობა აჰკვორდა ყველას სახეზე. შეყვარებულ წყვილთან კი საერთოც არ ჰქონდათ მათ.
***
-ვერ ვიჯერებ ჩემი კატო თხოვდება დღეს- ცრემლები გადმოყარა ლალიკომ და მაკიაჟის გასაკეთებლად მოემზადა.
სასტუმრო ოთახში მინი სალონი მოაწყვეს. ყველას საზეიმო განწყობა ჰქონდა, მხოლოდ კატოს აკლდა ბედნიერების ნაპერწკალი. ფიქრობდა დემეტრეზე, ეს დღე ხომ მას დაუკავშირა, როცა საავადმყოფოში აპარატზე შეერთებულს მიაკითხა, მაგრამ თვალის დახამხახამებაში სანდრო ჩაანაცვლა ის.
სანდრო კი დილიდან ბიჭებთან ერთად საქმიანობდა. ვარდების ძალიან დიდი თაიგული შეუკვეთა, ყველა თეთრი.
ნაზი, სადა თეთრი კაბა გრანდიოზულობას მხოლოდ მის მფლობელთან ერთად იძენდა. სახის გამოკვეთილი ნაკვთები, დახვეწილი მაკიაჟი და გემოვნებით შერჩეული სამკაული მისი ღიმილის გარეშე ამ ყველა ფასეულობას კარგავდა. სარკის წინ იდგა და საკუთარ თავს უყურებდა. მშვენიერია ლამაზია ამას აღიარებდა და იმასაც, რომ ყველაზე უბედურია . გაგიჟებით უნდოდა დემეტრეს ნახვა. ღრმად ჩაისუნთქა და მისაღებში გავიდა, სტუმრები დღესასწაულის შესაბამისად გამოწყობილიყვნენ, მომლოდინე მზერა ჩასდგომოდათ თვალებში.
კატო ოთახიდან არ გამოდიოდა. ნიამ კაბის შრიალით გაარღვია სტუმრების რიგი. კატო საწოლზე ჩამომჯდარიყო და თავი ხელებში ჩაერგო.
-კატუს ყველა შენ გიცდით.
-ეს რა გავაკეთე ნია ?
-დამშვიდდი, ნეტა იცოდე როგორი ლამაზი ხარ.
-უსიყვარულოდ ვქმნი ოჯახს, ამას კოშმარშიც კი ვერ ვნახავდი.
-კატო...
-რა კატო ნია ? ოჯახს საძირკველი ჭირდება, ფუნდამენტი სიყვარულია რომელიც არ არსებობს, არც ჩვენ ვიარსებებთ და დემეტრეც ჩემი ცხოვრებიდან წავიდა. ყველაფერი დასრულდა და ამის შემდეგ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას ?
მუცელზე ფრთხილად შეეხო და თვალებით უთხრა თუ ვისთვის უნდა ეცოცხლა. მაგრად ჩაეხუტა მეგობარს, ღმრად ჩაისუნთქა და სტუმრებთან გავიდა.
სანდრო არ მოელოდა ასეთ სილამაზეს, სასიამოვნად განცვიფრებული იდგა თაიგულით ხელში და ქვემოდან უღიმოდა. იცოდა დღევნადელ დღეს დიდი დოზით მოუწევდა თამაში და ამისთვის მზად იყო . კატოს ღიმილს არ ელოდა. ყვავილები გადასცა და ჩაეხუტა.
-მაპატიე...
-მაპატიე...
სოლიდარობა და აღიარება, რომ ორივე იყო დამნაშავე.
სპექტაკლი შედგა.
წარმოდგენამ კატოს სახე მარიამის სახით ჩაუნაცვლა. მის ფიქრებში ეხლა მარიამი ხდებოდა მისი ცოლი, ამან თითქოს ყველაფერი გაამარტივა.
იღებდნენ სურათებს, იცინოდნენ ბიჭების ხუმრობებზე, წამით მოიქუფრებოდნენ და აკლდათ ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული.
პირველად ნახა კატო, რომელიც საოცრად ცეკვავდა, თითქოს დაცურავდა გრძელი და ლამაზი თითები კიდევ უფრო შესამჩნევი იყო. მისი კლედავმოსილებით სავსე სახე და სულის სიმკაცრე.
-საოცარია!
-ყოჩაღ კატო!
-კატუსს !
ემოციები არ წყდებოდა დარბაზიდან, სანდრო კი ჩუმად იყო ვერაფერს ამბობდა. პირველად გაუღიმა ეს კი ყველა თბილ სიტყვას უდრიდა, მას კი მზერა ისევ სევდიანი ჰქონდა.
ხელი შეაშველა,რომ დამჯდარიყო. კატოს ტელეფონი რეკავდა.
-თუ არ გამოხვალ ქორწილს ჩაგიშლი! მაგ ნაბიჭვარსაც მოგიკლავ!

ინტრიგანი ვარ :3 აბა რას იტყვით ? კომენტარებს ველი :(



№1  offline წევრი Bero)))

მოკლავს კი არა მე მოვკლავ მაგ საზიზღარს am რა მომენტზე გაწყვიტე რააა recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent