შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [1]


15-04-2015, 00:13
ავტორი შიკალატკა
ნანახია 3 364

ცხოვრება ნაცრისფერი გახდა, თხუთმეტი წლის ასაკში რომ ვიყავი. ტკივილი... გაუსაძლისი ტკივილი... მარტოობის მოუშუშებელი გრძნობა... ტირილიც აღარ შემეძლიო, რადგნ ცრემლები დამშრალიყვნენ... რამ გამოიწვია ჩემი განადგურება? მამის, უძვირფასესი ადამიანის, რომლისდამი ენით აღუწერელს ვგრძნობდი, მკვლელობა. მოკლეს. უმიზეზოდ, უდანაშაულო პიროვნება მოკლეს, რომელსაც ცოლ-შვილი ელოდებოდა სახლში. მომიკლეს ჩემი ძვირფასი მამიკო! სამართალი? რომელ სამართალზეა საუბარი. ყველამ ფეხზე დაგვიკიდა. არც ვიყავით დიდი ოჯახი. მეგობრებიც არ მყავდა ბევრი. ამ შემთხვევაში მთავრობაზე ვლაპარაკობ, რომელიც უსამართლობით ეძებს სამართალს.
მაგ საშინელ დღეს, 27 იანვარს, მეც მოვკვდი. თითქოს ჩემი მხიარული მხარე თან გაიყოლა. მოსიარულე გვამს დავემზგავსე. დედა მუშაობდა, მაგრამ ფინანსურად მაინც გვიჭირდა მცირე ხელფასის გამო. თავაუღებლად ვსწავლობდი, რადგან მომავალში წარმატებები მინდოდა, ამით მაინც რომ მეგრძნო თავი ბედნიერად.
იმ დღის შემდეგ, ზუსტად ექვს თვესა და ჩვიდმეტ დღეში, დედამ "სასიამოვნო ამბავი" მამცნო:
- ქეთა, დე, უკვე დიდი გოგო ხარ და ხვდები, რომ ფინანსურად ჩვენი საქმე კარგად არ არის. შენი სწვალის ფულსაც ძლივს ვშოულობ. - გული ცუდს მიგრძნობდა, ვხვდებოდი რომ ეს საუბარი ჩხუბით დამთავრდებოდა. დედასთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია. ყოველთვის მამა მყავდა გვერდით, რომელიც დედაზე უკეთ მიგებდა. ახლა საერთოდ აღარ ველაპარაკები. იყო შემთხვევა, სამი დღე არ ამოგვიღია ხმა. - ჩემი უფროსი, არჩილი, ჩვენთანაც იყო ერთი-ორჯერ, ცოლობა მთხოვა და მეც დავთანხმდი. - გავოგნდი, გავშრი, მოვკვდი. ყველა ნეგატიურმა ემოციამ მოიყარა ჩემში თავი. დედის სიტყვები ისარივით მომხვდა გულზე.
- რა... თხოვდები? - ხმაჩამწყდარმა ვკითხე, თუმცა პასუხი უკვე ვიცოდი.
- კი. დედი უნდა გამოგო. შენთვისაც ასე აჯობებს. - გამიღიმა და ლოყაზე ხელით მომეფერა. უხეშად მოვიცილე მისი ხელი და ფეხზე წამოვდექი.
- ხვდები მაინც რას აკეთებ?! - ვერ მოვზომე და ვუყვირე. - ფულისგამო დედა?! როდიდან გახდი მატერიაზე დამონებული?! იქნებ უსინდისო კაცია?! იცნობ საერთოდ?! - ხელებს გამწარებული ვაქნევდი და ადგილზე მივიყინე, როდესაც ლოყაზე წვა ვიგრძენი.
- ტონს დაუწიე და შეეთრიე შენს ოთახში! გაიზრდები და მადლობას გადამიხდი! - მკლავში მწვდა და ოთახში შემაგდო. "გამარტყა. მან მე გამარტყა." ვფიქრობდი და გაწითლებულ ლოყას ვიზელდი.
ერთ კვირაში დაქორწინდნენ. არჩილი არასდროს მომწონდა. სახეზე ეტყობოდა უვარგისი რომ იყო, მაგრამ რას გავეწყობით. ქორწილიდან ელენესთან, ჩემს ერთადერთ დაქალთან წავედი და იქ დავრჩი, ნუ ახლად დაქორწინებულებს მარტოობა ესაჭიროებათ. მეორე დღეს სკოლაში არ წავედი, რასაკვირველია, არც ელენე, ამიტომ გვიანობამდე, კონკრეტულად ღამის ხუთ საათამდე ვისხედით და რას აღარ ვაკეთებდით. მხოლოდ ელენეს შეეძლო ჩემი გამხიარულება. მამის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ მას აქვს ჩემი ღიმილი ნანახი.
დილით, უფრო სწორად შუადღით, ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. ტუმბოზე დადებულ, მოცეკვავე აპარატს დავწვდი და ვუპასუხე:
- გისმენთ. - მთქნარება ავარდნილმა ამოვილუღლუღე.
- ქეთა, მოდი მალე სახლში. - დედას ხმა გაისმა ყურმილს იქით და კითხვის დასმა, თუ რა ხდებოდა, არ მაცადა და გათიშა. ელენეს წერილი დავუტოვე, რომ მივდიოდი და სახლის გზას დავადექი. შინ მისულს პერანგში გამოწყობილი "ძვირფასი დედიკო" დამხვდა და წელს ზემოთ შიშველი "ძვირფასი მამიკო".
- ქეთა, როგორ ხარ? - ირონიული ღიმილით მკითხა მამინაცვალმა და ცოლს გვერდით ამოუდგა. " ფუუ, ნეტა იცოდე, როგორ მეზიზღები!" გავიფიქრე და ასევე ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე.
- გადასარევაად! უკეთესად ვერც ვიქნებოდი! - ხმამაღლა, სარკასტულად ვუთხარი და ოთახში შევიკეტე. შევამჩნია, მრისხანებით როგორ აევსო თვალები, რამაც შიში გამოიწვია ჩემში. ისეთი სახე აქვს, დანახვისთანავე დემონს მივამზგავსე. ოციოდე წუთში კარზე კაკუნი გაისმა.
- შემოდი. - გავძახე და ისევ ფანჯარაში დავიწყე ყურება.
- ერთ საათში სტუმრები მოვლენ ჩემი კომპანიიდან და მოემზადე. - აგდებითი ტონით მამცბო ახალი ამბავი არჩილმე და კარები გაიჯახუნა. "ნერვოზი აქვს ამ საცოდავს" დავასკვენი და გარდირობის წინ დავდექი. ბევრი არ მიფიქრია, ტყავის შავი ელასტიკი, ჯინსის, ღია ცისფერი საროჩკა და თეთრი კეტები.
სასტუმფო ოთახში გავედი, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ყალბი ღიმილით მივეგებე ორმოციოდე წლის ქალს, მის გვერდით ატუზულ 46-47 წლის მამაკაცსა და ძალიან სიმპათიურ, მომღიმარ 22-23 წლის ბიჭს, რომელიც მზერას არ მაშორებდა.

=_=_=_=

ახალი ისტორია დავიწყე, რადგან ძველის მუზა გამიფრინდა და თან ვატყობ არ მოგეწონათ. ეგ არაფერი ^_^ იმედია ეს მოგეწონებათ და უმორჩილესად გთხოვთ, დააკომენტაროთ ან პირადში მომწეროთ თქვები აზრი და შენიშვნები. რას იტყვით ღიირს გაგრძელება? ^_^ <3



№1  offline წევრი aniko:)))))

gaagrdzeleeeee

 


№2  offline წევრი Dippie

კიკი ძალიან კარგია გააგრძელე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent