სულ შავები,სულ კაები!
-აეე ბიჯოო გაიქეცით მალე მიწისძვრაა!! ოთახში დენდარტყმული დიტო შემოვარდა, რომელიც საშინლად გამოიყურებოდა.წარმოიდგინეთ თვალებდაჭყეტილი და თმა აბურძგნული ბიჭი, რომელიც ხმამაღლა ყვირის და ინტერესიანი თვალებით რაღაცას მანიშნებს.ჰო უი გამახსენდა, ეს მისი მორიგი ოინია, კაი ჯანდაბას მშვიდად ვიქნები და დავტკბები ამ სანახაობით, ისე პოპკორნი მაინც იყოს ახლა იფ იფ.მე არ შევიმჩნიე,ჩემს საბანში გავეხვიე და ჩუმად გადავხედე ბავშვებს, რომლებიც საწოლიდან დაფეთებულები წამოხტნენ და გარეთ ნახევრად შიშვლები გავარდნენ.მე და დიტო გამწარებულები ვიცინოდით,ბოლოს უკვე ყბები რომ აგვტკივდა ძლივს გავჩერდით და ჩვენს წინ ასვეტილ ხელებ დამუშტულ ნიკას გადავეყარეთ, რომელიც მზად იყო საუკეთესო ძმაკაცი მოეკლა ამ მასხარაობისთვის და ამ სანახაობით დამტკბარი მაყურებელიც ზედ მივეყოლებინე. -ბიჭო შენ სულ გარეკე ხო!ნიკას განრისხებული სახის დანახვისას, დიტომ უცებ მოიშორა სახიდან სიცილი და ცალი წარბი ზემოთ აწია -იდიოტო!ოთახში უცებ შემოვარდა ლიკა და ლიკას სიფათზე გაღიმებულ დიტოს ერთი კარგად უთავაზა სილა სახეში, შემდეგ როცა დიტოს გაბრაზება შენიშნა ნიკას ამოეფარა და ხელები მოხვია -გოგო შენ ერთხელაც იქნება და ძირში დაგამტვრევ მაგ ხელებს, ჰოდა მერე ნიკა ვეღარ გიშველის!დიტომ ვითომ გაბრაზებულმა გადახედა ლიკას, რომელუც ნიკას მაისურს ისე ებღაუჭებოდა ლამის ზედ შემოახია ბიჭს -კაი გამიშვი რა ლიკა !ხო იცი რომ გეხუმრება ტოო!ნიკამ საწყალი თვალებით შეხედა ლიკას, რომელმაც უცებ მოაშორა ხელები და მდივანზე ახლა უკვე საბას გვერდით მოკალათდა და იქიდან განაგრძო დიტოს ლანძღვა.ნუ საბას იმედი ქონდა გოგოს და რატომ არ იტყოდა -ველური და მხეცია!(ლიკა) -და სიმპატიური და ყველა გოგოს გულთამპყრობელი!დიტომ სიცილი დაიწყო და უცებ ჩემსკენ წამოვიდა, ხელები მომხვია და შუბლზე მაკოცა. მერე ტუჩები ყურებთან მიიტანა და ჩუმად მითხრა, შენ ჩემი დაიკო ხარ, მარტო შენ გესმის ჩემიო.მეც ვეღარ მოვითმინე და დიტოს გამართლება დავიწყე -იხუმრა ადამიანმა და უნდა გადააყოლოთ?უცებ დიტოს გავხედე, რომელიც გამარჯვებული სახით უყურებდა ყველას -ესეც იმისნაირია რა!(ლიკა) -ორივე მაგარი ჩერჩეტები ხართ !აღუუ!(ნიკა) -გეყოთ, რა პატარა ბავაშვებივით იქცევით ბიჯო!სადმე წავიდეთ რა დღეს მივდივართ თბილიში!საბამ უცებ ლიკას გახედა და გაბუტული რომ დაინახა თვალებით ანიშნა, ახლა დროზე მოიშორე ეგ სიფათი სახიდანო.ლიკამაც უჟმურად გადახედა საბას მდივნიდან ზანტად წამოიზლაზნა და ოთახიდან გავიდა -წავიდეთ ჰო!დავაი ყველა გაემზადეთ!დიტომ უცებ გამოაცხადა და ნახევარსაათში სახლიც დავტოვეთ. სანამ გავაგრძელებდე მინდა კარგად გაგაცნოთ ეგრედწოდებული სასტავეე.მოდით უხუცესიდან დავიწყოთ, ნუ თვითონ დიტო ასე უწოდებს საკუთარ თავს.დიტო გაგუა 21 წლის სწავლობს ბიზნესზე და თავისი პატარა ბიზნესიც აქვს.ნუ ზე სიმპო ბიჭია და ამასთანავე ზე ბაბნიკიც აი გუშინ რომ ნია უყვარდა დღეს კატო უყვარს და ხვალ ნინა ეყვარება.გოგოებიც გიჟდებიან მასზე და მოკლედ არის თავის პონტში, მაგრამ აი აქ სტოპ,როგორ შეიძლება დიტოს რამით ჩამორჩეს ნიკა, ბიჭი ქალების რისხვა, ქერა ცისფერთვალება კაი ბიჭი.დრამერია და ბარში უკრავს.ამასაც ყოველდღე ახალი გოგო ყავს თან რა გოგოები ნუ იტყვით!არა,არა ესენი არიან რაც არიან, ამათ საბა საერთოდ არ გავს.საბა გელოვანი,მაგრი დასტოინი ტიპია. აი დინჯი და ძაან სტრანი რა, სულ კრისტალს რომ ბაზრობს და უბანი რომ ხელში უჭირავს.მოკლედ ესენი არიან რაც არიან, უბნის ბიჭები.ამათ გარეშე საქმე არსად არ ირჩევა.მე საერთოდ არ მომწონს მათი ცხოვრების წესი, მაგრამ რას ვიზამ ისინი მთელი ჩემი ცხოვრებაა..როცა მშობლები დავკარგე ისინი დამიდგნენ გვერდში და არ მშორდებოდნენ,იმის შემდეგ სულ ჩემთან არიან სახლში, ვეღარ მოვიშორე.ნუ მე ნატალი ვარ, 18 წლის წაბლისფერი თმით და თაფლისფერი თვალებით.ბევრი მეუბნება რომ ბუნებრივი სილამაზე დედისგან გამომყვა,მაგრამ ვთვლი რომ დედაჩემი ულამაზესი იდეალი ქალი იყო,ამიტომ მისი მსგავსების ღისრსად ჩემათავს არ ვთვლი.შეყვარებული არ მყავს, ან როგორ მეყოლება ამათ ხელში?!ერთხელ მახსოვს მეათე კლაში კლასელმა რომ სიყვარული ამიხსნა და შემდეგ საბამ და ნიკამ ისე სცემეს ის ბიჭი,სიტყვა ბიჭის გაგონებაც აღარ მინდოდა რასაც ლიკაზე ვერ ვიტყვი.რამდენი უცემიათ ბიჭებს მაგის გამო მაგრამ ნეტა შენ, გულაობს გოგო რა ენაღვლება?!როგორც დაჩი იტყოდა ბიჭების სისხლისმშრობელია! ქერა ცისფერთვალება ლამაზი მაგრამ ქარაფშუტა და უტვინო.არა ლიკა უტვინო არაა ასე დიტო ეძახის რომ გააბრაზოს.პირიქით ჟურნალისტიკურზე სწავლობს გოგო, პირველ კურსზეა და სრული დაფინანსებით მოხვდა ჯავახიშვილში, რასაც უტვინო ნამდვილად ვერ მოახერხებდა.მოკლედ დღეს ბათუმში ვართ.არ ვიცით რატომ აიჩემა დიტომ აქ წამოსვლა მაისში როცა ჯერ კიდევ ცივა.ზღვაშიც ვერ ვიბანავეთ და ვერაფერი, მარტო ლიკა იყო გიჟივით საცურაო კოსტუმში გამოწყობილი და რუჯს იღებდა.ჩვენ ასე ვისხედით და ზღვას გავყურებდით.ბიჭები კი გარემოს ზვერავდნენ და ლიკასკენ უცხო ბიჭებისგან გამოპარებულთვებს,რომ შენიშნავდნენ ისეთი სიფათით გახედავდნენ უცხოებს,მაშინვე შორდებოდნენ და ათაში ერთხელ თუ გამოაპარებდნენ თვალს -არა არა ზამთარში უნდა წამოვსულიყავით უფრო მაგარი იქნებოდა!დაიწყო ნიკამ -აზრზე არ ხარ ტოო!ახლაა მაგარი სიმშვიდე და სიწყნარე!დიტომ სათვალე თვალებიდან შუბლზე გადაიტანა და ლიკას გახედა და როცა უცხო თვალები შენიშნა ლიკას დაუღრინა -გოგო იქნებ აწიო ერთი ადგილი და ჩაიცვა რამე!(დიტო) -ნეტა შენ ვინმემ რამე გკითხა?(ლიკა) -დროზე!აღარ ვიტყვი!დიტომ ხმა გაიმკაცრა და წამოდგა -ველური!ლიკა უცებ წამოდგა და მაისურო გადაიცვა,შმედეგ ისეთი მოკლე შორტი ჩაიცვა რა აზრი ქონა ჩაცმას, მაგრამ მაინც დაჩის დასანახად რომ რაღაც ეცვა.სანაპიროდან მაშივე წამოვედით,ბულვარში ვისეირნეთ და იქვე კაფეში შევედით -მშია!დავიწუწუნე და დიტოს გადავხედე -რა გინდა ჩემო პატარა რა შევუკვეთო?დატომ ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა -ნატალი რატომ არის შენი პატარა და მე ქაჯი?ლიკამ წუწუნი დაიწყო -ლიკა რა გჭირს? შენც ჩემი და ხარ გოგო!დიტო გაბუსხულ ლიკასთან მივიდა და ხელები მოხვია -მაგარამ მაინც ქაჯი ხარ!(დიტო) -აუ დავაი რა!(ლიკა) -ენა!დიტო ისევ ჩემს გვერძე მოკალათდა -კიდევ დიდხანს ვუყუროთ თქვენს ცირკაობებს თუ შევუკვეთავთ რამეს?უცებ დაიჩხავლეს ნიკამ და საბამ, შემდეგ მიმტანს დაუძახეს და ნახევარი საათის შემდეგ, დაწყნარებულებმა დატოვეს ადგილი -აი ბიჯო ამიტომ მიყვარს ბათუმი რა!(საბა) -ჰო ბიჭო აჭარულ ხაჭაპურს რა ჯობს ტოო!(ნიკა) -ვერ ვიტან აჭარულ ხაჭაპურს!დავიჯღანე მე -ნეტა შენ ვის იტან?ენა გამომიყო საბამ -მე მიტანს მე !გვერდით ამომიდგა ლიკა და იმხელაზე მომხვია ხელები ლამის გამჭყლიტა.არა მაინც როგორ მიყვარს ეს დამპალი ქარაფშუტა, დასავითმყავს, რავქნათ ესაა რაცაა და ხომ არ მოვკლავთ?! ისე გული კი მწყდება თბილიში რომ წავალთ,ამ აბიტურიენტობის გადამკიდე მართლა კარგი დასვენება გამოვიდა, ჩავალ თბილისში და დაიწყება ისევ მასწავლებლებთან სიარული, ეჰ არ მინდა.თუმცა სახლში დეიდა მელოდება.კი მომენატრა ისე.უკვე 4 საათი იყო როცა სახლში დავბრუნდით და ბარგის ჩალაგებას შევუდექით.უცებ საბა სხვა ოთახში გავიდა და ათი წუთის შემდეგ ბიჭებსაც დაუძახა შემოდითო.ისინიც მაშინვე შევიდნენ და მე და ლიკა ოთახში დავრჩით -ჩამოვიდა!(საბა) -ვინ ჩამოვიდა!(დიტო) -ვინ და ბაბუაჩემი ემზარა!(საბა) -რეებს ბაზრობ რა ბაბუაშენი?(დიტო) -აბა რეებს მეკითხები ვინ ჩამოვიდოდა?!(საბა) -კაი თქვი!(ნიკა) -დადიანი ჩამოვიდა თავისი სასტავით!(საბა) -კაი რას ამობობ!(დიტო) -ხოო რა კაროჩე (საბა) -ეგ ხო რუსეთში იყო?(ნიკა) -იყო ! ახლა აქ იქნება !(საბა) -აიწყო ბიჭმა ცხოვრება რა!(დიტო) -მაგას ის საქმე არ შერჩება!(საბა) -იასნია ბრატ!(ნიკა) ჰაით,მოკლედ ახალი ისტორია დავიწყე,ეს წინაზე უფრო ვრცელი და დიდი ისტორია იქნება,თან საინტერესო.იმედია მოგეწონებათ, თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში რომ ვიცოდე გავაგრძელო თუ არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.