სიყვარული,რომელიც განწირულია.
15 აპრილი. 2:40 მას შემდეგ რაც ის ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა და პირველად აღმოჩნდა ჩემი სიყვარული ცალმხრივი,უიმედო,რომელიც განწირულია,მივხვდი, რომ ცალმხრივ სიყვარულშიც არის რაღაც ქიმია,რომელიც გაიმედებს,გაძლიერებს,გაიძულებს რომ გაიღიმო,იყო ბედნიერი.არის მასში რაღაც ისეთი რაც არ არის სხვა სიყვარულში..მისი ყოველი გამოჩენა,გამოხედვა სულს მიფორიაქებს,მაბნევს,ჩემი გონება აზროვნების უნარს კარგავს.ვგრძნობ როგორ ნაწილდება ჩემი გულის თითოეული უჯრედი.მინდა რომ შევეხო,მინდა მის თვალებს შევეხო,მინდა ჩავხედო თვალებში,მხოლოდ ერთხელ,მაგრაამ შეუძლებელია,ჩმთვის მისი დანახვაც აკრძალულია..როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდეს ჩემ დამოკიდებულებას?როგორ ვერ ხვდება რომ მისი ღიმილი სიცოცხლეს მიხანგრძლივებს?რომ იცოდეს ნეტავ ხშირად გამიღიმებდა?! არამგონია. ის ისეთი თბილია,მის გამოხედვაში მხოლოდ სითბოს და სიკეთეს თუ იგრძნობს ადამიანი,მაგრამ ამასთანავე ისეთი ცივი,რომ მის თვალებში სიტყვების გარეშც ამოიკითხავ უიმედობას,ტკივილს,იმას რომ შენი ადგილი არ არის მის ცხოვრებაში.ეს ყველაფერი ისეთი მტკივნეულია,მაგრამ გულს,გულს მაინც უხარია მისი დანახვა,თვალები მაშინვე ციმციმს იწყებენ,გული ჩქარად იწყებს ძგერას , ტუჩები იღიმიან და მე, მე ბედნიერი ვარ..მიუხედავად იმისა რომ ჩემ ჯერ არ დაწყებულ სიყვარულს არ აქვს გაგძლება და მაიძულებს უკვე დავივიწყო,მე ბედნიერი ვარ იმ წუთებისთვის რაც მან მაჩუქა,მაგრამ უბედური იმიტომ,რომ ჩემი პირველი,ნამდვილი სიყვარული დასრულდა ,რომელსაც წინ ბნელი ღამეები და ნათელი დღეები ელის... სიყვარული,უიმედო სიყვარული ადამიანს მოჩვენებითს ხდის,მეც მოჩვენებითი ვარ..ჩემი თვალები ისევ აციმციმდებიან,ისევ აჩქარდება ჩემი გული,ისევ გაიღიმებენ ტუჩები,მაგრამ არა ისე როგორც მისი დანახვის დროს ხდებოდა..გულში რაღაც მოხდა,ის ნაწილი მოკვდა რომელიც მას ეჭირა,რომელსაც ვერავინ შეავსებას ..ჩემი გული აღარ არის მთელი და ის ვეღარ შეძლებს იყოს ისეთი ბედნიერი,როგორც ადრე,მას შენ აუკრძალე ბედნიერება,შენ წაართვი სიყვარული..მაგრამ მაინც უყვარხაარ და ეყვარები. მე შენ ყოველთვის მემახსოვრები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.