წვიმს, წვიმს, მასველებს... 1
დილა ჩვეულებრივად დაიწყო. როგორც ყოველთვის მაღვიძარამ გამაღვიძა. ’’ჩემი პირველი მტერი რომელიც დილიდანმე მიშხამავს გონებას’’ გავიფიქრე მე. -დედაა-დავიყვირე ხმამაღლა. -რა იყო დე?-უცბად შემოვარდა დედაჩემი. -ნუ დაფეთდები დე, გუშინ რომ გთხოვე ის საროჭკა გამიუთოვე? -კი დედი აი...-გამომიწოდა დედამ იისფერი პერანგი. -შვილო დღეს რას გეგმავ? -რადა მივდივარ უნიში და მერე პირდაპირ მე და ანდრო წავალთ მის აგარაკზე, საღამოს კი მანქანით მომაცილებს. -ხო იცი ანდრიას ვენდობი თორემ მარტო ჩემს ქალიშვილს...-ნუ მე უკვე აღარ ბუსმენდი, სანამ დედა ჩემს დარიგებას მორჩება გეტყვით ვინ ვარ და როგორ ვარ. მე ვარ ლილე ნაკაშიძე, 22 წლის. ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში, ეკონომიურზე. ჩემი ოცნებაა გავხდე მენეჯერი. მოდი კარიერის აწყობაზე ლაპარაკს მოვრჩეთ და გადავიდეთ პირადზე. უკვე ორი წელია ურთიერთობა ამქვს ანდრია შამანაძესთან იგივე ანდროსთან. იცით როგორ მიყვარს?სიგიჟემდე... გადავინაცვლოთ ჩემს ოჯახზე, მამაჩემს დიდი ბიზნესი აქვს და თითქმის საერთოდ არ არის შინ. აი დედა , თათუ კი ჩემთვის უახლოესი ადამიანია. ახლა კი მეგობრებზე... ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მაგრამ მათგან გამოვარჩევ ქეთუს. ის არის ჩემი სიცოცხლე და სიხარული. თუ თქვენც გყავთ ისეთი ადამიანი გვერდი რომელსაც უთქმელად ესმის თქვენი, თქვენს ყველა სურვილს გრძნობს მიხვდებით რას ნიშნავს ჩემთვის ქეთი. უჰჰ... მოვასწარი, მგონი დედამაც დაამთავრა რჩევების კორიანტელი. არა არ გეგონოთ რომ მის რჩევებს არ ვითვალისწინებ უბრალოდ საკმაოდ ჯიუტი ვარ და არ მიყვარს ჭკუის დარიგება თუმცა აბა ნახეთ ყოველ დღე რომ დედასთან მივრბივარ რომელი კაბა ჩავიცვა_მეთქი. კარადასთან მივედი და ორი კაბა გადმოვიღე. ბოლოს მაინც ტყავის ქვედაკაბაზე შევაჩერე არჩევანი. -დეე გავედიი-დავუძახე დედას უკვე გარედან და კიბეები სწრაფად ჩავირბინე. ტელეფონი მირეკავდა, ქოშინით ვუპასუხე: -ხო ანდრი...... ეხლა მივდივარ უნიში..... კაი ზარს გამოგიშვებ როცა ლექცია დამიმთავრდება..... ეს რატომღაც ძალიან გვიყვარს ალბათ ჩვენთვისაც სიყვარულის სიმბოლოა ისევე როგორც ბედის ვარსკვლავის ბრალიაში, ჩემს საყვარელ ფილმში და წიგნში. არ ვიცი ... თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა მე ძალიან მიყვარს ანდრო და რაღაც სიტყვებს დიდი საქმე არ აკისრია.... ამ ფიქრებში უნივერსიტეტს მივუახლოვდი. მეგობრებს მივესალმე და აუდიტორიაში შევედი. ეჰჰ... ლექციაც დაიწყო... ......................................................... ახალი ისტორია დავიწყე. გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.