შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მაშველი(1:2)


15-04-2015, 20:15
ავტორი -tiko))
ნანახია 2 946

ვზივარ მანქანაში და ფანჯრიდან გავყურებ მორბენალ ხეებს. ოხხ როგორ არ მიყვარს ეს ზაფხულობით ზღვაზე წასვლა. უცნაურია ხო? მაგრამ რა ვქნა არ მიყვარს და? უი დამავიწყდა გაგეცნოთ. მე თინათინი ვარ იგივე თიკო,თინი,თინა და ა.შ. მაგრამ მეგობრები რატომღაც ლოლ პოპს მეძახიან. ვარ მაღალი არ ვარ ძალიან გამხდარი მაგრამ, ჩემმა მეგობრებმა მითხრეს რომ კარგი ტანი მაქ და მიხდება კიდეც ოდნავ სიმსუქნე. ხო მაქვს მუქი ყავისფერი თმა, მუქი შავი თვალები, რუსული ჯიშის ცხვირი, ოდნავ სქელი ტუჩები, და რაც მე ძალიან მომწონს ჩემ თავში ლამაზი თვალის ჭრილი. უი... რამდენი ვილაპარაკე ჩემ თავზე. ახლა ჩემ ოჯახს გაგაცნობთ. მყავს ორი უმცროსი ძმა ნოდო(ნოდარი) და დემე,დემნა(დემეტრე). ჩემი ორი ძამიკოც მე მგავს ... ნოდო შუათანაა(12წლის) დემე კი ჯერ 3 წლისაა მე კი 16 წლის ვარ. მყავს დედა-ნინო, მამა-ლევანი. მე მამიკო ძალიან მიყვარს, მთელ მსოფლიოს მირჩევნია მარა როგორც დედა მიგებს ისე მამა ვერ მიგებს მაგრამ მამას ჩემს პირადულზე არასდროს ვესაუბრები. ხო ესეც ასე. აი ჩავედით კიდეც ბათუმში. სახლშიც მივედით.
- თიკო, დედი! მიდი შენი ნივთები აიტანე ოთახში და მივალაგოთ რა.- როგორც კი გავჩერდით მაშინვე მითხრა დედამ.
- ესეიგი რაა... ჯერ არ ჩამოვსულვართ და უკვე საქმეს მავალებ... უფფფ- ამოვიფშრუტუნე და ჩემი ოთახისკენ დაიძარი. იქაურობა მივალაგე და ახლა დედასკენ წავედი რო მივხმარებოდი. დედასაც მივეხმარე და გადავწყვიტე გამესეირნა. ზღვის ნაპირზე მივსეირნობდი რომ ზურგით ერთი ბიჭი დავინახე, საშინლად კარგი სხეული ქონდა, თან ეს მაიკაც როგორ უხდებოდა.

თავი 2

სახლში დავბრუნდი და ჩემს ოთახში ავედი. ცოტა ხნით დავისვენე მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი. სულ იმ ბიჭზე მეფიქრებოდა.
- თიკოოოოოოო....თიკოოოოოოოოო...-ოთახში ჩემი პატარა ძმა დემნა შემოქანდა და პირდაპირ ზედ დამახტა.
-რა იყო დემნა? რა გაწივლებს?- სიცილით ვკითხე მე და ფუმფულა ლოყები ავუწითლე.
- ლა ვიკო და ლაგაცა მიდა გთოვო.-მითხრა ენა მოჩლექით.- დაიკოოო...ქვალე ზგვასი სენ ქო სემიკან?-მითხრა და ლეკვის თვალებით შემომხედა.
- კი მაგრამ შენ ხო თქვი რომ ნოდომ უნდა შემიყვანოსო?-ვკითხე თვალებ მოჭუტულმა.
- ქო მაგლამ ნოდომ მითქლა ლო ველ სეგიკვან ალ მეცლებაო! მამამ მე სემოსვლას ალ ვაპილებო დედამ კიდე მესინია წკლისო და სენ ქო სემიკვან?
- კარგი შეგიყვან.- ვუთხარი სიცილით და ისევ ვაკოცე. ის კი ყვირილით გავარდა გარეთ. ცოტა ხნით სოციალურ ქსელსჰი სჰევედი და დავჩხრიკე მეგობრებს ვემესიჯე და სკაიპში ველაპარაკე. უი დამავიწყდა მე მყავს 2 მეგობარი. ნუ ბევრი მარა 2 გამორჩეულია. მაკა და ნათია. ორივე მიყვარს და ორივეს ვუყვარვარ. :დ ხო სკაიპში ლაპარაკს რომ მოვრჩით საათს დავხედე და კინაღამ გული გამეპარა დილის 6 სააათი ხდებოდა. სასწრაფოთ შევძვერი საწოლში და როგორც კი თვალები დავხუჩე მაშნვე ჩამეძინა.
დილით დემეტრემ გამაღვიძა.
- თიკოოოო... თიკოოო... ადექი მივდივალთთთთთ.-თნ ხტუნაობდა თნ ლაპარაკობდა.
- კი მაგრამ ჯერ რადროს...- სიტყვა არ მქონდა დამთავრებული საათს რომ დავხედე და 3 ხდებოდა. სწრაფად ავდექი და მომზადება დავიწყე, მაგრამ გამახსენდა რომ საცურაო კოსტუმი არ მქონდა ნაყიდი. დაბლა ჩავირბინე და დედას ფული გამოვართვი. მაღაზიაში შევდიოდი როცა ვიღაც ძალიან დატვირთულ გოგონას არ შევასკდი. აკრეფაში მივეხმარე.
- ბოდიში არ მინდოდა.- თავის მართლება დაიწყო მან.
- არა პირიქით. მე ბოდიში რომ უყურადღებო ვარ და ვერ შეგამჩნიეთ.- მეც ბოდიში მოვუხადე და გავუღიმე. მერე მზერა მის მაისურზე გადავიტანე და შევამჩნიე რომ ორივეს პინკ ფლოიდის მაიკა გვქონდა და თნ ერთნაირი. მოკლეთ ერთმანეთი გავიცანით. ლიკ ძალიან კარგი გოგონა აღმოჩნდა და შემომთავაზა ერთად წავსულიყავით ზღვაზე.მე რათქმაუნდა დავთანხმდი. ბოლოსდაბოლოს მთელი 3 თვე აქ მომიწევს ყოფნა. ლამაზი საცურაო კოსტუმი შევარჩიეთ და ზღვისკენ გავემართეთ. მან თავისი მეგობარი გამაცნო მაკო ერქვა. კარგი გოგო ჩანდა ისიც. ჯერ ჩემი ოჯახი გავაცანი გოგოებს და ყველაზე მეტად დემნა მოეწონათ. მერე დემე ცოტა ხნით წყალშ ჩავიყვანე, რომ მობეზრდა ნაპირზე დავაბრუნე და გოგებთან ერთად იქით წავედი სადაც შედარებით ახალგაზრდა საზოგადოება იყო. იქვე იყო მაშველთა კოშკი სადაც ერთი ბიჭი ზურგით იდგა. მასში წინა დღისით ნანახი ბიჭი ამოვიცანი და საშინლათ გამიხარდა. აი რო შემოტრიალდა მაშინ ხო საერთოდ დავიშოკე. ღია ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, მუქი შავი თმა, სწორი და ოდნავ აწეული ცხვირი და საშინლათ სექსუალური მოვარდისფრო მოწითალო ტუჩები."მმმმმ... რა ჩასაყლაპი ბიჭია" გავიფიქრე ჩემთვის და შევამჩნიე რომ თურმე მასზე ვიყავი მიშტერებული. ხელი ასწია და ლიკას მიესალმა, მერე მე შემომხედა ერთი კარგათ ამათვალიერა ჩაეღიმა და ისევ შეტრიალდა.
- ლიკა შენ რა იცნობ ამ ბიჭს?-ვკიტხე მას.
- კი ვიცნობ ის ჩემი უფროსი ძმაა.-მითხრა და გაიცინა. ცოტა ხანი მზეს ვეფიცხებოდი მერეკი გადავწყვიტე წყალში შევსულიყავი. ცურვა ვიცი მაგრამ მაინც მეშინია როცა ფეხ ქვეშ მიწას ვერ ვგრძნობ. ლიკას ძმაზე ფიქრშ ვერც კი შევამჩნიე თუ სადამდე ვიყავი წამოსული. ფეხ ქვეშ მიწა ვეღარ ვიგრძენი, უნებურათ დავიკივლე და ნელნელა ჩაძირვა ვიგრძენი. სანამ გავითიშებოდი დავინახე როგორ ჩამოხტა ვიღაც მაგრამ ვერ დავინახე ვინ.



გამარჯობა ბავშვებო. ამ ისტორიას ადრეც ვდებდი მერე რატომღაც შევწყვიტე. ახლა გადავწყვიტე ისევ დავდო. შეიძლება აღარც გახსოვდეთ ამიტომ გადავწყვიტე თავიდან დამედო. იმედია მოგეწონებათ და ველი თქვენს კომენტარებს და შეფასებას love



№1  offline წევრი happiness

kaiagaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent