შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (თავი 1)


15-04-2015, 20:35
ავტორი PARVENU
ნანახია 22 423

888
-ამიყვანეეეეს!..- ყვირილით შევაღე, უფრო შევანგრიე ბინის კარები და გულამოვარდნილი, ისტერიული კისკისით მივეყუდე ჩარჩოს, ზედმეტი ემოციისგან რომ არ წავქცეულიყავი.
-გადაირიე გოგო შენ?-თვალებგაფართოებული მომვარდა დედაჩემი, პარალელურად კი გაფქვილულ ხელებს იწმენდდა.
-ამიყვანეს დედაჩემო, ამიყვანეს!.. გაიგონე?!-წამოვიყვირე აქოშინებულმა, ლოყებზე ხელები წავავლე აკივლებულს და შუბლზე ძლიერად ვაკოცე,-აღიარე რომ ყველაზე ჭკვიანი შვილი გყავს, სულ ყველაზე ჭკვიანი!-კვლავ ავყვირდი და იმ წამს მისაღებიდან გამოსულ შუბლშეჭმუხნილ, ფართო მხარბეჭიან კაცს გულიანად გავუღიმე,-ოჰ, თქვენც სახლში ბრძანდებით, ბატონო ზურაბ?! დღეს სასწაულების დღეა როგორც ვატყობ,-ავათამაშე წარბები და მამაჩემის დაბღვერილ სახეზე კვლავ ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-ლიკა, რანაირად იქცევი?-თავშეკავებულად წამოიძახა მამამ და გაკეცილი ჟურნალი იქვე, ტუმბოზე მიაგდო.
-რანაირადაც სამუშაოზე აყვანილ პირველ კურსელს შეეფერება!-ბედნიერმა შემოვკარი ტაში და ჯერ კიდევ გაოგნებულ დედას ხელი კაი ძმაკაცივით გადავხვიე.
-ლიკა, რას ლაპარაკობ?-შუბლშეჭმუხნული გამეცალა და გულხელდაკრეფილ ქმარს მიეყუდა.
-ვაიმე, ხალხო რა ვერ გაიგეთ,-წამოვიძახე და აღშფოთებულმა ხელები ავიქნიე,-დღეს ვიყავი გასაუბრებაზე ერთ ოჯახში... წესიერ ოჯახში,-დავამატე მამაჩემის გამომეტყველებას რომ წავაწყდი და უფრო ფრთხილად განვაგრძე,-შევხვდი ერთ პატიოსან, შუახნის ქალს, ვუპასუხე რამდენიმე ჭკვიანურ კითხვას და ამიყვანეს სამი, უწესიერესი ბავშვის მომვლელად... ძიძად რა,-განვმარტე და სანამ რამეს იტყოდნენ წამოვიძახე,-განცხადება ერთ წესიერ გაზეთში ვნახე, რომლის ფურცელიც ერთ პატიოსან ბოძზე გაეკრა ვიღაც დარბაისელ კაცს.-კმაყოფილმა დავამატე და თვითკმაყოფილებისგან გაჯგიმულმა ჩავუარე გაოგნებულ მშობლებს.
-ლიკა, ახლავე გამოდი ოთახიდან და ამიხსენი რა სისულელე წამოროშე,-სმენას მისწვდა მკაცრი ხმა და თავგაბეზრებულმა დავიფრუტუნე.-გესმის რას გელაპარაკები?
-სლიშუ, სლიშუ,-ყვირილით ვუპასუხე და კვლავ სიცილი ამიტყდა.
ეხლა ისეთი გახარებული ვიყავი, ვერაფერი ვერ გამიფუჭებდა ხასიათს. მით უმეტეს მამაჩემი, რომელიც ჩემი მუშაობის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო.
-რა ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ძიძობა ვერტიკალურია და თან ბრუნვადი,-ჩავიდუდღუნე და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაზე გავწექი.-რა მაგარი შეგრძნებაა... ვმუშაობ ეეე!.. მე, ლიკა ალავიძე ვმუშაობ... საკუთარი ფული მექნება,-ექსტაზში შესულივით ავლუღლუღდი და ბედნიერმა ღიმილმა გამიპო ბაგე.
-ღმერთო შენ გვიშველე!.. უფალო შენ დაგვიფარე!..-კარს იქით მესმოდა დედაჩემის ბურტყუნი და უფრო და უფრო მეღიმებოდა.
-ნეტა გამაგებინა ამ გოგოს რა უყრია თავში,-ამჯერად მამაჩემი ჩაენაცვლა.
-ის რაც შენ მამაჩემო, ფეტვი, ფეეეტვიიიი!-წამოვიყვირე და სიცილისგან მუცელ ატკიებული მოვიკუნტე.
-ნათია, გააჩუმე შენი შვილი სანამ ჭკუიდან გადავსულვარ.-დაიგრგვინა გაბრაზებულმა-მომინდომა აქ მომვლელობა! საკუთარი თავისთვის ვერ მოუვლია და ამან ვის უნდა მოუაროს?!
-ზურაბ, ნუ აბუქებ რა,-გავძახე უკმაყოფილომ და ტუჩები გავაწკლაპუნე, თან პარალელურად მეგობრებს ვწერდი ახალ ამბავს.
-ლიკა, ნორმალურად აგვიხსენი რა ჩაიდინე, თორე სახლიდან ვერ გამასწრებ,-ამჯერად კაკუნზე გადავიდა.
-აუ, მამა რა!-წამოვიძახე გაბრაზებულმა, მთელი ძალით გამოვგლიჯე კარები და შეცბუნებულს კისერზე ჩამოვეკიდე.-აი, ხო იცი როგორ მიყვარხარ?!
-მე მგონი სულ სხვა რაღაც გკითხე,-სმენას არ გამოპარვია, როგორ ცდილობდა ხმისთვის სიმტკიცე შეენარჩუნებინა და ხელებს ნერვიულად მუშტავდა.
-ხოდა გპასუხობ,-ავიჩეჩე მხრები და უფრო მეტად ავეკარი,-ხო იცი არა, როგორ მინდა მუშაობა?! აი, ვერც კი წარმოიდგენ ისე... იცი, რა კარგი შანსი მეძლევა?! ვიცი, რომ არ მოგწონს ეს ძიძობა და ამბები, მაგრამ მართლა კარგი ოჯახია. შენ თავს ვფიცავარ თუ რამე მემუქრებოდეს...
-ლიკა, ხომ იცი, რომ...
-ვიცი, ვიცი და გპირდები, რომ რამე რომ იყოს აუცილებლად გეტყვი. შენ გადაამოწმე თუ გინდა!.. გთხოვ რა მა!.-საცოდავად შევიჭმუხნე წარბები, მეტი დრამატიზირებისთვის ნიკაპიც ავიკანკალე და შეწუხებულ, ბრიალა ცისფერ თვალებში ჩავხედე, ასე რომ გავდნენ ჩემსას.
-იცოდე, აუცილებლად შევამოწმებ,-დამიქნია თითი და დანებების ნიშნად ძლიერად მომხვია თბილი მკლავები.
-იმენა ჯიგარი ხარ რა!-წამოვიძახე აღტაცებულმა და მონდომებით დავუკოცნე მჩხვლეტავი ლოყები.
-ლიკა, რა სიტყვებია,-აღშფოთებულმა შემომხედა აქამდე ჩუმად მდგარმა დედამ.
-პარდონ, პარდონ!-ხელები ავწიე, კიდევ ერთი კოცნა მივაკარი მამაჩემს და ოთახში შევბრუნდი,
-გასაპარსი ხარ, მამაჩემო. დედას არ ეკადრება ეს.
-ნუ ატლიკინდი გოგო შენ. ეს მასწავლის მე ქმრის მოვლას,-გაკაპასებული გავარდა სამზარეულოში.
-მომავალ ძიძას ელაპარაკები ნათელა, სამი ბავშვის ძიძას,-შევიფერე და ისევ კარში აყუდებულ მამაჩემს შევხედე, რომელიც ისე მიყურებდა, თითქოს ვინმე ჩემ თავს ართმევდა,-მამა, არაფერი მომივა...
-ლიკა, იცოდე თუ რამე...
-მამა!-საყვედურნარევი ტონით დავიჩივლე.
-იცოდე, ყოველ ნახევარ საათში დაგირეკავ და თუ ხუთი წუთის განმავლობაში ტელეფონს არ უპასუხებ...-როგორც კი შორს დამიგულა, ისევ მკაცრად ალაპარაკდა.
-ვიცი, ვიციიიი! სხვაგან კი არ გადავდივარ საცხოვრებლად, შუადღეს წავალ და საღამოს აქ ვიქნები. ეხლა კი მომიტევე, უნდა მოვემზადო. ბავშვებმა გადაწყვიტეს ჩემი წარმატება აღენიშნათ და კლუბში მივდივართ... საბაც მანდ იქნება,-დავამატე, მის თვალებს რომ გადავაწყდი.

888
-საბა, ნუ გამჭყლიტე რა!-ვუჯიკე, ოდნავ მაინც რომ გაწეულიყო გვერდით და მაგიდაზე დადგმულ ტეკილას დავსწვდი.
-ეეე, რას შვები გოგო?-პირთან მიტანილი ჭიქა გამომღლიტა და კვლავ მიმიხუტა.-ჯერ ის იკმარე, ძიძობაზე რომ დაგთანხმდი.-ნიშნისმოგებით დამხედა თბილი, ყავისფერი თვალებით და ცხვირი კვლავ ჩემ თმაში ჩარგო.
-ხოოო, შენ ჯერ ეგ იკმარე ლიკა, ერთი ათი წელი, მერე ალბათ დალევის უფლებასაც მოგცემს და ჰა-ჰა სამოცდაათს რომ მიუკაკუნებ, შეყვარებულის გაჩენის უფლებასაც მოგცემს, აბა სხვანაირად როგორ,-აფხუკუნდა ლიზა და მომღიმარ ერეკლეს ცხვირაბზუებულმა გახედა.
-შენ დიდი ხანია გამოშტერებული სიყვარულის სტაჟი მოგცეს?!-ავწკიპე წარბები და ისედაც კლუბში დაგუდული ჰაერისგან გულშეწუხებული, საბას მკლავებს დავუსხლტი.-შენთან ბოდიში ერეკლე,-თვალი ჩავუკარი მოღუშულ ბიჭს.
-მუშაობა დაიწყო გოგომ და აბლატავდა,-ჩაიდუდღუნა ნირწამხდარმა და ტეკილას მესამე ჭიქა გამოცალა.
-მართლა რა ალი და ნინოს ძეგლებივით ხართ ტო,-ამყვა საბაც, მალბოროს შეკვრას დასწვდა და ოსტატურად გაუკიდა სიგარეტს.-თან ხართ, თან არა... ჩამოყალიბდით რა.
-გარკვეული გრძნობები ამათგან შორს, აცრილები არიან,-კვერი დავუკარი, თან პარალელურად შემაწუხებელ ბოლს ვფანტავდი ხელების გამეტებული ქნევით.
-ლიკა, ჩაიგდე ენა,-დამიბღვირა აწუთლებულმა გოგომ და გაცეცხლებული გავარდა კარის მიმართულებით.
-ჰა ეხლა, გაყვები თუ...-დავუბრიალე თვალები მოღუშულ ერეკლეს, კისერი რომ მოეღრიცა,-იცოდე არანაირი ბავშვობის მეგობრები ვართ და ამბები, არ მჭირდება მე პათეტიკური სიყვარულის ისტორია... წყვილი მჭირდება მე, გაიგე? წყვი-ლი! თქვენი დაბდურობა რომ არა, აქამდე ნათლულიც მეყოლებოდა და სათანადო სტაჟიც მექნებოდა ბავშვის აღზრდაში. არც ტყუილის თქმა მომიწევდა...
-ყველაფერში საკუთარ სარგებელს, როგორ პოულობ,-ცხვირზე თითი მომიჭირა, როგორც ბავშვობაში და ლიზას მოსაძებნად გავარდა.
-რა ეშველებოდათ ამათ, მე რომ არ ვყავდე,-დრამატულად წარმოვთქვი და გაღიმებულ საბას ცხვირაბზუებულმა გადავხედე,-სანამ დროა დამაფასე ლოლაძე.
-მოდი აქ,-სიგარეტი პირში გაირჭო, ხელები მკლავში ჩამავლო და წამის მეასედში გულზე ამიკრა,-აბა, მითხარი ჩემი ხვალინდელი გრაფიკი.
-რვაზე გამომივლი, ვაიმე რა ადგება!..-შუბლზე ვიტკიცე ხელი და ოხვრით განვაგრძე,-ბავშვებს დავარიგებთ სკოლასა და ბაღაში, მერე მე წამიყვან უნივერსიტეტში, მერე შენ წახვალ შენ საქმეზე, ოთხისთვის მომაკითხავ, გამოვიყვანთ ბავშვებს, მერე დაგვტოვებ მათთან სახლში, მერე ისევ შენ საქმეებზე წახვალ, ცხრისთვის მომაკითხავ და ბოლო დანიშნულების ადგილი ჩემი სახლი იქნება.... ი ვსო,-ავიჩეჩე მხრები, როგორც კი დღის გეგმა წარვუდგინე.
-მეტი დარჩა რამე?-მობეზრებულმა დამხედა და სიგარეტის ნამწვი გამეტებით ჩაასრისა საფერფლეში.
-მგონი არა,-გადავაქნიე თავი და გულიანად გადავიკისკისე მის სახეზე,-კარგი რა საბუ, საქმიანი გოგო ვარ უკვე და სხვანაირად არ გამოვა.
-შენც არ მყავდე რა მერი პოპინსი,-აიქნია ხელი და გრძელ ნაწნავზე დამქაჩა,-რამდენჯერ გაგაფრთხილე მაგ საბუზე!
-გეძახიან,-თავით ვანიშნე მოცეკვავე ბრბოში ძლივს გამოტეულ ბიჭებზე და არხეინად მივეყუდე საზურგეს.
-მალე მოვალ, აქ იყავი!-გამაფრთხილა და დინჯი ნაბიჯებით გაყვა მეგობრებს.
-სად უნდა გავიქცე თორე კი,-ჩავიდუდღუნე და ლიზას მარტინის დავსწვდი.
ზეთისხილები წამში გადავყლაპე და დაჭყანულმა დავაყოლე მწარე სითხე, თან გამეტებით ვფიქრობდი ჩემ ახალ სამსახურზე.
სიმართლე ვთქვა, ძალიან ვნერვიულობდი. ბოლო-ბოლო ცხოვრებაში პირველად მიწევდა ამხელა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. სამი ბავშვის მოვლა ხუმრობა ხომ არ . მით უმეტეს მაშინ, როდესაც ათასში ერთხელ მიწევდა პატარა ბავშვებთან შეხება. მართალი არ ვიქნები, თუ ვიტყვი რომ მათზე ვგიჟდებოდი და ჭკუა მეკეტებოდა. არც მოფერებითი სიტყვების ფრქვევით გამოვირჩეოდი და ხვალ რისი იმედი უნდა მქონდეს არ ვიცი. ალბათ ჩემი ჭკუამხიარულობის და ბავშვების სიწყნარის. მართალია ისინი თვალით არ მინახავს, მაგრამ ისეთი კარგი ქალის შვილიშვილები, როგორიც ქალბატონი ნონა იყო, გაუზრდელი ლაწირაკები არ იქნებოდნენ. არც ჩემნაირ "გაუზრდელს" დააკისრებდნენ ამხელა პასუხისმგებლობას.
-ოხ, ეს რა შარში ხარ ლიკა!-ჩემ თავთან ლაპარაკი, მსუბუქმა ბიძგმა შემაწყვეტინა და შუბლშეკრულმა ავხედე მყუდროების დამრღვევს.
ტუჩაბზუებულმა ავხედე მაღალ, საოცარი სხეულის მქონე კაცს, ტიხარზე რომ აყუდებულიყო და სასმლისგან ჩაწითლებულ კვამლისფერ თვალებში ჩავხედე.
"ჩემი გაცნობა გინდა ლამაზო? უარს არ გეტყვი!"-გონებაში ეშმაკურად გავიღიმე და მიმზიდველი უცნობის გასაცნობი ტექსტის მოსასმენად მოვემზადე.
-მეჯვარედ დამიდგები?-ძლივს დაატრიალა ენა პირში და ლამის ყბა დამივარდა იატაკზე.
-რა-ა?!-ყურებს არ დავუჯერე ჩემი ასეთი მიწასთან გასწორება და პირველად ვინატრე საბა ახლოს მყოლოდა, ის სიმპატიური სახე, გემრიელად შეელამაზებინა.
-მეჯვარედ დამიდექი, არ გამიტეხო ძმურში,-მთვრალი ღიმილით აათამაშა ლამაზი თვალები და შუბლზე მიწებებული შავი თმა ოხვრით მოიცილა.
-რატო?-ყველაზე იდიოტური შეკითხვა დავსვი და ცხადად დავხატე გონებაში, როგორ გამომივიდა ყურებიდან ბოლი.
-ცოლი მინდა რა,-კითხვის მსგავსი პასუხი გამცა და ისეთი ისტერიული სიცილი ამიტყდა, კარგა ხანს გონზე ვერ მოვედი.
-ცოლი იშოვე უკვე?!-სიცილით ვკითხე, თან წარმოსახვაში ღერა-ღერა დავაპუტე ბზივარე თმები.
-მაგარი,-სულელური ღიმილით დაატრიალა თითი ჰაერში, ხელი მკლავში ჩამავლო და აზრზე ვერ მოვედი ისე გამათრია კარებში.
-ჰეი, რამდენს ბედავ?!-მხოლოდ მაშინ მოვისაზრე ხმის ამოღება, როდესაც მანქანასთან დაამუხრუჭა და ბანცალით მიეყრდნო კარებს.
-ესაა მე-ეჯვარე?-გავიგე ჩუმი ბურდღუნი და გაოგნებულმა ჩავიხედე ჩაწეულ ფანჯარაში.
ინტერესით შევათვალიერე უკანა სავარძელზე მისვენებული ნახევრად მძინარე გოგო და ტუჩაბზუებულმა გადავხედე ადგულზე მოქანავე, კვლავ სულელურ ღიმილ აკრულ ბიჭს.
-ბავშვია,-გამოვიტანე განაჩენი და მათ წყვილს უმაღლესი შეფასება დავუწერე გონებაში.-თუმცა ლამაზი.-კარგა ხნის მერე დავამატე და თვალები მობეზრებულმა გადავატრიალე, სიამაყისგან გაჯგიმულმა ბიჭმა მონდომებით რომ დაუკოცნა ტუჩები.-მეც ბავშვი ვარ და გთხოვთ ნუ დამიმახინჯებთ ფსიქიკას,-თვალებზე ხელი ავიფარე ზედმეტად ინტიმური სცენის მოსარიდებლად.
-შენი მე-ეჯვარე?!-აშკარად ხმაშეცვლილმა ამოილუღლუღა გოგომ, მე კიდე უფრო მეტად ამიწითლდა ლოყები.
-ვიშოვი,-არც კაცს ჰქონია ნაკლები ინტონაცია და ლამის ბოლი ამივიდა კვლავ კოცნაობა რომ გამართეს.
-წავედი მე!-წამოვიყვირე გაღიზიანებულმა და სიცილი ვერ შევიკავე თავ წამოწეულმა ბიჭმა, კარის ჩარჩოს რომ მიახალა თავი,-მეორე მეჯვარეს გიშოვით, თორე ვხვდები ცოტა ხანიც და...-ჰაერში რაღაც მოვხაზე ხელებით და გულსაკლავად ამოვიოხრე მთვრალ სახეებს რომ გადავაწყდი,-იმედია მთელი დამხვდება,.. ტანსაცმელი-ჩავიდუდღუნე და საბას მოსაძებნად კლუბში შევბრუნდი.

888
-ესენი ნორმალურები არიან?!-გადმომხედა ლოლაძემ შუბლშეკრულმა.
-რავი... მგონი არა,-ავიჩეჩე მხრები და ადგილზე მოქანავე წყვილს ბეჭდები გავუწოდე.
-დარწმუნებული ხართ ბავშვებო?!-შეწუხებულმა იკითხა მოსამართლემ, ამოჩაჩულ პერანგში და დასიებულ თვალებში რომ ეტყობოდა ბალიშის კვალი.
-გააგრძელეთ!-დასჭექა სიძემ და საცოლე უფრო მიიკრო გვერდზე.
-ეს ძალზე საპასუხისმგებლო...
-გასაგებად ვთქვი მგონი,-ღრენაზე გადავიდა.
-მაშ, კარგით! რა გაეწყობა,-ამოიოხრა მოსამართლემ და საბუთები გაუწოდა წყვილს.
-ისე, ასეთ ფეხება გოგოზე არც მე ვიტყოდი უარს,-გადმომიჩურჩულა საბამ და ჩემი ჩქმეტისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე განაგრძო,-წელს ზემოთ ხომ საერთოდ.
-ლოლაძე!!!-მთელი ძალით ჩავარტყი ფეხი წვივში და მის აწითლებულ სახეზე ყურადღება არ მიმიქცევია, ისე მოვაწერე ქორწინების მოწმობას ხელი.
-გაძლებას გისურვებთ,-საბოლოო სიტყვა თქვა მოსამართლემ და ძილმორეული ჩაეშვა სავარძელში.
-მორ-რჩა?-ლუღლუღით ახედა უკვე ქმარს გოგომ და გრძელი წამწამები ააფახულა.
-ცოლ-ქმარი ვართ,-დაუდასტურა ბიჭმა და საგვირგვინო კოცნაც შეასრულა.
-მართლა ლამაზი წყვილია,-სინანულით ავღნიშნე და ჯერ კიდევ დამანჭულ მეგობარს მივეტუზე.
-ხვალ ვინ იცის რა ჭკუაზე გაიღვიძებენ... ოხ, რა ყველა უბედურებას შენ აწყდები გოგო,-შემომიღრინა გაბრაზებულმა.
-რა გინდა?!-გულუპრყვილოდ ავხედე,-მალდობა მითხარი ასეთ თავგადასავალში რო გაგხვიე რა!
-არასპრავედლივს ბაზრობ,-მოღუშულმა გადახედა ერთმანეთზე აკრულ წყვილს და ძლიერად ჩამოართვა სიძეს ხელი,-აბა, ბედნიერად.
-ყველაფერ კარგს გისურვებთ!-შემოვკარი ტაში და გულწრფელი ღიმილით გადავეხვიე გოგონას.
-მადლობა,-ორივემ ერთად წამოიძახა,-კარგი გოგო ხარ შენ,-ცხვირზე დამკრა ხელი სიძემ, ცოლს ტაქსის კარი გამოუღო და ღიმილით დაგვემშვიდობა.
-ფრთხილად იარეთ,-დავუქნიე ხელი და გულაჩუყებული ლოლაძეს მუცელზე მოვეხვიე.
-გაითავისე უკვე ძიძობა, ატყობ?!-სიცილით ჩამსვა მანქანაში და არხეინად მიუჯდა საჭეს,-მართლა რა უცნაური წყვილი იყო... მთვრალებს მოუნდათ ქორწინება მაინცდამაინც?!
-ასე უფრო რომანტიულია... სპონტანური და ლამაზი,-ავიჩეჩე მხრები.
-ისე რაო, რა გვარები იყვნენ? არ მისმენია,-ინტერესით გადმომხედა და კვლავ გზას მიუბრუნდა.
-რა არ გახსოვს ბიჭო, ყოველდღე ხო არ ხარ უცნობი ბიჭის მეჯვარე?-ვუსაყვედურე და გამოკვეთილად წარმოვთქვი.-ალექსანდრე ცერცვაძე და ელენე გაბუნია.
-არა, გოგოს აშკარად კარგი ტანი ქონდა,-ისევ აფხუკუნდა და სანამ ჩემი მუჯლუგუნი არ მიიღო არ გაჩერდა.



№1  offline მოდერი MyLove

არ არსებობს!
იეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეს!
ეს მე.. უბრალოდ არ მჯერა რომ შენს ისტორიას ვკითხულობბბ...
ვიცი დავიწყებ დღეიდან ტანჯვა-წამებას მაგრამ მიხარია!
ძალიან, ძალიან ძალიან მიხარია.. როწავიკითხავ კიდე დავაკომენტარებ.

ნუ ეხლა ძალიან გამიხარდა ჩემი სახელი რომ წავიკითხე.. არველოდი love
ეს ის ალექსანდრე და ელენეა? love როგორ გამიხარდა მათი დანახვაც. ძალიან, ძალიან.
იმედია შენ რო იცი იმხელა ინტერვალებით არ დადებ ახალ-ახალ თავს რომ გულის შეტევა მივიღო, რაც დარწმუნებული ვარ დღეიდან გამოწერილი მაქვს ამაზონიდან. :D
ჰო კიდევ,, იმ "ჩემი" ბიჭის გაცნობაც მინდა.. am
ჩემია ზუსტადაც..
თავიდან მეგონა რომ შემეშალა და ლიკა არ ეწერა..
მერე გავიფიქრე არა აშკარად " ლ ი კ ა " წერია-თქო.
ახლაც ეიფორიაში ვარ.
რომ გავიზრდები ძიძად უნდა დავიწყო მუშაობა და ერთ მთვრალ გიჟმაჟუნას მეჯვარედ უნდა დავუდგე კიდევ! wink
ველოდები შემდეგს.
ახლაც ემოციებს სიტყვებზე ვერ ვანაწილებ!..
დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად არავინ ელოდებოდა ამ ისტორიას.. 100%-ით! love
ალიაქოთი ავტეხე ახალ თავთან დაკავშირებით. wink
ნუ ეგენი შენც იცი.
უნიკალური ხარ შენ.
პ.ს_ კინაღამ დამავიწყდა, ეს გოგო ხასიათებითაც მგავს, ვანგა ხარ! ვ ა ნ გ ა !
მიყვარხარ..მიყვარხარ...მიყვარხარ...მიყვარხარ...მიყვარხარ..

კიდევ ერთი პ.ს.ს_ზუსტადაც, ჩემი ბრალია! ვაღიარებ! იმიტომ რომ ამისთვის არავინ დამსჯის.. wink
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline წევრი nestanuka13

არ არსებობს როგორც იქნა დაბრუნდი, ალექსანდრეს და ელენეს მეჯვარეზეა ისტორიაა?? :D

 


№3  offline წევრი BvBArMy

ვუაიმე როგორ გამიხარდა! ძალიან კარგი იყო ახალ თავს ველოდები. love
--------------------
I Hate Everything About You

 


№4  offline წევრი Annee

ეს ვინ დაგვიბრუნდა. ჯერ მარტო რამდენიმე წუთი შენს ნიკს გაკვირვებული ვუყურებდი ხომ არ მეშლება-მეთქი. როგორ გამახარა შენმა დაბრუნებამ ვერ აგიღწერ ^_^ მერე კიდე შენი პირველი ისტორიის გმირებიც რომ აღმოვაჩინე მთლად გავგიჟდი. ^_^ ბრილიანტი ხარ ელე :*:*

 


№5  offline წევრი Niacule

სხვათაშორის სახელებზე ვიღაცამ რაღაც დამპირდა:დდდ ნუ კაი რამოხდა.
არმოველოდი. მართლა არმოველოდი,მეგონა მაისში მოხვიდოდი< 333 ეხლა წავიკითხავ დარწმუნებულივარ უმაგრესი იქნება <33 გუდ ლაქ <3

 


№6  offline წევრი Mkitxveli

ძალიან,ძალიან მიხარია. ველქამ!
შენს ისტორიებს უემოციოდ ვერ ვკითხულობ. ახალი თავგადასავალი იწყება ♥

 


№7  offline წევრი PARVENU

ისე გამიხარდით ბავშვებოოო♥♥♥♥♥♥ აგერჩვენებათ, მე ვარ:დ
ნია, არ დამვიწყებია დანაპირები, ერთ სრულ ისტორიას მაგაზე აუცილებლად დავწერ, აი ფრომის იუ♥♥♥♥ ისე მომენატრეთ ისეეეეეე, აი არ ვიცი როგორ ვთქვა, სასწაულად მემენატრეთ ბაღნებო♥♥♥♥
--------------------
Parvenu

 


№8  offline წევრი nanako123

როგორც იქნაააააა <33333 ალილუიაააააააააააააააა ........... როგორ გამახარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ^_^

 


№9  offline წევრი PARVENU

ხო კიდე, ის ალექსანდრე და ელენეა, გამიხარდა რომ გაგახსენდათ♥ და თავების დადების დღეებ დავწერ შემდეგ თავზე, განრიგს შევადგენ, რომ არ გაგაწამოთ ჩვეულებრივ:დ
--------------------
Parvenu

 


№10  offline წევრი Queen

ძალიანნ მაგარიაა♥♥♥

 


№11  offline წევრი Unnamed

Megona momechvena :D mere vifiqre avtori mereva tqo da shens mier damatebuli siaxleebi gadavamowme :D da ver warmovidgendi tu waukitxav siaxleze komentars davamatebdi :) magram axla vaketeb amas :D vici rom kargi iqneba da exa is rom ar davwero rac shenma danaxvam gamoiwvia chemshi mere amereva ragaceebi da komentars sul ver gavaketeb :D viwyeb axla kitxvas!

 


№12  offline წევრი t i k o

აუუ რამაგარიიიიი ხარრრ loveვაფრენ შენზეე ვერცკი წარმოიდგენ როგორ გამახარეე ახალი ისტორიით love

 


№13  offline წევრი liih

როგორ გამიხარდი შენ ხომ არ იცი...გელოდი,გელოდი და როგორც იქნა გამოჩნდი.:* ნიკი რო დავინახე თვალებს არ დავუჯერე,ცოტა მაკლდა ცეკვა არ დამეწყო.

 


№14  offline წევრი კოტი

ვაიმეე ვაიმეეე როგორ გამიხარდა შენუ სახელია დაბახვა რომ იცოდე არც წამიკითხავს მაგრამ იმვიცი უნაგრესი იქნება იმედია გავძლებ და დასასრულამდე დაველოდები ზატო მერე ვიქნები გაბცხრომაშე მე 100 ჯერ წავიკითხე შენი ყველა ისტორია და ამასაც ასე ვუპირებ იმედია არ დააგვიანებ ხოლმეე მიყვარხარ
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№15  offline წევრი Unnamed

Xo da kide aleqsandre da elene gamixarda :D da imedia xshirad iqnebian isinic :D :* :* rogor gamixardi <3

 


№16  offline წევრი killer

ვაიმე ელოოოო როგორ გამახარეეე ♥♥♥♥

 


№17  offline წევრი EiLuL♥

ვაიმეეეე თვალებიიი მატყუებსს არაააააააა ? რაღაც ისტორია დავინახეეე რასაც ვკითხულობ დაა დამეჩირა ამაზეე ცივად გამოვედიი რაში შევიდათქო დააა მეეეერეე ნიკიი რომ დავინახეეე ავედი ჩავედიიი დააა ვეერ დავიჯეერეე,,,, საააად წახვეიიი რომ წახვედიი ? ისეეე გამეხარდააააა ❤❤❤ ვგიჟდებიი შენზე დაა შენს ისტორიებზეე ❤❤ ((( ფბ-ზე როგორრ გნახოო ? )))
--------------------
elene

 


№18  offline წევრი grifini

აშკარად დებილი არ ვარ და ჩემი სეხნიაა მაგი ხო belay ეეეე რა მაგარიაააააა wink ველი ველი მოგელი ახალ თავს მარა შენი რომ გიცნობ დააგვიანებ ამიტომ დიდად ყოველ დღე არ მოგელი wink

 


№19  offline წევრი kiki12

საინტერესოდ დაიწყე ძალიან.. ველოდები გაგრძელებას.. მომწონს შენი მხიარული პერსონაჟები:)) უნიჭიერესი ხარ!! ძალიან მინდა ეს ისტორია წინა ისტორიებისგან რადიკალურად განსხვავებული იყოს..

 


№20  offline წევრი nuki-nuka

ნუუ როგორ გამახარე შენ არ იციი. ჯერ არ წამიკითხია მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი იქქნება. წარმატებები love

 


№21  offline წევრი prettygirl

Ramdeni xania shens gamochenas veli <3

 


№22  offline წევრი PARVENU

ელენა სვანი, ასე მომძებნეთ ფბზე♥♥♥♥ მადლობა მადლობა და კიდოოოო მადლობა♥♥♥♥♥
--------------------
Parvenu

 


№23  offline წევრი Elle025

ჩემს პროფილზე მხოლოდ იმიტომ შემოვდივარ,რომ შევძლო შენს ახალ ისტორიაზე კომენატრის დაწერა..სასწაული ისტორიები გაქვს,და შენ ხომ საერთოდ სასწაული გოგო ხარ... love ♥ ♥ წარმატებები.....♥ დაწყება უკვე მომეწონა,და დარწმუნებული ვარ ესეც ისეთივე მაგარი ისტორია იქნება როგორებიც წინა... love

 


№24  offline წევრი anna777

ვგიჯდები შენს ისტორიებზეე რაკარგია რომ დაბრუნდიი!!
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№25  offline წევრი ana456

გამიხარდი რა

 


№26  offline წევრი human

მახარებს შენი ისტორიები გამორჩეული ხარ ... და წამება დაგვეწყო მართლაც აბა შენ იცი თუ ცოცხალს მომისწრებ და მალე დადებ ხო კაი არადა დასრულებული ჩამატანეთ იქით წავიკითხავ :დდდ

 


№27  offline წევრი Anuuc^.^

ვაიმე თვალევს ვერ ვუჯერებ სად იყავი აქამდე???ეს რა ძალიან კარგი რაღაც დადე ვაიმეე როგორ მომწონს❤❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№28  offline წევრი NA NO

ნეთუუუუ დაბრუუუნდიიიიიიი
.....როგორ გამახარე ვერ წარმოიდგეენ

 


№29  offline წევრი Nineli07

Vaime exla vnaxe es da gavgijdi❤️Elene da aleksandree❤️❤️Dzaanmagaria

 


№30  offline წევრი Only DrEAmer

დაბრუნდი ^^^ არარსებობს <3 ვგიჟდები შენს ისტორიებზე რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent