შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლისფერი [სრულად]


15-04-2015, 23:07
ავტორი მარრიამი
ნანახია 9 545

თვალს ახელს და ისევ ეს საშინელი სიცარიელე, სიბნელე..
მერამდენედ?
მეათედ..მეასედ..მეათასედ.....
უკვე 21 წელია იტანჯება იტანჯება უიმედოდ..
შეეჩვია, აღარც კომპლექსები აქვს.. ირწმუნა რომ ერთადერთი არაა.. ქუჩაში არ გადის, სულაც არ აქვს სურვილი სიკვდილი სიცოცხლე დაასრულოს. მხოლოდ დას გაჰყავს იქვე ახლოს, პარკში.
მხოლოდ ხმაურს ისმენს, სუნს გრძნობს, ვერაფერს ხედავს და აღიქვამს.
დის ნაამბობი არ მოწონს თითქოს სამყაროდან სხვა რამეს ელის, რაღაც უფრო განსაკუთრებულს.. ამიტომაც არ მოწონს როცა თიკო რაღაცას აღწერს. ის ეუბნება იმას, რაც არის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. თინოს კი სულ სხვა რამ სურს.. სულ სხვა..
უკვე მიეჩვია, ლოგინის ბოლოში ყოველ დილით ხვდება გამზადებული სამოსი. ცდილობს სწორად ჩაიცვას.. ხანდახან, იშვიათად არ გამოდის.
ლოგინის გასწვრივ, რვა ნაბიჯში ოთახიდან გასასვლელია, იქიდან ათ ნაბიჯში მისაღებია.. ყველაფერი ასე ნაბიჯებითაქვს დამახსოვრებული. ნელ-ნელა ისწავლა სუფთად ჭამა, დახმარების გარეშე მოძრაობა, საკუთარი თავის მოვლა.

- თინო, გავიდეთ პარკში? კარგი ამინდია.
- გავიდეთ თიკო, თმა ჩამიწანი რა _ თხოვნით მიმართა დას.
- ახლავე _ ლოგინზე ჩამოჯდა, თინო ფეხებთან მიუჯდა. მოწესრიგდნენ და ხელჩაკიდებულები გავიდნენ სახლიდან.

- ფრთხილად თინო... გადააბიჯე ქვას... აქეთ წამო, მანდ თხრილია... კიბეა თინო... გზაზე გადავდივართ თინო... _ ყოველ ნაბიჯზე აფრთხილებდა თიკო.

პარკში სკამზე არასდროს ჯდებოდა. თიკოს ბალახზე პლედს აშლევინებდა და იქ იკავებდა ადგილს. გონებაში ყოველ წამს ხატავდა, ხატავდა ყველაფერს მის გარშემო. უნდოდა წარმოედგინა რა ხდებოდა, როგორი იყო სამყარო.. საათობით იჯდა, ჩუმად.. თითქოს ჰორიზონტს გასცქეროდა და ფიქრობდა. თიკო იღლებოდა, წასვლა უნდოდა, თინო კი ჯიუტად ითხოვდა ადგილზე დარჩენას..

- თინო..
- გისმენ თიკო.
- ორი წუთით გავალ რა, წვენს ვიყიდი.
- წადი თიკო..
- შენ რა წამოგიღო?
- მეც წვენს დავლევ..
- კარგი, მალე მოვალ _ ლოყაზე აკოცა და მაღაზიისკენ წავიდა.

ვერ ხედავს, მაგრამ მაინც გრძნობს გაზაფხულს, ბავშვების ჟრიამული ახარებს.. იღიმის თავისთვის, ნაზად..საკუთარი თავი არასდროს უნახავს მხოლოდ ახლობლების აღწერილობით იცის... მშბლების და დის სახეები შეისწავლა... მამას ცხვირით ჰგავხარო და ალბათ ყოველ დღე თავიდან „უთვალიერებს“ ცხვირს.. დედის ტუჩები გაქვსო და ყოველ დილას თითებით „უხაზავს“ ტუჩების კონტურს. მაგრამ მთლიანობაში მაინც ვერ შეძლო საკუთარი გარეგნობის „დანახვა“.

წარმოდგენილ ჰორიზონტს გაჰყურებს, იღიმის.. იღიმის მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ იღიმის..

- გოგონა, შეიძლება გკითხოთ რა დაინახეთ ამ ფანტანში ისეთი, თვალმოუშორებლად რომ უყურებთ? _ ხმა მოესმა.
- ფანტანს არ ვუყურებ _ თავდაჯერებულად უპასუხა.
- აბა? _ გაიკვირვა.
- ჰორიზონტს..
- ააჰ _ გაუგებრად ჩაიბურდღუნა. _ რა გქვია?
- თინო.
- თაზო _ მოულოდნელად მიტრიალდა თინო ხმისკენ. ნელა წაიღო ხელები მისკენ, ნაზად შეეხო და შუბლისკენ ააცოცა, გაფართოებული თვალებით შესცქეროდა თაზო, ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა გოგონა. ნელა მოატარა შუბლზე თითები, შებლიდან საფეთქლებზე.. იქიდან ლოყებზე..შემდეგ ნიკაპზე.. ისევ ზემოთ წავიდა და წარბებზე გადაუსვა ხელი, თვალებზეც ნაზად შეეხო, ცხვირს ჩამოუყვა.. ტუჩებზეც გადაატარა თითები, ბოლოს თავზე გადაუსვა ხელი და გაუღიმა. _ რა გააკეთე?
- არაფერი _ მხრები აიჩეჩა.
- საგიჟეთიდან გამოიქეცი? _ გაუცინა.
- არა _ ამოისუნთქა.
- აბა?
- კარგი გარეგნობა გქონია.
- ოჰ, მადლობა _ გაიცინა.
- ხმაც კარგი გაქვს.
- ეს რა კომპლიმენტებს ვიღებ, რით დავიმსახურე?
- სანდო ადამიანი ჩანხარ.
- მადლობა, მადლობა. იცი? ძალიან დამაინტერესე და იმიტომ მოვედი.
- მე?
- შენ.
- საინტერესო არაფერი მაქვს.
- როგორ არა, აი მაგალითად შენი ცეცხლისფერი თმა, დიდ ყურადღებას იქცევს.
- თინო _ მძიმედ სუნთქავდა თიკო. _ თქვენ ვინ ხართ? _ ეჭვის თვალით გახედა თაზოს.
- თაზო თაბაგარი _ პლედიდან წამოდგა და ხელი გაუწოდა.
- სასიამოვნოა, გვაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდეთ _ თინოს ადგომაში დაეხმარა, პლედი ჩანთაში ჩადო, ხელი მოკიდა და სწრაფი ნაბიჯით წაიყვანა.
- თიკო ნუ მიმარბენინებ, ნელა.
- ვინ იყო თინო?
- ვინ?
- ის თაზო.
- არ ვიცი.
- აბა რას ელაპარაკებოდი?
- მერე რა მოხდა.
- როგორ თუ რა მოხდა? უცხო იყო თინო, თან მარტო იყავი, რამე რომ დაეშავებინა?
- კარგი რა თიკო, ყოველ წამს უნდა მახსენო ჩემი შეზღუდული შესაძლებლობები? ამის გამო ისედაც ჩაკეტილი ვარ მთელი ცხოვრება, სრულიად მოწყვეტილი გარემოს.. ბავშვობაც კი არ მქონია. რატომ არ მაცდი სოციალიზაციას? ხომ შეიძლება ვინმეს დაველაპარაკო?
- თინო დამშვიდდი, მაპატიე, უბრალოდ ვინერვიულე _ სინანულით ჩაილაპარაკა.
- არაუშავს, უბრალოდ თაზო არ არის ცუდი ადამიანი.. დანახვის გარეშე ვისწავლე ადამიანების შეფასება..
- კარგი _ გაუღიმა.
- ხვალაც წამოვიდეთ რა.
- წამოვიდეთ _ გაიცინა _ მოგეწონა? _ ოდნავ მოუჭირა ხელი.
- რა სისულელეა, მე არ მაქვს ვინმეს მოწონების ან შეყვარების უფლება.
- ნუ სულელობ.
- არ ვსულელობ, ეს სიმართლეა. მე არ მაქვს უფლება ვინმეს თავი შევაყვარო, ოჯახი შევქმნა, მე სხვას ვერ გავაუბედურებ.
- ძალიან გთხოვ თინო, არ გინდა..
- ჰო.. არ მინდა... _ ცრემლი ჩამოეღვარა ლოყაზე, ფრთხილად მოიწმინდა..

მთელი დღე თაზოზე ფიქრობდა, არ უნდოდა, მაგრამ ეფიქრებოდა.

________

თაზო..

მეგობრებთან იჯდა, მაგრამ ცეცხლისფერ გოგონაზე ფიქრობდა. ვერ ხსნიდა მის უცნაურ საქციელს.. თან საოცრად უნდოდა კიდევ ერთხელ ენახა. ისე მოიხიბლა, თითქოს მოაჯადოვა მისმა დიდრონმა, წყლიანმა თვალებმა..

- გამოფხიზლდი, ბიჭო, რა გჭირს?
- აუ დღეს გოგო ვნახე პარკში.
- მერე?
- ძალიან კარგი იყო, ცეცხლისფერი _ გაიცინა.
- და?
- არაფერი, უცნაურად იქცეოდა. სახეზე მომისვა ხელები. მერე ვიღაც გოგო მოვიდა, ისე მიყურებდა თითქოს ტერორისტი ვყოფილიყავი.
- მერე?
- მერე მოკიდა ხელი და წაიყვანა. დავრჩი ასე.. ხვალაც მივალ, მაინც ვნახავ..
- ნახე, ნახე.. ახლა ჩვენკენაც მოიხედე _ გაუცინეს.

_____________

თინო...

დილა გათენდა თუ არა, პირველ რიგში ამინდი იკითხა. გულის ფანცქალით ელოდა როდის მოიცლიდა თიკო, რომ პარკში გაეყვანა. სთხოვა, ლამაზი ტანსაცმელი აერჩია, თმები გაიშალა და ისე წავიდა.. ისევ იმ პლედზე ჩამოსხდნენ..

- გინდა წავიდე? _ გაუცინა თიკომ.
- არა, დარჩი..
- იცი რა? ჯობს წავიდე, მას ვხედავ.. აქვე ვიქნები, თან აი ჩემი მეგობარიც აქაა _ ლოყაზე აკოცა და იქვე მოშორებით სკამზე დაჯდა. თინოს სიტყვებმა თითქოს დაარწმუნა რომ თაბაგარი მართლაც კარგი ადამიანი იყო. აღარ ეშინოდა.
- გამარჯობა _ ვაჟის ხმა მოესმა.
- გამარჯობა თაზო _ ხმისკენ მიტრიალდა.
- როგორ ხარ?
- არამიშავს. შენ?
- ახლა კარგად. თინო, ვიცი ზედმეტად პირდაპირი ვიქნები მაგრამ იქნებ საკონტაქტო ინფრომაცია გაგვეცვალა?
- ტელეფონი არ მაქვს.
- სოციალური ქსელები?
- არც ეგ.
- კი მაგრამ..
- თაზო, უბრალოდ არ მაქვს.
- მე რომ შენთან ურთიერთობა მინდა?
- არც შენთან ურთიერთობის უფლება მაქვს.
- გათხოვილი ხარ? _ გაუკვირდა.
- არა.
- აბა?
- უბრალოდ არ შემიძლია, ეს ორივეს გვატკენს, მე კი არ მინდა.
- ასე მარტივად არ მოგშორდები, გუშინდელი მერე სულ შენზე ვფიქრობ.
- ჰო და მაშინ ხვალიდან ვეღარ მნახავ.
- თინო ყველაფრის მიზეზი არსებობს, მაშინ მითხარი რატომ ხარ წინააღმდეგი.
- თაზო მე ჩვეულებრივი არ ვარ..
- ჰო, შენ არაჩვეულებრივი ხარ შენი ცეცხლისფერი თმით.
- შენ არ გესმის.
- გამაგებინე.
- წადი, გთხოვ.
- კი მაგრამ..
- გთხოვ..
- კარგი, მაგრამ მე დავბრუნდები თინო _ ნელა წამოდგა პლედიდან და თიკოსკენ წავიდა. _ უნდა დამეხმაროთ _ თიკოს მიმართა.
- რა მოხდა?
- მას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, არ ვიცი რაღაც აკავებს _ თიკომ ამოიოხრა.
- თქვენ არ იცით, მას მიზეზი აქვს.
- რა მიზეზი?
- თაზო, თუ თქვენ თინოზე სერიოზულად არ ფიქრობთ, ჯობს დაივიწყოთ. უბრალო ახირების გამო არ მოგცემთ უფლებას ჩემი და კიდევ უფრო გააუბედუროთ.
- გეფიცებით ცუდი მიზნები არ მამოძრავებს. უბრალოდ მინდა ახლოს გავიცნო, მინდა ურთიერთობა გვქონდეს, მე თქვენი და მომწონს, ძალიან.
- კარგი, მას დაველაპარაკები. მე ვერაფერს გეტყვით, მაპატიეთ. _ ჩქარი ნაბიჯით გაშორდა ვაჟს და თინოს მიუახლოვდა.

გოგონა მძიმედ სუნთქავდა და ნერვიულად იზელდა შეუბლს. გვერდით მიუჯდა დას, ხელები მაგრად მოჰხვია და მიიხუტა. ერთი წლით უფროსია თიკო თინოზე. ტყუპებივით გაიზარდნენ, სულ ერთად იყვნენ, ამას ხელს უწყობდა თინოს პრობლემაც. წამით არ ტოვებდა და მარტო, სულ თან დაჰყვებოდა. ახლაც კარგად გრძნობს რა ხდება მის გულში, პირველი შემთხვევაა როცა ბიჭით დაინტერესედა და მაინც ასე იქცევა. მაინც დარწმუნებულია რომ სიყვარულის უფლება არ აქვს, მაინც ფიქრობს რომ ვინმეს გაუბედურება შეუძლია. არადა თინო ხომ მათი ოჯახის ანგელოზია.

- თინო..
- წავიდა?
- წავიდა. თინო რატომ იქცევი ასე?
- არ მინდა უბედური იყოს.
- შენ რომ იუბეფურებ საკუთარ თავს? მასაც გააუბედურებ თუ ასე მოექცევი.
- პირიქით, ის მე დამივიწყებს.
- არ დაგივიწყებს, მე მელაპარაკა, მთხოვა შენთვის მეთქვა რომ მართლა მოეწონე. მას მართლა სურს შენთან ურთიერთობა თინო. არ ჰგავს იმ ადამიანს შენი პრობლემის გაგებისთანავე რომ გაიქცეს.
- უნდა დამივიწყოს. აქ აღარ მოვალთ. წავიდეთ თიკო, სახლში მინდა.

სახლში მისვლისთანავე თავის ოთახს მიაშურა. ლოგინზე ემბრიონის ფორმაში მიწვა და თავისთვის ჩუმად ატირდა. თითქოს თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ატირებდა, როგორ მოახერხა თაზოს წასვლამ მისი ატირება. მაგრამ ფაქტია, ამ ბიჭმა საოცარი გრძნობები გააღვივა მასში, სულ ორჯერ ნახა, არ იცნობს, არ იცის როგორია. მაგრამ მისი ხმა, ისეთი სუფთა ეჩვენება, ისეთი უბრალო, დარწმუნებულია რომ ცუდი ადამიანი ვერ იქნება.

________________

თაზო...

მთელი დღე თავს იტანჯავდა იმაზე ფიქრით რა ხდებოდა, რა სჭირდა თინოს, რატომ ეუბნებოდა უარს, რა პრობლემა ჰქონდა. ერთი ნახვით მიიპყრო მისი ყურადღება ამ სიფრიფანა გოგონამ. მისმა ცეცხლისფერმა თმებმა მოხიბლა, ისეთი უცნაურია, ისეთი მშვენიერი და მშვიდი. როგორ უნდა მიზეზი გაიგოს, როგორ უნდა გოგონა დაისაკუთროს. ასეთი რამ არასდროს დამართნია, თითქოს მოაჯადოვეს. ასე ერთი დანახვით, ასე ძლიერად არასდროს დაინტერესებულა ვინმეთი, მაგრამ თინო.. ეს ვიღაც სხვაა, ვიღაც განსაკუთრებული.

- თაზო..
- რა ხდება დე..
- რა გჭირს? _ ლოგინზე ჩამოუჯდა ქალი.
- არაფერი დე..
- როგორ არა დე, რაღაც გჭირს _ გაუცინა.
- არაფერი, არაფერი _ ქალს შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა. ეჭვიანი მზერა გააყოლა დედამ და თავი გადააქნია. აშკარა იყო მის ვაჟს რაღაც სჭირდა, ვინ მიხვდება უკეთ თუ არა დედა. მაინც გამოტეხავს..

ერთი კვირის განმავლობაში, მთელ დღეებს პარკში ატარებდა თაბაგარი. თუმცა სულ ტყუილად, თინო აღარ გამოჩენილა. არადა როგორ ელოდა, სულ ერთხელ რომ ენახა, სულ ერთხელ, ყველაფერს გაიგებდა, გულში ჩაიკრავდა და აღარ გაუშვებდა. დანაკლისი, ეს საშინელი მონატრება აღარ ასვენებდა. ნუთუ სიყვარული ეწვია? ასე მოულოდნელად, ასე შემთხვევით.. უიმედოდ გასცქეროდა პარკს, თინო არ ჩანდა, მაგრამ თიკოს რომ თვალი მოკრა, მთელი სისწრაფით წამოხტა და მისკენ წავიდა. ისე უხაროდა, თითქოს რამე მსოფლიო აღმოჩენა გაეკეთებინა..

- ერთი წუთით, თინოს და _ ყვირილით წავიდა. სიცილით შეეგება თიკო.
- თიკო მქვია.
- ჰო, თინოს და. სად არის თინო?
- თინო პარკში აღარ დამყვება.
- უნდა ვნახო, თიკო, უნდა ვნახო.
- დაიტანჯება თაზო, გთხოვთ არ გინდათ.
- როგორ არ მინდა, მე ის მიყვარს თიკო.
- ნუ მომატყუებთ, არ ღირს.
- ძალიან გთხოვთ მითხარით რა პრობლემა აქვს, მე მართლა მინდა მის გვერდით ყოფნა. ხომ შეიძლება რომ ასე მოხდეს? მითხარით..
- თაზო თინო ვერ ხედავს, მხედველობა არ აქვს..
- მხოლოდ ესაა პრობლემა? თიკო ოპერაცია გავუკეთებთ, რამეს მოვახერხებთ..
- თაზო, ის დაბადებიდან ბრმაა. ყველაფერი გააკეთეს მშობლებმა მაგრამ ვერ უშველეს..
- მე მასზე უარს არ ვიტყვი, ძალიან გთხოვთ უბრალოდ შემახვედრე, გთხოვთ.
- გცალიათ?
- კი.
- წამოდით, სახლიდან არ გამოვა.
- მადლობა. _ მთელი გზა ფიქრობდა რა უნდა ეთქვა, როგორ უნდა აეხსნა რომ სულ რაღაც ორ ნახვაში შეიყვარა. დაიჯერებდა კი?
- მობრძანდით. თინო! მე მოვედი _ გასძახა ოთახში. მალე ოთაახიდან გამომავალი თინო გამოჩნდა. ისე დადიოდა თითქოს ყველაფერს ხედავდა, ამ სახლში ხომ ყველაფერი ზეპირად იცოდა. _ თინო სტუმარი გვყავს.
- ვინ?
- დაჯექი და გაიგებ.
დივანზე ჩამოჯდა თინო, როგორც კი თაზო გვერდით მიუჯდა, მაშინვე მიხვდა ვინ იყო. გამძაფრებული ყნოსვა ეხმარება სუნამოს სუნის აღქმაში, ახლაც მიხვდა და გული სიხარულით აევსო. რაღაც უჩვეულოდ აუძგერდა, მაგრამ თან დაძაბულობის შეგრძნებამ იმატა.

- შენ? _ ხმაწართმეულმა იკითხა.
- მე თინო, მე.
- აქ რა გინდა?
- შენთან მოვედი.
- მაგრამ რატომ, ხომ გითხარი რომ შენი ნახვა არ მინდა?
- თინო გთხოვ, მე ყველაფერი ვიცი, თინო მე შენ მიყვარხარ.
- თაზო გთხოვ, გაჩუმდი. ეს აღარ გაიმეორო.. გაიგე, არ შეიძლება, არა! ასე ორივე უბედურები ვიქნებით.
- ცალ-ცალკე ვიქნებით უბედურები თინო, ერთად კი შევძლებთ ბედნიერებას, რატომ არ გინდა გაიგო.
- რომელ ერთად ყოფნაზე მელაპარაკები, ვერასდროს რომ ვერ დაგინახავ? რომ ვერ გავიგებ როგორი ხარ? რომ ვერ შევძლებ შენზე ვიზრუნო? რომ ვერ მოგიწესრიგებ ტანსაცმელს, ვერ დაგილაგებ სახლს, რომ ვერ გაგიკეთებ საჭმელს? ამ ერთად ყოფნაზე და ბედნიერებაზე?
- სხვა იზრუნებს ჩვენზე, სხვა მოგვიწესრიგებს ტანსაცმელს, სხვა დაგვილაგებს სახლს, სხვა გაგვიკეთებს საჭმელს, ჩვენ კი ერთად და ერთმანეთით ვიქნებით ბედნიერები თინო.
- წადი, სულ წადი, დამივიწყე..
- მე ვეღარ დაგივიწყებ.
- უნდა დამივიწყო, გთხოვ..
- წავალ, მაგრამ ისევ დავბრუნდები თინო, აუცილებლად _ ფრთხილად მოხვია ხელები და გულზე მიიხუტა აცახცახებული გოგონა. ჩუმად დაემშვიდობა თიკოს და წავიდა.

_________________

თინო...

კიდევ ერთი კვირა გავიდა გლოვაში.. მასაც უყვარს თაზო, ეს ფაქტია.. მაგრამ არ მისცემს უფლებას უბედური იყოს.. არც ერთ კაცს არ სჭირდება ცოლი, რომელიც ვერაფერს ახერხებს დახმარების გარეშე.. ყველასთვის ზედმეტი ტვირთია ასეთი ადამიანი..მაგრამ თვითონაა ცუდად, ოთახში გამოიკეთა, აღარც ჭამს, აღარც გარე სამყაროსთან აქვს კონტაქტი.

- თინო, ადამიანს აღარ გავხარ _ ლოგინზე ჩამოუჯდა თიკო.
- რა ვქნა, რა ვქნა?
- რატომ არ გინდა სცადო? იქნებ მართლა ბედნიერები იყოთ?
- კარგი რა თიკო, შენ ხომ მაინც იცი როგორი მოვლა მჭირდება, მარტო არაფერი შემიძლია.
- თინო რა მოხდება რომ სცადოთ?
- არ ვიცი თიკო _ ამოიტირა და დას ჩაეხუტა.
- ჩუ, დამშვიდდი ჩემო პატარა, მშვიდად, აი ნახავ, დაბრუნდება..

_____________

თაზო..

- დედი რატომ არ გინდა მითხრა რა გჭირს?
- მიყვარს _ ამოიოხრა.
- მართლა? _ გაოცებულმა შეუბრუნა კითხვა.
- მართლა.
- მაგას რა ჯობს დედი..
- უარზეა.
- რატომ?
- ფიქრობს რომ გამაუბედურებს, პრობლემა აქვს დე.
- რა პრობლემა?
- მხედველობა არ აქვს..
- საწყალი _ ლოყაზე ხელი მოსივა ქალმა. _ რას აპირებ დედი?
- მიყვარს, თავს ვერ დავანებებ.
- აი ასეთი შვილი გავზარდე _ სიამაყით ჩაილაპარაკა. _ თუ გიყვარს, აჩვენე. მე შენთან ვიქნები დედი, ყველაფერში დაგეხმარებით.
- ყველაზე მაგარი დედა ხარ _ მაგრად მიიკრა ქალი და თავზე აკოცა _ მამა აუცილებლად იამაყებდა შენით. მე თინოსთან მივდივარ..
- წადი დედი წადი _ გაუცინა..

გზაშივე მტკიცედ გადაწყვიტა მის ოჯახს დალაპარაკებოდა.. უნდოდა თინო დღესვე წაეყვანა, მაგრამ თანხმობას მიიღებდა კი? კარები თიკომ გაუღო და თვალები გაუბრწყინდა.

- ვიცოდი რომ მოხვიდოდი..
- მშობლებს უნდა ველაპარაკო.
- მოდი.. დე, მა გაიცანით თაზო თაბაგარი.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც.
- აქ რა გნებავთ?
- იცით, მომიტევეთ პირაპირობა, მაგრამ მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს.
- თიკო? მას თუ უყვარხართ?
- არა, თიკო არა. მე თინოზე გესაუბრებით.
- თინოზე? _ გაუკვირდა კაცს.
- დიახ.
- იცით რა ყმაწვილო, არ მოგცემთ უფლებას ჩემი გოგონას გრძნობებით ითამაშოთ.
- რას ბრძანებთ, მე მართლა მიყვარს თინო.. ამის შესახებ ჩემი ოჯახის წევრებმაც იციან, დედამ იცის, მამა არ მყავს.
- შემდეგ?
- ვიცი აფსურდულად მოგეჩვენებათ, მაგრამ თუ ნებას დამრთავთ თინოს ჩემთან წავიყვან, როგორც ჩემს მეუღლეს.
- ხვდებით თუ არა რამდენად სერიოზულია თინოს პრობლემა?
- რა თქმა უნდა. მე ყველაფერი ვიცი..
- კარგი, თინოს უნდა დაველაპარაკო..

..................
გადის დრო, ერთი, ორი, სამი თვე და საბოლოოდ თინო მაინც თაზოსთან მიდის, როგოორც მისი მეუღლე.. დედამთილმა თბილად მიიღო, ახლა უკვე ორი შვილი ჰყავდა. საოცრად ამაყი იყო თავისი ვაჟით, რომ არ დათმო საყვარელი ადამიანი. პირველივე დღე რთული იყო თინოსთვის, სახლის განლაგება არ იცოდა. სავარძელშ ჩამომჯდარიყო და არც კი ინძრეოდა. თაზომ რომ ხელი მოჰკიდა, თავიდან შეეშინდა, მერე უცებ გაიაზრა სად იყო და უკვე დამშვიდებული გაჰყვა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, გააზრებაც უჭირდა. მაგრამ რაც მთავარია, დარწმუნებულია თაბაგარის სიყვარულში, თვითონაც საოცრად უყვარს. ცხოვრებაში პირველად მართლა ბედნიერია.. ერთადერთი ოცნება თაზოს დანახვაა, მაგრამ კვლავ ოცნებობს, სხვა არაფერი შეუძლია..
ყოველ დილას მისი სახის შესწავლით იწყებს.. მის სხეულზე დააცოცებს თითებს და ცდილობს წარმოიდგინოს როგორია..
ერთად ცხოვრების სამმა ბედნიერმა თვემ გაირბინა.. უკვე ამ სახლშიც ისწავლა ყველაფერი.. და მიუხედავად ამისა, მაინც აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსი.. დედა და შვილი სულ ცდილობენ არაფერი აგრძნობინონ, თითქოს მართლაც არაფერია, მაგრამ თვითონ ხომ ხვდება, თვითონ ხომ სურს დანახვა და ვერ ხედავს..
ბოლო დროს ცუდად რომ იყო, ექიმთან წავიდნენ.. ექიმის დასკვნამ გააბედნიერა, ცაში აიყვანა და მერე ერთბაშად დაანარცხა მიწაზე.. შვილი ეყოლებათ, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა უნდა ინატროს მაგრამ.. ის ხომ ვერასდროს შეძლება შვილის დანახვას.. უკვე მერამდენედ უცრუვდება იმედი ამის გამო.. ხმამაღლა აქვითინდა, ვეღარც თაზოს ჩახუტებამ დაამშვიდაა..
თვეები სწრაფად მისდევდა ერთმანეთს.. წამოზრდილ მუცელს მხოლოდ ხელებით გრძნობდა.. რას არ მისცემდა სულ ერთი წამით რომ დაენახა ორსული საკუთარი თავი.. პირველად რომ იგრძნო პატარის არსებობა, ცრემლები წამოუვიდა..
ცხრა თვე გავიდა და მისი პატარა მოევლინა ქვეყანას.. უბედნიერესი იყო და ამავე დროს საცორად უბედური.. უსმენდა თაზოს როგორი სიყვარულით აღწერდა მათ შვილს და ცრემლები დაუკითხაავად უსველებდნენ სახეს. თვითონაც ფრთხილად ეხებოდა პატარას და ცდილობდა წარმოედგინა.
პატარას ვერ უვლიდა.. ან როგორ მოუვლიდა.. მხოოდ იმას ახერხებდა რომ გამოეკვება ისიც სხვების მეთვალყურეობით..
ერთ საღამოს, ოთახში დამხობილი, აქვითინებული დახვდა თაზოს..

- თინო, თინო რა გჭირს?
- ცუდად ვარ, ხომ გეუბნებოდი დავიტანჯები-თქო? ტანჯვა არაა რომ ვერ გხედავთ? ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს ვერ გხედავთ..
- თინო ასე არაა.. შენ გვხედავ, შენ შენს წარმოდგენებში გვხედავ.. შენ ჩვენ გვაბედნიერებ.. შენ ხარ ადამიანი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად გვიყვარს მე და ჩვენს პატარას..
- შენ მართლა ბედნიერი ხარ? _ ამოისლუკუნა..
- უბედნიერესი თინო.. არ აქვს მნიშვნელობა მხედავ თუ არა, მე ვიცი რომ ყოველთვის შენს გულში ვარ და ეს საკმარისია ჩემთვის.. მინდა შენთვისაც საკმარისი იყოს იმის ცოდნა რომ ჩემს გულში ხარ.
- და სულ ასე იქნება?
- სულ თინო..
- ერთხელაც რომ მოგბეზრდეს ბრმა ცოლი?
- არასდროს თინო, არასდროს.. შენ ბრმა არ ხარ.. შენ ყველაზე კარგად ხედავ ყველაფერს.. მე შენ მიყვარხარ თინო..
- მეც მიყვარხარ თაზო...

______________

შოკოლადებოოო, გილოცავთ სიყვარულის დღეს... ესეც ჩემი საჩუქარი.. იმედია გამომივიდა საჩუქარი და მოგეწონებათ.. სულ რომ არ დავიკარგო, ვეცდები ხანდახან მაინც ასეთი სრული ისტორიები შემოგთავაზოთ.. იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას..

პ.ს. ახალი ისტორიაც დაწყებული მაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩემთვის რვეულში ვწერ.. ვეცდები მალე დავამთავრო რომ ატვირთვა შევძლო.. ვეღარ ვძლებ უთქვენოდ და არ მინდა დაკარგვა..



№1  offline წევრი BadBadgirl ^^

Vaimee ^^ Dzaan momecona ragac iseti iko :3 tbili ^^ Ise camomivida cremlebi vercmivxvdi)))) bolo cutamde mkondaimedi))) Gagrdzelebas velodebi(((

 


№2  offline წევრი nuki-nuka

ძალიან ძალიან მომეწოა. love
განსხვავებული, თბილი და ტკბილი და ემოციური იყო, ამეტირა.
მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ ისტორიას. love

 


№3  offline წევრი salo..))

ametiraa ^^… ️ maiinc mqonda imedi rom dainaxavdaa (( tbiliii istoria iyooo ❤️ da ragacnairicc ^^… ❤
shen kide dzalian kaargi gogo xar rom.ar gviviwyeb da aseti tbili tkbili da ragacnairi istoriebit gvaaanebivreeb ^^… ❤ *** ️

 


№4  offline წევრი mbella

ძალიან საყვარელი ისტორია იყო :** მიხარია ახალ ისტორიას რომ წერ და ველოდები მოუთმენლად <3 კარგი ხარ :***

 


№5  offline მოდერი ლილიანა

კარგი ხარ მარიკუს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი ROLIKA

Umagresiaa <333 siyvarulma ar icis asaki da pizikuroba :-*** oh ramdeni matiree ^^ dzan kaia

 


№7  offline მოდერი მარრიამი

ძალიან დიდი მადლობა ჩემო ტკბილებო <3 ^_^ როგორ მახარებთ <3

 


№8  offline წევრი სპენსერი

ძალიან მომეწონა ესს love ხო ახალ ისტორიალ ველოდები არ იცი როგორ wink ეს ისტორია ძალიან მომეწონა love მალე დაიწყე !! love ყოველ საღამოს ჩვევად მაქვ შენი ისტორიების წაკითხვა ^_^ ძილის წინ ^_^

 


№9  offline მოდერი მარრიამი

მადლობა, მადლობა ^_^

 


№10  offline წევრი zoi

ვაიმე რა საყვარლობააა ცეცხლისფერი კი უნდა შეუყვარდეს კაცს ერთი ნახვით

 


№11  offline მოდერი მარრიამი

zoi
ვაიმე რა საყვარლობააა ცეცხლისფერი კი უნდა შეუყვარდეს კაცს ერთი ნახვით

მადლობა <3

 


№12  offline წევრი tamtu

Vaimeeee ra sakvarlebi arian. Dzalian tbili istoriaaa. Shen ki chemi tkbili shokoladi xar♡♥♡♥♡♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent