ტყუილი?! (სრულად)
სოფი კლასში იჯდა. მასწავლებელი გაკვეთილს ხსნიდა თუმცა გოგონა არ უსმენდა. ის ფიქრებით სხვაგან იყო. მოპირდაპირე მხარეს მჯდომ დაჩის უყურებდა და ოცნებობდა: ’’რა იქნება რომ ისიც მე მიყურებდეს, ჩემზე ოცნებობდეს და ჩემზე ფიქრობდეს, თუმცა ეს მხოლოდ სიზმარში ხდება. ნეტავ მისი ბაგეები ჩემს სახელს წარმოთქვამდეს, მხოლოდ....მხოლოდ ჩემს სახელს’’ ნეტავ, ნეტავ და ალბათ კიდევ რამდენი ნეტა იყო რომელიც არ სრულდებოდა.ზარი დაირეკა. სოფი ძვლოვს გამოერკვა. ეს პატარა, თუმცა უკვე ქალობაში შესული მეცხრეკლასელი გოგონა შეყვარებული იყო. მისი გული კლასში, კლასში კი არა მთელ სკოლაი ყველაზე პოპულარულ ბიჭს დაჩის დაეპყრო. ის ყველა გოგოს ყურადღებას აქცევდა. სოფისთან კი დისტანციას იცავდა. არადა გოგო მის სუნს შორიდანაც გრძნობდა. სოფი სკოლიდან სახლში მოდიოდა რომ წინ დაჩი გადაეღობა: -სოფი სად მიდიხარ?-ჰკითხა თბილად. სოფის გული აუფრთხიალდა. ძვლივს მოახერხა პასუხის გაცემა. -სახლში. სად უნდა მივდიოდე...-ცივად უთხრა სოფიმ ალბათ ძველი წყენა გაახსენდა. ახლა კი მოუთმენლად ელოდა პასუხს. -სოფი აი ეს შენ...-გაუწოდადაჩიმ იის პატარა კონა და დაამატა: მ ე შ ე ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! სოფის ენა ჩაუვარდა. რამდენი ხანი ელოდა ამ წამს ამ სიტყვებს, ამ სიხარულს. ახლა კი მხოლოდ ერთი რამის თქმა შეეძლო ’’მეც’’. დააპირა კიდეც და... -დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია-ჩაილაპარაკა ბიჭმა და გოგო გულნატკენი დატოვა. ’’ეს რა გააკეთა, ასე როგორ მომექცა, ღმერთო კიდევ კარგი არ ვუთხარი რომ მეც მიყვარდა ანდა ამ სიყვარულს რა აზრი აქვს, ეს სიყვარული ყოველთვის დამტანჯავს, ცხოვრებას გამიმწარებს, ვერ ვიცოცხლებ, მას ჩემ მიმართ გრძნობა არასდროს გაუჩნდება, მას ჰგონია მომატყუა...გამეხუმრა...სინამდვილეში კი...მან რა იცის ჩემს გულში რა ცეცხლი ტრიალებს’’ ამ ფიქრებით მიუახლოვდა სოფი ხიდს, მაღლა აიწია, მტკვარი უძირო მოეჩვენა. ისე ბნელოდა როგორც სოფის გულში. ერთი... ორი... სამი და გოგონა სიყვარულის ტალღებმა შთანთქა. ყველაფერი დამთავრდა. თუმცა არა... სოფის სული ჯერ არ წამდგარიყო სამსჯავროზე, ის დედამიწაზე დახეტიალობდა. სოფი იმ სკვერში წავიდა სადაც ყოველ სათამოს სეირნობდა რადგან იქ დაჩის ნახავდა. ახლაც ეს მიზანი ჰქონდა. უნდოდა უკანასკნელად ენახა საყვარელი არსება. უცბად თავში ერთმა აზრმა გაუელვა: -ალბათ ნინიმ გამთქვა, ჯერ მასთან წავალ. ის ვერ დამინახავს მაგრამ მე ხომ შევხედავ-ზიზღით წარმოთქვა სოფიმ და ნინი მისი მეგობარი იყო. მხოლოდ მან იცოდა სოფის საიდუმლო და ტკივილი. ნინი მაგიდასთან იჯდა და დღიურს ავსებდა. სოფი მიუახლოვდა და ბოლო ფურცელს შეხედა. დღევანდელი თარიღით ერთი აბზაცი ეწერა: ’’სოფის დაჩი გულს ძალიან ტკენს, აღარ ვიცი რა ვქნა, როგორ დავეხმარო. მასავით მტკივა და მწყინს’’ ’’ღმერთო ეს რა გავაკეთე-გაიფიქრა სოფიმ-ნინი ჩემი ერთგულია მასში ეჭვი როგორ შევიტანე’’ სოფი სინანულმა შეიპყრო. ისევ სკვერისკენ გაემართა. დაჩი თავის დასთან სკამზე იჯდა. ისინი საუბრობდნენ: -მინდოდა მეთქვა როგორ მიყვარდა მაგრამ ვერ შევძელი. ვუთხარი დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია_მეთქი.-ამბობდა დაჩი. ნუთუ უყვარდა... სოფის თვალებში ბედნიერების ცრემლები უბრწყინავდა მაგრამ მიხვდა რომ გვიანი იყო... იჩქარა... ეს რატომ გააკეთა. რას იტყვიან დედა, მამა, ნინი დაჩი... უცბად დაჩის ხმა მოესმა: -ხვალ ვეტყვი, ხვალ აუცილებლად ვეტყვი-გაიღიმა დაჩიმ. -ხვალ... ხვალ აღარ არსებობს ჩემთვის დაჩი...-ჩაიჩურჩულა სოფიმ მაგრამ ხმამაღლაც რომ ეთქვა ვერავინ გაიგებდა . სოფი შეკრთა. ნინის დღიური გაახსენდა... დღეს 2 მაისი იყო... ......................................................... ალბათ ხვდებით რატომაც დავწერე ეს მოთხრობა, ძალიან ხშირად ხდება თვითმკვლელობები სიყვარულის და სხვა მიზეზების გამო დაუფიქრებალდ. ეს მოთხრობა ფეისბუკზეც მიდევს და სხვა საიტზეც. მართალია ვიცი ეს არ შეაჩერებს დაუფიქრებლად გადადგმულ ნაბიჯს მაგრამ მაინც მინდა ჩემი გმირის სინანულმა ყველას აჩვენოს რომ თავადაც ინანებენ... იმედია მოგეწონათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.