შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებით გადადგმული ნაბიჯი (სრულად)


12-05-2015, 21:19
ავტორი 13.
ნანახია 8 822

-აუ, აზრზე ხარ? ზუსტად 1 თვეში, ვაბშე ყველაზე მაგარი ცოლი მეყოლები მთელ თბილისში!
-შენ თუ ხარ აზრზე, შოშიაშვილი? ზუსტად ერთ თვეში ვაბშე ყველაზე მაგარი ქმარი მეყოლები მთელ თბილისში! - ხატატომ ზუსტად რატის ხმის ტემბრით გაიმეორა მისივე სიტყვები, რამოდენიმე წამი დასერიოზულებული სახით უყურებდა. მერე ვეღარ მოითმინა და გაეცინა. შოშიაშვილიც აჰყვა და მერე წელში გასწორდა.
-აუ, მართლა რა პატარა ხარ, ეე. რომ ვსწორდები, მერე აღარ ჩანხარ.
პატარა მუშტი მსუბუქად დაარტყა მკერდში, სატირლად გამობურცულ ტუჩებზე აკოცა და გულში ჩაიხუტა საცოლე.

...

-მანქანა შიდასატრანსპორტო გადასახადებიანად, ზუსტად 65 000$ დასვეს და ამას დამატებული ჩვენი მომსახურეობის 500$. - გადასახადების ფურცელი წინ დაუდო კლიენტს და სრულიად დამაჯერებლად ლაპრაკობდა.
-ნამდვილად? არც მეტი და არც ნაკლები ? - ინტერესით ეკითხება კლიენტი.
-არც მეტი, არც - ნაკლები. - ისევ თავისას ირწმუნება შოშიაშვილი.
იქვე ჩაუთვალა კლიენტმა 65 500$ და ოფისი დაეჭვებულმა დატოვა.
სინდისის შეუწუხებლად გადააწვა რატი ტყავის სავარძლის საზურგეს და ეკრანის კუთხეში დაფიქსირებულ თანხას ღიმილით დახედა : ტერმინალის სრული ხარჯი - 50 000$ .

შაბათი დღე იყო.
ნახევარი საათით ადრე დატოვა ოფისი და ბიჭებთან ერთად წავიდა კატრის სათამაშოდ. იცის, რომ დღეს არ გაუმართლებს ჯოკერში, მაგრა წესს ვერ დაარღვევს, ბიჭებს ვერ ურალატებს.
ბოლო დარიგებაა და არაფრის იმედი აქვს შოშიაშვილს. 9 კარტი ხელში რიგ-რიგობით გაშალა და სახის შეუცვლელად მისცა პირვანდელი სახე.
-რატი, ექვსს გარდა.
-ცხრა.
-საღოლ, ბრატ. აღარ ხუმრობ ხო იცი?
-რა თქმა უნდა. - დაბალი კოზირით მოტეხა მაგიდიდან კარტები და ჯოკერი გაასრიალა პრიალა მაგიდაზე - ვიში კოზირი.
-ეეე... კაი, ტოო... წავაგეთ, აზრზე ხართ? - ნაპარნიკს გადახედა გოგსაძემ და ლუდი მოსვა.
-გოგოები მოვიდნენ. ბიჭებო, წავედით. - კარში სანახევროდ შემოყო პაპავამ თავი და უკან გაბრუნდა.
ბიჭებიც წაყვნენ.
საცოლეს მთელი 4 წლის განმავლობაში რომ ეხუტებოდა თბილად, ახლა ორი იმდენჯერ ჩაეხუტა და ტუჩებზე ცხელი კოცნა დაუტოვა. სასიამოვნო ტალღამ დაუარა ტანში შოშიაშვილს.
-ძალიან მიყვარხარ, ხატანტულა... ხო გჯერა? - რატიმ კისერში ჩაურგო ცხვირი და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი.
-მჯერა. შენ სიყვარულზე მეტად, მგონი არაფრის მჯერა ამ ქვეყნად.
-კაით, რა. 1 თვეც შეგვამჩნიეთ როგორმე დანარჩენები და მერე ცოტას ჩვენც გაგიგებთ, სანამ ნათლულს დამაჭერინებთ ხელში. - ცოტაც და გოგსაძე მანქანიდან გადმოხტებოდა, შოშიაშვილს ჩაეცინა და საცოლეს კიდევ ერთხელ აკოცა.
-წავედით. გველდებიან დანარჩენები.
საჭესთა მოთავსდა შოშიაშვილი, ხატანტულა გვერდით მიუჯდა და სიღერებს აუწია. ღვედი შეიკრა და სიჩქარე ნელ-ნელა აკრიფა.
უსიამოვნო შეგრძნება მოჰყვება რატის დილიდან. თითქოს რაღაც ძალაინ დიდი დააშავა. ეგონა, რო მთელი დედამიწის პრობლემბი ეკიდა ზურგზე. შიგადაშიგ ღიმილით უყრებდა ხატატოს.
სანახევროდ ღია ფანჯრიდან გაზაფხულის ნიავი იღვრებოდა მანქანაში.
არავინ იღებდა ხმას.
არც ხატანტულა და რატი.
და არც უკანა სავარძელზე გაჭირვებით მოთავრებული ოთხეული, რომლებიც თავის ამწევები არ იყვნენ, სალაპარაკოდ.
-აუდი XXX-555, მანქანა გააჩერე !
გოგსაძე აწუწუნდა, მებოს დაურეკეთ და ამ ტილიან ძაღლს ხმა ჩააგდებინეთო. პაპავაც აჰყვა.
შოშიაშვილმა გაოგნებულმა გააჩერა მანქანა, დაიფიცებდა, რომ წესები არ დაურღვევია.
წუთის წინანდელი უსიამოვნო შეგრძნება გაჰქროდა, თითქოს გული შეუმსუბუქდა, უდანაშაულო იყო და ადვილად გამოძვრებოდა, ძრავა გამორთო და ფანჯარის მინა ბოლომდე ჩაასრიალა.
მერე პატრულის თანამშრომლის მუულოდნელმა ფრაზამ ყველა შეშალა.
-რატი, ზურაბის ძე შოშიაშვილი, დაბადებული 1989 წლის 2 თებერვალს. დაპატიმრებული ბრძანდებით თაღლითობისთვის!
ბიჭები შეიშალნენ. მანქანიდან გადაცვივდნენ და ორდერი მოითხოვეს. ცხვირწინ აუფრიალეს, ფარატინა ბეჭდიანი ფურცელი.
გოგსაძე ადვოკატთან რეკავდა.
პაპავა ტრასის პირას ჩამუხლლიყო და თავზე ხელები წაეჭირა.
ივანოვი მანქანისკენ წავიდა.
ხატია გაქვავებული იჯდა მანქანის წინა სავარძელზე და ცრემლები სდიოდა.
ყველა შოკში იყო, შოშიაშვილის გარდა.
ხატანტულას მიმიხედეთო, დაიძახა და პატრულის მანქანაში გაუჩინარდა.

...

-სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ რ.შოშიაშვილს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მაშინ ხელმეორედ მიიღეს შოკი.

...

10 წელი...
ღადაობთ, ხო?
არა, ნამდვილად ღადაობთ.
ძალიან სტკივა ხატანტულას, რატომ არ ეღვიძება ?
არ უნდა დაიჯეროს, რომ ეს ნამდვილად ხდება მის თავს.
დღეს თეთრი კაბის ჩაცმის და ჯვრისწერაზე წასვლის მაგივრად, საქმროს სასამართლოზე იყო, მუქი სამოსით.
თუმცაღა, რომელი საქმროსი..
ათი წელი, განა ცოტაა ?
ორივეს ძალაინ უყვარს ერთმანეთი. არასდროს არცერთს შეეპრება ამაში ეჭვი, მაგრამ მათი ერთად ყოფნა უკვე შეუძლებელი ხდებოდა.
შოშიაშვილი ციხიდან რომ გამოვა, 36 წლის იქნება, ხატანტულა 32_ის.
უზარმაზარი საწოლის შუაგულში წევს ხატია. ფეხები აკეცილი აქვს და ჭერს უყურებს.
იცის, რომ სიყავრული არ დასრულებულა, მაგრამ იცისი ისიც, რომ ვეღარ დადგება საკურთხელის წინ რატისთან ერთად თეთრ კაბაში.
სულ რაღაც 1 თვით გვიან რომ დაეჭირათ შოშიაშვილი, ყველაფერი უარესად ამოყირადებოდა. ახალშექმნილ ოჯახი ისე დაინგრეოდა, თავლისდახამხაებასაც ვერ მოასწრებდნენ. მთელი ცხოვრება დაუმახინჯდებოდა ხატიას.
იმის მაგვრად, რომ ათ წელიწადში პატარა შოშიაშვილის დაბადების ცხრა წელი აღენიშნათ, რატის განთავისუფლებას იზეიმებენ.
ხატიას იმის გაფიქრებისაც ეშინია, როგორი იქნება რატი, როცა ციხიდან გაანთავისუფლებენ.
რას ისწავლის ციხეში?
ბევრია იქ რატისნაირი?
მკვლელების და მანიაკების გარემოცვაში როგორ შეეცვლება ნერვული სისტება, ვინმემ იცის?
ის თუ იციან, როგორი დამოკიდებულება ექნება ათი წლის შემდეგ ხატიასადმი.
32 წლის ქალიშვილი ენდომება გვერდით? სხვისი ნათევი თუ ენდომება?
ისევ ისეთი იქნება, როგორც აქამდე?
რა გარანტია არსებობს, რომ ციხიდან გამოსული არ გაბოროტდება, კაცს არ მოკლავს და ისევ არ ითაღლითებს?
ვარაუდში ცხოვრება არავის უნდა.
არც ხატიას.
არც რატის.
საკანში მწოლიარე რატის კისერი ეწვის, თავისუფლების უკანასკნელ წუთებში რომ კოცნის კვალი დაუტოვა ხატიამ.
ხატიამ ტუჩები აასრიალა ერთანეთზე და ენა გადაისვა, მოენატრება რატის კოცნა.
საშინლად მოუნდა ხატია ჩაეკრა გულში, მისი სუნი უსევ შეესუნთქა და ეთქვა, რომ ცოტაც და ერთად იქნებოდნენ, მაგრამ.
იგივე უნდოდა ხატიასაც და ცრემლი წასკდა.
უკვე ყველაფერი დასრულდა.
არ უჩხუბიათ, არაფერი დაულეწავთ.
ერთმანეთისთვის შეურაცყოფა არ მიუყენებიათ.
არც ზედმეტი სიტყვა არ უთქვამთ.
უბრალოდ გამოხედვით და მსამართლის დასკვნით ყველაფერს მიხვდნენ,
ისე დაასრულეს ურთიერთობა.
მათ სიყვარულს ვერავინ დაასრულებს, მაგრამ ურთიერთობას კანონმა წერტილი დაუსვა.
შოშიაშვილის ხატიას ბოლოდე განადგურება არ უნდოდა, ისიც კმარობდა, რა შეცდომაც დაუშვა.
არავინ იცის რა მოხდება შოშიაშვილის განთავისუფლებისას.
აუცილებალდ შეხვდებიან ისინი ერთმანეთს, ისევ იგრძნობენ სიყვარულს.
სავარაუდოდ ხატიას უკვე ოჯახი ექნება შექმნილი.
ვინ იცის, შეიძლება ხელმეორედ იქორწინოს კიდეც ხატიამ.
შეიძლება ყველაფრის დათმობაზე წავიდნენ, მაგრამ არა ახლა.
მათი ერთად ყოფნა უბრალოდ ავადმყოფობა გამოვა და არა სიყვარული.
იძულებულები გახდნენ, რომ გადაედგათ ეს ნაბიჯი.
ნაბიჯი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მათი ცხოვრება.
ხატია სხვა ცხოვრებას იპოვის.
რატი კი იმ იმედით და მოლოდინით იქნება მთელი 10 წელი, რომ კიდევ შეხვდება ხატიას.
ხელახლა გაიცნობენ ერთმანეთს.
ექნებათ ბევრი ჩახუტება.
ბევრი კოცნა.
ბევრი სიცილი
და
ბევრი სასიხარულო წუთები.
შვილები...
და რაც მთავარია,
ციხის გისოსებიდან ძალიან შორს, მათი სიყვარული ისევ იარსებებს.

...
არ ვიცი, რა გამომივიდა.
მაგრამ, ვიცი ის, რომ გუშინ ამის დაეწერა ძალიან მინდოდა.
მინდოდა, რომ რეალურობა რაღაც დოზით სიტყებით გადმომეწერა.
ვიცი, რომ სულელური ფრაზებია ბოლოში, მაგრამ არაუშავრს..
უბრალოდ, ისე.
უყვარხართ ცამეტს.



№1  offline წევრი grifini

პირველი ვარ ! wink ვიწყებ !

რა იყო ეხლა ეს ?! ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი... შენ უფრო ცუდ ხასიათზე დამაყენე! უხ !!!! რა ხარ გოგო ეს ?! მომიშალე ნერვები! რა ქენი ეს ?! გამაბრაზე სასტიკად ! მარა რა შენი ბრალია მე თუ ცუდ ხასიათზე ვარ არა ?! ხო კაი ჯანდაბას! მომეწონა ვაღიარებ wink მარა საცემი კი ხარ,მარა არაუშავს მაინც მიყვარხარ wink love

 


№2  offline მოდერი 13.

grifini
მადლობა, დიიიდიიიი <3 <3
--------------------
ნინი.

 


№3  offline მოდერი Kira

araferic ariyo uazro.. me dzalian momewona:D love magram guli damwyda boloshi ro wavikitxe.. :( mainc magari iyo ... warmatebebi :D love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline წევრი ninee

dzaan momewona..weriis nichi gaqvs da uazroba ar iyo..magram boloshi cudi dasaaruli at momewona :-* magram mainc dzaliam kargi gogo xar

 


№5  offline წევრი idm.4

au gagrdzeleba minda :'(

 


№6  offline წევრი katerinaeka

იმდენად რელურად აღვითქვი რომ მართლა მეტკინა( კარგად წერთ).

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent