პირველი ღამე - 4
"მესამე პირი" სისხლმა ტვინში აასხა ? აასხა რომელია გაასხა ! რა იგრძნო ? გაიაზრა მაშინვე გაიაზრა და გააზრებულად გაბედნიერდა იმის წარმოდგენაც კი უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა რომ შვილი ეყოლებოდა უფიქრია როგორ არ უფირქრია წამში ყველაფერზე იფიქრა მაგრამ მაინც გაუხარდა ანდა როგორ არ უნდა გახარებოდა ? მასში ხომ ახლა მეორე სიცოცხლე ბუდობდა ? ის ხომ მასში იზრდებოდა მისით საზრდოობდა ? ახლა ის მას წყალსაც და პურსაც უყობდა ... მისთვის მნიშვენლობა არ აქვს ის რა სიტოაციაში ჩაისახა მხოლოდ ის იცოდა რომ ამ ბავშვს გააჩენდა გაზრდიდა სიცოცხლეს აჩუქებდა ცხოვრებას გაუფერადებდა და გააბედნიერებდა , გაანებივრებდა და ძალიან ეყვარებოდა ... მუცელზე ღიმილით გადაისვა ხელები და მაგრად შემოხვია ბედნიერი თვალებით შეხედა მის წინ მდგომ გახევებულ და ჯერ აზრზე ვერ მოსულ რეალობაში ვერ დაბრუნებულ სილუეტს წამში დასერიოზულდა და საუბარი დაიწყო -მე შენ არაფერს გავალდებულებ თუ გინდა იკონტაქტე მაგრამ იცოდე აბორტზე სიტყვაც არ დაძრა გასაგებია ? მე მინდ ... სიტყვა მამაკაცის გამაოგნებელმა რეაქციამ გააწყვეტინა ტუჩებზე ხელი აააფარა და მის მუცელთან დაიხარა -ჩემი პატარა ... ჩემი შვილი ... შვილი ტო შვილი ... აზრზე ხარ ? აუ რა მაგარია ტო მამა ვხდები ... - ბურდღუნებდა უსაღვროდ ბედნიერი და მუცელზე ეფერებოდა მის ჯერ არ დაბადბეულ "შვილს" - შენ ხო არ უბერავ ეს როგორ უნდა მოგაშორებინო თავი რო გაიგიჟო მაინც ძალით გაგაჩენინებ აუ რა მაგარია ტოო შოკში ვარ მიბრწკინე რა მიჩქმიტე იქნებ სიზმარია ? იქნებ რომ გავიღვიძებ მეცხრე ციდან მწარედ დავეცემი მიწაზე ? არ მინდა ! არ მინდა ასე მოხდეს მიჩქმიტე ! - ხელი ინსტიქტურად აიღო ანკამ და მისთვისვე გაუაზრებლად მაგრად უჩქმიტა რატის -ანკა არ მეღვიძება აზრობ ტო ? ჩვენი შვილი აუ რა მაგარიაა ! -რატი დამშვიდდი - სიცლით ამშვიდებდა მისი ჯერ არ დაბადებული შვილის "მამას" -ანკა არ მჯერა ეს რომ ხდება და მომკალი რა დამამშვიდებს ? -აუ არც მე - სულელივით გაიკრიჭა ორივე და ერთმანეთს მიაშტერდნენ პალატაში გამეფებული სიჩუმე რატიმ დაარღვია და გოგონა ადგილზე გაყინა -ცოლად უნდა მოგიყვანო ! - კითხვის ნიშანი სად ჯანდაბაშია ? უიმეე სულ გადაგვარდა ეს ახალგაზრდობა ნწნწნწ ! -რაიო ? - კილოთი წარმოთქვა და სერიოზული სახით შეხედა რატის -რა ვერ გაიგე ცოლად უნდა მოგიყვანო -რას მელაპრაკები არ გინდა მთვარეზე მოგაფს****ნო ? -არ მეფსმეინება -რატი სისულელებს ნუ მებჯუტურები ის ფაქტი რომ მე ორსულად ვარ არ გავალდებულებს მომიყვანო ცოლად მითუმეტეს რომ შენ ჩემდამი არანაირი გრძნობა არ გაკავშირებს ასე რომ ამოიგდე ეგ სულელური აზრები თავიდან ! -ანკა მომისმინე ! სულ არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ და შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება ცოლად გამომყვები და ეს გასაჩვირებას არ ექვემდებარება შენ ჩემი გრძნობები არაფერში უნდა განაღვლებდეს ! ბავშვს ეთადად გავზრდით მოგწონს ეს შენ თუ არა ! საცხოვრებლად ჩემთან გადმოხვალ შენ ნივთებს ელენეს გადმოვატანინებ ჩემთან - პირი გააღო რაღაცის სათქმელად რომ გააჩუმა - მარტო ვცხოვრობ - დამაიმედებლად გაუღიმა და მონოლოგი გააგრძელა - ჩემს მშობლებს 2 კვირაში გაგაცნობ ჯერ წოლითი რეჟიმი გაქვს დანიშნული ... რაც შეეხება სწავლად მგონი უკვე დაამთავრე არა ? - თავი ინსტიქტურად დაუქნია და დაეთახნმა - მუშაობას ჯერ არ დაიწყებ ორსულობის პერიოდში არანაირი საქმე წოლა ჭამა და დასვენება ! გასაგებია ? - ეხლაც ინსტიქტურად დაუქნია თავი - ხო და ძალიან კარგი მიყვარს დამჯერი ფისოები - თვალი ჩაუკა და ცალ ყბად ჩაიცინა პირი ისევ რაღაცის სათქმელად დააღო ისევ რომ შეაწყვეტინა - წესიერად ილაპარაკე ! - მიუხვდა რომ კარგის თქმას ნამდვილად არ აპირებდა ხო და თავის დროზე "დააშათაფა" წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა და სახე საშინლად სასაცილოდ დამანჭა ისე დაიჯღანა ვიბლიანმა სიცილი ვერ შეიკავა და გემრიელად გადაიხარხარა ... ის ის იყო ლანძღვა უნდა დაეწყო ჩიქროვანს პალატის კარი რომ შემოინგრა და ბიჭები ელენეს უკან მოყვნენ -ეე ჩვენთვის არ უნდა გეთქვათ ტოო ? (თოკა) -არა კი მიკვირდა ესენი სხვანაირად ჭამენ ერთმანეთს მეთქი მაგრამ იმდენჯერ წამითაქეთ ხმა ვეღარ ამოვიღე (გიო) -ბიჭო ბიძიები ვხდებით და თქვენ რეებზე ფიქრობთ ? (გაგი) -აუ რა მაგარი პატაარა აღუა ტოო (თოკა) -ისე ძიძა თუ დაგჭირდებათ თოკა აიყვანეთ უარს კი არ გეტყვით ( გაგი) -და გაგიც დამხმარედ მეტი ჭკუა კი არ აქვთ ამათ ? (გიო) -ამას ხო აქვს რა (ელენე) - ისე სასაცილოდ ჩაიფრუტუნა გიოს პასიურობით გაბრაზებულმა სიცილი ვერ შევიკავე -იცინე იცინე ხო რას გამიბლატავდი ვერ გავიგე შენ ? - მიუბრუნდა მთის კაცი ელენეს და აი დაიწყო ცირკიიი -ეე აქ სხვა თემას განვიხილავდით (გაგი) -შენ ჩაიგდე ენა ! (გიო) -აუ თუ არ მოძუძგავ აქედან ბლაატაობას მერე განახებ ! (ელენე) -აგაცვამ შამფურზე გოგო ! (გიო) -აბა შენ იცი მოუთმენლად გელდოები (ელენე) -გამო აბა გარეთ (გიო) - ამაზე სიცილი ძლივს შეიკავა ყველამ მხოლოდ ელენე და გიო იდგნენ სერიოზული სახეებით და ავის მომასწავლებლად უყურებდნენ ერთმანეთს ჯიქურ თვალებში -ეგ რა თემაა ორი გადის და ერთი ბრუნდება ? - ირონიულად ჩაიცინა ელენემ და მზერა გაბრაზებულ მთელს მიაპყრო -ეგ ის თემაა უკან არც ერთი რომ არ დაბრუნდება - თვალი ჩაუკრა და კისერზე გადაიგდო ფარფატა სხეული -გამიშვი შენ კრეტინოზავრო დამსვი დამსვი ! გაკიოდა ელენე ჩვენ კიდე სიცილს ვერ ვწყვეტდით გიომ და თოკამ თვალი ჩაუკრეს ერთმანეთს და ასე "გაიტანა" გიომ პალატიდან ელენე ... გოგონამ ერთის დაყვირებაღა მოახერხა და კარებში განეგდო "გაგორდა" -თოკა ჩემი ძმა არ ხარ ?! გაბრაზებულმა დაუყვირა და ამოტრიალებული თავით სცადა განერჩია თოკა ხარხარებდა თუ ბრაზობდა არ უნდოდა დაჯერება რომ ხარხარებდა არადა ფაქტი სახეზე იყო -მეც მიყვარხარ დაო - თვალი ჩაუკრა არა სად დაინახა ახლა თვალის ჩაკვრა ამ ამოტრიალებული სხეულით ? დაინახა და მე რა ვიცი ... ვიღას ახსოვდა ანკას ორსულობა და ქორწინება ? არც არავის ... საბოლოოდ გიომ ელენე დასვა და პალატაში თმა აბურძგნული შემოაბუნძუყა -გადამრევთ მე თქვენ იქნება მკლავს ეს ხის თავიანი არ უნდა მიშველოთ ? - ისეთ ხმაზე ამოიხრიალა კივილისგან დაღლილმა ელენემ სიცილი მაინც ვერავინ შეიკავა და სინქრონული ხარხარი ატყდა რამაც აჟიოტაჟი და ექიმის პალატაში შემოსვლა გამოწვია რომელსაც ექთანი მოჰყვა უკან ... -ხალხო ამ გოგოს მუცელში ბავშვი უზის ფაიფურის თოჯინა კი არა ! მაინც ვერ შეიკავა თმა ჭაღარა სანდომიანმა ექიმმა სიცილი და ტუჩის კუთხე ჩატეხა - მიდი ნანკა შვილო მოამზადე გასაწერად პაციენტი - ექიმმა ანკაზე მიანიშნა ძალიან ლამაზ მედდას და კარი გაიხურა . -აუ მეც მინდა ეგ რაღაცა ჩამიდგით რა - ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა ექთანს თოკა და წარბები აათამაშა რაზეც ყველას გაგვეცინა მხოლოდ "ნანკა" იდგა სერიოზული სახით და ირონიულად უღიმოდა თოკას -შენ რად გინდა ? - ცინიკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე ექთანმა რაზეც ბიჭების ფშვტვენა დაიმსახურა ეს იმას ნიშნავს რომ ბიჭებმა თოკას მიახვედრეს ეს გოგო სხვებივით ადვილად არ გაებმევაო -თუ შენ მომხსნი უარს არც ჩადგმაზე ვიტყვი - ცალ ყბად ჩაიღიმა და ნანკას მზერა გაუსწორა -გთხოვთ პალატა დატოვოთ პაციენტი უნდა მოემზადოს ! - არც კი შეუხედავს ისე წარმოთქვა ეს წინადადება რაზეც ბიჭების სიცილი მიიღო რომელიც თოკასთვის იყო განკუთხვნილი ცადა სიცილი შეეკავებინა მაგრამ ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც გაეპარა ... -პაციენტი მე ხო ? (თოკა) -თუ რამე გჭირთ შეგიძლიათ ექიმს მიმართოთ (ნანკა) -შენ ვერ მიშველი ? (თოკა) მოჩვენებით მოიწყინა -თოკა ! ელენემ ძმას მაგრად უჩქმიტა და სულ ძალით გააგდო პალატიდან ... -აპატიე ზედმეტად ბაბნიკია (ანკა) -ეტყობა - (ნანკა) გაუცინა პაციენტს და მომზადებაში მოეხმარა -მაგრამ სიმპატიური ! - ეშმაკურად აათამაშა წარბები ანკამ -კარგი რა ! (ნანკა) -კარგი რა აღიარე მართლა არ ვეტყვი (ანკა) -ამას აღიარება რად უნდა ... (ნანკა) ლოყებ აფარკლულმა ამოიჩურჩულა და ბოლო სამედიცინო შლანგისგანაც გაათავისუფლა ანკა -ანკა ... გაეცნო მედდას -ნანკა - გემრიელად გაუღიმა - გავს არა ჩვენი სახელები ? -კი თან ძალიან ... გადაიხარხარა გოგონამაც და მედდას თვალი ჩაუკრა -შენს სამსახურში მიგულე (ნანკა) დამაიმედებლად გაუღიმა ექთანმა პაციენტს -ხო ? - ეშმაკურად გაუღიმა და თავისივე ჩანაფიქრით კმაყოფილმა წარბები აათამაშა -აჰამ ... ნანკასაც გაეცინა და სიცილით შეხედა პაციენტს -ხო და ალბათ დამჭირდება მმ ... დღეს საღამოს შეგიძლია ჩემთან მოხვიდე ? დამეხმარები ცოტას - ისე ააფახუნა წამწამები და ისეთი მიამიტი სახე მიიღო გეგონება ასეთი მზაკვრული გეგმა მე დავსახე ამ წამს გონებაში -ოხ ანკა ... მოვალ მოვალ და დაგეხმარები - სიცილით დათანხმდა და პალატა დატოვა ანკას კი თავისი ნომერი დაუტოვა მანდ კი თავისი მისცა პალატაში რატი შემოვიდა და კარი დახურა -მოემზადე ? ჩემთან მოდიხარ იცოდე ! -აუ რატი თოკას ნანკა მოეწონა ხო ? -კი ტვინი წაიღო რა მაგარი გოგოა - სიცილით გადაააქნია თავი ვიბლიანმა -ხო და დღეს შევიკრიბოთ ნანკა უკვე დავკრე ამოსვლაზე დამჭირდება ექთნის დამხარება მეთქი და დავაჯახოთ ჰა ? - წამწამების ფახუნი დაიწყო და სვანიც უმალვე მოალბო -ბაზარი არაა ... ელენე ყველაფრის ჩალაგებაში დაეხმარა რატიმ სახლში მიიყვანა და უთხრა 2 საათში გამოგივლიო მშობლებს ელაპარაკა სკაიპში და ყველაფერი უთხრა თავიდან კინაღამ კაბელს გამოყვნენ მაგრამ მერე აუხსნა რომ დაქორწინებას აპირებდნენ და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა ორ საათში რატიმ გამოუარა ყველაფერი მანქანაში ჩააწყო და თავისთან წაიღო ანკას დალაგებაშიც მოეხმარა და თავისი ოთახიც გამოუყო -იცოდე შემოთავაზება ძალაშია ჩემი ოთახის კარი შენთვის ღიაა - ეშმაკუად გაუღიმა მომავალ "ცოლს და მისი შვილის დედას" -რატი ! თითი გამაფრთხილებლად აუფრიალა წინ ღიმილიანი სახით და გასვლა თხოვა - გადი ახლა შენც კი ცოტა ხანს დავისვენებ და მერე ბავშვებიც კი მოვლენ - სიცილით შეახსენა დღევანდელი გეგმები ... -კარგი მამიკოს სიცოცხლე ჩამიკოცნე ! - მუცელზე ტუჩები მიაწება და ოთახი დატოვა ... ოთახში კი გაბადრული დედიკო ... სახლში ყველა მოვიდა რა თქმა უნდა ბავშვებისთვის და მითუმერეს თოკასთვის მე და რატის ნანკას მოსვლის შესახებ არაფერი გვითქვამს ყველა ვიცინოდით მე გემრიელად გაჯგიმული ვიჯექი ჩემთვის სავარძელზე და თავი ელენეს გულზე მედო ... მეცინებოდა თან სასტიკად რომ ვხედავდი ოგო ჭამდნენ ვნებიანი თვალებით ელენე და გიო ერთმანეთს ანდა როგორ შეიძლება ამაზე არ გაგეცინოს ? ... სანახაობა ? საოცრება თუ გინდა ... იმდენად სასაცილოა ეს ყველაფერი მეშინია მუცელში ჩემი შჰვილი იქიდანვე არ ამიჯანყდეს და არ შეირყეს ... ნამდვილი ცირკია სახლში ვზივართ 3 კაცი განაბულები და ისეთი გატრუნულები ვუსმენთ და ვუყურებთ ელენეს და გიოს "სანსვლა ჭამას" გეგონება რაიმე სანახაობაა რომელსაც ისე უნდა უყურო რომ 1 სიტყვაც არ გამოგრჩეს თორემ იმტვრიე მერე თავი და იყავი მაინც ვერაფერს ვეღარ გაიგებ ... ძაანაც რომ გვდომოდა მაინც ვერ მოვიწყენდით ამათ ხელში ? რა სისულელეა ! -ვაიმე ანკა ისეთი გამხდარი ხარ მაინც რო რავიცი ... (ელენე) -აუ შე ვაფშე ყვე"ლ"აზე გამხდარო შენ ვისზე რას ამბობ აუ ფეხები გაუცვალე ანკას რაააა - სასაცილოდ გაიწელა გიო -ფეხებს კი არა სახეს გაგაცლი ეხა თუ არ მოისვენებ ! (ელენე) -აუ შე ვაფშე ყველაზე მაგარო ოღონდ შენ დამინდე და ვაფშე ხმა თუ ამოვიღო ჩემს და ძმას ვფიცავარ რიაა (გიო) - ცნობისთვის გიოს არც და ყავს და არც ძმა ... ეს უფრო მაცინებს ... -ფუ რა გლეხია რა - ეს უფრო თავისთვის ჩაიბურტყუნა აშკარად ელენემ ვიდრე გიოსთვის რამაც მთიელის გაბრაზება გამოიწვია და ჯიუტი აქცენტით "წამოყვირა" -ვინაა გოგო გლეხი ! - წარბები ისე კუშტად შეკრა გიომ სიცილი ვერ შევიკავე და იმდენი ვიცინე კინაღამ სული იქვე გამძვრა -ვინ და შენ ! თან თოხიანი გლეხი კი არა ?! მაგათ რას უნდა ვერჩოდე შენ რომ შეგადარო ! სულით გლეხი ხარ ! ოჰო ცირკი კი არა აქ მგონი უკვე სერიოზული დუელი იწყება რომელშიც ჯერ ჯერობით მთვაარი იარაღი ენა და სიტყვებია ... -ამოგაცლი მაგ ენას შენ სულით დამა ქალო ! -დამაც ხარ და ყვავიც შე ძროხისნაირო - ყველაზე შეიძლება თქვა ძროხის ნაირი ჩვენი ბიჭების გარდა ნეტა ამათ ნაირი ძროხა იყოს ყველა -შე სლიპინა ბაყაყისნაირო ! -შე საქონელო ! -ძვალტყავა -თახვო ! -თახვიც ხარ და კუც ! -ჰაა? არ შემადარა ეს მთიელი ქალი რაჭველს ? -ისე კი ხარ სულით რაჭველი ! - გადაიხარხარა ელენემ - არადა რაჭველებზე გიჟდება და კი არ იცის თავი რომ გაიყიდა ! -რომელი რაჭველი შენ რომ გიჯდები ის ? - ცალ ყბად ჩაიცინა გიომ და გამომცდელი მზერა მიაპყრო სახეზე ალმურ მოდებულ ელენეს -არა ის რაჭველი მთელი ცოხვრება რომ 1 მიზნისკენ მიიწევს და იმასაც რომ წესიერად ვერ აღწევს ... წელავს და წელავს ... და კი არ იცის რომ ის მიზანი დიდ ხანს არ დაელოდება და გაექცევა ! - იმხელა ნამიოკი გაუქანა რაზგონით თავში გიოს ელენემ მე მეტკინა იმის მაგივრად თავი ... გიო სათქმელს იმ წამსვე ჩაწვდა და ფართოდ გაიკრიჭა ... მას შემდეგ ერთმანეთს არ დალაპარაკებიან ცირკი მორჩა ფაფუ ... ახლა რითი გავერთო მე ? უიმეე ხტფუი ეს ნანკაც სადაა ამდენ ხანს ? გაფიქრება და კარზე ზარი ერთი იყო თქვენ თოკას სახე უნდა გენახათ ნანკა რომ დაინახა იქვე მიგდებულ რატის აიფონ 6 -ს ხელი დავტაცე ვინაიდან და რადგანაც ჩემი დამჯდარი იყო და შეერთებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ფოტო გადავუღე ორივეს როგორი გამოქლიავებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს გულიანად გადავიხარხარე და სიცილის მაშინვე ვუმატე ნანკა რომ ჩემი და ელენეს გვერდით დაჯდა და თოკამ თმაში ხელი ნერვიულად შეიცურა ... მოიცა ჯერ სად ხართ აქ მეორე ცირკიც დაიწყება ... რაც უფრო მეტს ვუყურებ ცირკს მით უფრო ვაფასებ ჩემს მეგობრებს ... რაც უფრო ბევრს ვუყურებ ჩემს მუცელს მეგობრებს და "ქმარს" მით უფრო ვივსები და ვიბერები ბედნიერებისგან ... და აი ვხვდები რომ ახლა მართლა ცირკი დაიწყება რაც ძალიან სასაცილო იქნება ყველასთვის ... ელენეს ტელეფონი მოვატანინე და ბლოკი ავხსენი შეტყობინება გავხსენი რატისგან იყო ... საათს დავხედე მაშინ გამოაგზავნა როცა ელენეს ტელეფონის მოტანა ვთხოვე ... შეტყობინებაში ეწერა "მაბედნიერებთ " ! მოკლედ შევეცადე მოზრდილი თავი დამეწერა რამდენად გამომივიდა არ ვიცი ლეკვი სასეირნოდ რომ არ გამეყვანა დალეწავდა ყველაფერს რაც არც მე მაწყობდა და ალბათ არც თქვენ ყველაფერში კომპიუტერი და ლეპტოპიც შედის რისკენაც მიიწევს ხოლმე ზოგჯერ ... ძალიან გამახარა კომენტარებმა იმედია არ დაიზარებთ და აზრებს ამ თავზეც გამოხატავთ ეს ჩემთვის იმაზე ბევრად სასიამოვნოა ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ მიყვარხართ ყველანი უზომოდ ... <3 !!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.