შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნდები?! (სრულად)


17-04-2015, 13:27
ავტორი მოლურჯო
ნანახია 5 245

ღამე კი ისე გრძელდებოდა, როგორც საყვარელი მელოდია, უხმოდ მღეროდა ყოველივე. ცაზე მოტივტივე, სრიალა ღრუბლები ნაზი სიმღერებივით იშლებოდნენ და იფანტებოდნენ სივრცეში. ტკბილი ბგერებივით ქრებოდნენ და ისევ კიაფობდნენ ვარსკლავები შორეული გალაკტიკების ანსამბლში. სიო ელამუნებოდა ხეთა სიმებს და ფერდობზე, ერთმანეთის გასწვრივ ჩამწკრივებული სახლები, სამყაროს ამ უხმო მუსიკიდ მოჯადოებული მსმენელებივით გატრუნულიყვნენ.
ფინური ქოხიც ჩვეულებრივარ იდგა ღამის ბინდში, მაგრამ მუშნისათვის, ამჟამად, ეს იყო ყველაზე საყვარელი, ყველაზე არაჩვეულებრივი სახლი მთელ დედამიწის ზურგზე. მუშნის თაფლოს მკლავზე ედო თავი და ჩუმად ჩურჩულებდა:
- რა ტკბილი ხარ, რა საოცრად ტკბილი ხარ... შენისთანა ქალი არ არსებობს ქვეყანაზე.
- რა სულელი ვარ, - ჩურჩულებდა თაფლოც და ეალერსებოდა მუშნის.
- ვინ ხარ? ლოგინში რომ შემომიწექი, გიცნობ? მიცნობ?
- მე თვითონ არ ვიცი ვინ ვარ, მაგრამ ახლა არც მინდა ვიცოდე.
- როგორ თუ არ იცი?...
- ჰო, არ ვიცი, სულ პატარა მივუტოვებივარ მშობლებს. მერე ერთი მოხუცი ქალი მზრდიდა, რომელსაც მამიდას ვეძახდი. მშობლებზე არაფერი არ ვიცი, ვინ არიან, როგორები არიან, ცოცხლები არიან თუ მკვდრები. არ ვიცი ვისი შვილი ვარ, იქნებ დებიც მყავს, ძმებიც, არაფერი არ ვიცი. მარტო ვიყავი ყოველთვის, მაგრამ ახლა ჩემზე ბედნიერი კაცი არ არსებობს და არც მეგულება. აუტანლად მიყვარხარ, შენ ისეთი ტკბილი ხარ, როგორც სიცოცხლე.
- არაუშავს გაგივლის დაგავიწყდები.
- არასოდეს არ დამავიწყდები, ყოველთვის მეყვარები. მითხარი, მართლა გყავს საქმრო?
- მყავდა, ახლა აღარ მყავს.
- მითხარი, გიყვარდა?
- არ ვიცი, შეიძლება, მიყვარდა, ახლა აღარ მიყვარს.
- გუშინ შენი ოთახის გასაღები რომ მომეცი, რატომ არ დამიბრუნე?
- ვიცოდი კიდევ გნახავდი!
- გინდოდა ჩემი ნახვა?
- არ ვიცი, შეიძლება, მინდოდა. რატომ არ უნდა მდომოდა?
- მითხარი გიყვარვარ?
- არ ვიცი შეიძლება მიყვარხარ!
- მითხარი ჩემი იქნები?
- შენი არვიცი ახლა?
- არა სულ, მუდამ!
- სუ მუდამ?! არვიცი
- რატომ არ იცი? მე ისე მიყვარხარ, უშენოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.
- იცი რა თუგინდა წამიყვანე
- სად წაგიყვანო?
- სადაც გინდა!
- კარგი წაგიყვან
- სად წამიყვან?
- არ ვიცი! სადმე.
- ეჰ, შენ არაფერი არ იცი.
- რა იყო რაზე მოიწყინე?
- ისე.
- ხომ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ, მაგრამ რაღაცას მოვიმოქმედებ.
- კარგი.
- ბედი არასოდეს არ მწყალობდა მაგრამ მაინც მწამდა ჩემკ ბედის. რატომ არ მცემ ხმას?
- თენდება
- ჰო თენდება უნდა წავიდე.
- ნუ წახვალ.
- გოთა მელოდება
- გელოდოს რა!
- არა! არ შეიძლება სიტყვა-სიტყვაა.
- კარგი წადი!
- შენ ისეთი ტკბილი ხარ ისეთი ნაზი შენ თვითონაც არ იცი. შენისთანა ქალი არ არსებობს ქვეყანაზე
- რამდენია ჩემზე კარგი?!
- ჩემთვის არავინ არის. საკუთარ თავზე უფრო მიყვარხარ.
- არაუშავს გაგივლის, დაგავიწყები.
- როგორ შეიძლება შენი დავიწყება?
- ეჰ...
- გათენდა უნდა წავიდე
- ნუ წახვალ დარჩი ჩემთან
- არ შეიძლება გოთა რას იტყვის?
- რაც არუნდა თქვას მე არ დავეძებ.
- მალე დავბრუნდები!
- კარგი როგორც გინდა.
- მითხარი დამელოდები?
- არ ვიცი ვნახოთ
- როცა დავბრუნდები ყველაფერი კარგად იქნება მე მწამს ჩემი ბედის.


ნამდვილად არ ვიცი რატო დავწერე
უბრალოდ სევდამ შემომიტია
ნაწყვეტი წიგნიდან “აპრილი“



№1  offline წევრი ana 11

ის წიგნი ვისი დაწერილია ?

ძაან კარგია მაგრამ ცოტა უშინაარსოო

 


№2  offline წევრი მოლურჯო

“გურამ გეგეშიძე“-სი
ხო ვიცი მონაკვეთი ამოვიღე რაც მომეწონა და ცოტა უშინაარსო გამოვიდა ^_^
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი მოლურჯო

მიხარია♥♥♥
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent