შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი მოგონებები (ერთი ლამაზი სიყვარულის ისტორია) სრულად


17-04-2015, 16:11
ავტორი ROLIKA
ნანახია 11 516

ბებოს და ბაბუს ვუუყურებდი და მიხაროდა, როგორი ბედნიერები იყვნენ. იჯდნენ ბუხართან ხელჩაკიდებულები და თვალს არ აცილებდნენ მოგიზგიზე ცეცხლს, ჩუმად მივუახლოვდი მათ და იქვე პატარა სკამზე მოვკალათდი.
-ცუგრუმელა მოვიდა-თქვა დემეტრე ბაბუმ
-ბაბუ უკვე 19-ის ვარ-განაწყენებული გავხედე მას
-მერე რა, შენ ჩვენთვის მუდამ სულ პატარა იქნები ელისაბედ-აყვა ნატალია ბებოც.
-ოჰ ნატაშკა, ნატაშკა-სიცილით მივუგე ბებოს, მერე უცებ ერთმა კითხვამ გამიელვა თავში და მათ ვკითხე
-ბებო, ბაბუ როგორ გაიცანი?
-რაიყო სიყვარული გეწვია?-სიცილით მითხრა დემე ბაბუმ
-დემეტრე ბაბუ, კარგი რა, ჰო იცი არა? რადროს სიყვარულია ეხლა
-აბა ბებიაშენს კითხე, რომ ჩამიხტა მანქანაში და მომატაცებია თავი-სიცილით გადახედა ცოლს
-რა?-გაოგნებული ავხედე მათ, ისინი კი იცინოდნენ-არ მეტყვით? მომიყევით რა..გთხოვთ რა, მიდი ბე რა-მუდარით ავხედე და ჩემი პაწაწინა სკამით მათკენ მივიჩოჩე
-კარგი მომეცი ხელი დემე-უთხრა ბაბუს და ხელი ჩაკიდა. მომიბრუნდა და დაიწყო-ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო..


მთელი სისწრაფით მივრბოდი, მესმოდა უკან სწრაფად მომავალი მანქანის ხმა, ტყეში შევვარდი, მივრბოდი, მაგრამ სად არავინ იცის! შუქი შევნიშნე და მეც იქეთ გავიქეცი, ბენიზნგასამართ სადგურზე აღმოვჩნდი, კაცის ჭაჭანება არ იყო, მაშინვე იქვე მდგარ მანქანაში შევხტი და თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დავიწყე, როცა თავი მივატრიალე, ბიჭის გაბრაზებულ და გაოცებულ მზერას მოვკარი თვალი
-უნდა მიშველო, მომზდევს, გთხოვ სწრაფად დაქოქე-მივახალე პირში, მანაც არ დააყოვნა და მანქანა მთელი სისწრაფით მოშორდა ადგილს
-მადლობა
-რისთვის?-გაკვირვებული მიყურებდა უცნობი
-გადამარჩინე, ტელეფონი გაქვს?-ჯიბიდან ამოიღო და გამომიწოდა, ნომერი ავკრიბე, მანამდე კი ვკითხე
-სად მივდივართ?
-სვანეთში
-მესტია?
-ჰო
-კარგია, დაქალი მყავს იქ დავრჩები, არავინ უნდა გაიგოს, ოჰ ის ცხოველი-ვიძახდი ჩემთვის, ბიჭი კი გაოგნებული მიყურებდა, მერე ტელეფონზე აკრებილ ნომერს დავხედე და დავრეკე
-მამა
-..
-მაცადე ვთქვა
-..
-იქ, სადაც ეგ ცხოველი ვერ მომაგნებს
-..
-ეგ დამპლები, გაუპატიურებას მიპირებდა
-..
-ჯერ წინ 2 თვე იყო, ცოლიც არ ვიყავი
-..
-თავს ნუ იდანაშაულებ, ეს იმ ჩემი ნახევარძმის ბრალია, რომ არა მისი პოკერი და კარტები, ეს არ მოხდებოდა
-..
-არ თქვა არაფერი, ვითომ არ იცი, არ უთხრა
-..
-იქ, სადაც ვერავინ მომაგნებს
-..
-მეზიზღება ეგ თქვენი მახინჯი ზურა, მანიაკი
-..
-კარგი მამა მიყვარხარ, მე კარგად ვარ, თავს მიხედე-ვუთხარი და გავუთიშე. ბოლოს უცნობმა ვეღარ მოითმინა და მკითხა
-ხომ მშვიდობა?
-არა-მკვახედ ვუპასუხე
-შემიძლია დაგეხმარო?-მკითხა ისევ
-შენ მესტიამდე მიმიყვანე, ახლა სად ვართ?
-2საათში ჩავალთ, ღამის 1 საათია
-ღმერთო არა, ასე გვიან ვერ დავადგები
-ამ ღამეს წამოდი ჩემთან და მერე დილით გაგიყვან შენებთან
-კარგი მადლობა-ვუთხარი და თავი მინას მივადე..

თვალები, რომ გავახილე, სავარძელში ვიჯექი და პლედი მეფარა, უცებ კარების ხმა გაისმა და ნახევრად შიშველი ნაცნობი გამოვიდა, ჩემს გაოცებულ სახეს, რომ წააწყდა გაეღიმა და მითხრა
-არ მეგონა, თუ უკვე გაიღვიძე. აი, აქ არის შენი ოთახი-მიმითითა დერეფნის ბოლოს არსებულ ოთახზე, მეც ჩუმად ავდექი და ოთახში შევედი, როგორც კი თავი ბალიშზე დავადე მაშინვე ჩამეძინა.


დილით გავახილე თვალები, საათს დავხედე 2-ს მიჩვენებდა, დენდარტყმულივით წამოვვარდი და გარეთ გავედი, ჩემი მაშველი სახლში არ იყო, მაქანა ადგილზე იდგა. 10 წუთში კარები შემოაღო და დიდი პარკებით სამზარეულოში შეჯლაგუნდა, მეც მივედი და საჭმლის გამზადება დავიწყე.
-მადლობა, რომ გადამარჩინე იმ მანიაკისგან
-რომ არ ჩამჯდარიყავი დაუკითხავად არ მომიწევდა, ჩემი თავის შეწუხება
-ბოდიში-მორცხვად დავხარე თავი –მე იცი წავალ აჯობებს-კარებისკენ დავიძარი, რომ გადამიდგა და მითხრა
-მე გაგიყვან მანამდე კი ჭამე
სხვა გზა არ მქონდა, როცა მოვრჩით ჭამას მაშინვე კარებისკენ წავედით, მეც მისამართი ვუთხარი და იქ მიმიყვანა
-მადლობა-ვუთხარი და გადავედი, ისე რომ არ დავმშვიდობებივარ. შევვარდი ჭიშკარში, ვიცოდი, რომ სოფი ახლა არდადეგებზე აქ იქნებოდა და კიბეებისკენ დავიძარი


-მოიცადე სახელი არ უთქვამს?-შევაწყვეტიე ბებოს ამბავი, მან გაიცინა და მითხრა
-ელისაბედ, არა არ იკითხავს
-ის ბაბუა იყო ხომ?-სიცილით გავხედე ბაბიას, რომელიც ცეცხლს უყურებდა და მშვიდად გვისმენდა
-მაცადე პატარა ქალბატონო განვაგრძო, თუ არ მაცადე როგორ გაიგებ?-დამუქსა ბებომ და განაგრძო
კარი სოფიმ გამიღო, სიხარულს საზღვარი არ ქონდა, გავიქეცი და შევახტი, ხელს არ ვუშვებდი, სახლში შევედით და ყველაფერი ვუამბე, ის კი გაოგნებული მისმენდა-ეს რა ოხერი ვიღაცა ყოფილა, მაგას არ გაყვე ნიტა
-ჰო გოგო, რამე უნდა მოვიფიქრო, შენები რომ მოვლენ რა ვქნა?
-კაი დაწყნარდი 10 დღე არ არიან აქეთ, მე არ ვეტყვი აქ, რომ ხარ და არც შენი ძმის ყურამდე მივა ამბავი
-მიყვარხარ დაო
-მეც, კარგი დაისვენე მიდი და საღამოს ჩემი მეგობრები მოვლენ, პარკში გავიდეთ მერე აქვეა
-კარგი


-აუ სოფ
-ჰო გისმენ
-მისმინე, ცოტა ფული ჰო არ გაქ ტანსაცმელი,რომ ვიყიდო? მერე მამაჩემს დავარიცხიებ შენს საკრედიტოზე ფულს
-კი გოგო რა პრობლემაა წამო წავიდეთ, იყიდე რაც გინდა
სახლში, რომ დავბრუნდით , ზუსტად 1 საათში კარზე ბრახუნის ხმა გაისმა
-მოვდივარ ოე-გაძახა სოფიმ და კარებისკენ დაიძრა, მე სავარძელში ვიჯექი, როცა ოტახში შემოვიდნენ 3 ბიჭი და 1 გოგო, მივესალმე და ფეხზე წამოვდექი.
-ბავშვებო გაიცანით ეს ნიტაა ჩემი დაქალი
-ნიტა ეს ლუკა(ქერა ცისფერთვალება), ეს სანდრო(მწვანეთვალება, გადაპარსული ქონდა თმები), ეს ლაზარე(დასტოინი, შავთვალება თავგადაპარსული), ეს თამუნა(გრძელთმიანი წითური გოგო)
-სასიამოვნოა-ერთხმად შევძახეთ ოთხივემ და გაგვეცინა
-კარგი ნიტა, აბა რამ ჩამოგადგმევინა ამ სვანეთში ფეხი? ხისთავიანებს ეძებ? აი აგერ ერთი ეგეთი-მიმითითა სანდრომ ლაზარეზე
-არა ჩემი დაქალი მომენატრა და ვეახლე, თქვენ აქ ცხოვრობთ?-მივუგე მე
-არა-მითხრა სანდრომ-მე ხევსური ვარ, თბილისში ვხოვრობ ეხლა, მაგრამ აგერ ჩემ უჟმურ ბიჭთან ჩამოვედი-მიმითითა ლაზარეზე-ლუკა სვანია, მაგრამ რაჭველობა ურტყამს, ეს მისი სოფელია და ამიტომ ჩამოდის აქ, ლაზარე სუფთა სვანია, აქ ყოველ ზაფხულს ვიკრიბებით და ამიტომ ჩამოვიდა ისიც, მის დასთან, თამუნასთან ერთად და მეც ჩამოვყევი.
-კარგია თქვენი გაცნობა ბავშვებო, მე 10 დღით ვიქნები აქ-მივუგე ყველას. ლუკას გაეღიმა და აივანზე გავიდა. მოგვიანებით დაბრუნდა და ყველას გამოგვიცხადა –ბოდიშის მოხდით, ერთი ადამიანი უნდა ვნახო, საქმე გამომიჩნდა-დაგვემშვიდობა და კარებისკენ წავიდა, სანდრომ მიაძახა
-ჩვენ, რომ ვიცით იმ გოგოს?
-თუ ენას გაიკმინდავ უკეთესს იზავ-წარბის შეუხრელად მიუგო-მე ერთ ძმაკაცს უნდა შვეხვდე, ეხლა ჩამოვიდა და უნდა ვნახო, მერე გაგაცნობთ, პარკში 1 საათში ვიქნები და იქ გნახავთ.
1 საათში ყველა პარკში ვიყავით. ბავშვებს კარგად გავუგე, მე სოფი და თამუნა ეშმაკის ბორბალზე ვიჯექით, როცა იქედან ჩამოვედით ლაზარესთან და სანდროსთან მივედით. დავინახეთ ჩვენსკენ მომავალი ლუკა, რომელსაც ,,ის” მოყვებოდა ის? ღმერთჴ ამას აქ რა უნდა?-100- კითხვას ვუსვამდი ტავს. ლუკამ გაგვიღიმა და ყველას წარუდგინა ჩვენს წინ მდგარი დემეტრე. ნაძალადევად გავუღიმე, ვითომც არაფერი დავხედე და ხელი გავუწოდე, ისიც დაიბნა, მაგრამ არ შეიმჩნია
-აუ მანქანებზე მინდა-დაიწყო ხტუნვა სანდრომ
-აღუ-უთხრა ლაზარემ
-აუ კაით რა, წამო დავჯდეთ-სოფიც აყვა სანდროს
-წამო ლაზო რას უჟმურობ?-თამუნაც ძმის დაშოშმინება ცადა
-მიდი ადე შე*ემა ბავშვებს უნდა კატავი-ხელი მოხვია ლუკამ
-ჰო კარგი
ყველანი ვკატაობდით და ვიცინოდით. პარკში მაგარი დრო გავატარეთ, ამ დროის განმავლობაში, დემეტრე თვალს არ მაცილებდა, მეც ხანდახან გამომწვევად გავხედავდი და გავუღიმებდი. აშკარა იყო, რომ ლუკას სოფი მოწონდა, ყველაზე კარგად ექცეოდა, წასვლისას სანდრო და თამუნა ერთად წავიდნენ, რადგან ლაზარემ განაცხადა, რომ საქმეზე მიდიოდა, მე ლუკა, სოფი და დემეტრე, კი ლუკას მანქანისკენ დავიძარით. დემეტრემ შემაჩერა და მითხრა
-წამოდი ერთ ადგილს განახებ
-რა ადგილს?
-იმედია მოგეწონება-მომკიდა ხელი და წამიყვანა.
ძალიან დიდი ხანი მივდიოდით, თან სისულელეებზე ვლაპარაკობდით, გამოჩნდა დიდი კოშკები, ღმერთჴ რა ლამაზია-გაოცებული ვუყურებდი, მაგრამ ვხედავდი, რომ შორს იყო, ამიტომ შესვენება გადავწყვიტე
-დემეტრე დავიღალე შევისვენოთ
-რა დროს დასვენებაა, წამოდი
-დავიღალე-განვაგრძობდი დუდღუნს, ბალახზე უნდა დავჯდარიყავი, რომ დემემ ხელი მტაცა და მის ზურგზე აღმოვჩნდი
-დემე რას შვები?
-რომ დაიღალე მე გატარებ
-გაგიჟდი?-სიცილით ვუთხარი
-სულაც არა, მე მინდა გემსახურო, აქ მე მოგიყვანე და მეთვითონვე გატარებ მის-მითხრა სიცილით
-კარგი-დავემორჩილე, ზუსტად ნახევარ საათში მივადექით უშგულს
-წამო ზემოთ-მითხრა დემეტრემ და ხელი მტაცა, მეც ავყევი, როცა ზემოთ ავედით, ერთ მხარეს სახლები მოჩანდა, მეორე მხარეს დიდი მწვერვალები, მესამე მხარეს კი დიდი მწვანე მდელო გვირილებით
-ღმერთო ულამაზესია-ენით ვერ ავღწერდი რა განვიცადე იმ დროს
-ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა, ცოტახანში ჩავიდეთ მდელოზე და იქ გავათენოთ
-რა? გაგიჟდი?-შევიცხადე
-არა, წამოდი-მტახა ხელი, ქვემოთ ჩამიყვანა, მკლავში ჩამავლო ხელი და მდელოზე მარბენინა, მეც ავყევი და პატარებივით დავრბოდით, ფეხი გადამიბრუნდა და გორიალით დავეშვი მდელოზე, ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა, თვალები გავახილე და დავინახე დემეტრე, უცებ წამოდგა და მდელოზე დაჯდა, მე ისევ ვიწექი, მერე წამოვჯექი და თავი მის ბეჭს დავადე. ორივე მინდორზე ვიწექით და ცას ვუყურებდით, დემეტრემ გადმომხედა, მისკენ მიმწია და ჩამიხუტა. დილით მზის სინათლემ გამაღვიძა, იქვე გვირილების დიდი თაიგული დამხვდა, უკან მივბრუნდი და დემეტრე მიყურებდა, რომელსაც ხელში პარკი ეკავა, მომიახლოვდა და მითხრა
-დილამშვიდობის
-შენც ასევე
-ეს შენ
-რა არის?
-ამოიღე და ნახავ
მეც გავხსენი პარკი და ჟელიბონების დიდი შეკვრა სნიკერსთან ერთად დამხვდა
-ღმერთო როგორ მიყვარს, საიდან გაიგე?
-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია მოგწონს
-მადლობა-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე, ჟელიბონებს სათითაოდ ვჭამდით.


-ვაიმე ბაბუ რა რომანტიკა ყოფილხარ-სიცილით გავხედე გაღიმებულ ბაბუას
-ჯერ სად ხარ, გააგრძელე ნიტა თხრობა-მიუბრუნდა ცოლს


-სად იყავი მადენ ხანს?-დამტუქსა სოფიმ
-მე და დემე-დასრულებული არ მქონდა, რომ მორთო ყვირილი
-ვაიმე რა მაგარია, გილოცავთ, უნდა ავღნიშნოთ
-რას ბოდიალობ გოგო, უბრალოდ უშგული მანახა-სიცილით ვუთხარი სოფის
-ამდენი ხანი ვერ თქვი?
-ვერ ჩავაკვეხე სიტყვა
-ჰო კაი, ასე 4-სთვის ჩვენები მოვლენ და მოემზადე პიკნიკზე მივდიივართ
-ვა რა კაია
-ჰო


4 საათზე ყველა ჩვენთან იყო, ჩავეკვეხეთ ლუკას მანქანაში და წავედით. უკან დიდი საბარგული ქონდა მეც უკან დავდექი, ხელები გავშალე და თვალები დავხუჭე, ცხელი ქარი მიწვავდა სახეს, უეცრად ხელების მოხვევა ვიგრძენი, მივხვდი ვინც იყო და გამეღიმა. კისერში სველი კოცნა დამიტოვა და ისევ ადგილს დაუბრუნდა. ტყეში მალე მივედით, ყველა ვიცინოდით და ვხარხარებდით. სიმინდები შევწვით, საზამთრო დავჭერითჱდა ნაყინის ტორტი შევღამეთ. საღამოს კოცონი დავანთეთ, ლაზარე გიტარას უკრავდა, მე და თამუნა კი ვმღეროდით. როცა სიმღერას მოვრჩით სანდრომ შეჰყვირა
-ვითამაშოოთ
-რა გაღრიალებს ბიჭო, ისე ვერ იტყვი?- გაუბრაზდა ლაზარე
-რა ვითამაშოთ?-თქვა თამუნამ
-ღამეა, სიბნელეა, დახუჭობანა-ხტუნავდა სანდრო
-ვერ ხარ ხო?-ხელი აუქნია ცხვირწინ
-კაი აზრია-ვთქვი მე
-აყვა ახლა ხუნტრუცში-ჩაერია დემეტრე
-ე, კაით რა ვითამაშოთ-არ ჩერდებოდა დემეტრე
-ჰო მიდით ახლა-მხარს გვიჭერდა სოფიც
-შენც?-გახედა ლუკამ გოგონას
-კი მე-ც
საბოლოოდ ყველა ვთამაშობდით, დახუჭვა ლუკას მოუწია, ტყეში ღრმად შევედი, ბნელოდა, მაგრამ მაინც მივრბოდი, როცა შევჩერდი მერე გავაცნობიერე, თუ რა ღრმად შევედი ტყეში და შიშმა მომიცვა. უცებ ბუჩქი გაირხა, ამაზე საშინლად ამაკანკალა, იქვე ხოხი შვენიშნე, დავიკავე ხელში და თავდასხმისთვის მოვემზადე, უნდა მომექნია, რომ ბუჩქებიდან დემეტრე გამოხტა
-არ ინერვიულო მე ვარ-თან მომაძახა და ჯოხი წამართვა
-შემაშინე დემეტრე, ნახე რა ღრმად ვართ, წამოდი გავიდეთ
-ჰო მართალი ხარ
დიდი ხანი მოვუნდით გზის გაკვლევას, საბოლოოდ დავასკვენით, რომ დავიკარგეთ და ხის ძირას ჩამოვჯექით
-ახლა რა ვქნათ?-მივუგე დემეტრეს
-დაველოდოთ გათენებას-მითხრა და ჩამეხუტა
დილით ხმაურმა გამაღვიძა, თვალები გავახილე, დემეს ეძინა, წამოვდექი და მისი გაღვიძება ვცადე
-დემეტრე, გაიღვიძე გათენდა
თვალები გაახილა, როცა ჩემი სახე დაინახა გაეღიმა-დილამშვიდობის
-შენც ასევე, მიდი ადექი გასასვლელი მოვძებნოთ
-ჰო, ჰო –თქვა და ფეხზე წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და უკნიდან ყვირილი მოგვესმა
-ვიპოვე-გავბრუნდი და სანდრო იყო
-სანდრო-შევყვირე და მაგრად მივეუტე
-სად იყავით?
-დაიკარგეთ-უთხრა დემეტრემ.მერე ყველა გამოჩნდა, ჩვენც გასასვლელი ვიპოვეთ და სახლისკენ დავიძარით. მე და დემე სახლში არ წავსულვართ, მითხრა
-მოდი უშგულში წავიდეთ
-კარგი-ვუპასუხე და მეც გავყევი, ზემოთ ავედით, ფანჯარასთან მივედი, უკნიდან წელზე ხელი მომხვია, კისერში მაკოცა, მისკენ მიმატრიალაა და ტუჩებს დაეწაფა. ძლიერად მიმიკრა და-ლაპარაკი დასრულებული არ ქონდა ბებოს, რომ დემეტრე ბაბუამ შეაჩერა
-საჭიროა დეტალებში მოყვე?
-არა ძვირფასო უბრალოდ მინდა იცოდეს
-რა, რას ვშვებოდით ის?-სიცილს ძლივს ვიკავებდი მათ კამათზე
-არა რას ვგრძნობდი
-ისევ ჩარჩენილხარ იმ ასაკში-სიცილით თქვა ბაბუამ
-ოჰ მაიმუნებო, ანუ ერთად იყავით ჰო?-სიცილით ვუთხარი და თითჳ დავუქნიე
-ჰო ერთად გავატარეთ ის ღამე-მითხრა ბებომ
-ვაუ, ეს რა ყოფილა, მერე, მერე გააგრძელე.
ყველამ იცოდა, რომ მე და დემეს ერთმანეთი გვიყვარდა, ულ ერთად ვიყავით. იმ ამბიდან რამდენიმე დღის მერე, სოფის მამა სოფელში ჩამოვიდა, მას ჩამოყვა ჩემი ნახევარძმა
-რაო დაო არ გინდოდა გათხოვება?
-აქ რას აკეთებ?
-უნდა წაგიყვანო
-არა, არც გაბედო ვატო, არ მიმათხოვებ ჰო იმ დამპალ ზურას, ამას მე მიკეთებ?
-მოიცა დავფიქრდე..კი..რა ვქნა სხვა გზა არ მაქ, ისე ყველაფერს გამიყიდიან
-მოღალატე, ნაგავო
-წადი ჩაალაგე-მკრა ხელი და ოთახში შემაგდო. დემეს უნდა გავაგებიო ყველაფერი. სწრაფად მოვაბი ზეწარი საწოლს და ფანჯრიდან ჩავცოცდი, გავიქეცი დემეტრესთან, მაგრამ სახლში არ დამხვდა, აქვე ლაზარე ცხოვრობს, მასთან წავალ-ვფიქრობდი გულში თან ტელეფონზე დემეტრეს ვურეკავდი მაგრამ გათიშჲლი ქონდა
-ლაზარე დემეტრე სადა?
-წავიდა
-რა? სად?
-თბილისში, დედამისი გახდა ცუდად
-ტელეფონს არ პასუხობს, გთხოვ უთხარი, რომ ძალიან მიყვარს, მე მივდივარ, ძალით მათხოვებ ამას სიკვდილი მირჩევნია
-რამით დაგეხმარები?
-მხოლოდ უთხარი, რომ ძალიან მიყვარს-მოვეხვიე და ავტობუსის გაჩერებისკენ გავიქეცი, ჩავჯექი პირველივეში და ქუთაისს დავადექი. ქუთაისში აეროპორტში გავიქეცი, ავიღე ბილეთები ავსტრალიის მიმართულებით, ავედი თვითმფრინავში და ისიც დაიძრა, დასრულდა ერთი ნაწილი ცხოვრებისა და დაიწყო ახალი ცხოვრება.


-რა? ბებო შენ გაგიჟდი? ბაბუ როგორ მიატოვე?
-აბა მაშინ, რომ არ წავსულიყავი ქალბატონო ახლა შენ კი არ იქნებოდი-სიცლით მითხრა ნატალია ბებომ
-მე რა გამოვიარე მაშინ არავინ იცის-თქვე დემეტრე ბაბუმ
-მაცადე ახლა განვაგრძო-თქვა ბებომ


1წლის მერე დავურეკე სოფის, უკვე ცხოვრება აწყობილი მქონდა, ვმუსაობდი ერთ-ერთ ოჯახში, 2 ტყუპს ვზრდიდი. ტელეფონზე სოფიმ მიპასუხა, ვიცოდი მეგობრები იქ იქნებოდნენ და მაშინვე მივახალე
-სოფი ნიტა ვარ, გთხოვ არ იყვირო, გადი სხვაგან, ვითომ სხვას ელაპარაკები
-ჰო ლიზა ეხლავე დაიცა
-მადლობა-ვუთხარი
-ნიტა როგორ ხარ გოგო? ოგორ მანერვიულე, არ უნდა დაგერეკა? იცი რა დღეში ვიყავით? დემეტრე? მთელი საქართველო გადაქექა. შენი ძმა ციხეში ჩაამწყვდია, განადგურებულია-როცა ეს მითხრა ტირლი ამივარდა
-დაწყნარდი ნატალია, გთხოვ ნიტა
-როგორა?
-სულ მთვრალია, ჩვენთან აღარ დადის, ძალიან იშვიათად
-ცემი ბრალია-ტირილს განვაგრძობდი-გთხოვ მიმიხედე
-კარგი ნი ღელავ ბიჭები უვლიან, ახლა მითხარი სად ხარ და როგორ?
-ავსტრალიაში ვარ, 2 ტყუპს ვუვლი
-რა? ეგრე შორს რა გინდა გოგო
-ვიფიქრე არ მომაგნოს ვატომ და ზურამ-თქო.
-ორივე დაიჭირეს, მაგრამ ზურამ ციხეში თავი ჩამოიხრჩო
-შენ და ლუკა როგორ ხართ? ახლა სად ხარ? სვანეთში?
-მე და ლუკა ერთად ვართ, 3 თვის წინ დავქორწინდით, თბილისში ვცხოვრობთ
-რა? ვაიმე რა მაგარია-შევკივლე ბედნიერმა-გილოცავთ
-მადლობა,
-აუ აწი სულ დაგეკონტაქტებით, ხან ტელეზე, ხან სკაიპში, ოღონდ მარტო როცა იქნები.
-კარგი ნიტა, აბა დროებით
-კაი გაკოცე
-მიდი, მეც.


იმ დღის მერე, სულ ვურეკვადი სოფის, ერთ დღესაც მახარა, რომ ორსულად იყო და მალე ნათლია გავხდებოდი მაგრამ თან ისიც მაღელვებდა, რომ მომიწევდა საქართველოში ჩასვლა და დემეტრეს ნახვა, თუმცა ჯერ ამაზე ფიქრი ადრეა.
5თვე ძალიან სწრაფად გავიდა, სოფი 8 თვეში იყო უკვე, სკაიპში ველაპარაკებოდი, რომ მითხრა
-როდემდე აპირებ ასე ყოფნას?
-როგორ ასე?
-ძალიან კარგად იცი, მგონი აჯობებს იცოდნენ ჩვენმა მეგობრებმა შენს შესახებ, ყველას ახსოვხარ და ენატრები, აი დემეტრეს კი სხვა ყავს, ძალიან უყვარს და მასთანაა, მგონი აჯობებს იცოდე
-კარგი სოფი, მაშინ, როცა მოვლენ დამირეკე, ოღონდ როცა დემეტრე არ იქნება
-კარგი, გავედი აბა გაკოცე და დაგირეკავ იცოდე.


საღამოს სკაიპში სოფიმ მირეკავდა, ვიცოდი მეგობრებისთვის ყველაფრის ახსნა მომიწევდა და საშინლად მრცხვენოდა, ავიღე და დაველოდე, თუ როდის გამომლანძღავდნენ, დავინახე სოფისთან მდგარი ლუკა, თამუნა, რომელიც ლაზარს ეყრდნობოდა და სანდრო, რომელიც სამზარეულოდან გამოვიდა და ჩემი დანახვისას ბატიბუტით გპირი დააღო.
-გამარჯობა-ვთქვი მე
-გოგო შენ ნორმალური ხარ? ეს როგორ გააკეთე? რა დღეში ჩაგვაგდე?-არ წყვეტდა ლუკა- ან დემე? გაგიჟებას იყო ბიჭი მაგრამ
-მაგრამ ახლა სხვა ყავს –დავასრულე მისი ნათქვამი და თავი დავხარე
-ნიტა როგორ მომენატრე-დამიძახა სავარძელში მჯდომმა თამუნამ
-მეც მომენატრეთ
-ვე ჩემი ნატალია გამოჩნდა, როგორ ხარ დაო?-სიცილით მითხრა სანდრომ
-შენ კიდევ ცანცარებ ბიჭო? არ გაიზარდე? 20 წლის კაცი ხარ უკვე
-რა ვქნა ეს ვარ რაც ვარ-სიცილითვე მიპასუხა. ლაზარე ხმას არ იღებდა. მოგვიანებით აივანზე გავიდა და როცა დაბრუნდა თქვა
-მე მივდივარ
ცოტა უცნაურად მომეჩვენა, სკაიპი გამითიშეს და მეც ძილი გადავწყვიტე. ყოველდღე ველაპარაკებოდი ბავშვებს, მხოლოდ ლაზარ ეარ მელაპარაკებოდა, მხოლოდ გამარჯობით იფარგლებოდა, ასე გავიდა 1 თვეც. შუა ღამე იყო როცა ტელეფონზე უცხო ზარმა გამაღვიძა
-ალო
-ნიტა-ლაზარეს ხმა იყო
-ლაზარე
-სოფის ბიჭი დაიბადა
-რა მაგარია, რა დაარქვეს?
-ნიკა
-ჩემი მომავალი ნათლული
-კარგი აი ლუკას და სანდროს ელაპარაკე
-ალო-ერთხმად ჩამძახეს ბიჭებმა
-ბიჭებო, ლუკა გილოცავ
-მადლობა გაიხარე ლიკა-მითხრა ლუკამ
-რა ლიკა?-დავეჭვდი
-ვა დემე მოვიდა-დაიყვირა სანდრომ და მაცნობა რაც მოხდა
-აჰა გასაგებია, მადლობა ბიჭებო აბა კარგად
-კაიც ლიკუშ გაკოცე
-აბა ჰე დაგირეკავთ მერე
-დროებით



\ლუკა\
-ვინ იყო?-მკითხა დემეტრემ
-ჩემი ბიძაშვილი ლუკა, მომილოცა
-აჰა კაი
-ჰო წამო არ ვიქეიფოთ?
-კი წამო-შემოჰკრა ტაში სანდრომ
1კვირის შემდეგ სოფი სკაიპში მირეკავს
-ალო სოფი
-ლაზარე ვარ
-ჰო ლაზარე
-ახლა აქ დემეტრე მოვა მისი შეყვარებულით, თვალი არ ჩართო და ისე იყავი სკაიპში, იცოდე ლიკა ხარ
-კარგი მაგრამ სოფი სადაა?
-მათთან ერთად მოვა
-შენ აქ რა გინდა?
-ბევრ კითხვას სვამ-გაუმკაცრდა ხმა
-მაპატიე
-კარგი-შედარებით რბილად მიპასუხა
ზუსტად 5 წუთში მოვიდა ყველა. ლაზარემ რაღაც გადაუჩურჩულა სოფის, სოფიმ ლუკას, ლუკა წამოვიდა კომპისკენ, მე თვალი გამორთული მქონდა, მაგრამ მათ ვხედავდი, დავინახე როგორ შემოვიდა ოთახში დემე ქერა გოგოსთან ერთად. გულში რაღაც ჩამწყდა, მადლობა ღმერთს თვალი გამორთული იყო, საშუალება მივეცი ცრემლებს წამოსულიყო,
-როგორ არის ჩემი ლიკუნა?-გამომეხმაურა ლუკა
-არამიშავს ლუკა შენ?-ცრემლნარევი ხმით ვუპასუხე, აშკარად მიხვდა ყველაფერს ლუკა და სახის გამომეტყველება წამში შეეცვალა.
-სოფი მოდი ლიკას ვანახოთ ჩვენი ნიკოლოზი-გასძახა ცოლს, რომელიც წამში გაჩნდა ნიკასთან ერთად
-ვაიმე ჩემო სიცოცხლე, რა საყვარელი ხარ გოჭო, როდის გნახავთ მომენატრეთ ძალიან. სანდრომ დემეს შეამჩნია აფორიაქება, მოუსვენრად დადიოდა და თან კომპიუტერისკენ იყურებოდა, ამიტომ სანდრომ ლუკას გამოსძახა
-ბიჭო მოდი ეხლა დავუჯდეთ სუფრას
-ჰო, ჰო, კაი წავედი ნი..ლიკა-კინაღამ წამოცდა სახელი
-კარგი გაკოცეთ
ცრემლები მომადგა თვალზე, როცა დავინახე, თუ როგორ ეხვეოდა დემე სხვა ქალს. საწოლზე დავწექი და მოვთქვამდი. ასე გადიოდა დღეები, სახლში სამუშაოდან დაბრუნებისთანავე ვურეკავდი და ველაპარაკებოდი მათ. 1 თვის შემდეგ როცა ლუკას დავურეკე მითხრა
-ძვირფასო აქეთ როდის მოდიხარ?
-როცა ნიკას მონათლავთ.
-ჩვენ ნიკას მონათვლას 1 წელი არ ვაპირებთ, იმის გამო, რომ შენ ფეხი აქ ჩამოგადგმევინოთ, მოდი ნიკოლოზი ნიკოლოზობას მოვნათლოთ, ეს დაახლოებით1 თვეში იქნება..ჰა რას იტყვი სოფი?-გასძახა მეუღლეს
-კი, კარგი აზრია, ნიტა იცოდე გელოდები 2 კვირაში, ერთად უნდა ვიყიდოთ კაბები. ახლა გავალ ყველას დავურეკავ-თქვა და გაიქცა
-ოჰ რა ცერცეტა ცოლი მყავს-თქვა სიცილით ლუკამ
-ლუკ რაღაცას გთხოვ
-მიდი აბა
-სკაიპი არ გამითიშო, შორიდან შეგხედავთ კარგი?
-ვიცი რატომაც აკეთებ ამას, დაო მისმინე არ მინდა დაიტანჯო, მას სხვა უყვარს, სხვა ნახა
-ვიცი მესმის, უბრალოდ შევხედავ და მეთვითონვე გავთიშავ
-კარგი, აი მოვიდნენ
-ჰო მიდი
ადგა და კარები გააღო, სათითაოდ შემოლაგდნენ სახლში, ჯერ სანდრო, მერე თამუნა, ლაზარე, მერე დემეტრე და მისი ქერა ერთად ხელგადახვეულნი დაჯდნენ, გული მტკიოდა, მაგრამ ძლივს ვიკავებდი თავს, სანდრომ ლუკას კითხა
-ბავშვს როდის ნათლავ?
-ერთ თვეში
-ვა რა მაგარია-ჩაერთო თამუნაც
-ჰო გვინდა რომ ნი..-დასრულებული არ ჰქონდა დემე დაეჭვებული ჩაეკითხა
-რა ნი?
-ნი..კუშას ნათლობას ჩემი ბიძაშვილი დაესწორს
-აჰა გასაგებია-თქვა ლაზარემ-ეგ უნდა იყოს აუცილებლად
-მოკლედ, ახალი ამბავი გვაქ მე და ნიას-თქვა დემეტრემ
ვინაა ნია? ეს ქერა?-ვეკითხებოდი ჩემს თავს
-აბა მიდი თქვი-ჰკითხეს მეგობრებმა
-მე და ნიამ დაქორწინება გადავწყვიტეთ-ოტახში სიჩუმე ჩამოვარდა
-ფუ ჩემი- თქვა ლუკამ და თავში ხელი შემოირტყა, ყველამ მას გახედა, ლუკამ კომპიუტერისკენ გამოიხედა, სკაიპი გავთიშე და ტირილი ამივარდა




\ლუკა\
როგორც კი დემემ თქვა ქორწილიო, მაშინვე მივხვდი თუ რა დაემართებოდა ნიტას, თავში ხელი შემოვირტყი და კომპიუტერს გავხედე, დავინახე როგორ გათიშა კომპიუტერი
-რა ხდება?-მკითხა თამუნამ
-არაფერი-ვუპასუხე
-გამოდი დროზე-დამიღრინა ლაზარემ და მივხვდი, რომ ყველაფერს მიხვდა
-ნორმალური ხარ?-დამიწყო ღრიალი-სკაიპი როგორ დატოვე
-მთხოვა
-მაგრამ ახლა გაუბედურდა-თქვა და სახლიდან გავარდა, ყველა მათ ულოცავდა, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, დემეტრე ყველაფერს ხვდებოდა.

-ბაბუა, ბებო მეორე ცოლია?-ვკითხე ინტერესტ
-არა ელისაბედ, მოუსმინე და გაიგებ

გულამოსკვნილი ვტიროდი, ტელეფონზე ლაზარემ დამირეკა
-კარგად ხარ ნიტა?
-კი
-გეტყობა ხმაზე, მომისმინე სჯობს გაანალიზო ყველაფერი, დაფიქრდი და გადადგი სწორი ნაბიჯი, ამით არაფერი დამთავრებულა ჯერ, მერე არ ინანო, გამოფხიზლდი-მითხრა და ტელეფონი გამითიშა. თითქოს რაღაცას მანიშნებდა მისი სიტყვები, მაშინვე შევვარდი სააბაზანოში, წყალი გადავივლე, ტელეფონზე ჩემს უფროსს დავურეკე და 2თვით გავენთავისუფლე, მერე ავიაკომპანიაში დავრეკე და დავაჯავშნინე ბილეთი საქართველოს მიმართულებით.



-აუ ბებო იმენა სუპერი ხარ რა, აუ რა ბებია მყავს-სიცილი დაიწყეს ორივემ
-რა გაცინებთ, მერე ალბათ შეუვარდი ქორწილში მე ვარ წინააღმდეგიო ჰო?
-ვაიჰ, რა სულელი შვილიშვილი მყავხარ ელისაბედ-გამიცინა ბაბუმ



როცა საქართველოში ჩამოვედი, ძველი ტკივილი გამახსენდა, ყველაფერმა იჩინა თავი, თითქოს ჭრილობა გამეხსნა, ძალა მოვიკრიბე და სოფის სახლისკენ გავუდექი გზას. ბინას მივუახლოვდი, ავედი 5 სართულზე, კართან 5 წუთი ვიდექი, მერე ძალა მოვიკრიბე და დავაკაკუნე. ფეხის ხმა ისმოდა, კარები სანდრომ გამიღო, რომელსაც სიცილი სახეზე მიეყინა, პირდაღებული მიყურებდა ბოლოს ამოიბუტბუტა
-ნი..ნიტა-თქვა და გადამეხვია, მერე სოფი და ლუკა გამოვიდნენ, ორივეს მაგრად ჩავეხუტე და მისაღებისკენ დავიძარი, შიგნით ლაზარე, თამუნა დემეტრე და ნია იყო, ნია სწერვულად მიყურებდა, აი დემეტრეს კი რა ფერი ედო, ამის აღწერა შეუძლებელია.
აბა ბაბუ მითხარი რა იგრძენი 1 წლის უნახავი სიყვარული რომ დაინახე?-ჩავეკითხე ბაბუას
-ყველაფერმა თვალწინ გამირბინა, იმ ბედნიერმა დღეებმა, ყველანაირმა ტკივილმა რაც კი განვიცადე, გავოგნდი, როცა მის თვალებს, მის მწვანეთვალებს შევხედე, სულ დამავიწყდა ყველაფერი, მინდოდა მივვარდნოდი და მისი ტუჩები კიდევ გამესინჯა.
-უჰუ, რა მაგარ დღეში ხარ ბაბუ-ჩავიფხუკუნე ჩუმად
-ხონდრორიცის დამსახურებაა ბაბუ-ამყვა ისიც, შემდეგ კი გააგრძელა-ათას კითხვას ვუსვამდი თავს, ძალიან მინდოდა ჩავხუტებულიყავი, მინდოდა გამეგო მიზეზი, რატომ წავიდა ისე და არ მითხრა სიმართლე, ის იდგა დავდახრილი და ხელებს ნერვიულად ათამაშებდა.
-მართალია ვნერვიულობდი, მაგრამ წამსვე გავეშურე ნიასკენ, ხელი ჩამოვართვი და გავეცანი
-გამარჯობა მე ნიტა
-ნია, დემეს საცოლე
-სასიამოვნოა ნია, კარგი გოგო ხარ-ვუთხარი და დემეს მივუბრუნდი-კარგი გოგო აგირჩევია, შენი შესაფერისია, როგორ ხარ?
-უკეთესად ვერ ვიქნები-ნერვიულობა დაეტყო, მე კი მშვიდად განვაგრძე
-ჰო ვხედავ საცოლე, ახალი ცხოვრება, ოჯახი, ბავშვები-ვხედავდი წყობილებიდან გამოდიოდა, მე კი ვიღიმოდი, ყველა გაკვირვებული მიყურებდა, მხოლოდ ლაზარე იღიმოდა, მე მასთან მივედი და გვერდით დავუჯექი
-მადლობა ლაზარე
-გენაცვალე მიყვარხარ-მითხრა და თავზე მაკოცა. მერე სოფისთან გავედი სამზარეულოში, ბავშვს საჭმელს უმზადებდა
-მე ვაჭმევ-ვუთხარი და ბოთლი ხელიდან გამოვტაცე, შევედი ბავშვის ოთახში და ნიკოლოზი საწოლიდან ამოვიყვანე. უეცრად დემეტრე შემოვარდა
-უნდა ვილაპარაკოთ
-ბავშვს ვაჭმევ
-სოფი აჭმევს-თქვა და სოფი შემოვარდა ოთახში
-მე მინდა-ვთქვი და ბავშვს წინსაფარი გავუკეთე
-არ მაინტერესებს რა გინდა, მტაცა ხელი ბავშვი გამომართვა და აივანზე გამიყვანა-ეს რატო გამიკეთე? რატომ დამტოვე? იცი რა გადავიტანე მაინც? მთელი საქართველო გადავქექე, გეძებდი, გიჟს ვგავდი, შენი ძმაც კი ამოვაყუდე ციხეში 20 წლით, მე შენ გეძებდი, შენ! შენ კი რა გამიკეთე?
ცრემლები წამომივიდა, საშინლად ვტიროდი, თავბრუ დამეხვა, ერთი ვთქვი
-დემეტრე-და დემეტრეს მკალევბში ჩავასვენე.
ცხვირი საშინლად ამეწვა, თვალები ძლივს დავაშორე ერთმანეთს, თამუნა მედგა თავზე, საწოლზე ვიწექი, მერე გამიღიმა, კარები გააღო და გასძახა
-გამოფხიზლდა
ერთიანად შემოცვივდა ყველა, დემეტრეს და ნიას გარდა. ლაზარე მოვიდა და ჩამეხუტა
-მეორედ ას ეარ შემაშინო, იმას მიეზღვება რაც გააკეთა, ნია წაიყვანა და წავიდა-ცრემლები წამომივიდა
-ჩუ, პატარა, ნუ ტირი, ნიტა..
-მოკლედ ნიტა ახლა დაისვენე, დაწყნარდი, მაოიძინე დაღლილი იქნები, ხვალ ვილაპარაკოთ-ჩაგვერთო საუბარში ლუკა.
-კარგად პატარავ-მითხრა ლაზარემ და გავიდა
-მგონი მას უყვარხარ-სიცილით მითხრა თამუნამ
-ვის შენს ძმას? სისულელეა, ის მეგობარია
-არამგონია მეგობრის გამო, ბავშვობის ძმაკაცს ეჩხუბოს
-რა?-წამოვვარდი საწოლიდან
-კარგი დაწყნარდი, გავედი მე, ტკბილიძილი-ყველა გავიდა და დამტოვეს ფიქრებთან. მთელი 2 კვირა არ მიჭამია წესიერად, სულ ოთახში ვიყავი. ლაზარე რამდენჯერმე დარჩა ჩემტან, ჟელიბონები და სნიკერსი მომიტანა
-საიდან იცოდი?
-რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია გიყვარს-მითხრა მან და დემეტრეს სიტყვები გამახსენდა, სწორედ ასე მითხრა მანაც, როცა უშგულში ვიყავით
-მადლობა, ყველაზე მეტად შენ მიგებ
-ვიცი პატარავ, დამშვიდდი.
მოგვიანებით სოფი შემოვიდა ოთახში და მითხრა
-დავიღალე უკვე ამ მასკარადით, გამოფხიზლდი ნიტა, წამდენ ხანს უნდა იყო ესე? რას ელოდები? ადექი, წავედით, არ მაინტერესებს არაფერი, ადექი მივდივართ საშოპინგოდ, მერე კაფეში, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ
-რა, რახდება? სოფი ნუ მაშინებ თქვი
-შენი აზრით იმ დღეს გული რომ წაგივიდა რა მოხდა?
-ლაზარემ დემეტრე გააგდო და კარგად მოიქცა
-მერე?
-რა მერე?
-მერე მომდევნო დღეებში რა ხდებოდა?
-ლაზარე სულ ჩემტან იყო, რაღაცეები მოქონდა
-იცი რატომ იყო? იმიტომ, რომ არ უნდოდა შენ დემე გენახა, სულ აქ იყო დემე, ბოდიშის მოხდა უნდოდა, მაგრამ ლაზარე არ უშვებდა, ის ჟელიბონები და სნიკერსები დემემ მოიტანა, აბა ლაზარემ რა იცოდა შენ რა გიყვარდა
-რა? მე ხომ ლაზარეს
-ლაზარეს არ უნდოდა ერთად ყოფილიყავით, არ ვიცი ეს ბიჭი რამ გააბოროტა ასე, გავიგეთ, რომ დემესთან რაღაც დაგიბარებია სანამ წახვიდოდი, მაგრამ საქმე ისაა, რომ არაფერი უთქვია ლაზარესთვის
-რა?-ტირილი დავიწყე, თავს ძლივს ვიკავებდი, ამ დროს ლაზარე შემოვიდა
-რა ხდება? რა გჭირს?
-შემეშვი, ეს საიდან მოიტანე?-მივუთითე ვარდზე-ისევ დემემ მოიტანა და წავიდა ხომ? მითხარი რა უთხარი როცა მე წავედი აქედან
-ის, რომ გეზიზღება და მიტომ მიდიხარ, არ გინდოდა მასთან დარჩენა, საბოლოოდ მიზეზი გაიგო წასვლის, მაგრამ რომ გძულს ეს დღემდე ჯერა
-არაკაცი ხარ-ვთქვი და ლუკას ოთახშჳ შევვარდი
-ლუკა სასწრაფოდ მიმიყვანე დემესთან
-ახლა, ხომ გვიანია
-არა სასწრაფოდ ლუკა
-კარგი-მითხრა და მანქანისკენ დავიძარით, ზუსტად 10 წუთში დემეს სახლთან ვიყავი, კარები შევაღე და დავინახე უამრავი ადამიანი, დემეტრე ხალხის ცენტრში იდგა, ნიასთან ერთად, უეცრად ჩაიმუხლა და თქვა
-ნია ცოლად გამომყვები?
ამ სიტყვებმა საშინლად იმოქმედა ჩემზე, დემეტრე წამოდგა, ვხედავდი მის ბედნიერ სახე, დამინახა! დაინახა ის ობოლი ცრემლი, რომელიც სახეზე ჩამოვიდა..ჩემსკენ წამოვიდა, მაგრამ მე უკვე გავრბოდი, პარკში შევედი და მოვთქვამდი
-ყველაფერი დამთავრდა, მე უნდა წავიდე, რა აზრი აქ ყველაფერს, ის ხომ სხვისი ქმარი ხდება
-აქვს აზრი-მომესმა ლუკას ხმა ზურგს უკან
-არა ლუკა არა
-მოდი ჩაგეხუტო-მითხრა და მაგრად მომეხვია
-მაპატიე ლუკა, მე ნდა წავიდე
-არა ნიტა, არა, ჩემს შვილს მონათლავ, აქ იქნები, თორემ დამკარგავ
-კარგი მოვნათლავ-ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე
4 დღე მალე გავიდა, საღამოს ყველა ჩვენთან ამოვიდა, დემეტრეც და ნიაც მათშორის. დემეტრე ვერაფრის თქმას ვერ ბედავდა, მე ზედაც არ ვუყურებდი და ვიღიმოდი, მერე ავდექი და სამზარეულოში ლუდის მოსატანად გავედი, მაცივრიდან ლუდი გამოვიღე და როცა მივტრიალდი დემეტრე დამხვდა, ძალიან ახლოს მოვიდა, მაცივარს ავეკარი, ის კი მთელი ვნებით დააცხრა ჩემს ტუჩებს, უცებ მოვიშორე და მაგრად გავარტყი, გავიქეცი და ოთახში შევვარდი. დემეტრე არც ამოსულა, როცა ყველა წავიდა, სამზარეულოში გავედი და შოკოლადის ჭამა დავიწყე.

-ადექი, გოგო სალონში მივდივართ-მითხრა სოფიმ, თვალები გავახილე და სავარძელში ვიჯექი, ალბათ აქ ჩამეძინა-გავიფიქრე. სალონს მივადექით, სწრაფად მოვემზადეთ, სახლში წამოვედით თეთრი მოკლე კაბა მეცვა, მოტკეცილი. ეკლესიაში წავედით, იქედან კი რესტორანს მივაშურეთ. ჩვენი სასტავი ერთად იჯდა. ნია და დემეტრე არ ჩანდა, მერე ორივე ერთად მოვიდა. მე ჯინაზე არ ვუყურებდი, მერე ავდექი და ყველას ბოდიში მოვუხადე, გასასვლელისკენ დავიძარი, რომ ლუკამ შემაჩერა და ცენისკენ წამიყვანა.
-სად მიდიხარ?
-ავსტრალიაში ვბრუნდები, დღეს 2-ზეა ფრენა, ახლა კი 12-ია, უნდა წავიდე
-გაგიჟდი? არც გაბედო ნიტა
-მე ხომ შეგპირდი, მოვნათლე, აქ არაფერი დამრჩენია, მივდივარ ლუკ, მაპატიე-ვუთხარი და გავეცალე, სახლში წავედი, ჩემოდან ვტაცე ხელი და ტაქსიში ჩავჯექი.

-ბებო, რას დახტოდი ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში?-სიცლით ვუთხარი ნატალია ბებოს
-ვაიჰ, რა სულელი შვილიშვილი მყავხარ ელისაბედ-თქვა დემეტრე ბაბუმ


\დემეტრე\
დავინახე ნიტა როგორ წავიდა და ლუკა მარტო დატოვა, ლუკა კი ჩემკენ წამოვიდა და ყვირილი დამიწყო
-შენ ბიჭო ხო არ გადაირიე? როგორ უშვებ? ძლივს ჩამოვიდა და ახლა უშვებ? აზრზე ხარ? იცი როგორ უყვარხარ? ვაბშე იცი რა მოხდა?
-კი ვიცი, არ ვუყვარვარ და მიმატოვა-ვუთხარი ლუკას
-არა, რომ უყვარდი იმიტო წავიდა, ვერ გადაიტანდა სხვას გაყოლოდა და შენი ცოლი არ ყოფილიყო, ვის უჯერებ ბიჭო ლაზარეს? წადი ეხლა ჩქარა და დაიბრუნე ნიტა
-სად არის?
-ავსტრალიაში მიდის
-იქ რა უნდა?
-იქ იყო ამ ხნის განმავლობაში, როცა მოდიოდი სულ სკაიპში იყო და გიყურებდა, გხედავდა ნიასთან ერთად და ტიროდა, ჩამოვიდა იქნებ დავიბრუნო დემეო, მაგრამ შენ გენაცვალე 2 თვეში გაცნობილს ცოლობა თხოვე, ახლა მიდის, იმედები გადაეწურა
-ფუ ჩემი რა გავაკეთე, ეს როგორ გავუკეთე ჩემს ნიტას-ვთქვი და გავვარდი
-2-ზეა ფრენა ცნობისთვის-მომაძახა ლუკამ და საათს დავხედე, ღმერთო 1-ლია უკვე, სახლში გავარდა იქ არ დახვდა, მერე აეროპორტისკენ დაიძრა, 2-ის ნახევარი იყო, დემე მირბოდა, ნიტა კი თვითმფრინავზე ადიოდა..
ვიცოდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, გული მტკიოდა, ზოგჯერ რა მწარეა რეალობა და როგორ გვინდა გავექცეთ მას, მაგრამ ყველა მცდელობა ამაოა, ის აუცილებლად მოხდება რაც დაწერილია, გული მტკივა დ ავერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ შეიძლება დაკარგო შენთვის ძვირფასი ადამიანი. ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა, უცებ მომესმა ნაცნობი ხმა
-ნიტა..-თავი გავაბრუნე და დავინახე, როგორ მორბოდა დემეტრე
-დემე-ვთქვი და მისკენ გავიქეცი, მთელი ძალით ჩავეხუტე, ცრემლები მდიოდა და მიხაროდა, რომ მან მე არ გამიშვა
-ნიტა მიყვარხარ-ამ სიტყვებში უდიდესი გრძნობა და ემოცია იდო. დავინახე როგორ მორბოდა სანდრო და ლუკა, მათ უკან კი ნია, რომელსაც თამუნა მოყვებოდა, ედმემ დაინახა თუ არა ნია, გამეცალა მისკენ წავიდა
-ნია მე შენ ცოლადა რ მოგიყვან-აჯახა პირდაპირ
-რა?
-დიაც, როგორც ვხედავ შენ და ლაზარეს გეგმა ჩაგივარდათ, სამწუხაროა, ისე ცნობისთვის დაიმახსოვრე, ჩემთან სახლში ტელეფონები ისმინება-უთხრა და თვალი ჩაუკრა, მერე ბეჭედი მოიძრო და გადააგდო, ჩემსკენ წამოვიდა და მითხრა
-ნიტა წავედით
-სად?
-სვანეთში
-მესტია?
-ჰო
-უშგული?
-მიყვარხარ..
-დასასრული-თქვა ბებომ



ბედნიერი წამოვდექი და ჩავეხუტე ორივეს
-მეც ასეთი ისტორია მექნება?-კალთაში ჩავუდე თავი ბებოს
-შენ გაცილებით უკეთესი-მითხრა დემეტრე ბაბუმ და ბებოს ხელზე ეამბორა.



№1  offline წევრი ROLIKA

Imedia mogewonat bavshvebo...didi bodishi shecdomebistvis.. Madlobt rom kutxulobt tqveni azri mainteresebs radgan vpiqrob rom elisabedus istoria davweroo..boloshi ambobs deme babua da vpiqrob kargi azria??

 


№2  offline წევრი tamooo

woow ramagariaa

 


№3  offline წევრი nino(g)

ki momewona mara magad dros sad iyo mobiluri skype an baratebi ..?

 


№4  offline წევრი tak.

tamooo
woow ramagariaa

მაადლოობააა

nino(g)
ki momewona mara magad dros sad iyo mobiluri skype an baratebi ..?

აქ არის მომავალზე საუბარი ანუ დღევანდელი თაობა როცა მოხუცდა ისინი ყვებიან თავიანთ ისტორიას...! მადლობა თუ მოგეწონა

 


№5 სტუმარი 4love.he is my life

Air miyvars am istoriis damweri umagresi adamiani DA es istoria iseti gulshichamwvmdomi iyo ramodenimejer cremlic ki gadmomivarda

 


№6  offline წევრი ROLIKA

4love.he is my life
Air miyvars am istoriis damweri umagresi adamiani DA es istoria iseti gulshichamwvmdomi iyo ramodenimejer cremlic ki gadmomivarda



Vaimee genacvalee <3 <3 dzaliaan gamaxare <3 miyvarxar dzalian <3

 


№7 სტუმარი iaaaa

martlac kargi istoriaa,mara bebiashenis dros sakredito baratebi da mobilurebi tu arsebobda eg nagdad ar vicodii

iaaaa
martlac kargi istoriaa,mara magat dros sakredito baratebi da mobilurebi tu arsebobdnen eg nagdad ar vicodii

 


№8 სტუმარი mari

au ra magaria cremlebi wamomivida ❤

 


№9 სტუმარი Natalso

Skaipii .D DDD

 


№10 სტუმარი tamari

კომენტარიdzalian momewona .

კომენტარი dzalian momewona kargi istoriaa

 


№11 სტუმარი komentari

ROLIKA
Imedia mogewonat bavshvebo...didi bodishi shecdomebistvis.. Madlobt rom kutxulobt tqveni azri mainteresebs radgan vpiqrob rom elisabedus istoria davweroo..boloshi ambobs deme babua da vpiqrob kargi azria??



gtxov ra gaagrdzele, Martla dzaan momewona sauketesoa

 


№12 სტუმარი anuki

ნუუ აზრობრივად ბევრი შეცდომა გაქვს ძაან მაინტერესებს ბებიას და ბაბუის დროს სად იყო სკაიპი ან საერთოდ ინტერნეტი sweat_smileნუ ჯამში არაუშავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent