შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 1


18-04-2015, 01:12
ავტორი Qeti.A
ნანახია 13 597

ისევ ღამე იყო, ისევ იცოდა რომ უბრალოდ ესიზმრებოდა, მაგრამ ისევ ეშინოდა. პარადოქსია, როცა სიშავე გესიზმრება. ან კი საერთოდ შეიძლება შავი სიზმარი დაგესიზმროს, როგორ არჩევდა ჩვეულებრივი სიბნელისგან. ალბათ სრულყოფილებით. ღამე არ არის აბსოლუტურად შავი, მისი სიზმარი იყო ბნელი და ჩუმი. როცა ფოკუსირებას ახდენ საკუთარ თავზე, რომ ხმაურით არ გამოგეღვიძოს, ამაზეც ფიქრობდა. სასაცილოა, რომ გამოსდიოდა ჩუმად გამოღვიძება კოშმრიდან. ან უბრალოდ კოშმარად წოდებული სიშავის ილუზიიდან. ისიც სასაცილოა, რომ ზუსტად იცოდა რისი ბრალი იყო ეს ილუზია თუ სიზმარი და მაინც ვერაფრით აღწევდა თავს მისგან. არაფერი, აბსოლუტურად არაფერი ეტყობოდა გამოღვიძებულს. ამიტომაც დააჯერა თავი, კოშმარი კი არა მისი პირადი ღამეული რეალობა იყო სიშავე. და თვითონაც აღარ სჯეროდა შავი სიზმრის არსებობის, მაგრამ მაინც ეშინოდა დაღამების.
მერე ჩუმად გაახილა თვალები, გულის ცემა ნელ-ნელა დაუმშვიდა ერთმანეთში შერწყმულმა ბუნებრივმა და ხელოვნურმა განათებამ. თავიც წამოწია და ყოველდღიური რიტუალისთვის მოემზადა. თვალები, რაც შეეძლო, დააჭირა ერთმანეთს, წამით ისევ სიშავეში ჩაიძირა. ნესტოები დაბერა, ჰაერის მძიმე ნაკადი ერთიანად ჩაუშვა ფილტვებში, იქვე გააჩერა რამდენიმე წამი და ბოლოს ძალიან ნელა გაათავისუფლა ორგანიზმი უსარგებლო ნახშირორჟანგისგან. ისევ დაემშვიდობა სიბნელეს და დაწებებული თვალები ერთმანეთს დააშორა. შეიგრძნო ირგვლივ არსებული განათება თუ არა უდარდელად გაუღიმა სივრცეს. „სახლში ვარ“ ფიქრებში წამოიყვირა და ენერგიულად წამოხტა საწოლიდან. სიმღერ-სიმღერით გავიდა ოთახიდან და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
-აუ, ნიკა ნუ ხარ შეუგნებელი რა, ბარბარეს ხმა მოესმა და გაუკვირდა.
-პირიქით, ყველაზე შეგნებული მე ვარ აქ სხვათაშორის, იქ მარტო ვერ წახვალ.
-ნიკუშ, არ გინდა მასე მკაცრად, ლიზიკომ ქმარს გადაულაპარაკა და საპასუხო მზერაზე სწრაფად გაჩუმდა.
-დაჩი, უთხარი რამე, ეს მოიფიქრებს ურყევ არგუმენტებს ხომ ვიცი, კოსტიტუციას დაუდებს წინ მამას და არ გამიშვებს არც ის, გთხოვთ რა.
ბარბარემ სასაცილოდ გადმობრიცა ქვედა ტუჩი, დაჩიმ მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა უფროს ძმას. შინაგანად მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, რომ თხუმთმეტი წლის უმცროსთან დასთან ერთად ყოფილიყო სულ. მხოლოდ ამ დროს არ ნერვიულობდა მასზე, მაგრამ ისიც ესმოდა რომ არ შეიძლებოდა ფრთებქვეშ ჰყოლოდა ამოფარებული. ნიკამ უსიტყვოდ გაუგო მის მზერას და თავი მძიმედ გააქნია.
-ჩვენთან ერთად რომ ვეღარ წამოხვალ? დაჩიმ თავისდამძვრენი მიზეზი იპოვა და ბარბარეს ღიმილიანი სახით მიაშტერდა. გოგონამ თავი უსიტყვოდ დააქნია, სავარძელზე მიგდებული ჩანთა აიღო და უფროს დას ისე ჩაუარა გვერდი მისკენ არც გაუხედავს.
-ოჰო, ეჭვი მაქვს რომ ვიღაცამ ჩვენი ბარბი გააბრაზა, რა გააკეთეთ? ძმებს თვალებდაწვრილებულმა გადახედა და და მზერა ნიკაზე შეაჩერა.
-შეუგნებელი დუეტი ჩართეს, როგორც ყოველთვის, ლიზიკო ნიკას დაებღვირა.
-მართლა რა ეწყინა ასე?
-ბარბარეს კლასი ერთი კვირით მიდის სვანეთში, კლასელს დაუპატიჟებიათ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად,დაჩიმ ჩაილაპარაკა და დას მიაშტერდა.
-ბარბარეს წასვლა უნდა? ლამის წამოიყვირა გოგონამ.
-კი უნდა, თან ჰგონია, რომ მამა არ გაუშვებს და ჯერ ჩვენ გვითხრა.
-სულელი ბავშვი მამა, რა თქმა უნდა, გაუშვებდა, ნუ სანამ ნიკას ეტყოდა.
-ნინა, არ გინდა ახლა, ხომ იცი მარტო იქ ვერაფრით წავა და მორჩა.
-რა სისულელეა, ბავშვმა პირველად მოინდომა სადღაც წასვლა, ნიკა, ახლა ვერ ჩაკეტავ, ისედაც მასეა სულ.
-სწორად აღნიშნე, ბავშვმა. სიმკაცრეს არ ეშვებოდა უფროსი ძმის ხმა.
-მე თვითონ ვეტყვი მამას და გაუშვებს, როგორი შეიძლება ასე, ძლივს რაღაც მოინდომა, დაჩი ამოიღე ხმა, შეუყვირა მეორე ძმას.
-მეც მინდა, რომ წავიდეს, სოციალური ცხოვრება ხომ სჭირდება ბოლოს და ბოლოს, მაგრამ იქ რომ რამის შეეშინდეს, შუა ტყეში დგას სახლიო, ან ვინმემ გააბრაზოს, შეტევა მოუვა და...
-ოჰ, ახლა გამახსენდა, გუშინ ინტერნეტში რაღაცებს ვათვალიერებდი და წავიკითხე ფასდაკლებააო გამჭვირვალე ყუთებზე, ვიყიდოთ ერთ ბარბისთვის და ჩავსვათ შიგ, ევრიკა ღიმილი შეანათა ნიკას. ლიზიკომ სიცილი ვერ შეიკავა.
-ყოველთვის იცი დროის და ადგილის შერჩევა ირონიისთვის, ნიკამ არც ამოხედა. ნინა მიხვდა, რომ აზრი არ ქონდა, სასამართლო ნიკას სასარგებლოდ გამოიტანდა განაჩენს. ამიტომ ბოლო ბერკეტი გამოიყენა.
-წავყვები იმ ექვსკურსიაზე. დაჩის თვალები დაუქაჩა დამეთანხმეო.
-წაყოლაზე თუა მეც კი წავყვები, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაუნადგურა უფროსმა ძმამ.
-დაჩი, შენც ხომ იცი, რომ შენთან ერთად წასვლას არ წასვლა სჯობს?
-მართალია, ნიკამ როგორც იქნა შეხედა დას, -უნდა წავიდეს, თუ წაყვები უფრო მშვიდად ვიქნებით სახლში. ნინას ღიმილი სახეზე შეახმა. მთელი არსებით იგრძნო როგორ ებრძოდა ნიკაში ერთმანეთს საღი აზრი და წარსულიდან შემორჩენილი მძაფრი უარყოფითი ემოციის განახლების შიში. უფროსი ძმის აბსოლუტურად ყველა ემოციას გაუგო და იგრძნო რამდენი რამ აერთიანებს ოჯახს.
-რა თქმა უნდა, წავყვები, როგორც იქნა გაუღიმა ნიკას და დაჩის გადახედა, -ახლა ბარბის მივწერ.
-მე მამას დავურეკავ. წესით ხვალ ჩამოდიან, მაგრამ დღესვე იცოდეს სჯობს, ნიკა ფეხზე ადგა და მობილური აიღო.
-როდის მივდივართ? დაჩის კალთაში ჩაუხტა და თმა აუჩეჩა.
-სკოლა როგორც კი დამთავრდება მეორე დღეს, ნინა, ბავშვებს ჯანსაღ ფსიქიკას ხომ შეუნარჩუნებ? საწყალი თვალებით დახედა უმცროს დას და დაეჭყანა.
-მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ არც ერთი არ გემგვანება, ცხვირზე ხელი მოუჭირა და სააბაზანოსკენ გაქანდა.
-სასამართლო როდის გვაქვს? კარიდან უცებ მოტრიალდა და გამოსძახა.
-ხვალ ჩამოდის მამა და ალბათ სხვალ საღამოსვე.
-სამართლიანობის აღსრულებაში ხომ დამეხმარები? დაწვრილებული თვალებით ჰკითხა.
-სხვა რისთვის ვცოცხლობ აბა? დაჩი რევერანსებით დაემშვიდობა დას და სახლიდან ისიც გავიდა.

***
სასამართლომ ნინას, უფრო ბარბარეს სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. ეს მხოლოდ იმიტომ რომ მთავარი პროკურორი, ოჯახის უფროსი შვილი, ნიკა იცავდა ნინას სამართლიანობას. ბედნიერი იყო ბარბის გაბრწყინებულ თვალებს რომ ხედავდა, მაგრამ ეჭვის ჭია მაინც ღრღნიდა. ოჯახს მისი იმედი ჰქონდა, ნიკამ უთხრა მშვიდად ვიქნებითო. რაღაც ისე რომ ვერ წასულიყო, დაჩის თქმის არ იყოს, მართლა რომ მოსვლოდა შეტევა. გაუმკლავდებოდა კი ნინა ამას მარტო სადღაც ტყეში თინეიჯერებთან ერთად. შეეშინდა რომ ზედმეტ პასუხიმგებლობას აიღებდა თავის თავზე. მაინც რა იდეალისტი იყო, საკუთარ თავს გაუბრაზდა პასუხისმგებლობის რომ შეეშინდა. იმდენად გაუბრაზდა რომ ფიქრები აიძულა სხვაგან შეეხვიათ და სხვა მიზეზი ეძებნათ. ხვალ წავიდოდა და პირველი დღე იქნებოდა ხუთი წლის განმავლობაში როცა დილას გამოღვიძებული ფიქრებში ვერ წამოიყვირებდა რომ სახლში იყო. იქაური სიშავის შეეშინდა, მხოლოდ ერთხელ გაუკრთა ფიქრებში, რა მოხდებოდა რომ შუქი წასულიყო ან ელექტრო ენერგია საერთოდ არ ჰქონოდათ იქ?! მაშინვე თავი გააქნია და მოიშორა აბეზარი ფიქრი. მისი ილუზიაც კი საშინელი იყო, და ასე უბრალოდ არ მოხდებოდა. ნინამ ისევ ის გააკეთა რაც ყველაზე კარგად ეხერხებოდა - საკუთრი თავი უკეთესში დააჯერა.
-ამას რას ხედავს ჩემი თვალები? დაჩი ჰამაკში ჩახტა და ნინას თმა აუჩეჩა.
-მაინც რას?
-შენ, სერიოზული სახით ფიქრობ!
-არც მკითხო რაზე, მაინც არ გეტყვი, წარბები აუწკიპა ძმას და გაუცინა.
-ისედაც ვიცი და მეც ძალიან მაინტერესებს.
-რა იცი, დაჩი? ნინას გულწრფელად გაუკვირდა, გამორიცხული იყო მისი ძმა ამას მიმხვდარიყო.
-რატომ მოუნდა ბარბის ასე უცებ წასვლა. ნინას ახლა არ უნდოდა ამაზე ფიქრი, ისედაც დამძიმებული იყო შინაგანად და მომავალი ერთი კვირა ჰქონდა გადასახარში. მიუხედავად იმისა, რომ არავის არაფერი სცოდნოდა მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო, ახლა მაინც გაუცრუვდა იმედი რომ დაჩის არ შეეძლო ეთქვა „ნუ წახვალ იმ დაწყვევლილ ადგილას თუ არ გინდა ან გეშინია“ ან „მეც წამოვალ თქვენთან ერთად“. თუნდაც ეთქვა რომ ტყუილად ნერვიულობდა და ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლიდა. მიუხედავად ყველაფრისა ნინა დარწმუნებული იყო ეს რომ არასდროს მოხდებოდა. არ დაუშვებდა მის ძმებს, მის ოჯახს ამაზეც ენერვიულა.
-ჰეი, ნინ, მისმენ?
-კი, კი... მეც გამიკვირდა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ალბათ იქ მივაგნებ პასუხს და პირველი შენ გეტყვი.
-რა თქმა უნდა, მეტყვი. დაჩიმ თვალები დაუწვრილა დას.
-შენ არადროს გაიზრდები, დაჩი.
-არც შენ, დაიკო.
ნინა ჰამაკიდან წამოხტა, თავის ოთახში უნდა შესულიყო. შეიძლება მიზეზი არ სცოდნოდა, მაგრამ უფროსი ძმა აუცილებლად შეატყობდა უხასიათობას, დაჩისგან თავის დაღწევა კი არც ისე ადვილი იქნებოდა.
ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო, ვერაფრით დაიძინებდა. ამიტომ ტელევიზორს მიუჯდა და არხებს უაზროდ დაუწყო თვალიერება.
-ნინა, ჩაის დალევ?
-კიდე ლიზიკო? ამ საღამოს მესამე ჭიქაა, რძალს დასცინა და კიდევ ერთხელ გადართო სხვა არხზე.
-შენს ძმის შვილს უყვარს რა ჩემი ბრალია? ლიზიკომ უდარდელად ჩაილაპარაკა და ნინას მიუჯდა. -ნახე, სვანეთზე ამბობენ, აუწიე ხმას ცოტა. ნინა სულგანაბული უსმენდა. ერთი ამოიხვნეშა და უცებ ვერ მიხვდა, ახალი ამბავი გაუხარდა თუ ეწყინა, ფიქრები და გრძნობები ერთმანეთში აერია, თუმცა რაღაც შვებას მართლა გრძნობდა.
-ნიკუშ, მოდით აქ, ლიზიკომ ქმარს გასძახა და ტელევიზორისკენ ანიშნა. -ნახე, წყალდიდობა ყოფილა. თავის თავზე დარწმუნებული არ იყო, მაგრამ მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს რომ ეს ამბავი გაუხარდათ, უდავო იყო.
-ნინა, ბარბის ხომ ეტყვი.
-აუ, მამა, ცუდი ამბები სულ მე რატომ უნდა ვუთხრა?
-მე ავალ, ჩაილაპარაკა ნატამ და მეორე სართულისკენ დაიძრა რომ შვილი ენახა.

***
სვანეთში წასვლა აღარ მოუწევდა. საშინელ ეგოისტად იგრძნო თავი, როცა ბარბის უემოციო თვალები დაინახა. ვერ იტანდა მის მოწყენილ სახეს, რას არ გააკეთებდა ოღონდ სულ გაცინებული ყოფილიყო.
-წყნეთში წადით, მამი, გიორგიმ ფრთხილად დაიწყო ლაპარაკი, ნინამ ყურები ცქვიტა და დაჩის მიაშტერდა. -ხო აი ხვალვე ადით, ლიანას დავურეკავ და ხვალ საღამოსთვის ყველაფერს მოაწესრიგებს იქ. თან ნიკა და დაჩიც წავლენ ხვალ დილით და ყველაფერს მიხედავენ. დაურეკე ბავშვებს და იქ ადით.
-მართლა? ბარბარემ დაეჭვებით იკითხა.
-ხო, რა პრობლემაა, სახლი საკმარისად დიდია, ეზოც, ნიკა ტყეში გაგასეირნებთ ხოლმე. რამდენი ხანიც გინდა დარჩით, მზარეულობა ნინაზე და ლიზიკოზეა, მე და დედას არ გვცალია. ნინამ ყურები მეორედ, უფრო მაგრად დაცქვიტა. ნიკას გახედა და მის მომღიმარ სახეზე გაეცინა.
-ანუკის და საბას დავურეკავ, რო სხვებსაც უთხრან, მადლობა მამა, ბარბი თავისი ოთახისკენ გაიქცა. -ძაან მაგრები ხართ, დაიძახა ზემოდან და ოთახში მიიმალა. ნატას ხმამაღლა გაეცინა. ნინა მიხვდა რომ ეს იყო ოქროს შუალედი მისი ოჯახისთვის და მისთვისაც. ბარბი ბედნიერი იყო, ყველა მშვიდად იქნებოდა, ნინა კი ისევ თავის სახლში გაიღვიძებდა.
-მამა, შენ თუ დედასთან მარტო დარჩენა გინდოდა უამრავი სასტუმროა, ჩვენი სახლიდან გაყრა რა საჭირო იყო? დაჩი მაიმუნობას არ ეშვებოდა.
-ჩემო ბიჭო, დედაშენთან მარტო დარჩენა რომ მინდოდა მაგიტომ მოვიწყვე მეორე თაფლობის თვე ორი დღის წინ და შენი რჩევები რაღაცნაირად არ მჭირდება.
-ძიძებს გაუმარჯოს, ლიზიკომ ჩაის ჭიქა ასწია და გაიცინა.
-ყველაფერს გეფიცები, ერთხელ მაინც თუ დაიწყებ იქ კანონებზე ლაპარაკს რომელ ფანჯარასთანაც ახლოს იქნები იქედან გადმოგაგდებ, ნინამ თითი დაუქნია ნიკას და გაიცინა.
-დაჩი ხვალ თერთმეტისთვის გავდივართ, წავალ სამსახურში დავრეკავ, წამო, ცოლო. ნიკა და ლიზიკოც წავიდნენ.
-ჩემი უნივერსიტეტი ძალიან მოიწყენს, არ შეიძლება მარტო ნიკა წავიდეს?
-არა დაჩი, ერთი მასხარა ყველგან საჭიროა, ნატამ შვილს დასცინა.
-წავედი დავიძინე, ხვალ ადრე უნდა ავდგე.
-ეს პარაზიტი ჩემი შვილი არაა, გიორგიმ თავი გააქნია და ნინას გახედა.
-შენც წყნეთში გირჩევნია ხომ? გოგონამ თავი დაუქნია.
-დე, ვარჯიშები არ გიცდება? ნატას სახე დაუსერიოზულდა.
-მარტო ორი, ჯერ კონცერტი არ გვაქვს და არაუშავს. ნინამ დედას კალთაში თავი ჩაუდო და როგორც ყოველთვის ახლაც მშიდად იგრძნო თავი.
***
წყნეთის სახლი დადიანების ოჯახისთვის იყო ის, რაც არასდროს შეიცვლება და მოგბეზრდება. ადგილი, სადაც ოჯახის წევრებს გრძნობ და მათით სუნთქავ. სადაც ყველა ნივთი, კუთხე რაღაც მოგონებას ინახავს, იმდენად ფაქიზს და ძვირფასს რომ არ გემეტება სხვებს გაუნაწილო და ამით უბრალო გახადო. ამ სახლში არავინ იყო მოწყენილი, ჩაფიქრებული ან სერიოზული. გიორგი ამბობდა, რომ წყნეთში ყველა დაჩის და ნინასნაირი იყო, სულ კამათობდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და უყვარდათ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
დილით დაჩიმ არ მოისვენა სანამ ნინაც არ წაიყვანა სახლის მოსაწესრიგებლად. ნიკა გაბუსხული უსმენდა ამ ორის სიმღერას გზაში და ნახევარი საათიც საუკუნედ მოეჩვენა. ნერვები ეშლებოდა ძალით რომ იმახინჯებდნენ ხმებს მხოლოდ იმიტომ, რომ სასაცილოდ გამოსვლოდათ. ნიკას გაბრაზებულ სახეზე კი სურვილი უასმაგდებოდათ და წყნეთში ასვლის დროს ხმებს საერთოდ ვერ გრძნობდნენ.
ერთიანად იყარა ჯავრი უმცროს და-ძმაზე და საღამომდე დაასაქმა ორივე. ამ სახლში მუშაობაც სიამოვნებას ანიჭებდა ყველას. ნინა ლიანას უნდა დახმარებოდა სახლის მოწესრიგებაში, დაჩის კი ბაღი და აუზი უნდა გაეხადა სტუმრებისთვის შესაფერისი. ნინა არასდროს იყო კარგი დიასახლისი, თხუთმეტი წლის ბარბი ყოველთვის სჯობდა სამზარეულოში და წარმოდგენა არ ჰქონდა ახლა როგორ უნდა გამკლავებოდა თორმეტ თინეიჯერს ერთად. საღამოს თავის ძმას ესტუმრა ბაღში.
-სახლი მზადაა, ჰამაკში ჩახტა დაჩის გვერდით.
-ნიკა, მალე ამთავრებ? გასძახა უფროს ძმას და თან სიცილი წასკდა.
-ასეც ვიცოდი, ნინამ გვერდებში ჩასცხო. -მართლა პარაზიტი ხარ, რამე გააკეთე საერთოდ?
-რა თქმა უნდა, დაიკო, გაფუჭებას გადავარჩინე ლიანა დეიდას საჭმელი.
-უსაქმურებო, მოვლენ მალე ბავშვები, ნიკა ლამის მთელი ტანით გადააწვა უმცროს ძმას და ჰამაკში მოთავსდა.
-უსაქმური შენი ძმაა, საშინლად მშია.
-რატომ? მე მეგონა დაჩიმ ყველას მაგივრად ჭამა დღეს, ნიკას გაეცინა და დას თმა აუჩეჩა.
-იმედია კარგად ჩაივლის ეს ერთი კვირა.
-თქვენ ბავშვების გართობაზე იზრუნეთ, დანარჩენს მე და ლიზიკო მივხედავთ. წავალ უნდა ამოვიყვანო.
-და ისინიც მოვიდნენ, ნინამ ის იყო ჭიშკრისკენ გაიხედა, ბარბის მეგობრები რომ მანქანიდან გადმოცვივდნენ.
***
-მეჩვენება თუ მართლა სიჩუმეა, ლიზიკომ დაიჩურჩულა.
-ჩშშშშ... ნეტარი წუთები მაქვს. ამათ თქვეს დღეს დაღლილები ვართო ხომ? ნიკას შეშინებულ ხმაზე დაჩი ახარხარდა.
-რა უხასიათოები ხართ, დიდი ხანია სამოცი შეგისრულდათ ხო? აი, ხალხი ერთობა, აბა თქვენსავით კი არ წუწუნებს ყველა.
- რას ვაკეთებთ? გოგონებს უკვე ტკბილად სძინავთ, ნინამ ოთახში შემოირბინა.
-ვიძინებთ, ერთხმად უპასუხეს ნიკამ და ლიზიმ.
-წავედით? წარბები აუთამაშა დაჩიმ დას და ფეხზე წამოხტა. ნინამ გადაიკისკისა და უკან დაედევნა.
-ესენი რატომ არ იზრდებიან? ნიკას გაეცინა და ცოლს ჩაეხუტა.
***
დილა მშვენიერი და გრილი იყო. ნინა თავის ღამის კოშმარს დაემშვიდობა და დაჩის ოთახში შევარდა.
-წამო ვნახოთ რა, ძმას გაუცინა და კიბეები ჩუმად ჩაიარა მასთან ერთად.
-კიდევ სძინავთ?
-კი, ბიჭების ოთახი ახმაურდა ცოტათი და ნიკა მაგათთან შევიდა. რა გააკეთეთ გუშინ?
-მოგვეჩვენა, რომ ბავშვებს ცოტა უფერულები იყვნენ და... დაჩის სიცილი წასკდა ბარბის დანახვაზე.
-მოგკლავ, შე პარაზიტო მაიმუნო, დაიყვირა გოგონამ და მისკენ გამოიქცა. დაჩი სიცილისგან ხმას ვერ იღებდა.
თორმეტი ლოყებმოხატული, გაბრაზებული თინეიჯერი რომ გამოლაგდა ოთახში სერიოზული სახის შენარჩუნება ნიკამაც ვერ შეძლო. ბავშვები ისე იქცეოდნენ თითქოს არაფერი მომხდარა და ეს ცუდად ენიშნა ნინას. ოდნავ რომ დამშვიდნენ ის და დაჩი მაგიდას მიუსხდნენ.
-ეს უკვე ომია, ჩაილაპარაკა ერეკლემ და დაჩის თვალებში ჩახედა. ბარბარეს გაეცინა და ნინას თვალები დაუწვრილა.
-აქ არ მოვიწყენთ ჩვენ, ჩაილაპარაკა ლიზიკომ.
და მართალიც იყო. ხანდახან მართლა ვერ გაარჩევდით ვინ იყო თინეიჯერი და ვინ ზრდასრული ჩამოყალიბებული პიროვნება. ბავშვები ხან ისევ მოხატულები იღვიძებდნენ, ხან სხვადასხვა ოთახებში, ხანაც შუაღამეს მგლების შემოსევით აშინებდნენ. ერთ ღამეს ყველა წამოყარეს გადარეულებმა მიწისძვრაა გარეთ უნდა გავიდეთო და საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ ნინას რომ სიცილი არ წასკდომოდა ღამეს გარეთ, სიცივეში გაათევინებდნენ სტუმრებს.
თუმცა ნამდვილი თინეიჯერები პოზიციებს ნამდვილად არ თმობდნენ. ცალ მხარეს აპარსული თმით რომ გამოიღვიძა ერთხელ დაჩიმ მხოლოდ მაშინ დააფასა თავისი დის მეგობრები. ნინა უკვე ისე იყო დაშინებული ახლოს არაფერს იკარებდა სანამ კარგად არ შეამოწმებდა. ახლაც ეზიზღებოდა თავი, რომ იხსენებდა შამპუნის ნაცვლად მწარე საწებელი როგორ გადაივლო თავზე, მერე მთელი ღამე ცრემლები რომ სდიოდა თვალებიდან. ომის დამთავრებას კი არც ერთი მხარე არ აპირებდა. მხოლოდ ერთი დღით დადეს ზავი, ტყეში გასეირნებისას არავინ რომ არ დაშავებულიყო. ესეც ნიკას მკაცრი მოთხოვნის გამო. მაგრამ რადგან უფროსი ძმა კარგად იცნობდა უმცროსებს დაჩი საერთოდ სახლში დატოვა და ლიზიკოს ჩააბარა.
დღე დამქანცველი იყო, მაგრამ სასიამოვნო. ნინას ძალიან მოსწონდა ბარბის მეგობრები, მაგრამ უფრო ის მოსწონდა ბარბის მეგობრები რომ ჰყავდა. უხაროდა უმცროსი დის ბედნიერი თვალები და ამიტომ ცდილობდა როგორმე ყოველი წამი კიდევ უკეთესი ყოფილიყო. თითქოს ამით წარსულის დაკარგულ დროს უნაზღაურებდა დას. ნინას ყველაზე კარგად ესმოდა რას ნიშნავს თავიდან დაიწყო ცხოვრების შეგრძნება და არავითან შემთხვევაში არ უნდოდა თხუთმეტი წლის ბარბარეს თუნდაც წამით მოჩვენებოდა, რომ ცხოვრება მშვენიერი არ იყო. მერე რა რომ ხანდახან მაინც ეს მართალი იყო. უფროსი დედმამიშვილები ხომ სწორედ იმისთვის არსებობენ რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ვარდისფერი სათვალეები უმცროსებმა, თუ პირიქით უკეთესია როგორმე მალე დაინახონ შავ-თეთრი სამყარო რომ მერე არ გაუჭირდეთ. ნინამ ნიკას გახედა ბავშვებს რაღაცას გულმოდგინედ რომ უხსნიდა და მიხვდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვარდისფრად ხედავდა სამყაროს თუ ნაცრისფრად, მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იყო, რომ იცოდა უფროსები არც ფერადში და არც სიბნელეში მარტო არ დატოვებდნენ არასდროს.
-ესეიგი ბავშვებო ახლა შევალთ და ყველა ერთად ვეძახით ხო? ნინამ ბოლოჯერ გააფრთხილა თანამზრახველები და ჭიშკარი გააღო.
-წუუუპაააა, ცამეტმა ადამიანმა ერთხმად იყვირა და სახლში შეცვივდნენ.
-რა? ვინ გითხრათ? რა გააკეთე ნინა? დაჩი ფეხზე წამოხტა და სასოწარკვეთილი სახე მიიღო.
-ისტორიას ხომ უნდა შემოვუნახოთ, ძამიკო, ნინამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და გასაქცევად მოემზადა.
-რომ იცოდე, როგორ, ვაიმე როგორ ინანებ ამას... დაჩი ადგილს მოსწყდა და ნინამ დაიკივლა ფეხქვეშ მიწა რომ გამოეცალა.
-არ დამაგდო, არა გთხოვ არ დამაგდო, არ მინდა, ცივია, დაჩი, გთხოვ... აბსოლუტურად არაფერმა არ გაჭრა. ნინას უხეშად შემოეტმასნა ტანზე წყალი და სიცივე ყველა უჯრედში გაუჯდა.
-ნამდვილი ომი მხოლოდ ახლა დაიწყო, დაუბღვირა ძმას და სახლში შეფრატუნდა, ვერ იტანდა სველი ტანსაცმელი რომ ეხებოდა სხეულზე.
-აი, ვიცოდი, რომ აქამდეც მიხვიდოდით, ნიკას გაეცინა.
-ამ პარაზიტს ვანახებ რას ნიშნავს, ოჰ შენი...
-ნინა, სტუმარი გვყავს, ლიზიკომ სიტყვა გააწყვეტინა და თვალები დაუქაჩა. ნინამ წამით სუნთქვაც შეწყვიტა როცა დაინახა როგორი ღიმილიანი სახით ათვალიერებდა მას უცნობი.
-ალბათ ნინა, ხომ? ჯერ ისევ თავის სველ შარვალს მიშტერებოდა უცნაურმა ხმის ტემბრმა რომ მიიპყრო მისი ყურადღება.
-გამარჯობათ, ძლივს გაუღიმა უცნობს და იგრძნო როგორ გაწითლდა სახეზე.
-დაიკო, გაიცანი უკვე დემეტრე? დაჩიმ ხელი გადახვია დას და უცებ მოშორდა, -ეს ანუკის უფროსი ძმაა, ბარბის მეგობარზე ანიშნა დაჩიმ. -უიმე, რა უბედურებაა სად დასველდი ასე? ნინას ბრაზი სახეზე მოაწვა და ეგონა გული გაუსკდებოდა ახლა ისე უნდოდა ძმისთვის სილა გაეწნა ასეთ უხერხულ სიტუაციაში რომ ჩააგდო იმისთვის. მაგრამ მის წინ მდგარი უცნობი ამის საშუალებას არ აძლევდა. ამიტომ მხოლოდ ის მოახერხა რომ გაბრაზებულმა დაუბღვირა.
-უკაცრავად, უნდა გამოვიცვალო, ლამის ოთახის კარამდე გრძნობდა იმ ღიმილიან მზერას და ეგონა ფეხები აებლანდებოდა. -წამებით ამოგხდი სულს, ჩაილაპრაკა თავისთვის და ცხელ შხაპს შეაფარა თავი.
***
-დემეტრე არ იყო საჭირო არაფერი, მაგრამ მაინც დიდი მადლობა. სადილი უკვე დაწყებული ჰქონდათ ნინა რომ შეუერთდა თან ვერ მიხვდა რატომ უხდიდა ნიკა უცნობს მადლობას.
-პირიქით მადლობა, ანუკი ისე გახარებული მიყვება ყოველ საღამოს აქ გატარებულ დღეებზე, რომ დავინტრიგდი.
-ოჰ შენ მშრალიც ხარ? დაჩიმ დას ხელი გაკრა და მის გვერდით დააჯინა, ნინამ უბრალოდ ჩაიცინა და კერძები მოათვალიერა.
-ახლა უკვე ვხვდები რატომ არის ასეთი მხიარულება აქ, დემეტრემ ისევ ღიმილით შეათვალიერა გოგონა.
-არა დემე, შენ ის უნდა გენახა ჩვენ რაებს ვუკეთებდით, ანუკიმ ჩაიხითხითა.
-შენც, ქალბატონო?!
-ჩვენი სახლი ორ ბანაკად იყო დაყოფილი, მაგრამ მგონი ერთ-ერთში განხეთქილებაა, ლიზიკოს გაეცინა და ნინას თვალი ჩაუკრა.
-ეგ კი, მაგრამ წუპა ვერ გავიგე, ნინას სიცილი წასკდა.
-ჩემი ბრლაია, მე დავუძახე პირველად დაჩის 4 წლის რომ ვიყავი, და ნინა რა ნინა იქნებოდა ეგ რომ დავიწყებოდა. სკოლის წლებიც გაუმწარა ჩემს საწყალ ძმას და ახლაც არ ანებებს თავს. ნინა გაოცებული დარჩა ბარბარეთი, ნიკას გახედა და ისიც მასეთ დღეში იყო. გოგონამ ამდენი ერთად ბოლოს როდის ილაპარაკა არ ახსოვდა.
-დასამახსოვრებელი სახელი კია, დემეტრეს გაეცინა.
-არც ჩემი სველი დაიკოა ადვილად დასავიწყებელი, ხო ნინაჩკა? დაჩი თავისას არ ეშვებოდა.
-ნამდვილად, ისევ ის უცნაური თითქმის ცინიკური ღიმილი, ნინას კინაღამ თავიდან მოეშალა ნერვები.
-ძალიან გემრიელია, ლიზიკო, საოცრება ყავხარ ჩემს ძმას, ნინა თითქოს არ უსმენდა დაჩის, თანაც იცოდა ყურადღების ცენტრში არ ყოფნა როგორ გააღიზიანებდა მის ძმას.
-მე დავასრულე და თქვენის ნებართვით ოთახში საქმე მაქვს, დაჩი ფეხზე წამოხტა და კიბეები აირბინა, ნინამ ღიმილით ააცილა ძმა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და თვლა დაიწყო.
-ერთი, ორი, სამი...
-ნინაააააააა, დასრულებაც ვერ მოასწრო შემზარავი ხმა რომ გაიგონა, თვითკმაყოფილი ღიმილი სახეზე აიკრა და ჭამა განაგრძო. ბავშვებს სიცილი აუტყდათ, ვერც უფროსებმა შეიკავეს თავი ფქვილში ამოვლებული, თითქმის სულ თეთრი დაჩი რომ დაინახეს.
-რომ იცოდე, აი შენ რომ იცოდე... თითის აწევით გააჩერა ნინამ დაჩი და სკამიდან ადგა.
-„ის ომი არ უნდა დაიწყო, რომელსაც ვერ მოიგებ“, ძვირფასო. თვალი ჩაუკრა უფროს ძმას და ისევ თავის კერძს მიუბრუნდა. დაჩი ბრაზისგან სულ წამოწითლდა, მაგრამ სარკეში რომ თავის ანარეკლს მოჰკრა თვალი მასაც გაეღიმა.
-რას იტყვი, დემეტრე, კიდევ უარზე ხარ ჩვენთან დარჩე? ნიკამ მხარზე ხელი დაარტყა და სიცილისგან წამოსული ცრემლები მოიწმინდა.
-ამ წუთას გადავიფიქრე, ახლა უკვე ღიმილის გარეშე შეათვალიერა გოგონა, რომელსაც თვითკმაყოფილება სახიდან არ შორდებოდა.



№1  offline წევრი NaaT

xom ar mechvenebii??? Ar mjera.. Rogor gamixardi rom icode !! Dasawyisi arachveulebrivia, naklebs arc velodi.. Mec gemrielad vicine mattan ertad.. Imedia xshir-xshirad gagvanebivreb axali tavit.. Warmatebebii !!

 


№2  offline წევრი mbella

არ მჯერა, ნუთუ ახალი ისტორიააა?? რა მაგარიააა, ძალიან ძალიან კარგი ხარ :***

 


№3  offline წევრი tea

არ არსებობსსსსსსსსსს..... ნამდვილად მელანდება ხო შენი ნიკი wink ჩემი საყვარელი ავტორი დაბრუნდა ახალი ისტორიით თან უკვე ძალიან მაგარი ისტორიით თავისებური რომ არის ისეთით winked როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ.... love „გამიზნული არსებობა" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა რაც კი ოდესმე წამიკითხავს feel გინდა დაიჯერე და გინდ არა მაგრამ უკვე ვეღარც დავითვლი იმდენჯერ მაქვს წაკითხული და სულ გელოდი ახალი ისტორიით love

 


№4  offline წევრი Sweetiko

ვუAიმეე ეს რა და ვინ დაინახა ჩემმა თვალებმა!!! გადმოვკარკლე თვალი!!!
მართალია,ეს ბოლო ხანები საიტს შევეშვი,რაღაც გაღიზიანებული ვარ დ. ვერაერს ვკითხულობ,მაგრამ მოგროვდეს ამის თავები და ჩვეულად ჩავუჯდები!!!!დარწმუნებუკზწ უფრო დარწუნებული ვარ რომ ემოციების,ნერვების მოშლის და დიდი სიამოვნების ზღვა არის წინ!!!ქეთინო,შენ იცი ახლა და შენმა მუზამ!! წარმატებები და მკითხველის კიდევ უფრო გაბევრება!!

 


№5  offline წევრი Svvaaaniii

ჩემო კარგო, აი ეხლა წავიკითხე ეს თავი და არ მჯერა რომ, ასე მალე დაგვიბრუნდი.. თავიდან სანამ ისტორიას გავხსნიდი რამდენჯერმე დავახამხამე თვალი ხომ, არ მელანდებათქო.. მაგრამ, არ მელანდებოდა ეს ყველაფერი და ამან ძალიან გამახარა! ისტორიის შინაარსმა კი ძალიან გამამხიარულა და რა თქმა უნდა ახალ-ახალ თავებს დიდი სიამოვნებით ველოდებიი <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№6  offline წევრი zoi

უბრალოდ გეტყვი რომ მე შენ გელოდებოდი......ნებისმიერი ტიპის ისტორიით..მთავარია ავტორი შენ იყო.......არ ვიცი რატომ როგორ რანაირად მაგრამ შავი თილისმის მერე შენზე ვგიჟდები <3

 


№7  offline წევრი ket-kat

Vaaimeee kinagam gamomepara sheni dabrunebaa, dzalian mixaria <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent