შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი სათვალე


18-04-2015, 17:57
ავტორი blue.rain
ნანახია 1 784

რა ჩემი ბრალია თუ ნორმალურად სიარული დღემდე ვერ ვისწავლე... დავეცი. არა, სულით კი არ დავეცი, სხეულით. სკოლის დერეფანში, გაკვეთილების შემდეგ ახალფეხადგმული ლეკვივით ვიყავი ცივ ბეტონზე „წამოწოლილი“. ვცდილობდი რამდენიმე ათეული დამცინავი გამომეტყველება დამეიგნორებინა და ფეხზე წამოვმდგარიყავი. რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ მივხვდი, რომ არაფერი გამოვიდოდა სანამ ფეხის ტკივილი ოდნავ მაინც არ გამივლიდა. მეორე ვარიანტიც მქონდა: ვინმე დამხმარებოდა წამოდგომაში. თუმცა როგორც ვატყობდი, ამას არავინ არ აპირებდა. როგორც იქნა ფეხის ტკივილი ოდნავ განელდა და წამოვდექი. ყურსასმენები გავიკეთე და სამშვიდობოს გავედი. ჩემკენ გამოშვერილი თითები რომ არ დამენახა გადავწყვიტე თვალები დამეხუჭა... თუმცა გავაანალიზე, რომ ამას შეიძლება მეორე მარცხი მოყოლილიყო და საერთოდ აღარ ვფიქრობდი თანასკოლელებზე. ალბათ ისეთი წარმოდგენა შეგექმნათ, რომ გარიყული ვარ და მეგობრები არ მყავს. არა, სრულებითაც არა. უბრალოდ სკოლაში არ მყავს მეგობრები. იქნებ ისედაც არ მყავს? მოკლედ ამაში მეთვითონაც ვერ გავერკვიე... უბრალოდ ძალიან დაბნეული და უიღბლო ვარ. და ჰო, კიდევ წიგნის ჭია, ჩემმა მეგობარმა შემარქვა. ‘ჩემმა მეგობარმა“ ჰო, აი, თურმე მყოლია მეგობარი. თუმცა არამგონი მას მეგობარი ოდესმე ვუწოდო, თუ უკვე ვუწოდე? მოკლედ, კიდევ დავიბენი. ამდენ უაზრო ფიქრში სახლსაც მივადექი, სადაც დედა მელოდებოდა.
-შუადღე მშვიდობის ქრის.
-ამას თუ მშვიდობა ქვია. _ ჩავიბურტყუნე და ვეცადე დედასთვის ნატკენი ფეხი არ დამენახვებინა.
-რამე თქვი?
-არა. ჩემ ოთახში შევალ, უნდა დავიძინო.
-ჯერ მხოლოდ სამი საათია.
-არაუშავს, მეძინება.
-კარგი, მე გავდივარ ცოტახანში და ჭკვიანად.
გავიღიმე და ოთახში შევედი. აი ისიც, ჩემი ერთადერთი, განუმეორებელი, გამორჩეული, საყვარელი, ჩემი მეორე ნახევარი... გიტარა. ერთადერთი ნივთი, რომელიც არასოდეს გამიფუჭებია... კარგი ჰო, ორჯერ გამიტყდა, მაგრამ არაუშავს, ახლა კარგადაა...
-და აი მოვიდა შენი საყვარელი ქრისი ჩემო გიტარავ.
გიტარას ერთი უარყოფითი თვისება აქვს, არ შეუძლია, რომ გელაპარაკოს. თუმცა მისი საშუალებით ხშირად ვიცლები ემოციისგან, რთულ მომენტებში ყოველთვის მისმენს და არ იღლება, როდესაც უაზროდ ვყროყინებ. ჩემი ხმა მხოლოდ ჩემ გიტარას მოსწონს. ამიტომ, არასოდეს მეზარება, რომ მისთვის ვიმღერო. თუმცა ახლა ფეხი ისე მტკივა, დარწმუნებული ვარ ტვინის ის უჯრედები გათიშულია, სადაც სიმღერის ტექსტები მაქვს შენახული. აი ისევ ვბოდავ... მიყვარს როცა ვბოდავ.
ჰო, მეგობრები... არ მყავს, მართლა არ მყავს. მაგრამ მყავს ის, ვინც ყველა მეგობარს ჯობია... შეყვარებული? არა, კიდევ კარგი, არა. განუმეორებელი, ერთადერთი და უსაყვარლესი ლიკა. წებოა. ჩემი წებო. რატომ წებო? შეუძლებელია მისგან მარტივად წამოხვიდე. ასე რომ, წებოა. და მიყვარს. არა, ზოგადად წებოები კი არ მიყვარს, ეს მიყვარს. ჰო, ისიც ვიცი ახლა ამას, რომ წაიკითხავს გაეღიმება... მიყვარს როცა იღიმის...
-ეი, მძინარა, ადექი.
-ვახ, ლიკა, შეგიძლია ერთი დღე დამასვენო?
-არა! ადექი, შოკოლადი მინდა.
-ისე შოკოლადი მეც მინდა.
-ჰო და ადექი.
-დაძინებას ვაპირებდი. და საერთოდ, სხვის ოთახში დაუკაკუნებლად შესვლა უზრდელობაა!
-ოჰ, გამომივიდა ესეც ზრდილობიანი.?
-კარგი ჰოო, ავდგები.
ლოგინიდან წამოვიზლაზნე და ლიკასთან ერთად საწანწალოდ წავედი.
-რა ჯობია შოკოლადს, რათქმა უნდა შენთან ერთად ერთად...
-რა ჯობია და... ჰმ... გიტარა.
-ეი, თავს წაგაძრობ.
-რაა?
-გიტარა უფრო გიყვარს ვიდრე მე !
-არაა ეგრე!
დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ დამერწმუნებინა იმაში, რომ ის გიტარაზე მეტად არ მიყვარდა. არადა გიტარა მართლა არ მიყვარს ლიკაზე მეტად.
აჰა, ისევ ვბოდავ...
(ჰო... კიდევ, ერთი ბიჭი მომწონს. ნუ, არაქვს ამას მნიშვნელობა... )
ლიკას როგორც ყოველთვის ჩახუტებით დავემშვიდობე და ისევ სახლში წავედი. ახლა უკვე მართლა ძალიან მეძინებოდა. ძილისწინ განვლილ დღეზე დავფიქრდი და გამეღიმა... ძილინებისა გიტარავ... და ჰო, გაიღიმეთ რაც არ უნდა მოხდეს!



ჰო, ისა... მეორე, მესამე, თუ ჩემი მერამდენე მოთხრობაა არ მახსოვს :/ მაგრამ არც ერთი არ დამიმთავრებია, იმედია ამას დავასრულებ ^_^ ჩემ თავზე ვწერ :დ ბევრი რაღაც სიმართლეა, ბევრი რაღაც ტყუილი. მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვარ :დ



№1  offline წევრი grifini

ვაიმე ჩემო ცხოვრება მართლა გამაღიმე თან რა გულიანად გამეღიმა wink ხო გიტარაზე მართლა მოგვიწევს კიდევ ბეეეევრი ჩხუბი wink

 


№2  offline წევრი blue.rain

როგორ უყვარს შენი ღიმილი ნათიას ^_^ გიტარაზე ხმა არ ამოიღო ! :დდ <3

 


№3  offline წევრი N14

ჰიჰიიი ^___^ კარგი იყოო love ყველაზე ძალიან ლიკას ჩახუტებაზე მომეწონა ^_^ ვგიჟდები მაგ დებილის ჩახუტებაზე ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent