შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I was, you know,suicidal. I just didn’t wanna live (სრულად)


18-04-2015, 20:39
ავტორი მელანქოლია
ნანახია 3 061

საიდან დავიწყო, არ ვიცი.
ფაქტია, მე მომწონს ჩემი ეს მდგომარეობა, როგორი გასაკვირი არ იყოს.
ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.
გაუგებრობა იყო და ახლაც გაუგებრობაში ვარ, არ მჯერა.
ასე დაიწყო.
ერთ დილას როგორც წესი სარბენად გავედი,ეს ჩემი ჩვეული წესია. იმის კვალობაზე რომ დედა მშობიარობის დროს მომიკვდა, მამამ მიმატოვა და სრულიად მარტო მიწევს ცხვორება მემგონი ნორმალურად ვარ. მაგრამ ამას მივეჩვიე, მერე რა, მე ასე უფრო მშვიდად ვარ, საერთოდ არ ვფიქრობ მამაჩემზე ალბათ ცოლიც ყავს, შვილი ან შვილებიც. ეს ჩემთვის სულერთია, ჩემი ასეთი ცხოვრება უფრო მომწონს მშივიდი,თავისუფალი, სითავისუფლე არაა ის გავაკეთო ის რაც მინდა, ყველაფერს ზომიარად ვაკეთებ.ალბათ იფირებთ რა სისულელეა მარტო ცხოვრობს,თავისუფლება, ბიჭები, თემები და ა.შ. მაგრამ სისულელეა მე ერთფეროვნება მიყვარს, მყავს მეგობრები და დაქალი რომელიც დაქალზე მეტია, არაბიოლოგიური და.
ჰო, რას ვამბობდი ერთ დილას საერბენად წავედი, იმ საღამოს ჩემი დაქალი ჩემს სახლში იყო, დილით კი სარბენად წამოსვლა დაეზარა, რა მექნა მარტო მომიწია წასვლა, მარტოც მშვენივრად დავრბივარ, მითუმეტეს ხალხის ჭაჭანება არაა, ეს მამშვიდებს, ხალხი ხო ყველაზე ამაზრზენი რამაა, მათგან ხო ყოველთვის კრიტიკა,ჭორი მოდის, ქუჩაში გადასვლისას ხელს რო შენკენ იშვერენ და ათას საზიზღრობას ამბობენ, მაგრამ მე ძალიან უხეშად რო ვთქვათ მახატია ხალხის აზრი.
ცოტა გაწვიმდა.
ძალიან დამცხა და შესვენება გადავწყვიტე, იქვე მდგარ სკამზე დავჯექი და ვიყურები, პირველად ვიგრძენი ასეთი რამ თითქოს ვიღაცას ვეძებ.
როგორც წესი ასე ადრე არავინ არ დადის ქუჩაში.
არც თუ ისე შორს ვიღაც მოჩანდა, ყოველ შემთხვევაში სახის გარჩევა მოვახერხე მაგრამ არ მეცნო, უბრალოდ მიყურებდა,გაშტერებით, ცოტა არიყოს შემეშინდა, დაახლოებით 3წუთი ვუყურებდი, თვალს არ მაშორებდა, ვიფიქრე გიჟიათქო და სირბილით განვაგრძე გზა.
როგორც იქნა სახლში მივედი.
მივედი თუ არა ჩემ დაქალ ანამარიასთან მივედი, ეღვიძა და ყავას სვალმდა.
-როგორც იქნა მობრძანდი, რამდენი ხანია გელოდები
-წამოსულიყავი და არ გექნებოდა დასალოდინებელი და არც შემეშინდებოდა
-შენ და შიში?
გაეცინა ანამაირას.
-მე სერიოზულად გეუბნები
მისი გარეგნობა რომ ავღწერე, სახე შეეცვალა და მითხრა ალბათ გეშლებაო და ისევ განაგრძო სიცილი
-რატომ ვინ არის ესეთი?
-მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ გამიგია ბიჭებისგან 2თვის გადმოსული იქნება ამ უბანში, ვაბშე არავისთან არ აქვსო კონტაქტი,ძან რაღაცნაირი ტიპია, მარა რას ერჩი სიმპატიური კია
-რა იდიოტი ხარ
ორივეს გაგვეცინა
-ხვალ შენც წამოდი და თუ გინდა ახლოდან გაიცანი შენი სიმპატიური ბიჭი. ამაზე უფრო გაგვეცინა. ამდენი ხვეწნის შემდეგ დამთანხმდა
გათენდა.
როგორი მშვენიერი, მზიანი, თბილი დღეა. თითქოს არც არაფერი.
ჩავიცვით და წავედით, გული მიგრძნობდა დღესაც იქ იქნებოდა, მაგრამ შევცდი.
ანამაირიას წუწუნმა გული შემიწუხა, მიჩემებდა მოგეჩვენა გუშინო,მაგრამ მე ხომ ვიცი რო ის იქ იდგა.
წავედით სახლში,ჩემთვის ვფიქრობდი, იქნებ მომეჩვენა, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდოდა. მეფიქრებოდა.
ნეტა რა ერქვა?
გიო, ნიკა, ლაზარე ან რამე ამის მსგავსი. ალბათ
იმ საღამოს წავიდა ანამარია, დამპირდა ზეგ მოვიდოდა, ხვალ სკოლაში ვნახავდი.
დავრჩი მარტო. მარტო, ჩემ ფიქრებთან ერთად.
ღმერთო ვინ იყო ის?
ამ ფიქრებით გაბრუებულმა ჩამეძინა.
სკოლაში დამაგვიანდა. მეორე გაკვეთილზე მივედი.
-გოგო სად იყავი ამდენ ხანს?
-სახლში
-კიდევ კარგი დამრიგებელმა არ დაგინახა, თორე განახებდა სახლში
-კაი რა, ანამარია
-მოიცა მოიცა,შენ კიდე იმ მოჩვენებაზე ფიქრობ?
-არა, რა სისულელეა
-ჰო,კარგი
პარასკევი იყო.
ანამარია ხვალ უნდა მოსილიყო, მაგრამ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.
გავიფიქრე ანამარია იქნება, ვერ გაძლო ხვალამდეთქო.
გავაღე კარები და რას ვხედავ
შავი ვარდები.
ანამარია იქნებოდა, 100% ვიყავი დარწმუნებული, მისი მორიგი შავი ხუმრობა იყო.
ანამარიამ იცოდა ყვავილები მეზიზღებოდა.
ხმამაღლა გამეცინა და ვთქვი: ანამარია შემოდი, შეგეძლო შავი ვარდების გარეშეც მოსულიყავი და MC ამოგეტანა მარა არაუშავს
ხმას არავინ მცემდა.
ესეც მისი მორიგი უაზრო ოინი.
ცოტა არიყოს შემეშინდა და გავიფიქრე, ნუთუ ისაა?
ხმის ამოუღებლად დავკეტე კარები და ანამარიას დავუკურე
-სად ხარ?
-სანდროსთან რატო?
-არა ისე,დამალაპარაკე
-კარგი
-ხო დეა, გისმენ
-სანდრო, ანამარია მართლა შენთანაა?
-კი დეა
-მატყუებ
-როდის იყო გატყუებდი, რახდება?
-არა, არაფერი. კაი ანამარიას უთხარი ხვალ ველოდები
-კაი დეა,გკოცნი
-მიდი მეც
სრულ გაურკვევლობაში ვიყავი,უაზრო გართობა მეგონა.
იმ საღამოს ვერ დავიძინე, ანამარიას მოლოდინში ვიყავი მაგრამ როცა მოვიდა ვერ ვუთხარი, გიჟად ჩამთვლიდა.
იმ ღამემაც მშვიდად ჩაიარა, არანაირი ვარდები.
მეორე დღეს ერთად წავედით სარბენად, არსად არ ჩანდა.
ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ისევ ისე როგორც იყო, ერთფეროვნება რაც მე ძალიან მიყვარს.
თითქმის 6 თვე, ნახევარი წელი.
არსად ჩანდა.
გადამავიწყდა თითქმის
და როცა ამ უმნიშვნელოდა უსიამოვნო პაქტის დავიწყება ვცადე,სრულიად შემთხვევით აფთიაქში წავაწყდი ვიღაცას, ზურგით იდგა, რაღაცას ყიდულობდა.
ვიცანი
ზუსტად ვიცი რო ის იყო
ის.
ხმისამოუღებლად გავედი,
ნეტა იქ რა ჯანდაბა უნდოდა? მეგონა ეს გაურკვევლობა აღარ იქნებოდა, მაგრამ პირიქით, ვგრძნობდი რომ ყველაფერი ახლა დაიწყო.
ნეტა მისვულიყავი, შემდეგ მისი რექცია, სახეზეც არ ვიცი როგორია, შორიდან ვნახე ადრე ისიც ბუნდოვნად.
მივედი სახლში.
აღელვებული ვიყავი
ღამე სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე.
არ ვიცი რატო, ალბათ გული მიგრძნობდა რომ ის იქნებოდა
ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი ქუჩას, მშვიდად
ვხედავ ვიღაც მიახლოვდება, მეცნო თითქოს, მაგრამ ის არ იყო, ვეძებდი მაგრამ არ ვიცი რატომ.
ჩემი თავის არ მჯერა, ვეძებ ვიღაცას ამ შუაღამეს.
რა მექნა სახლში მივდიოდი და უკნიდან ფურცლების ტკლაცა-ტკული ისმის.
მივხვდი ის იქნებოდა, შევიხედე,სახე კარგად არ ჩანდა მაგრამ ის იყო.
უკან მომყვებოდა
არაფერი მითქვამს, არც გავქცეულვარ, განვაგრძე ჩვეულებრივ სიარული.
რამდენი რამის თქმა მინდოდა უცნობისთვის
სიჩუმე იყო ცოტა ხანს.
შემდეგ ეს საოცარი სიჩუმა დაიღვა და მესმის ხმა:
-ამ შუა ღამეს, არ გეშინია?
-უკაცრავად?
-არ გეშინიათქო?
-რისი?
-ჩემი, რა იცი ვინ ვარ
-არამგონია საშიში იყოთ
-მოდი არგინდა ეს თქვენობით მიმართვა
-მეჩქარება, უნდა წავიდე
-იმედები გამიცრუე, დეა
-ჩემი სახელი საიდან?
-მგონი მიდიოდი, ნახვამდის.
ის მშვიდად იყო, მე გაცოფებული, შეშინებული, ქაოსი იყო ჩემს გარშემო.
მივედი სახლში, სიკვდილი მინდოდა მეტი არაფერი.
ძალიან იმოქმოდა ამ ადამიანმა ჩემზე.
ტირილი მშველოდა ახლა.
ნე ვერ შევძელი გადამეფარა ტკივილი ცრემლებით..ის უფრო გაძლიერდა...გაიზრდა..და შიგნიდან ნელ-ნელა გამანადგურა
მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი სხვა ვერაფერზე, რაღაც სხვა იყო ამოუცნობი.
გაუჩინარდა
არც არავის უნახავს
ნუთი ამის მიზეზი, ერთი უბრალოდ, საწყალი გოგო იყო?
არაარარარარარარარარა
მე რა შუაში ვარ?
იმედები გამიცრუეო მაგრამ არც ვიცნობდი
ვეღარაფერს ვეღარ ვუდებდი გულს ვერც სწავლას, ვერც ვერაფერს
2წელი გავიდა.
ჰო, ზუსტად 2 მისი გაუჩინარებიდან და ჩემი ბოლო გასეირნებიდან.
ზუსტად
უბრალოდ ხომ შეეძლო ეთქვა ცოცხალი ვარ, მეტი არაფერი, მგონია ჩემი ბრალია მისი გაუჩინარება
ასე უსულოდ, უყველაფეროდ ვდგავარ აივანზე სიგარეტით ხელში.შენ შეგიძლია ტიროდე მთელი ღამე, მაგრამ როცა დილით ადგები შენ ვალდებული ხარ ითვალთმაქცო რომ ხარ ბედნიერი. ეს ასეა.
ნუთუ ისევ გამოანათა ჩემს ბნელ ცხოვრებაში?
არვიცი
ცუდათ ვარ, ეს ისეთი დაავადება არაა რომ ექიმმა განკურნოს. ის შიგნითაა, ჩემშია, ჩემს სულში სიცარიელეა, თითქოს გული ამომგლიჯეს. არ მჯერა ასე როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა რომელსაც არ ვიცნობ, სახეც ბუნდოვნად მაქვს ნანახი.
გადავწყვიტე სახლიდან არ გასულიყავი, არ მინდოდა მენახა და ისევ გამხსენებოდა.
იქნებ ჩემი ილუზიაა?
ჩემი წამოსახვის უნარი.
მაგრამ არა, ვიცი რომ ის იყო.
მისი თვალები მომწონს, შავ-ბნელი როგორც ჩემი სული.მისი ბოლო ღიმილი მახსოვს.სევდიან ადამიანებს ყოველთვის ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვთ
სიმარტოვე მარტო ყოფნა კი არა, ყველაფრისგან განდგომაა და არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან, მით უფრო, თავისუფლებასთან, რადგან დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სწორად ცხოვრებისთვის, ბუნებისათვის ფეხის აწყობაა, განსაცდელისათვის თვალის გასწორებაა და არა წუხილით, არამედ საქმით დამტკიცება იმისა, ტყუილუბრალოდ რომ არ გაუღიათ შენიანებს ამხელა მსხვერპლი, ღირსი რომ იყავი არამარტო გაჩენისა, გადარჩენისაც.
არაფერი რომ აღარ გახარებს ადამიანს
უნდა ადგე და წახვიდე..
მთავარია უკან არ მოიხედო
მთავარია.
ძალიან მინდოდა წასვლა მაგრამ ვერ შევძელი, არ შემეძლო, რაღაც მაკავებდა,ის უხილავი ძაფი რაც ჩემს და მას შორის იყო.
რა იყო ეს?
მართლა არვიცი
სახლში კარგად ვგრძნობ თავს, ძალიან კარგად.
ვიღავამ მომწერა ანამარია იქნებოდა, რამდენი დღეა არ მინახავს
ჰო,
ის უნდა ყოფილიყო,მაგრამ არა
დიდი სისწრაფით ვხსნი შეტყობინებას:
-დეა, შენ მაინც სრულყოფილი ხარ
-უკაცრავად, გიცნობთ?
-დაახლოებით
-როგორი ამომწურავი პასუხია
-სხვას რას ელოდი, დეა?
ვერ ვიტან ჩემს სახელს და ვიღაც უცნობი გამუდმებით ჩემს სახელს გაიძახის.
-მშვენიერი სახელი გაქვს
-ჩემს ფიქრებს კითხულობ?
-უკაცრავად?
-არა, არაფერი. მადლობა ასეთი სიტყვებისთვის მაგრამ კარგად
არაფერი მოუწერია, ის იყო.
ალბათ
სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?
მარტოობამ გადამრია თითქოს ეს არ მყოფნიდა ახლა სიყვარულმა შემომიტია და ეს არვიცი რაა გრძნობა არის ალბათ ისეთი გრძნობა რომელიც გკლავს და შიგნიდან გჭამს:)))არა, რა სისულელეა მე არავინ არ მიყვარს,სიტყვას მოყვა უბრალოდ.
სულ ამ შეტყობინებაზე ვფიქროდი,სრულყოფილება, არაარარარა
სასაცილოა.
ვერ ვიძინებ.
აღარც თენდება
და უსასრულოდ ნათელ დღეებს
ეძებს ჩემში მარტო'სული!
როგორ შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში ასე შემოჭრა და შემდეგ გაუჩინარება?
დილით სიგარეტით ხელში,არ დავრბივარ, უბრალოდ ვსეირნობ
ვიღაც მეძახის
-დეა, წესი დაარღვიე, შენ არ დარბიხარ
არ შევტრიალებულვარ ის ვკითხე
-ვინ ხარ?
-ვინ ვარ?ამაზე პასუხი თავად უნდა იცოდე.
-არარაობა ხარ. კარგად იცი.მე კი ამას ახლა მივხვდი
-ვოცოდი ერთხელ მაინც გნახავდი დეა...შენ,ყველაზე არარომანტიული
და ყველაზე მგრძნობიარე ხარ
დედამიწაზე .
ასეთი მიყვარხარ .
მომესმა?მე მას არარაობა ვუწოდე და მან მიყვარხარო. ეს რა ადამიანია? ან საერთოდ არის?
შევტრიალდი.
მეცნო მისი შავი თვალები. ასეთი ვერ წამომედგინა, ძალიან განსხვავებული, ყველასგან.
ვერაფერი ვთქვი
ცოტა ხნის პაუხის შემდეგ ვუთხარი
-მიცნობ?
-იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდგენია,დღესაც ვერ ვხვდები ბოლომდე როგორ გაგიცანი
-გიჟი ხარ?
-გიჟები არ ჩივიან შიმშილს და სიღარიბეს,გიჟები აფრენენ და ცას ეზიარებიან
ეს რა შუაში იყო, შეეძლო ერთქვა კი ან არა.
წავედი დაუმშვიდებლად. ან რა უნდა მეთქვა
გამიშვა.
აღარ ვარგივარ
არაფრათ
საერთოდ არაფრად .
ახლა ისევ უნდა გამქრალიყო?
არა,ეს ნადმვილად არ მინდოდა
მე მას იმედები გავუცრუე.
მე შევეჩვიე იმ სიმარტოვეს... ის რომ არასდროს არ გამოჩნდება
მაგრამ არა, ეს ყველაზე ბედნიერი წუთი იყო ჩემს ცხოვრებაში
ყოველ საღამოს მის მოლოდინში ვიყავი,ისევ აივნაზე
ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა.
-შენ ჩემთვის უცვლელი დარჩები, დეა სიყვარულის და სიხარულის სიმბოლოდ
-შეიძლება ადამიანურად დავილაპარაკოთ?
-რათქმაუნდა,ვიცი ბევრი კითხვები გაქვს,მაგრამ ჯობია არ მკითხო
ამის გაგონების შემდეგ შეიძლება სახლიდანაც გამაგდო.
-რამეს დალევ?
-კი
-რას?
-რაც შენ გინდა
-კარგი
მშვიდად დავსხედით და ვლპარაკობდით
-ასეთი უცნაური რატომ ხარ?რატომ უჩინარდები,შემდეგ გამოჩნდები ამირევ ყველაფერს და ისევ მიდიხარ
-სხვანაირად არ შემიძლია
-რატომ?
-არმინდა რამე გავნო
მას რაუნდა ევნო ჩემთვის
-შეგაშინე?
მეკითხება ცოტა ხნის შემდეგ
-არა, იქნებ მომიყვე შენს თავზე
-საიდან დავიწყო?
-თავიდან
-კარგი,მაშინ ასე გეტყვი, ყველას გიჟი ვგონივარ
-რატომ?
-პატარა ვიყავი,სახლში ხანძარი გაჩნდა, ყველა მოკვდა
-საერთოდ ყველა?
-კი
-შენ რანაირად გადარჩი?
-არ ვიცი,როცა გავიღვიძე საავადმყოფოში ვიწექი.
ყველას გონია მე მოვკალი ყველა.
არვიცოდი რა მეთქვა,იქნებ იტყუება?
მაგრამ ასეთი ტყუილი რათ უნდოდა?
-ვწუხვარ. რატომ უჩინარდები ხოლმე
-არ მინდა რამე გავნო, მაგრამ არ შემიძლია, შენ ყველაზე განსხვავებული ხარ
მერე გადავწყვიტე მეშველა ჩემითავისთვის და ფიქრებს იმ წამსვე შევეშვი და...წამით შევეცადე ისე ვყოფილიყავ,ვითომ არ მიჭირდა,ვითომ არც მტკიოდა...
არ ვიცი რა დამემართა და ინსტიკტურად ვუთხარი:
-რამხელა ბედნიერება მაკლია რამდენი დილამშვიდობისა არ გითქვამს.
-ჰო
მპასუხობს ის.
სიკვდილი მინდოდა. თვითმკვლელობა სიკვდილზე უარესია გამუდმებით ვუმეორებ საკუთარ თავს.
თქვენი სიყვარული ჩემსას არ გავს.მე სხვანაირი სიყვარული ვიცი. ჰო, ასე თავხედურად თამამად ვამბობ და ხმამაღლა ვყვირივარ,რომ
მე არაჩვეულებრივი სიყვარული შემიძლია და არა,ჩვეულებრივი.
ბედნიერი ვარ,
ჰო
ალბათ.
ვიპოვე ის ვინც არასდროს მიძებნია.
გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის რითაც გული კვდება და ფეთქავს. სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა.
ჩავეხუტე,
ბედნიერია ისიც და მეც.
ყველაზე უცნაური სიყვარული,
ყველაზე ტკბილი
და
ყველაზე კარგი.
-შენ არავინ გგავს
ვეუბნები მე.
უფრო მაგრად მეხუტება.
მთელი ღამე ერთად ვიყავით, ასე ჩახუტებულები.
ბედნიერები.
ჩამეძინა.
მეორე დღეს კი ვხედავ მაგიდაზე ლიმონიან ჩაის და წერილს.
სიხარულით ავდექი, ჩაი გაცივებულა, მაგრამ მაინც დავლიე,მისი გაკეთებული.
წერილი გავხსენი ერთ მხარეს ეწერა:
ჩემს დეას.
მეორე მხარეს:
დეა,მე შენთვის ზედმეტად კარგი ვარ, ზედემეტად, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქუჩები არ არის ახლოსმ ჩვენი სახლები ვერ ცნობენ ერთმანეთს ყოველ დღე შენი სახლის სიახლოვეს არ მოვშორდები.ყოველი წერტილის დასმის შემდეგ თითქოს აბზაციდან იწყებოდი.ნეტავ ახლა გამეგოს შენი ხმებით რაიმე.მხოლოდ ერთადერთხელ ჩამეხუტე და ამას მთელი ცხოვრება ვიმყოფინებ.ჩემს ხელზე შერჩენილი შენი სითბოთი ვებრძვი ტკივილს და.. დაავადებას, რომელსაც ფერი არა აქვს,შეუცვლელი ხარ დეა.მიყვარხარ მიყვარხარ,ვყვირი და არ გესმის ძალიან შორს ხარ ძალიან ძალიან.შენ ყოველთვის ჩემთან იქნები, არასდროს დაგკარგავ.
თვითმკვლელობა
სუიციდი.
დავამთავრე თუ არა კითხვა, ხმადაბლა ვთქვი:
თუკი,
არაფერი იკარგება
ამ სამყაროში,
მაშინ,
სად მიდის
ჩამქრალი ვარსკვლავების
სინათლე?
მისი სახელიც კი არ ვიცოდი,რომ მომეძებნა,ჩემი ამოუცნობი ბედნიერაბა იყო
ყველაზე დიდი ბედნიერება.
ლიმონიანი ჩაი
და მის მოლოდინში მოდუღებული მეორე ჭიქა
უსასრულოდ დაველოდები.
წვიმდა.
მომინდა ხელში საწერკალმის დაჭერა და წერა
მასზე.
აბა,სხვა რა გამაჩნდა?
ვიწყებ:
რაც შენ წახვედი დახურულია ჩემი ოთახის ფანჯარა.ჩემს სახლს ვერ ათბობს გამათბობლის ხელოვნური სითბო.ასეთ ღამეებს რომ ქონდეს გასაქანი, სუსტი წერტილია შენთან სიახლოვე.
არადა,
რა რთულია სინამდვილეში,
რა შეუძლებელი.
მე არ შემიძლია შეგიძულო
მხოლოდ იმიტომ რომ მიმატოვე.
მაპატიებ,იმედია და ნუ მთხოვ არ მიყვარდე. გთხოვ.როგორ ძლებ უჩემოდ?
რატომ არ მგავხარ.მოდი
მე გელოდები
ერთი წამითაც არ მავიწყდები
შენი თვალები
სიახლოვე
შეხება
სხეული
თითები
ხმა
სიარული
ყურება
შენი დაურღვეველი სიჩუმე
შენი დაწყებული ლაპარაკი,დაწყებაშივე გაჩერებული.
მენა
მენა
მენატრები.
შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში,როდესაც შენ დაიბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში,და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი, რომ შენ
ჩემში იყავი და მე გეძებდი შენ. და გიპოვე,ეს იქნება ყველაზე უცნაური სიყვარული,
რომელსაც ხმამაღლა არასდროს გავუმხელთ ერთმანეთს
საშინელებაა როცა იცი რომ ხვალინდელი დღე არ განირჩევა დღევანდელისგან
არანაირი,განსაკუთრებული მოვლენებით.
მენატრება
ხომ შეიძლება აღარ ვიყო ის ვინც ვარ რომ შეიძლება დავიძინო და აღარ გავიღვიძო რომ ხვალ ან ზეგ,ან მაზეგ ან ამ წამს ახლავე დავსრულდე.
სიკვდილთან ჭიდილის შიში არ მაქვს მიჩვეული ვარ ყოველ დღე რომ ვკვდები მაგრამ ტრაგედიაა მაინც რომ ვცოცხლობ!!სიკვდილი ? სასაცილოა ალბათ ერთადერთი კარგი რამეა
რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება ერთადერთი კარგი რაამაა რაც საბოლოო წერტილს უსვავს. ხომ შეიძლება გავაცოცხლოთ ერთმანეთი
ხომ შეიძლება დავუბრუნდეთ ერთმანეთს მაგრამ,თურმე არ შეიძლება.. და ჯანდაბა,რომ ამ გამოცლილ თვალებში ისევ,მხოლოდ გაშიშვლებული დეკემბერი მიდგას.და ყოველივე,ისევეა როგორც ყოველთვის
1.უშენო
უშედეგო
უნაყოფო
უარაფრო
უსინათლო.
ერთ დღეს ავდგები და კი არ მოვალ შენთან ან კი არ წავალ შენგან
უბრალოდ
ჩემი თავისგან განთავისუფლებით დაგასრულებ.,
მე ხომ სულის ნაწილში მყავხარ.
ხან კი მგონია,რომ გაწუხებ
ჩემში მიგატოვებ
ოღონდ თუ შევძელი
თუ.



№1  offline წევრი ucnobi criminali

დამგრუზე სასწაულად

 


№2  offline წევრი მელანქოლია

ნინი, აუცილებლად ნახავ, უბრალოდ როცა ნახავ არ თქვა რომ ბედმა შეგახვედრათ ან რაიმე მსგავსი რადგან ბედი არ არსებობს. ყველა ადამანი ქმნის თავის ცხოვრებას და მართავს ისე როგორც მათ სურს და შემდეგ როცა ისე არ ხდება როგორც მათ უნდათ ბედს აბრალებენ.
მიხარია რომ მოგეწონათ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent