შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური [თავი I]


19-04-2015, 00:12
ავტორი grifini
ნანახია 2 276

დივანზე იჯდა და ცხელ ლიმნიან ჩაის სვამდა.წინ „ჯინსების თაობა“ ედო,ყურებში კი ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და script-ის Superheroes-ს უსმენდა.
სულ ოცნებობდა ისეთ სიყვარულზე,როგორიც თინას და გეგას ჰქონდათ.ასეთ ძლიერ სიყვარულზე.საერთოდ დიდ სიყვრაულზე ოცნებობდა.აი ისეთზე პოეტები და მწერლები,რომ წერდნენ.
კითხვა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.მობეზრებულად გამოიძრო ნაუშნიკები და ტელეფონს დახედა.
-ხოუ,-უპასუხა წკრიალა ხმით.
-დაგავიწყდა ხო?-ტელეფონი გვერძე გაწია,ისე ჩაჰყვირა ნათიამ.
-რა უნდა დამვიწყებოდა?
-ლიკა,დღეს შაბათია...
-მერე?-მაინც ვერ მიხვდა.
-მერე ის,რომ უნდა გენახე დროზე გამოეთრიე სადარბაზოსთან ვდგევვარ.-არც დააცადა პასუხის გაცემა ისე გაუთიშა.
სწრაფად წამოხტა დივნიდან და ოთახში გაიქცა.შავი ქვედა ბოლო და თეთრი ზედა გამოიღო,კედები ამოიცვა და მზად იყო.
კაბის ჯიბეში ჩაიდო ტელეფონი,რომლის ჩასადებშიც ფული ედო და სწრაფად გავიდა სადარბაზოდან.
ნათია იქ მდგომ ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა.თავი მობეზრებულად გადაიქნია და მათთან მივიდა.
-ლიკა,გაიცანი ეს მათეა.მათე,ეს ლიკაა,
-სასიამოვნოა,-უთხრა მათემ,ლიკამ კი უბრალოდ ხელი ჩამოართვა.ჯერ არ იცნობს ამიტომ არ იცის სასიამოვნოა,თუ არა მისი გაცნობა.
-ნახვამდის მათე,-უთხრა ნათიამ ხელი დაუქნია.მათემ უბრალოდ გაუღიმა და თავის გზას გაუყვა.
-ყველას როგორ იცნობ?-ჰკითხა გაბრაზებულმა ლიკამ.
-რას მეჩხუბები ე? ვიცნობ და,-მხრები აიჩეჩა ნათიამ.
-სად მივდივართ?-ინტერესით დააჩერდა და წარბები შეკრა.
-ჯანდაბაში!-უპასუხა ნათიამ სრული სერიოზულობით.
-შენ თავში ჭკუა...
-და მე მილიონ ნახევარი,-თვალები გადაატრიალა ნათიამ,-ვიცი ეგ უკვე.
მთელი გზა ხან რაზე საუბრობდნენ ხან რაზე.არ ელეოდათ სალაპარაკო.
ერთმანეთი მუსიკალურ სკოლაში გაიცნეს,იქ არ მეგობრობდნენ.მაგრამ საბოლოო გამოცდებიდან რატომღაც ააწყვეს ურთიერთობა და იმის მერე,როგორც იტყვიან გადამკვდარი მეგობრები არიან.მეგობრები როგორ შეიძლება მათ ვუწოდო?არა,არა.მეგობრები კი არა დებზე მეტნი არიან.ერთმანეთს ხუთი თითივით იცნობენ.თავისუფალ დროს სულ ერთად ატარებენ,ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ.
ნათიას გიტარაზე დაკვრა უყვარს.უყვარს კი,არა გიჟდება!ერთხელ გიტარაზე კამათი მოუვიდათ.
-ყველაზე მეტად რა გიყვარს?ადამიანებიც და საგნებიც.იცოდე მარტო ერთი უნდა დაასახელო.ხო,და კიდევ,მშობლები და ნათესავი არ ითვლებიან!-გააფრთხილა ლიკამ.
-გიტარაზე და შენზე ვგიჟდები!-უთხრა ცოტა ხანი დაფიქრების შემდეგ,ლიკას პირდაპირი მნიშვნელობით ყბა ჩამოუვარდა.
-რომელიმე აირჩიე!-ნათია ცოტა დაფიქრდა.აი,აქ უკვე გაჭედა ლიკამ.როგორ თუ ფიქრობსო,გიტარას მაინც არ ვურჩევნივარო?
სანამ შოკოლადი არ უყიდა არ შეურიგდა.მაშინ სულ რაღაც ცამეტი-თოთხმეტი წლისები იყვნენ.
ახლაც სულ კამათობენ,მაგრამ მერე შოკოლადებით ირიგებენ ერთმანეთს.ისეთი ტკბილი შერიგება იციან,ხან ლიკა ტყუილ-უბრალოდაც ებუტება ხოლმე.
-რას შვები გიოზე შენ?-ჰკითხა ლიკამ კაფეში დაჯდომის შემდეგ.
-არც არაფერს,-მხრები აიჩეჩა ნათიამ და ლიკას შეხედა.
-რას მიირთმევთ?-თავზე წამოადგა ოფიციანტი.
-ორი შოკოლადის ნამცხვარი და ერთი კოლა,-უთხრა ლიკამ.
-ახლავე,-უთხრა ოფიციანტმა და გაშორდა.
სანამ შეკვეთას მოიტანდა ჩუმად ისხდნენ.პირველად ცხოვრებაში არ იცოდნენ რა უნდა ეთქვათ.
როდესაც პატარები იყვნენ სულ ოცნებობდნენ,რომ დედაქალაქში წავიდოდნენ სასწავლებლად.იქ ისწავლიდნენ და მუშაობასაც იქ დაიწყებდნენ.ლიკას კარიო-ქირურგი უნდოდა გამოსულიყო და გამოვიდა კიდეც.ახლაც ძლივს გამოუჩნდა თავისუფალი დრო,წინა ღამეს მორიგე იყო.
ნათიამ იურიდიულზე ჩააბარა და ახლა ადვოკატია.
-ნათ არ გინდა დღეს ჩემთან დარჩე ?-ჰკითხა ლიკამ და ნამცხვარი გაიქანა პირისკენ.
-დავრჩები,-უთხრა ცოტა ხანი დუმილის შემდეგ,-მაგრამ,იცოდე!დილის შვიდ საათზე,რომ წამოხტები გამომიძახესო მე არ გამაღვიძო!-გაფრთხილების ნიშნად თითი დაუქნია.
-კარგი,კარგი.-სიცილით უთხრა ლიკამ და კოლა დალია.
კაფიდან პარკში წავიდნენ,სადაც სულ სიწყნარე იყო და გიჟდებოდნენ.
-აუ,ლიკა...-უთხრა ამოოხვრით ნათიამ.
-ჰმ...
-გთხოვ გიტარას მოვიტან რა,შენ მიდი და მეც მალე მოვალ.კაი?-ჰკითხა და როგორც სჩვეოდა გაიკრიჭა.
-მიდი ჰო,-უთხრა და თავი მომაბეზრებლად გადაიქნია.
უკვე ოცდასამი წლის იყო და შეყვარებული ჯერ არ ჰყოლია.არა უყვარდა მაგრამ არ ჰყოლია შეყვარებული.
ერთხელ ჰყვარებია,სულ ერთხელ ისიც ხუთი წელი,მაგრამ მისი უყურადღებობა ბოლოს მისი უხეში ქცევები ყელში ამოუვიდა და ეცადა გულიდან ამოეგდო.ახლაც ახსენდება და მონატრება შემოუვლის ხოლმე მაგრამ მაინც ცდილობს არ გაიხსენოს.ათი წლია არ უნახავს,ალბათ როგორ შეიცვალა.
ხის სკამზე დაჯდა და ყურსასმენები გაიკეთა,ტელეფონთან ერთად სულ დააქვს. Ed Sheeran-ის Give me love ჩართო და ამ სამყაროს მოსწყდა.
თვალები დახუჭული ჰქონდა,როდესაც მხარზე შეხება იგრძნო.მერე კი მის გვერდით ადგილის დაკავება.თვალები გაახილა და მის გვერდით მათე დაინახა,ამოისუნთქა და ბიჭს თბილად გაუღიმა.
-მარტო აქ რას აკეთებ?-ჰკითხა ბიჭმა და მანაც თბილად გაუღიმა.
-ნათიას ველოდები,-უპასუხა და ყურსასმენები კაბის ჯიბეში ჩაიდო.
-სად წავიდა?-ჰკითხა გაკვირვებულმა ბიჭმა.
-გიტარის მოსატანად.
-აჰა,ისე მე და ჩემი მეგობრები ვართ აქ.თუ გინდა წამოდი მარტო ჯდომას,-უთხრა ბიჭმა თბილი ღიმილით.
-არა,იყოს.დაველოდები,ისედაც მალე უნდა მოვიდეს,-გაუღიმა ლიკამ და წინ გაიხედა.
-კარგი,როგორც გინდა,-უთხრა მათემ და ისევ ბიჭებისკენ წავიდნენ,რომლებიც ლიკას აკვირდებოდნენ.
თვალები დახუჭა და რამდენჯერმე ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა.მომავალ ნათიას ხელი დაუქნია და ანიშნა სწრაფად მისულიყო.ნათიასაც,როგორც შეეძლო ისე სწრაფად მივიდა.ფუტლიარი გახსნა და გიტარა ამოიღო.
-რა უნდა დამიკრა?-თვალებში შესციცინა ლიკამ.
-Ed-ის autumn leaves,-უთხრა გაღიმებულმა ნათიამ და პირველი აკორდებიც ჩამოჰკრა,-ამყევი იცოდე.-ლიკამაც გაუღიმა და ნათიასთან ერთად სიმღერა დაიწყო.
ლიკას თვალები დახუჭული ჰქონდა ამიტომ ვერ შეამჩნია ირგვლივ შეკრებილი ხალხი,თორემ გული გაუსკდებოდა.ბოლო აკორდები ჩამოკრა ნათიამ და ლიკამაც თვალები გაახილა,თუ გული არ გაუსკდებოდა არ ეგონა.ხალხი ტაშს უკრავდა და გაბადრული სახეებით უყურებდნენ.ყაჩლაურმა თავი დახარა,მისი სიწითლე რომ არ შეემჩნიათ და რაღაც ჩაიდუდღუნა.ყველა,რომ დაიშალა მხოლოდ მათე და მისი ორი მეგობარი დარჩა.
-ვაუ,კარგად უკრავ და კარგად მღერით,-შეაქო გოგონები თბილი ღიმილით.
-მადლობა,-უთხრა გადაბრულმა ჩიტიშვილმა.
-გაიცანით ესენი ჩემი მეგობრები არიან,სანდრო ბექაური და ნიკა ლეკვეიშვილი.-თვალები ლამის ბუდიდან გადმოუვარდა,როდესაც მეორე მეგობრის სახელი და გვარი გაიგო „ნიკა ლეკვეიშვილი,ნიკა ლეკვეიშვილი...“ ჩაესმოდა ყურებში.აი თურმე როგორ შეცვლილა...
ველური [თავი I]
ველური [თავი I]
ველური [თავი I]



№1  offline წევრი blue.rain

ვაიმე ვაიმე ვაიმე მიყვარხარ :დ <3 'ის' სად დამიკარგე ჰაა? :დ

 


№2  offline წევრი Ce Ce

კარგი ხარ და იმედია მალევე დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent