შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცნობი (თავი პირველი)


19-04-2015, 00:24
ავტორი salomee
ნანახია 2 372

ესეც ახალი ისტორია! დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხავთ!! აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი.


***
-კატო დე, 3 საათზე უნდა იყო იქ, გაიგე?
-გავიგე დე. ნუცუბიძეზე ხო?
-ჰო. 35 ნომერია. როგორც კი შეხვალ სადარბაზოში, მარცხენა კარია. წავედი მე სამსახურში და ჭკვიანად.
-გკოცნი.
წუხანდელ ღამენათევს მესიკვდილებოდა ახალ ინგლისურის მასწავლებელთან წასვლა. კიდევ კარგი ახლოს მაინც იყო და იოსებიძიდან 15წუთში ვიქნებოდი. სწრაფად მოვემზადე და გავედი.
-კატოო, როგორ ხარ?
-კარგად დაჩი, შენ? - ჩემი მეზობელი და ყოფილი სკოლელი იყო დაჩი ნატროშვილი. შარშან დაამთავრა.
-რავი. რა ლამაზი ხარ!
-მადლობა დიდი. - გავწითლდი მე.
-საით? გაგიყვან.
-ინგლისურზე მივდივარ. აქვე - ნუცუბიძეზე. არ მინდა შეწუხდე, ჩემით გავალ.
-ღადაობ? რა შევწუხდე?! კაი რა. წამო, წამო. - თავით მანიშნა თავისი BMWM5- კენ. მეც ჩავჯექი.
-რას შვრები აბა? ლიკა დეიდა როგორაა?- მოიკითხა დედაჩემი.
-კარგად, კარგად. მადლობა.
-სამედიცინოზე აბარებ ხო შენ?
-კი.
ბავშვობიდან ვუყვარდი დაჩის. ცუდი ბიჭი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ მამა ყავდა ძაან ფულიანი და ცოტა თავში ავარდნილი ქონდა. გაბრაზებისას იყო კიდევ საშინლად შეშლილი. ერთხელ მახსოვს, მეცხრე კლასში ვიყავი, ჩვენმა მეზობელმა თემუკამ სიყვარული ამიხსნა და იმის მერე გამარჯობასაც ვეღარ მეუბნებოდა საწყალი. ამბობდნენ დაჩი ნატროშვილი გაგიჟდა, გაცოფდაო, თავის თავს არ გავდაო და თემუკას ისეთი დღე აყარა, ცოცხალი თუ გადარჩებოდა ნამდვილად არ გვეგონაო.
-აი აქ არის ნუცუბიძის 35. ძაან დიდი მადლობა! - გადმოსვლისას ვუთხარი ნატროშვილს და თან მანქანის კარი გავხსენი.
-თუ რამე დაგჭირდეს, ხო იცი?! - თვალი ჩამიკრა მან.
-კარგად დაჩი! - დავემშვიდობე და სადარბაზოში შევედი.
მარცხნივ მდებარე კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე. 1 წუთში ჩხაკუნის ხმა გაისმა და კარიც გააღეს.
დამცხა.
წელს ზემოთ შიშველ, სპორტულ ნაცრისფერ შარალში გამოწყობილმა ბიჭმა გამიღო კარი. ხელში მოკიდებული სიგარეტი ეჭირა. ჩემს დანახვაზე წარბები აწია და მიმახვედრა, რომ რამე უნდა მეთქვა. ყველანაირად ვეცადე ჩემი დაბნეულობა არ შემემჩნია და თამამად ვკითხე
-ქალბატონი ნინო მიქაბერიძე აქ ცხოვრობს?
ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე ასე წარბაწეულმა ამათვალიერა და ხელის მოძრაობით მოპირდაპირე კარზე მანიშნა.
ან ლიკას შეეშალა ან იმ მასწავლებელს ეშლება მარცხენა და მარჯვენა! ძალიან გავბრაზდი ასეთ უხერხულ სიტუაციში რომ მომწია ყოფნა.
-ბოდიში და მადლობა. - უხერხულად ვუთხარი და გამოვტრიალდი.
ნერვიულად დავრეკე ზარი მოპირდაპირე კარზე. ისე სწრაფად გამიღო ვიღაც ქალმა და სავარაუდოდ ჩემმა მასწავლებელმა, მეგონა იქ იდგა და მელოდებოდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და სანამ შევიდოდი, თავი მარცხნივ ოდნავ მოვატრიალე. კარის დაკეტვის ხმა არ გამიგია, მაგრამ იქ აშკარად აღარავინ აღარ იყო, კარი - დაკეტილი.


ინგლისურიდან გამოსულს ნუცუბიძიდან კანდელაკზე ფეხით გადავჭერი. კანდელაკზე მათხოვარი ამეკიდა. ძლივს მოვიშორე. ხურდა მართლა არ მქონდა, მარა იმას რას შევაგნებინებდი?!
მოკლედ ეს რა დღე მაქვს!
ჯერ იყო და დაჩი, მერე ვიღაც ბიჭს მივუვარდი სახლში და ბოლოს ესღა მაკლდა.


მამაჩემი 10 წლის წინ ამერიკაში წავიდა სამუშაოდ. იმის მერე ყოველ 5 წელიწადში ჩამოდის და წელიწადში ერთხელ მირეკავს.
მამაც ასეთი უნდა.
ლიკას გარეშე არ ვიცი.
არც დაქალები ვართ და არც ჩემი მესაიდუმლე არაა, როგორც საუკეთესო დედებს წარმოადგენენ ხოლმე. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს აკეთებს და ვთვლი, რომ ყველაზე მაგარი დედაა მსოფლიოში.



***
მთელი ღამე „დიდოსტატის მარჯვენას“ ვმეცადინეობდი.
მეორე დღეს საშინლად მეძინებოდა და ყველაფერს ინსტიქტურად ვაკეთებდი.
6საათზე მქონდა ინგლისური. უკვე მეორე გაკვეთილი იყო.
ძლივს მივაღწიე და ასევე - გამოვაღწიე.
სადარბაზოდან გამოსვლისას, ასე 15-მდე ბიჭი იდგა იქვე - ბაღთან. მესიკვდილებოდა ახლა იქ ჩავლა, მაგრამ რა მექნა. ხოდა მეც გავსწორდი და თამამად გადავდგი ნაბიჯები. უცებ იმათგან ერთ-ერთი გამოეყო და წინ ამეტუზა. თავიდან გული გამისკდა!
-კატო?!
-ვაიმე, ოთო?! როგორ ხარ? - ოთო იყო მაკარიძე - დაჩის კლასელი და შესაბამისად ჩემი სკოლელიც.
-რავი, შენ როგორ ხარ? - გამიღიმა.
-მე - კარგად! - გავინაზე მე.
-საიდან ნუცუბიძეზე?
-მასწავლებელთან დავდივარ აქ. შენ?
-ჩემი ძმაკაცები ცხოვრობენ. სალომე, ანო, როგორ არიან? ან ვაფშე რა ხდება სკოლაში?
-სკოლაში რა ვიცი, გამოგვიარე ერთხელ!
-კი,კი, უეჭველი გამოგივლით.
-კაი ოთო, გამეხარდა შენი ნახვა.
-მეც კატო. კარგად.

***
მეორე დღეს მართლა ამოგვიარა სკოლაში ოთომ, გაკვეთილების მერე. ძმაკაცებთან ერთად იყო.
მოვკვდები და ერთი აშკარად ძალიან მეცნობა.
ტვინი მეჭედება და ვერ ვიხსენებ.
მერე მახსენდება და სახეზე ცეცხლი მეკიდება.
ჯობდა არ გამხსენებოდა.
მას ჩემს რეაქციაზე ეღიმება და პირდაპირ თვალებში მიყურებს.
მე - ვიბნევი. აღარ ვიცი რა ვქნა და თავს ვატრიალებ.
-გოგოებო რას შვრებით? - გვკოცნის ოთო და თბილად გვიღიმის.
-სახლში მივდივართ ეხლა ოთო, შენ? - სწრაფად პასუხობს სალომე.
-ხო მართლა, გაიცანით, ესენი ჩემი ძმაკაცები არიან ირაკლი, გიგი და სანდრო - ბოლოს ჩემი დამაბნევლისკენ გვითითებს ის და მე კიდევ უფრო ვწითლდები.
-სასიამოვნოა. - ერთხმად ამბობს ყველა და მერე ისტერიული სიცილი უტყდებათ.
მე ხმას არ ვიღებ.
არადა, რა არის ახლა ისეთი მოსარიდებელი აქ?! უბრალოდ სახლი შემეშლა. რა მოხდა?! კომპლექსიანი რო იქნები ადამიანი!
სანდრო ეწევა, ნაგლურად მიყურებს და დრო და დრო ეცინება - ჩემზე.
აღარ ვიცი რა ვქნა და სახლში წასასვლელად დროის უკმარისობას ვიმიზეზებ, მაგრამ იდიოტი ანო გრძელ ენას ვერ აჩერებს
-გოგო წეღან არ თქვი უნარები მიცდება და სადმე გავიაროთო?!
უკვე სიკვდილს ვნატრობ.
-კაი კატო, ეგრე თუ არ გაგეხარდა ჩემი ნახვა მითხარი და წავალთ. - სიცილით მეუბნება ოთო.
-წეღან მომწერა დედაჩემმა, სადღაც გაყოლა უნდა და მაგიტო, თორე რა სისულელა ოთო. - ყველანაირად ვცდილობ სიტუაციის გამოსწორებას და კიდევ უფრო მეკიდება სახეზე ცეცხლი, თუ საერთოდ უფრო მეტად შესაძლებელია.
-კაი მიდით გოგოებო და გნახავთ მერე. - ყველას გვემშვიდობება ოთო და ჩვენც მივდივართ.
ანოს ისე ვჩქმეტ, ხელი თვითონ მტკივა.
-გოგო შენ ნორმალური ხარ?! - ისტერიკა მემართება მე.
-ვაიმე, შენ აქეთ თუ ხარ ნორმალური?! სისხლი ჩამექცა შე დეგენერატო!
-მეტის ღირსი ხარ! რო ვთქვი მეჩქარება-მეთქი, ესე იგი მქონდა მიზეზი და რა საჭირო იყო გეტლიკინა იქ?!
-გეყოთ ეხლა! - ჩვენს დამშვიდებას ცდილობს სალომე.
მე მაინც ვერ ვწყნარდები, ცოფებს ვყრი და მთელი გზა ვქოთქოთებ.
ცოტა ხანში გოგოები აზრზე მოდიან და მიზეზს მეკითხებიან. მეც ვეუბნები და მერე იწყება ისტერიული სიცილი...


***
ინგლისური 9საათზე დამიმთავრდა. ოქტომბერი იყო და ამ დროს უკვე კარგად ბნელოდა. კიბეები ჩავირბინე და ზუსტად იმ დროს, როცა მე სადარბაზოდან გავედი, რაღაც სასწაული ღრიალი ატყდა. ვერც გავიაზრე, ისე გამათრია ვიღაცამ იქვე მოჩხუბარი ბიჭებიდან შორს. სწრაფად ავხედე სახეზე.
სანდრო.
წარბი ქონდა გამსკდარი. ხელებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ორივე ხელიდან სისხლი მოსდიოდა.
-მეტკინა ხელი! - ჩემს მკლავზე ჩაბღაუჭებული ხელისკენ მივუთითე.
-გადაატანინე ინგლისური სხვა დროზე. - ხელი გამიშვა და წინ გადამიდგა ის.
-რა? - აზრზე ვერ მოვედი მე.
-გადაატანინე სხვა დროზე-მეთქი.
-ვინ ხარ? - ნერვები მომეშალა.
-ამ წუთას არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა იცი ვინც ვარ.
-გამატარე რა. - ვეღარ ვითმენდი მე. გამატარა.
უბრალოდ ვერ მივხვდი.
საერთოდ ვერაფერს!


***
-აუ კატო, მიდი რა მაღაზიაში ჩაირბინე, ყავა აღარ გვაქვს. - შაბათ დილით გამომძახა დედაჩემმა.
იმ დღეს გარეთ საოცრად თბილოდა. მიყვარს ასეთი ამინდები.
ჩემი კორპუსის წინ ბაღი იყო. ბავშვებით იყო ავსებული აქაურობა. რაღაც კარგ ხასიათზე დავდექი.
იქვე „სკამეიკაზე“ ჩამოვჯექი და ბავშვებს გავხედე. გამეღიმა. ვგიჟდები ბავშვებზე.
4-5 წლის ბავშვი მომიახლოვდა და გამიცინა. მეც დავხედე და გავუღიმე.
-რა გქვია?
-ლუკა. სენ?
-მე - კატო! ძაან საყვარელი რო ხარ იცი?! - ლოყებზე მივეფერე მე. ძალიან გამართო ამ ბავშვმა. ისე რომ ლიკას ყავაც დამავიწყდა.
-კატოოო!!!! დედა ხო კარგად ხარ? - ტელეფონში მიკიოდა ლიკა.
-კი დედა კარგად ვარ. მოვალ 2წუთში! - ფეხზე წამოვხტი და სწრაფად ვაკოცე ლოყაზე ლუკას.
-კარგად ლუკ!
-კალგაათ კატო! - დამემშვიდობა ისიც.

-ყავის ყიდვას ნახევარი საათი რატო მოანდომე დედიკო? - სამზარეულოდან დამიძახა დედაჩემმა.
-ბაღში ვიჯექი და ვიღაც პატარა ბავშვს ვეთამაშებოდი. - გამეცინა მე.
-როდის გაიზრდები ნეტა ვიცოდე! - გაეცინა ლიკასაც და შუბლზე მაკოცა.
-ვგიჟდები შენზე!


***
სკოლიდან გამოსული სალომეს ვეჯუჯღუნებოდი
-პროსტა დამპალი! რისთვის მიკარგავს ოქროს მედალს! აუ მეზიზღება რა.- საშინლად ვბრაზდებოდი მე. სალომეც მშვიდად ისმენდა ჩემ გაუჩერებელ ლანძღვას ფიზიკის მასწავლებელზე.
-ამათ რაღაც ძაან მოუხშირეს აქ სიარულს. - სკოლასთან მდგარ ოთოზე და მის ძმაკაცებზე მიმითითა სალომემ და წარბები აწია. - პარასკევს რო არ იყავი მაშინაც იყვნენ. საქმე გამოელიათ?
-ვავა, რა გოგოები? - გადაგვკოცნა ოთომ. დანარჩენებთან უბრალო გამარჯობით შემოვიფარგლეთ. -ანო სადაა?
-რაღაც ვერ იყო დღეს და არ წამოვიდა. - უკმაყოფილოდ უპასუხა სალომემ.
-ამას რა ჭირს? - ჩემზე თავით ანიშნა მაკარიძემ.
-ფიზიკაში რაღაც ვერ დაწერა სწორად, შეეშალა რა, ხოდა მასწავლებელმა ცხრას გამოგაყოლებო! გიჟია ეგ ქალი! აფრენს! - ნერვები მოეშალა სალომესაც. - არადა სულ ათები ყავს და ოქროს მედალს იღებს და არ უნდა რო გუფუჭდეს.
-ვინ, ლიანა? - გაუკვირდა ოთოს.
-ხო, ხო, ლიანა. დამპალი ქალია!
-წავედით ხო ჩვენ?! - უხასიათოდ ვთქვი მე და ბიჭებს დავემშვიდობე.



მეორე დღეს ფიზიკის გაკვეთილზე ჩუმად ვიჯექი. ხმა არ ამომიღია.
-გელოვანი ათს რომ გაყოლებ ესე ჩუმად აპირებ ჯდომას? - წარბაწეულმა გამომხედა ლიანამ.
თვალები შუბლზე ამივიდა. გუშინ მეუბნებოდა ცხრას გაყოლებო. თან ისეთი ქალია თავისით შანსი არაა შეეცვალა გადაწყვეტილება.
არ ვიცი ვინ რა უთხრა და საერთოდ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია - ვიღაცის ხელი აშკარად ურევია.


***
-კატო!
-ჰო.
-სად ხარ?
-ნუცუბიძეზე. ეხლა გამოვედი ინგლისურიდან.
-რა კარგი ამინდია ნახე! გავიდეთ რა დღეს სადმე.
-სამეცადინო მაქვს ანო.
-აუუუ ნუ ხარ ეგეთი!
-კარგი ხო ცოტა ხნით გამოვალ, ნუ მეჯუჯღუნები ოღონდ!
-მიყვარხაარ! - გაიწელა ანო და გამითიშა.

უცებ წინიდან ვიღაც პატარა გამოიქცა „კატო,კატოს“ ძახილით. ლუკა!
-ლუუკ! როგორ ხარ? - ჩამეხუტა ის.
-კალგათ კატო, სენ?
-მეც კარგად. - წინ ვიღაც აგვეტუზა. ალბათ ლუკასთან ერთად იყო. სწრაფად ავაყოლე თვალი და გული გადამიქანდა.
-საიდან თქვენ? - გაიღიმა სანდრომ.
-კატო, ეს ჩემი ძმაა ალექსანდლე. - წნევა თუ არ დამარტყამდა არ მეგონა ნამდვილად!
-ვიცნობთ ლუკა. - თმაზე წაეთამაშა ლუკას.
-მალთლა? ლა მაგალია! - გაეხარდა ლუკას. მერე ვიღაც პატარა გოგო დაინახა და წამებში იმისკენ გაიქცა.
მე ვიდექი დაბნეული. არც ვიცოდი რა მეთქვა.
-საიდან იცნობთ ერთმანეთს? - სიგარეტს მოუკიდა სანდრომ.
-იოსებიძეზე სკვერში შემთხვევით გავიცანით.
-ხოო, დედაჩემის დაქალი ცხოვრობს მანდ და. - ნაფაზი დაარტყა მან. მე უხერხულად გავჩუმდი.
-რა ქენი შენ? გადაატანინე ინგლისური?
-არა. უცხოების რჩევებს არ ვითვალისწინებ. - თვალი შვალში გავუყარე.
წამებში გადმოიხარა და ტუჩთან ძალიან ახლოს, კუთხეში მაკოცა.
არ ვიცი რა დამემართა.
რაღაც სასწაული.
გავწითლდი.
გავლურჯდი.
ფერები გადამივიდა.
-ეხლა ხო არ ვარ უცხო? - გაიმიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-ეხლა უცხო არა იდიოტი ხარ! - გავცეცხლდი მე.
-მაგას არა უშავს, მთავარია უცხო არ ვიყო! - გაეცინა და სიგარეტი გადააგდო.
-არ ხარ შენ ნორმალური! აფრენ!
-შეიძლება. ცოტას ყველა ვაფრენთ.
-კატო წამოდი ჩვენთან! - ლუკაც მორჩა ლაპარაკს თავის მეგობართან და ჩვენთან მოირბინა.
-ლუკ, ეხლა ვერა! სახლში მეჩქარება და სხვა დროს იყოს კარგი?
-კალგი. - სწრაფად დამიქნია თავი და ჩამეხუტა. ვგიჟდები ამ ბავშვზე!
სანდროსთვის ზედაც არ შემიხედავს ისე წავედი.
-ნაცნობებს ემშვიდობებიან ისე! - სიცილით დამიძახა.
არ მივტრიალებულვარ.
არ ვიცი როგორ, რატომ ან რანაირად.
ასე გახდა ჩემთვის უცნობი სანდრო ნაკაშიძე ნაცნობი.



№1 სტუმარი NiniTooo

მეორე თავს ვერ ვპოულობბდა ახვა სახელით დადე ?

 


№2  offline წევრი salomee

NiniTooo
მეორე თავს ვერ ვპოულობბდა ახვა სახელით დადე ?

არა დევს იგივე სახელით, სრულად და ასევე აქვს მეორე ნაწილიც. შედით ჩემს სიახლეებში! მადლობ, რომ კითხულობ:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent