შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოურჯულებელი სვანი (1)


19-04-2015, 12:45
ავტორი ნენე2
ნანახია 4 483

პატარაა, მაგრამ არც ისე პატარა, რომ ვერ გაიგოს ამ ცხოვრების არსი. ოჯახში, რაც თავი ახსოვს სულ პრობლემები ჰქონდა. მამა სვამდა, სახლში გალეშილი მოდიოდა და დღის ჯავრს ცოლ-შვილზე იყრიდა. ბოლოს დედამისმა ვეღარ გაუძლო შვილისა და საკუთარ ტანჯვას, სახლიდან წამოვიდა.. წამოვიდა ბათუმიდანაც და დასახლდა თბილისში.
ნენე, თავიდან ვერ შეეჩვია ახალ გარემოს, ახალ სკოლას, ახალ ამხანაგებს, შემდეგ ნელ-ნელა შევიდა კონტაქტში და მთელი კლასისთვის საყვარელი მოსწავლე, მეგობარი, მრჩეველი დადგა.
ორი წელია თბილისშია, მეგობრები_ნიკა, დათო, ნია და თეკლა ყველანაირად უწყობენ ხელს შეეგუოს აქაურ ცხოვრებას, რაც არაჩვეულებრივად გამოსდით. განსაკუთრებით ახარებს ბიჭების მხარდაჭერა, მათი ნათქვამი "დაიკო", ის ხომ ყოველთვის ოცნებობდა ყოლოდა ძმა. დედმამიშვილი, მისი ყველაზე დიდი ტკივილი იყო. როდესაც დედა სამი თვის ფეხმძიმე გახლდათ, მამამ ისე ცემა, სახლიდან ვერ გადიოდა, თვალში ხედვა უჭირდა. იმ დღეს პირველად უთხრა მამამისს _ "მეზიზღები". მის მერე, მისთვის ხმაც არ გაუცია.
მეგობრებმა ყველაფერი იცოდნენ მის ოჯახზე, მის წარმომავლობაზე, ამიტომ მათ ნამცეცასთან არასოდეს ლაპარაკობდნენ მამაზე. ეს ყველაფერი გოგონასთვის დიდ ტკივილთან ასოცირდება.
დედა? ნანა ყველანაირად უწყობს შვილს ხელს. არ არსებობს დღე, რომ როგორც მეგობარი ისე არ დაელაპარაკოს. კითხოს რა ხდება მის თავს, ვინმე ბიჭი ხომ არ გამოჩენილა. გოგონაც გულახდილად, ყველაფერს უყვება, თუმცა როცა საქმე ბიჭს მიადგება მისი პასუხია _ მე მაგისთვის არ მცალია.

სკოლიდან ადრე დაბრუნდა სახლში, ისაუზმა და ნიასთან ერთად წავიდა მასწავლებელთან. გზაში, როგორც ყოველთვის უამრავ თემაზე დაიწყეს საუბარი...
მასწავლებელი მალევე მოილია, ნიამ ახალი მასალა ვერ გაიგო, ამიტომ კიდევ დატოვა ნელიმ თავისთან. თავიდან იფიქრა, მეც დავრჩებიო, მაგრამ ახალი მოსწავლეები რომ მავიდნენ, მარტო გაუყვა სახლისაკენ გზას.
ბინდდებოდა.გადახლართული ყურსასმენების გახსნაში გართულმა, ვერც კი გაიაზრა ისე დაეჯახა ვიღაც, მასზე მაღალ სხეულს. შიშისგან და მოულოდნელობისგან გული აუფრთხიალდა. უცებ შეხტა და შეშინებულმა დააკვესა ლამაზი თვალები.
მის წინ მართლაც, მასზე მაღალი, ხესავით მდგარი, მომღიმარი ბიჭი იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
_მარტო რატომ ხარ?-წარბაწევით კითხა უცნობმა და ცალყბად გაუღიმა.
_და, რა შენი საქმეა, მე როგორ ვარ?-რაც თავში აზრად მოუვიდა ის წამოაყრანტალა იმ წამს.
_ბევრს ხომ არ ლაპარაკობ?-თამბაქოს ბოლი პირდაპირ სახეში მიაფრქვია,რაზეც ხველა აუტყდა ნენეს.
_ფუფ, შენ არ იცი, სახეში მიბოლება უზრდელობა რომ არის?-ხველა ატეხილი ხელს ცხვირწინ იქნევდა და მზერის გაწმენდას ცდილობდა.
_მე სახეში მიბოლებაზე, სულ სხვა რაღაც ვიცი,-თავი გვერდზე გადაწია ბიჭმა,_რვის მერე, მით უმეტეს შემოდგომაზე, ადრე ღამდება, არ გირჩევ ქუჩაში სიარულს.
_მიკვირს შენ რატომ გისმენ,-გამწარებულმა წამოიყვირა და გვერდი აუქცია ბიჭს.
_მეც მაქეთ მოვდივარ,-სწრაფად დაეწია გოგონას და გვერდით ამოუდგა.
_რა გინდა?-აჯახა მოულოდნელად ნენემ ბიჭს.
_სახლში გაცილებ, ვინმე დებილი რომ არ გადაგეყაროს!-უთხრა და კიდევ ერთხელ მიაბოლა სახეში.
_გთხოვ, მაგას ნუ აკეთებ!-კიდევ ერთხელ ჩაახველა და ბოლის გაფანტვას ეცადა.
_კარგი,-მალევე დაემორჩილა ბიჭიც და წინ გაიხედა._არ გეშინია ღამით სიარული?
_ჯერ არ არის ღამე.
_როგორ არა, ნახე მზე ჩავიდა.-ხელი ჰორიზონტისკენ გაიშვირა და მერე თვალებდაწვრილებულმა გადმოხედა გოგონას.
_შენთან ლაპარაკი არ ღირს, სვანივით ერთი და იგივეს ამტკიცებ!-გაბრაზებულმა დაიბუზღუნა.
_ალბათ იმიტომ, რომ სვანი ვარ!
_ძალიან მაგარია, მიყვარს სვანები,-წამოიყვირა ხმამაღლა და როცა გააცნობიერა რა თქვა, ლოყები აუხურდა.
_ბავშვი ხარ!-გადაჭრით უთხრა ბიჭმა.
_მე? მე არ ვარ ბავშვი,-წარბები შეკრა და გაბრაზებულმა აუჩქარა ფეხს.
_რომ გეუბნები ე.ი ხარ,-არ ეშვებოდა გოგონას გამწარებას სვანი.
_დამანებე თავი!-გადაჭრით მიუგო გოგონამ და თავის სადარბაზოში შევარდა,_სვანი, მოურჯულებელი სვანი!-გაყვიროდა სახლში და ხელებს ნერვიულად იქნევდა.
_რა მოხდა დედიკო?-სამზარეულოდან გამოვარდა ნანა.
_ვიღაც სულელი გამომეკიდა გზაში და მითხრა ბავშვი ხარო, სვანი!-გაბრაზებისგან სიტყვებს ძლივს აბამდა თავს.
_კარგი ბიჭი იყო?
_დედა!-წამოიყვირა თვალებგაფართოვებულმა.
_რა მოხდა შვილო?! აბა ვინ შეიწუხებს თავს, სახლამდე მოგაცილოს, თუ რამე წესიერი არ ამოძრავებს შენს მიმართ?
_სვანია, თავისას მიმტკიცებდა! უხ..-დედის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე შევარდა საძინებელში.
თეკლას დაურეკა და ყველაფერი მოუყვა, ის კიდევ გახარებისგან ერთ ადგილას ვერ ეტეოდა.
_მოწონხარ, უეჭველი მოწონხარ!
_თეკლა, მორჩი! წავედი მე დავიძინო.
_რა დროს ძილია, ცხრა საათია!
_მეძინება მე!-უთხრა გადაჭრით.
_შენც გასვანდი მგონი.-ამოიბუზღუნა დაქალმა.
_წავედი!-სიტყვის თქმაც არ დააცადა ისე გაუთიშა ტელეფონი.

პიჟამა ჩაიცვა და დასაწოლად მოემზადა, ტელეფონი რომ აზუზუნდა. მესიჯი იყო მოსული დაფარული ნომრიდან.
_ძილინებისა, ნენე.
მაშინვე გაიფიქრა, ის სვანი იქნებაო, ვერ იტანს გოგონებს, თავს რომ ისულელებენ და ყველაზე ფიქრობენ, იმ ბიჭის გარდა, ვისაც უეჭველად ეცოდინებოდა მისი ნომერი.
_სვანო, შენ ხარ?-მანაც მალევე დაუბრუნა პასუხი. ვერ იტანს თავის დაფასების ცერემონიებს, ან რა საჭიროა?
_ხო, მე ვარ.
_ხო და მაშინ მოურჯულებელი ჯორი ხარ!-მიწერა გაბრაზებულმა და პასუხს დაელოდა.
_ენა დაამოკლე თორემ, კარგი არაფერი დაგემართება.-აშკარად გაუბრაზდა თუმცა ამაზე დიდად არ უდარდია.
_შემაშინე ძალიან. (დაეჭყანა)
_მაგ ენას მოგაჭრი ძირში. ახლა დაიძინე.
_ტკბილი ძილი,-უსურვა გოგონამაც და ტელეფონი უნდა გაეთიშა, კიდევ ერთი მესიჯი რომ მოუვიდა.
_რაღა დამაძინებს ტკბილად, მომიშალე ნერვები.-წერდა სვანი.
_რას მწერდი მაშინ?
_მინდოდა და გწერდი.
_სვანი ხარ, სვანი!
_ძილინებისა.-მხოლოდ ეს დაუბრუნა პასუხად და მეტი არაფერი მიუწერია.


მეორე დღეს, მასწავლებლიდან რომ ბრუნდებოდა, კიდევ ელოდებოდა სვანის გამოჩენას, თუმცა ის გადარეული არა და არ ჩანდა... ისიც იფიქრა, ვაი თუ რამე დაემართაო, მაგრამ ეს აზრიც მალევე უკუაგდო და მოურჯულებელი სვანიც ცოტა მიივიწყა..
მანამ სანამ ისეთ ამბავს არ გაიგებდა, რომელმაც მთელი მუცელი ამოუტრიალა და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვა.
ამას სვანისგან არ მოელოდა..
უბრალოდ ამ ადამიანში არ იგრძნობოდა ის რაც, იმ წამს დაინახა...
სულიერად შეიძრა... გულიც დაწყდა... თვალთ დაუბნელდა..

____________________

პირველი ისტორიაა, გთხოვთ შემიფასეთ.
საცდელი თავია და შეიძლება პატარაა მაგრამ ხვალაც დავდებ, ვეცდები უფრო დიდი დავწერო...ჩემი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია..
ვიცი, გგონიათ "ბაბულიკური" ისტორიაა, მაგრამ ერთი შეხედვით ნუ შემიფასებთ ისტორიას ძალიან გთხოვთ..



№1  offline წევრი nigita

Dasawyisi momewona <3 gaagrdzele :D

 


№2  offline წევრი Imereli

კაი ხარ, გააგრძელე! ❤

 


№3  offline წევრი ana-stasia

აი სულ რიმილით ჩავიკითხე ისე მომეწონა,გააგრძელე,თავები გაზარდე და არ დააგვიანო,თორემ გადამიმტერებ wink აბბა შენ იცი წარმატებები love

 


№4  offline წევრი cancara

Male male didi tavebi

 


№5  offline წევრი Khaleesi

ვაიმე რა კაი იყო

 


№6  offline წევრი nuki-nuka

მართლა ძალიან მომეწონა...
თავები გაზარდე და არ დააგვიანოხოლმე და კაი გოგო იქნები love
წარმატებებს გისურვებ.

 


№7  offline წევრი ნენე2

მადლობა ყველას, ძალიან დიდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent