შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწილების ორგანიზატორი 3


19-04-2015, 14:36
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 867

ერთი კვირის განმავლობაში ნიკა არ მინახავს,მას თავისი საქმე ჰქონდა მე ჩემი, ნისათან და დათოსთან ერთად მოვიარე რესტორნები
-დიდი დარბაზი რათქმაუნდა კარგია მაგრამ, პატარა სჯობს ნაკლები ხარჯიცაა და უფრო ადვილია გალამაზებაც თან პატარა დარბაზი დიდად არ გადაიტვირთება დეკორაციებით და სადა იქნება თუმცა თვალის მომჭრელი
-არა მე მაინც დიდი დარბაზი მინდა
-და მაინც როგორ წარმოგიდგენია რო იქნება გაფორმებული
-ქართული სუფრა არ მინდა მინდა ცოტა ევროპულ სტილში, მამაჩემმა ქართული მაგრამ მაინც ჩემს არჩევანზე დავრჩები ხო დათო?
-ჰო, თან ბევრი ხალხიც არ გვინდა ასე 100 კაცამდე იქნებიან სულ ახლობლები
-მითუმეტეს უფრო კარგი, თუ დიდი დარბაზი იქნება მაშინ ასე გავაკეთოთ, შუაგულში პატარა შადრევანი ჩავდგათ პატარა ლურჯი ყვავილებით გაწყობილი, ასეთივე იყოს ფარდები და განათებაც თავიდან ოდნავ ღია და არამგონია ღამემდე წავიდნენ ამიტომ მერე უფრო მუქ ტონალობაში გადავიყვანთ, ასევე შემოსასვლელში დიდ თაღზე გავაკეთოთ ლურჯი ღიღილოები და ასე 20 ლურჯი ვარდიც ვიყიდოთ შიგადაშიგ ჩავსვათ, ლურჯი ან თეთრი ხალიჩაც შადრევნამდე სადაც პირველად შემოხვალთ.- ორივე ყურებდაცქვეტილი მისმენდა
-აბა როგორი იქნება?.- ლაპარაკით დაღლილი მათკენ შევტრიალდი და ვუთხარი
-ანუ ყველაფერი ლურჯში?
-ნუ ჰო თუ გინდათ სხვაზეც ვიფიქრებ
-არაა ძაან მომწონს ასე
-ჰო, კაცებს რომ გული არ დაგწყვიტოთ თანხები თუ გვეყოფა ბარი გავაკეთოთ სიგარების, თითო მამაკაცზე 2 სიგარა და ვისკი იქნება
-ეგ იდეა მომწონს.- აღტაცებულმა წამოიყვირა დათომ
-და ქალებისთვის?
-ქალებისთვის შენი ლამაზი თაიგული იქნება, რომელიც თეთრი ვარდებისგან იქნება შემდგარი და შუაში სამი წითელი ვარდი იქნება
-აუ მაგარია.- თვალებ განაბულმა თქვა ნიამ და ხელები ერთმანეთს შემოარტყა
-თუ მოგწონთ, მაშინ დრო არ იცდის, თქვენ ცალკე წახვალთ მანქანით მე ტაქსს გამოვიძახებ და დავიწყებთ მასალების შეკრებას და თუ მაინც დიდი დარბაზი გინდათ გუშინ სადაც ვიყავით ის დაჯავშნეთ სანაპიროა, დათო გთხოვ დაურეკო
-შენ ბევრგან უნდა მიხვიდე?.- შეწუხებული სახით მკითხა ნიამ
-კი მაგრამ არაუშავს
-ნიკას ვეტყვით და წაგიყვანს მანქანით
-არა არ მინდა არ შაწუხოდ მართლა დიდი მადლობა
-არა დავურეკავს მოცადე
-არა გთხოვთ არ გინდათ.- მარა ვიღამ მომისმინა დათომ ტელეფონი მოიმარჯვა და დარეკა
-სად ხარ?
-...
-მიდი რა გამო ნიასთან, სასწრაფო სამქეა
-...
-ჰოჰო გელოდები..- გათიშა და მე გამომხედა
-მოვა სახლში ყოფილა
-მადლობა.- ზუსტად 15 წუთში ნიას სახთან იყო ნიკას მანქანა და ერთმანეთს ვუმზერდით
-აბა რა ხდება?
-ნიკა ჩემი და დათოს გამო ხომ ყველაფერს გააკეთებ?
-კი
-ჰოდა მონიკას დახმარება უნდა უფრო სწორედ მანქანა სჭირდება და შეგიძლია სადაც გეტყვის წაიყვანო?
-კი, მეც გავერთობი.- გამომხედა და თვალი ჩამიკრა, მანქანაში ვჯდებოდით როცა ბატონი ჯემალი შემოვიდა სახლის ეზოში დამომესალმა
-გამარჯობ მონიკა
-გამარჯობა ბატონო ჯელამ
-აბა რას შვებით? საქმეები როგორ მიდის...
-ყველაფერი კარგადაა ახლა ნიკა წამიყვანს რაღაცეების საყიდლად.- ეს რო ვუთხარი სახეზე დაიმანჭასავით რა მოუვიდა ვერ მივხვდი, უცბად დავემშვიდობე და წამოვედი.
მთელი გზა ვიცინოდი ნიკა დათოს და თავის პატარაობის ამბებს მიყვებოდა, მერე როგორ გაიცნეს ნია და ა.შ
-ნიკა ეს ყველაფერი ნაქანაში გქონდეს ახლა გვინაა და ხვალ დილით თუ შეძლებ გამომიარე და ერთად წავიღოთ კარგი
-კარგი, კარგად იყავი.
-მადლობაა დიდი, თორე წამება მელოდა დღეს
-ყოველთვის თქვენს სამსახურში.- თავზე ორი თითი მიიდო და უცბად ჩამოიღო, თან გაეცინა
-კაი კარგად.- სიცილით ვუთხარი და კარი მივხურე, ამჯერად გამიმართლა და ლიფტი მერგო კარებთან ისევ თეთრი ვარდების თაიგული დამხვდა ამჯერად ბარათით
"მეგონა მადლობას მეტყვოდი ყვავილების გამო, თუმცა არაუშავს"
მაშინ შემოვირტყი თავში ხელი როგორ დამავიწყდა ნიკასთვის მადლობის თქმა, მაგრამ ძალიან მიკვირდა ჩემგან ჩუმად როგორ მიგზავნიდა ყვევილებს, რამე სენსორული ღილაკი ქონდა, გაოცებულმა დავიელმე თვალები და კარი შევაღე...

***

ქორწილემდე 3 დღე იყო დარჩენილი და ნიამ ახლა მოიცალა მარტო კაბის ყიდვისთვის, მაღაზიების შემოტარებაში ფეხები მომტეხა, შენი გემოვნებით მინდა, ვნატრობდი მეთქი დაქალი ან მეჯვარე არ ყავს ამ გოგოს ის რო გამოყოლოდა თქო, ათასი კაბა მოიზომა და ათასივეზე უარი თქვა
-აი ეს ძალიან ლამაზია თან მოგიხება, ლამაზი ფიგურა გაქვს და სწორად შენთივსაა შექმნილი
-ვითომ?
-კი ძალიან ლამაზია
-გავისინჯავ.- გასახდელში შევიდა და 10 წუთში როგორც იქნა გამოაღწია გარეთ, ისეთი ლამაზი იყო თვალებს ვერ ვუჯერებდი
-ძალიან გიხდება
-მეც მომწონს, მართლა მიხდება?
-კი ულამაზესი ხარ, თმა აიწიე მაღლა
- ულამაზესი ხარ ნია!
-მადლობა, ამას ვიყიდი.- კაბას ფასიც შესაფერისი ჰქონდა, ნიამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვსო. მანქანასი ვიყავით უკვე ნიამ რო გამომხედა
-ის ხო იცი შენც დაპატიჟებული ხარ?
-მე, მე რა შუაში ვარ
-როგორ არ ხარ, მთელი ოჯახის გადაწყვეტილებით მოდიხარ
-კი მაგრამ, არასდროს ვყოფილვარ ასე ვინმეს ქორწილში, თან გამზადებულიც არ ვარ
-კი ხარ, უკანა სავარძელზე გაიხედე.- მეც უკან შევტრიალდი
-მაგ შავ ჩანთას ხედავ
-კი
-მაგის უკან შავ ყუთს
-კი
-ჰოდა შენებია იმედია მოგეწონება მე და ნიკამ შევარჩიეთ.- გამომხედა და გამიკრჭა
-ვაიმე დიდი მადლობა, რატო წუხდები შენი არც მეგობარი ვარ არაფერი უბრალოდ ჩემს სამსახურს ვასულებ
-მეც ჩემს მოვალეობას ვიხდი, მინდა უბრალოდ ჩემს გვერდით იყო, შიძლება ცოტა დრო რაც გიცნობ მაგრამ ისეთ სიალალსეს და ისეთ სიწმინდეს ვხედავ შენს თავლებში
-ვაიმე მადლობა, ახლა ცრემლები წამომივა
-იცი, არასდროს მყოლია ნამდვილი მეგობარი ყველა მამაჩემის ფულის გამო იყო ჩემთამ, ახლა ჩემი მეჯვარე ვინც უნდა იყოს არც ის მეხატება დიდად გულზე, მაგრამ რას ვიზავ
-მე კიდე, საერთოდ არ მყავს ყალბი მეგობრებიც კი, მხოლედ ერთი თანამშრომელი რომელიც ძალიან კეთილია, ხშირად ვერც ვხედავ ჩემი შემცვლელია ათაში ერთხელ თუ მოვახერხებდით ერთად ყოფნას
-ჰოდა ამის მერე მიზეზი გექნება ჩემთან ჩამოსვლის
-ჰო...

***
წითელ მოკლე კაბასა და წითელივე ფეხსაცმელებში გამოწყობილი, მივდიოდი ნიას სახლში, კიბეები ავირბინე და კარზე დავაზარე, ისევ მათმა მოახლემ გამიღო კარი
-მობრძანდით
-პატარაძალი სად არის?
-თავის ოთახშია
-კარგი დაველოდები. მისაღებში სავარძელზე ჩამოვჯექი, მალევე გამოჩნდა ბატონი ჯემალი კოსტუმის სწორებით, მისასალმებლად ფეხზე წამოვდექი
-გამარჯობათ ბატონო ჯემალ, გილოცავთ შვილის გაბედნიერებას
-მადლობა მონიკა, დღეს გამორჩეულად ლამაზი ხარ
-მადლობა.- ცოტა გავწითლდი და გავბრაზდი კიდეც რა წესია ამხელა კაცი კომპლიმენტს რომ გეუბნევა...
-მე ნიასთან ავალ.- მისი მზერისგან თავის დაღწევა მინდოდა და მოვშორდი, როცა გზაში ნიას ხმაც მომესმა მოემზადეთ მოვდივარო...


-ესეც მესამე თავი...



№1  offline წევრი S.likuna

auu ra magariaaa momewona dzalian ❤️ male dade da didi tavebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent