შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [4]


19-04-2015, 18:02
ავტორი შიკალატკა
ნანახია 2 930

უუუუუდიდესიი ბოდიში დაგვიანებისთვის! ვერ მოვახერხე ვარკვეული მიზეზების გამო დადება! თუმცა აი, შედარებით დიდი თავი დაგიდეთ იმედია ისიამოვნებთ და ძალიაააან დიდიი მადლობა ვინც კითხულობთ და კიდევ ერთხელ გთხოვთ კომენტარისა და შენიშვნის დატოვებას.

=_=_=_=


კიბეებს ნელა ავუყვებოდი. არ მსურდა სახლში მისვლა. ნეტავი მიწა გამსკფომოდა დ. შიგ ჩავეტანე, მაგრამ არა, ნატვრა ნატვრად დარჩა. კარები შევაღე და პირდაპირ ოთახში შევიკეტე. დამშვიდება მჭირდებლდა და ამისთვის რას ვაკეთებ? ვმღერი. გიტარას ხელო დავტაცე და ჩემი საყვარელი სიმღერია დავუკარი. ჩარკვიანის-მენატრება. ეს სიმღერა ყოველთვის მაწყნარებს. ვერ ვიტყვი, რომ ჩარკვიანზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ ამ სიმღერაზე ნამდვილად.
- "ისევ ამოდის თეთრი მთვარე და სიყვარული მოგონებას გავს,
შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერა არ მანებებს თავს" - ავყევი ნოტებს. ერთადერთი ადამიანი, ვინც იცის რომ ვმღერი და ვუკრავ, არის ელენე. ყოველთვის მეუბნება, გადასარევი ხმა გაქვსო.

- "მენატრება, მენატრება, მენატრება შენი ნაზი ხმა,მენატრება, მენატრება, მენატრება შენი ნაზი ხმა...." - უნებურად გადმომცვივდა ცრემლები, რადგან გამახსენდა, როგორ მიმღეროდა მამა ამას. მისგან გამომყვა სიმღერის ნიჭი, როგორც ჩანს. "მაა... მენატრები! ნეტა აქ იყო, მეხუტებოდე, შუბლზე მკოცნიდე დ. მეუბნებოდე, რომ მამას გოგო ვარ!" ვოცნებობდი. ამ მწარე ცხოვრებას, ტკბილი ოცნებაღა მილამაზებდა, თუ გალამაზება ერქვა ამას. მესამედ ვიწყებდი სიმღერას, კარზე გაბმულად რომ დააკაკუნეს, უფრო სწორად, კარი ჩალოიღეს. მობეზრებულად მივედი და გავაღე. არჩილის მოლოდინში უტა შემრჩა ხელში და გაკვირვებულმა თვალები ვჭყიტე.

- დიდხანს იდგები ასე? - მკითხა ცივად და შუბლშეკრული დამაჩერდა.

- მოდი. - იმავე ტონით ვუპასუხე და განზე გავდექი. ლოგინზე ჩამოჯდა და ოთახს მზერა მოავლო.

- მოკლედ, მამაშენმა... - "რაოო? მამაჩემმა? ოო, არა, ამას არ შეგარჩენ" გავიფიქრე და მუქარის ასასრულებლად გავაწყვეტინე:

- აღარ გაბედი და მაგ მხეცს მამაჩემი უწოდო, გასაგებია?! - ხმამაღლა გავაფრთხილე და თვებდაქაჩული მივაჩერდი. დავინახე რომ შეცბა, ალბათ არ ელოდა ჩემს გამოხტომებს.

- ხო, რაც არის. - მიმიკა უინეტრესო გაუხდა და სულერთიას ტონით განაგრძო. - ბარგი ჩაალაგე, არჩილმა თქვა რომ დღესვე გადმოხვალ ჩემთან. - მამცნო "სასიხარულო" ამბავი და ოთახი დატოვა. "ვერ გიტან არჩილ! ვერ გიტან! მეზიზღები!" ვფიქრობდი და გამწარებული ვალაგედი ბარგს. ორი გატენილი ჩემოდნით ხელდამშვენებული გავედი მისაღებში.

- მზად ხარ ? - არჩილის ამაზრზენი ხმა მიწვდა ჩემს სმენას. მამის მკვლელი მზერა ვსტყორცნე. ხმაამოუღებლად გავედი შემოსასვლელში და გამოუმშვიდობებლად დავტოვე შენობა.



=_=_=_=



აწ უკვე ჩემს ოთახში ვიჯექი და ვფიქრობდი მომავალზე. რა იქნებოდა ამის შემდეგ? აკოსა და ჩემ შორის რა ურთიერთობა იქნება? როგორი აღმოჩნდება უტა? იქნებ ისიც არჩილივით მოძალადე და არაკაცია? „ღმერთო შენ მიშველე“ გავიფიქრე და თავი ხელებში ჩავრგე. ხუთიოდე წუთი ასე ვიყავი, მერე კარზე კაკუნი გაისმა. ავდექი და კარი გავაღე.

- მოკლედ, ჩვენ გვექნება წესები. - ოთახში უტა შემოიჭრა და ოქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა. გაკვირვებულმა გავხედე.

- რა წესები? - გაკვირვებული ინტერესით ჩავაშტერდი თვალებში.

- ჩვენ შორის არაფერი მოხდება, უბრალოდ ერთ ჭერ ქვეშ ვიცხოვრებთ...- მწარე სიცილით გავაწყვეტინე, რადგან ჩანაფიქრს მივუხვდი:

- მართლა? - ყასისად გავიკვირვე, მაგრამ მის მზერას რომ გადავაწყდი უცევ დავსერიოზულდი.

- მე ჩემს ანუკისთან ვივლი, შენ შენს შეყვარებულთან. - სულერთიას ტონით განაგრძო.

- გადასარევია. - გავუღიმე, თუმცა საერთოდ არ მომწონდა ეს აზრი. ნამდვილად არ მქონდა ხალხის ჭორაობის თემა მე გავმხდარიყავი, რომ ქმარს ღალატობს და ასე შემდეგ.

- კარგი, ეხლა ჩამოდი დაბლა და ჭამე, არ მინდა თქვან უტა მკლავაძეს „ცოლი“ შიმშილით მოუკვდაო. - ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და ოთახი დატოვა. „ეს თუ ასე სარკასტულადა და ცინიზმით დამიწყებს ხოლმე ლაპარაკს ან მკვლელი ან თითმკვლელი გავხდები“ გავიფიქრე და აბლა უხალისოდ ჩავედი.

ხელი მეორე დღეს მოვაწერეთ და ეგრევე სახლში წავედით. არანაირი ქორწილი და ქეიფი, ნამდვილად არ არის ეს აღსანიშნი ამბავი, მაგრამ უტამ თავისი ძმაკაცები დაპატიჟა, მე-ელენე. ოთახში ავედი და სპორტულები ჩავიცვი, არ ვაპირებ გამოპრანჭვასა და სარკესთან საათობით ტრიალს. ბავშვები მალე მოვიდნენ. ელენეს უტა გავაცანი და ჩემდა გასაკვირად ცოცხალი დატოვა. უტას ორი ძმაკაცი-ლექსო ხარანაული და ტატო ახალაია გავიცანი. ცუდი ბიჭები არ ჩანდნენ და საერთო ენაც მალე გამოვნახეთ. ლუდსა და ჩიფსებს მივირთმებდით და ვხარხარებდით. ელენეც მალევე გაშინაურდა და როგორც ანეგდოტების მასტერი, ყველას აცინებდა. მეორე ოთახში გავედი, რადგან ტელეფონი მირეკავდა. ნომერს დავხედე და აკოს სახელი ამოვიკითხე. თვალებ აბრწყინებულმა ამიღე ყურმილი:

- აკოო, როგორ ხარ? - ხმის ამოღება არ ვაცალე ისე მივაყარე. ჩემს ქმედებაზე გაეცინა და დაუყოვნებლივ მიპასუხა:

- კარგად, ეხლა გამოგივლი და სადმე წავიდეთ. - სიხარულისგან ლამის ხტუნვა დავიწყე.

- კარგიი გელოდები. - კავშირი გავთიშე და ოთახშო ავვარდი. რა თქმა უნდა, ელენეც უკან ამომყვა და კარი მიხურა თუ არა , მკითხა:

- აკო იყო? უნდა შეხვდა? როდის? გამოგივლი? - კითხვებს თავზე მაყრიდა და პასუხის გაცემას არ მაცდიდა.

- ხო აკი იყო. კი უნდა შევხვდე. ეხლა მალე და ხო გამომივლის. - თანმიმდევრობით ვუპასუხე და გაღიმებულმა ამოვიცვი დახეული ჯინსის შარვალი.

- მერე უტა? - გაკვირვებულმა მკითხა. გაბრაზებულმა ავხედე. მისმა კითხვამ მრისხანებით ამავსო.

- უტა?! რა უტა?! - დავუყვირე და როცა მის აწყლიანებულ თვალებს წავაწყდი, მაშინვე ვინანე. - ბოდიში ელე. აუუ, არ მინდოდა მართლა. - მივედი და მოვეხვიე.

- კაი არაუშავს, მართლა იდიოტობა გკითხე. - გამიღიმა და კარისკენ მიბრუნდა. - ჰა ეხლა, არ მიდიხარ? - სიცილით დავუქნიე თავი და დაბლა ჩავედი. იქ მისულს კი უცხო პირი შევნიშნე. ვიღაც ქერათმიანი, ცისფერთვალება გოგო, რომელსაც მკერდისა და ფეხების მეტი არაფერი აქვს, უტას გვერდით მისკუპებულიყო და ფაქტიურად კისერზე ეკიდებოდა. თვალში ცუდად მომხვდა, ზემოთხსენებული კისერზე ჩამოკიდება, თუმცა ყურადღება არ მოვაქციე და მათკენ წავედი.



№1  offline წევრი Dippie

მალე გააგრძელებ იმედია wink recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent