შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 12)


19-04-2015, 21:56
ნანახია 3 046

ყველაფერი კი ჩვენს დაუკითხავად ხდება, იწერება ზემოთ მაღლა ღრუბლებში.
***
დაღლილი მოდიოდა უნივერსიტეტიდან, ფეხით სეირონბდა ნოემბრის ფერებში გაწყობილ ქუჩებში. ნაქსოვი კაშნე მჭირდროდ შემოიხვია და ნიას ააკითხა. ის როგორც ყოველთვის თავისუფალ დროს სამზარეულოში ატარებდა.
-რომელ ჩაის დალევ ?
-ლიმნიანს.-გაუღიმა კატო.
სასადილოში ბართან ისხდნენ, ტელევიზორის ხმაურში ვერც კი გაიგე როგორ დაიწყო წვიმამ. საინფორმაციო ნაკრებზე აჩვენებდა სიუჟეტს.
-გუნდი სრულ მზად ყოფნაშია ამხანაგური მატჩებშიც აისახა ეს, რამდენიმე დღეში რიგაში მივემგზავრებით იქ გავივლით შეკრებას. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს საკმაოდ ძლიერია, თუმცა ვიცით რა დიდ იმედებს ამყარებს ქართველი ხალხი ნაკრების ამ შემადგენლობაზე, ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ თამაშის მოსაგებად.
-ამბობენ რომ ოჯახი შექმენით და უკვე ქორწილიც კი გქონდათ?
-დიახ დავოჯახდი, მადლობთ ყურადღებისთვის პრესკონფერენციას დასრულებულად ვაცხადებ.
გაოცებული იყო კატო, ეგონა სანდროს ნიშნობის ბეჭდის გარეშე იხილავდა თუმცა ამ დრომდე ის არ იშორებდა ამ სიმბოლურ ოქროს რგოლს, მისგან განსხვავებით. დამნაშავედ იგრძნო თავი, ჩანთიდან ბეჭედი ამოაძვრინა და არათითზე გაიკეთა.
***
როცა სანდრო სახლში დაბრუნდა გაუკვირდა კატო, რომ არ დახვდა. სამზარეულოსკენ აიღო გეზი და უკრაინული კატლეტების მზადება დაიწყო.
კარის ხმაზე მიხვდა,რომ ის მოვიდა.
-საღამო მშვიდობისა.
-საღამო მშვიდობის, არ ივახშმებ ?
პირველად ხედავდა ასე მოფუსფუსე სანდროს და გულის სიღრმეში ესიამოვნა.
-რა მოამზადე ? -ბარზე აათამაშა ხელები კატომ.
-უკრაინული კატლეტები მოგიმზადე.-ხაზი გაუსვა, რომ მისთვის გააკეთა.
ნიშნობის ბეჭედი, რომ შეამჩნია მის ხელზე უდიდესი პატივისცემა იგრძნო. კატო ხომ ამ ჟესტით უფრთხილდებოდა მის სათუოდ შერჩენილ კაცობას.
ამ საქციელით, ხომ მის ღირსებას იცავდა.
-თამარი მიმზადებდა ხოლმე...-ნოსტალგიურად გამოუვიდა.
-დღესაც ვუყუროთ ფილმს ?-უკვე რამდენიმე დღე, იყო რაც ყოველ საღამოს ფილმს უყურებდნენ.
-რა თქმა უნდა.
კინომანების შეკრებას ჰგავდა მისაღები ოთახი. სანდროს ნახელავს მიირთმევდნენ.
კომედიას უყურებდნენ, დრამას ხომ ცხოვრება სთავაზობდა მათ.
ფილმის დასასრულს სიცილისგან ცრემლები მოსდიოდათ. საძინებლამდე გაჰყვა სანდრო კატოს და კართან აეტუზა.
-კატო მე ერთი კვირით ლატვიაში მივდივარ.
-წარმატებები.
-იმის თქმა მინდოდა, რომ თუ გინდა შენებთან იყავი ეს ერთი კვირა, რასაკვირველია თუ კომფორტულად იგრძნობ თავს.
-არა აქ მირჩევნია ყოფნა.
-კეთილი ანგელოზები.
-ძილინებისა სანდრო.
ეხლაც ყვავილებს რწყავდა და სადღაც მოგონებებში დაფრინავდა.
წლების წინ დემეტრე მისთვის ზიზღის და უსიამოვნების მიზეზი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქოთნის ყვავილები დაუმტვრია, რადგან მისმა კურსელმს მხარზე ხელი დაადო. ყველა ბიჭი ვისაც კი კატო გაიცნობდა, ჯიქიას მსხვერპლი ხდებოდა, ერთერთი მათგანი მსგავსი გარჩევის დროს დაჭრა და დანაშაული გეგის ძმას დააბრალა. მთელი წელი არ ცემდა ხმას, შემდეგ ქოთნის ახალი ყვავილები დაუტოვა კართან და მალევე შერიგდნენ.
კონსპექტებს გადაავლო თვალი, მაკას დატოვებული ქათმის სალათიც მიირთვა. იმ საღამოს მარტომ უყურა ფილმს და დასაძინებლად წავიდა. არცერთი ზარი, არცერთი წერრილი სანდროსგან, გულის სიღრმეში ეწყინა.
კარზე ზარი იყო ფეხზე ადგა და იქვე დაკეცილი აბრეშუმის ხალათი მოიფარა. შუქი აანთო, საათს გახედა პირველის წუთები იყო, წვიმას დაეწყო. დემეტრე იდგა კარის მიღმა.
-კატო შემომიშვი.
კარი გაუღო, ეცადა ინდიფერენტული ყოფილიყო.
-როგორ ხარ ?-ბანალური იყო ჯიქია, მისი ნათქვამი სევდას დაეცვარა.
-კარგად ვარ შენ ?
-მე დღეს მივფრინავ გერმანიაში და მინდოდა დაგმშვიდებოდი.
-წარმატებები.
-მაპატიე იმ დღეს ზედმეტი მომივიდა.
ძალიან უჭირდა კატოს, ყელში ბურთი აწვებოდა ცოტაც და ატირდებოდა, იმედი რომ ოდესღაც დემეტრეს დაიბრუნებდა თვალწინ ეცლებოდა. მისი სევდიანი ღიმილი არასდროს ენახა, თვალებშიც დარდი ჩასდგომოდა და ის მწვანე ფერი ნაცრსიფერში ამღვრეულიყო.
-მშვიდობით კატო.
-მშვიდობით დემე.
ჩაეხუტა და თითქოს დრო გაჩერდა. ტკივილს გრძნობდა, ჯიქია მაინც დიდი უსიამოვნება იყო მისთვის.
-მომენატრები კატო.
კარი გაიხურა და იქვე ჩაიკეცა. ჭექა-ქუხილი ხმაზე დაძინება გადაწყვიტა, ბავშვობიდან ეშინოდა. ემბრიონის ფორმაში იწვა კატო საწოლზე მარტო და თითქოს ამინდიც მის ხასიათს იზიარებდა. ელვა გაიკლაკნებოდა ცაზე. ტელეფონის ეკრანზე, უცხო ნომერი აციმციმდა, სანდრო ურეკვადა.
ცრემლები მოიწმინდა და ეცადა მშვიდად ესაუბრა.
-ჰო სანდრო.
-ბოდიში ესე გვიან, რომ დაგირეკე ტელეფონი დამიჯდა და მხოლოდ ეხლა მომეცა საშუალება დამერეკა.
-არაუშავს, როგორ ხარ ?
-დავიღალე, ისე კარგად ვარ. მაკა ხომ არ მოსულა?
-კი და საჭმელები დამიტოვა.
-ფილმს უყურე ?
-კი მარტომ- გაეღიმა, მოსწონდა ერისთავის დეტალისტობა.
-ძილინების კატო.
-ძილინებისა სანდრო.
სიმშვიდე მოუტანა რამდენიმე წუთიანმა საუბარმა.
რამდენიმე წუთში ისევ ტელეფონის ხმა იყო, ისევ სანდრო რეკავდა.
-ჰო სანდრო..
-მაკამ დამირეკა და ჭექა-ქუხილიაო, ლეპტოპი მოიტანე და დაგელაპარაკები.
-არაა საჭირო.
-ვიცი, რომ გეშინია.
-კი, მაგრამ
-გიცდი ჯიუტო კატო.
ლეპტოპი ჩართო და მთელი საღამო ლაპარაკში გაატარეს.
***
დამღლელი ერთი კვირა გამოვიდა სანდროსთვის. ცდილობდა მასთან უფრო ახლოს მისულიყო თუმცა კატო ზედმეტად იკავებდა თავს, მასაც არ უნდოდა თავი მოებეზრებინა ამიტომაც ბოლო დღეები იშვიათად ეხმიანებოდა.
ანდრონიკაშვილი თავისუფალი დროით ტკბებოდა, მთელი ერთი კვირა სახლში წიგნებთან გაატარა, მოსწონდა საკუთარ თავთან მარტო ყოფნა და საღამოობით ღამის თბილისის ყურება.
„ხვალიდან დასრულდა თავისუფლება“ გონებამ ახლო მომავალი წარმოიდგინა. ტელეფონს ყურსასმენები მიუერთა და პუფი მიასრიალა ფანჯრისკენ. წვიმამ დაიწყო და ღამე აახმიანა. ლამპიონებით განათებული ქუჩები ერთმანეთში იხლართებო და დაუსრულებელ ლაბირინთს ქმნიდა.
ვერც კი შეამჩნია, როგორ ეწვია დაუპატიჟებელი სტუმარი.
რამდენიმე თავი და დავასრულებ ალბათ ) )




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent