შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ჩახუტება ყველაფერს მირჩევნია! (1 ნაწილი)


19-04-2015, 22:24
ავტორი მარიკუნა:)
ნანახია 2 543

ისტორიას სანდრო მამულაშვილი წერს. ისტორია იმ დღიდან იწყება, როდესაც სანდრო მეგობრებთან ერთად სკოლას ბანაკში მიყვებოდა დიდ ბრიტანეთში. სანდრო ნერვიულობდა. ასეთ ბანაკში პირველად მიდიოდა.
******
ძალიან ვნერვიულობდი. ბანაკში პირველად მივდიოდი. ძმაკაცებს ველოდებოდი, ჩემთან რჩებოდნენ და დილით აეროპორტშიც ერთად მივდიოდით. საღამოს ჩემი ძმაკაცები ლუკა,ანდრო,გიო, სანდრექსა და თაზო მოვიდნენ(რამდენი ვართ ღმერთმა გვამრავლოს).
-ჩალაგდი?(გიო)
-კეე ორი ჩემოდანი გავავსე. გამეცინა(მე)
-რა იყო საცხოვრებლად გადადიხარ? ორი კვირით მივდივართ დედააფეთქებული.(სანდრექსა)
-ოო მიდი რაა(მე)
-ბიჭო წელს გოგოების ნაკადია დიდიიი(ლუკა)
-ხო მარა ამას თავისი გოგო ურჩევნია ყველაფერს(თაზო)
-ო კაი მორჩით რა.(მე)
”ჩემ გოგოში” ვიღაც სოფლელ ლანას გულისხმობდნენ. როგორც იტყვიან, ჭაობიდან ამოვიყვანე და ადამიანად ვაქციე. მერე შეიფერა და ჩემ მეგობრებს ცუდად ექცეოდა, მსაყვედურობდა რომ ყურადღებას არ ვაქცევდი, მილიონიან ტანსაცმელს იხვეწებოდა და მამაჩემსაც რა უნდოდა, ეგონა რომ მიყვარდა და ყიდულობდა. მაგრამ... ლანას საერთოდ არ ვიცნობდი, ბარში ვიჯექით მე და ბიჭები და ლანა ამ დროს შემოვიდა. ისეთი კაბა ეცვა ყველაფერი გადმოყრილი ჰქონდა, ასე ვთქვათ. ბიჭებმა მაზიანი დავდეთ ვინც ამ გოგოს დაკერავდა, 10 სურვილი ჰქონდა სხვებთან. მივედი და გავიცანი. მერე ეგ ზედმეტებში გადავიდა. მშობლებთან მიმიყვანა და როგორც საქმრო ისე გააცნო ჩემი თავი.
მეორე დღეს დილით ადრე ავდექით და აეროპორტისკენ გავეშურეთ. ჩვენმა BOSS-მა(ბიჭებმა შევარქვით) გამოგვიცხადა:
-კარგი, ყველანი აქ ვართ ერთი გოგოს გარდა. ნინი ქაჯაია აგვიანებს.
ნერვები მომეშალა. არაპუნქტუალური გოგო. გავიდა ნახევარი საათი. ერთი საათი. გოგონა არ ჩანდა. ამ დროის განმავლობაში "ჩემმა გოგომ" ტვინი შეჭამა. ამ დროს ჩვენკენ მომავალი საშუალო სიმაღლის გამხდარი გოგო დავინახე. გავიფიქრე ამაზე ლამაზი გოგოს დედაც თქო. თითქოს ჩვენკენ ანგელოზი მოდიოდა. საქმე ის არის რომ მთელი მისი სილამაზე მის თვალებში მდებარეობდა. არაბუნებრივად ღია მწვანე თვალები. მორცხვი გოგონა ჩანდა. დაბნეული სახით მოგვიახლოვდა.
-ძალიან დიდი ბოდიში. ძალიან დამაგვიანდა.
-რა გეჩქარებოდა(ჩემი შეყვარებული ლანა)
-გაგიმარჯოს) გოგონამ გაუღიმა და გამეცინა.
დანარჩენებსაც გაეცინათ.
-შენს ადგილას ღადაობის ხასიათზე არ ვიქნებოდი.
-იქნებ თავი შეიკავო?
ლანას სიტყვის თქმა ნინიმ დაასწრო:
-აი ჩემი პასპორტი და ბილეთი.
-კარგი, წავედით.
თვითმფრინავში ადგილი ნინის გვერდით მქონდა. ლანა ბევრს მეხვეწა ჩემს გვერდით დაჯექიო მაგრამ მე ნინის გვერდით მერჩივნა. ლანა დანებებას არ აპირებდა მაგრამ ეს აღარ მაინტერესებდა. ნინი შეშინებული იყურებოდა. მგონი თვითმფრინავის შიში ჰქონდა.
-თვითმფრინავის გეშინია?
ნინი სახეზე სულ თეთრი იყო.
-ცოტათი.
ჩემი გაყინული ხელი მის უსაშველოდ ცხელ ხელს ზემოდან დავადე. შეკრთა და ხელი მოიშორა. გამომხედა და მწვანე თვალები შემომანათა. თავი გააქნია და ფანჯარაში გაიხედა. ამასობაში ავფრინდით კიდეც. ნინიც დაწყნარდა.
-ჰუუჰ... ხმადაბლა ამოისუნთქა.
ჩამეცინა მის ასეთ ქმედებაზე.
ამ დროს საიდანღაც ლანა გაჩნდა და ნინის ბოლო ხმაზე უთხრა:
-აუ ჩემ ბიჭთან დამსვი რაა უნდა მოვეფეროოოოოოო
-და შენ სად ზიხარ?
-აი იქ. უკანა სავარძლებისკენ გაიშვირა ხელი.
-ლანა გაჩერდი რა.(მე)
-აუ შენ გითხარი რამე?(ლანა)
-გაჩერდითქო და შენს ადგილს დაუბრუნდი. (მე)
-იყოს გადავჯდები. (ნინი)
-არა არ არის საჭირო(მე)
-საჭიროა რაა)) ამდენი ხანი შენით უნდა მიმხვდარიყავი.(ლანა)
-მივდივარ დაწყნარდი. (ნინი)
-რა იყო ეს რა სცენები მოაწყვე?!(მე)
-აუ მორჩი ლაპარაკს და მომეფერეეეე. ლანამ ჩემკენ გამოიწია მაგრამ მოვიშორე და ვუთხარი
-გა**ვი.
ლანა კალთაში ჩამიჯდა და ისე მომეკრო სუნთქვა შემეკრა. ამ დროს ნინის წკრიალა ხმა გავიგონე.
-უი. ბოდიში. ჩანთა დამრჩა. გააგრძელეთ მე ხელს არ შეიგიშლით.
-ლანა დროზე გადაეთრიე შენ ადგილზე! ლანას დავუყვირე.
-აუუუ. ლანა ბუზღუნით გადავიდა თავი ადგილზე.
-ბოდიში რომ ამის ნახვა მოგიწია.(ნინის ვუთხარი) -შენ ჯერ ამის და არ გინახია.
-არაუშავს. თუმცა თვალებზე ცრემლი მოადგა.
-რამე მოხდა?
-არა არაფერი. შენ არ გეხება.
-თუ გინდა მომიყევი.
-უცნობებთან ესეთ რაღაცეებზე არ ვლაპარაკობ.
გამახსენდა რომ ნინის ახლოს არ ვიცნობდი და გადავწყვიტე რომ ახლოს გამეცნო.
ჩავახველე. ნინიმ გამომხედა. მარჯვენა ხელი გავუწოდე დ. გავეცანი.
-სანდრო მამულაშვილი, 18წლის. მიყვარს ჩემი ძმაკაცები და მაკდონალდი.
ნინის გაეცინა.
-ლანა გამოგრჩა.
-შენ?
ნინიმ ხელი ჩამომართვა.
-ნინი ქაჯაია.17 წლის.
-შენ ვინ გიყვარს?
-არავინ.
-და ან ძმა არ გყავს?
-და მყავდა. ჩურჩულით თქვა.
-გყავდა?
-არ მინდა მაგაზე საუბარი.
ფერი წაუხდა. ამასობაში კი საჭმელი ჩამოატარეს. ნინის საჭმელი დაუდეს თუმცა პირი არაფრისთვის დაუკარებია, იჯდა და თავი საზურგედან გადმოშლილ ლანგარზე ედო, ხელები თავზე ჰქონდა შემოლაგებული და ღრმად სუნთქავდა.
-ნინი ჭამე რამე.
-არაფერი არ მინდა.
-სასმელს ხომ არ ინებებთ?
-წყალი (ნინი)
-ინებეთ.
-მადლობა.
ნინიმ წყალი ხარბად მოსვა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ასეთ მდგომარეობაში ვეღარ ვუყურებდი. ორი აზრი მქონდა: ან თვითმფრინავის ძალიან ეშინოდა, ან დის ხსენებამ წარსულიდან წამოყოლილი ემოციები გაუღვიძა, ალბათ და მოუკვდა. ორივე აზრი მინდოდა გადამეგდო და გულში ჩამეკრა მაგრამ მეშინოდა რომ ზურგს მაქცევდა. მაგრამ ნინიმ თვითონ მთხოვა:
-სანდრო...
-ცუდად ხო არ ხარ?
-შეიძლება ჩაგეხუტო?
-რათქმაუნდა. მოდი ჩემთან. ალერსით ვუთხარი და ჩავიხუტე. ჩაეძინა. საოცრად თბილი სხეული ჰქონდა. რა საყვარელი იყო ასეთი. ისედაც, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. უფრო და უფრო ვიხუტებდი და თან მეშინოდა, არ გამეგუდა. თავი თავზე დავადე და ლოყაზე მოვეფერე. ალბათ ეძინა და ვერ გრძნობდა. რომ ეგრძნო, ალბათ ისევ ისე მოიშორებდა ჩემს ხელს როგორც ცოტა ხნის წინ. რომ გაეღვიძა უკვე ვეშვებოდით.
-ძილისგუდა. გაიღვიძე?
-ვეშვებით უკვე?
-კი. გეშინია?
-არც ისე.
დავეშვით ლონდონში. ბოსმა ავტობუსში ჩაგვსხა და ბანაკში წაგვიყვანა.

გამარჯობა, გიბრუნდებით ახალი ისტორიით. მგონი ძალიან პატარა თავი არ არის. იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. შემიფასეთ და მირჩიეთ გავაგრძელო თუ არააა. მიყვარხართ love .
პ.ს. ”შემიყვარდი პატარას” გაგრძელებას ვწერ. სულ მალე დაიდება მეორე ნაწილის პირველი თავი.



№1  offline წევრი vighaca

Eee Ra magria esec Dzalian kargi istoria

 


№2  offline წევრი მარიკუნა:)

vighaca
Eee Ra magria esec Dzalian kargi istoria

მიხარია რომ მოგწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent